მუხლი 582. ათ წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლა
სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლი · სკ 582
თუ იჯარის ხელშეკრულება იდება ათ წელზე მეტი ვადით, მაშინ ათი წლის გასვლის შემდეგ თითოეულ მხარეს შეუძლია მოშალოს საიჯარო ურთიერთობა ამ კოდექსის 561-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია იჯარის ხელშეკრულებით.
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4627 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.05.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 581-ე მუხლები, აგრეთვე ყურადღება მიაპყრო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათს, რომლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 582-ე მუხლის მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბების მიზეზს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა წარმოადგენდა.
საქმე №ას-1151-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
…ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით) გამომდინარე, ვერ დარეგულირდება სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით. 8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1, 582.2, 562.1, 562.2 მუხლებით და გაიზიარა აპელანტის შედავება სსკ-ის 562.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელების არარელევანტურობის თაობაზე.
საქმე №ას-509-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2021
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 582-ე, 561-ე, 590-ე მუხლებით, მიუთითა წინამდებარე განჩინების 2.11., 2.9. და 2.13. ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო იჯარის…
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე, 582-ე მუხლები). 3. 2006 წლის 30 ოქტომბერს პირველი საწარმოს 52.5 % წილის მფლობელი პარტნიორის ძმამ - ნ. ნ-ემ (ტ.2, ს.ფ.
ქ-ძემ 2007 წლის 18 ივლისს მისწერა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 572-ე და 582-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეები საიჯარო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სამინისტროსთან, იხდიდნენ საიჯარო ქირას და არ არსებობდა ხელშეკრულების მოშლის საფუძველი;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 582, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-582/