1. მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე.
2. მეიჯარეს შეუძლია უარი განაცხადოს საიჯარო ქონების ცალკეული ნაწილების გაქირავებაზე, თუ ამით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.
3. მოიჯარე პასუხს აგებს მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ ან დამქირავებელმა ნივთი სხვანაირად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო ნებადართული. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის ან დამქირავებლის მიერ ქონების ამგვარად გამოყენებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(26)
საქმე №ას-449-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2025
…მდებარე: ქ.ბათუმი,.........., ს.კ..........; შპს „B. G.“-ი კეთილსინდისიერად იხდიდა მხარეთა მიერ შეთანხმებულ საიჯარო ქირას, რაზეც უძრავი ქონების მესაკუთრეებს რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებიათ; შპს „B. G.“-მა, კანონისა ( სსკ-ის 587-ე მუხლი - მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე) და იჯარის ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით, იჯარით აღებული უძრავი ქონების ნაწილი…
…და უთითებდა, რომ ქვეიჯარით ფართის გაცემის შემთხვევაში შეეძლო 2000 აშშ დოლარის ყოველთვიურად მიღება, რომელსაც გამოაკლდებოდა რემონტზე მის მიერ გაწეული ხარჯი და წმინდა მოგების სახით დარჩებოდა 845 აშშ დოლარი. პალატამ მიუთითა სსკ-ის 587.1-ე მუხლზე [მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე] და დაასკვნა, რომ ასეთი თანხმობის არარსებობის პირობებში, მოიჯარე ვერ განახორციელებდა…
…არ არის, რომ საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქირას მოსარჩელეს უხდიდა მოპასუხე ორგანიზაცია, მასვე ჰქონდა მოსარჩელესთან მიმოწერა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფართის დაბრუნების თაობაზე, ამასთან, არც მოსარჩელე და არც მოპასუხე სამოქალაქო კოდექსის 587-ე მუხლით განსაზღვრულ ქვეიჯარის სამართლებრივ ურთიერთობაზე არ მიუთითებენ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი, ი.…
…ურთიერთობაში მოპასუხესთან არ იმყოფებოდა, არამედ, მას და სს „თ–ს“ შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა. თავის მხრივ, სახელშეკრულები ურთიერთობა არსებობდა მოიჯარესა და მოპასუხეს შორის ( სკ-ის 587-ე მუხლი), რომელიც ეკონომიკურად დამოკიდებული, თუმცა, სამართლებრივად დამოუკიდებელი გარიგებაა, შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის მოტივით…
…ძალა აქვს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებისას, რომელიც ფორმდება წერილობითი ფორმით და დაერთვის ხელშეკრულებას. ამავე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, იჯარის ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით ( სსკ-ის 587-ე მუხლი; იხ. ქვეიჯარის ხელშეკრულება - ტ.1, ს.ფ. 105-107). 9. ქვემოიჯარე (მეოთხე საწარმო - იხ. მე-7 პუნქტი), 2011 წლის 1 იანვრამდე, იხდიდა საიჯარო ქირას,…