მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო
1. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში როგორც მის მემკვიდრეებს, ისე მეიჯარეს შეუძლიათ საიჯარო ურთიერთობა მოშალონ კალენდარული წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში.
2. მემკვიდრეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ ხელშეკრულების მოშლაზე და მოითხოვონ საიჯარო ურთიერთობის გაგრძელება, თუ მათ უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით შეუძლიათ იჯარით გადაცემული ქონების სწორი სამეურნეო გამოყენებ
მთავარი მონაცემები
ვადაექვსი თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ას-509-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2021
…კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის კანონიერ სარგებლობაშია 440 კვ.მ., ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლება მთლიანად 463 კვ.მ.-ზე რეგისტრირებულია სახელმწიფოზე. 4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 582-ე, 561-ე, 590-ე მუხლებით, მიუთითა წინამდებარე განჩინების 2.11., 2.9. და 2.13. ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ სადავო იჯარის ხელშეკრულებები დაიდო 1998…
…ახმეტის რაიონის გამგეობის 2005 წლის 23 აგვისტოს ¹73 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებაზე, იყო კანონსაწინააღმდეგო და იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 590-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეებს შეეძლოთ უარი განეცხადებინათ ხელშეკრულების მოშლაზე…
…მიერ გაქირავებული ნივთის დაზიანება; სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლით განმტკიცებულია ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლის მიერ სამი თვის ქირის გადაუხდელობა; სამოქალაქო კოდექსის 571-ე და 590-ე მუხლების დისპოზიციებით განსაზღვრულია ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების მოშლის ისეთი საფუძველი, როგორიცაა დამქირავებლისა და მოიჯარის გარდაცვალება, მაგრამ…
საქმე №ას-415-739-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2005
…კომპენსაცია 1500 ლარის ოდენობით. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სს «მ-ს» უფლება ჰქონდა, მოეშალა საიჯარო ხელშეკრულება, რადგან გ. კ-ი გარდაიცვალა 2001წ. 16 ოქტომბერს, ხოლო მისმა მემკვიდრეებმა სკ-ის 590-ე მუხლით დადგენილი წესით, წერილობითი ფორმით, ექვსი თვის განმავლობაში არ მოითხოვეს იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლო იყო…
საქმე №ბს-35-17-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2005
…შემდეგი საფუძვლით არ დაკმაყოფილდა: სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 393-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 405-ე და 590-ე მუხლები და გამოიტანა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოიჯარე ბ.…
საქმე №ბს-802-686-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.11.2004
საქმე №ბს-141-319-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2004
მუხლი 10. აეროპორტის მოიჯარეები— მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 6. აეროპორტის/აეროდრომის მოიჯარეები— ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“