1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით.
2. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე 1. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. 2. თუ მოიჯარე ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
საქმე №ას-622-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
…შეწყვეტამდე საიჯარო ქირის დავალიანების გადახდევინება და ამ თანხის გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გამომდინარეობდეს სსკ-ის 581-ე, 588-ე, 417-ე მუხლებიდან. 25. მოპასუხემ, წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმება გამოწვეული იყო საიჯარო ქონების პირდაპირი…
საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…ურთიერთობიდან. მოცემული სადავო სამართალურთიერთობის სწორად გადაწყვეტისათვის პირველ რიგში შესაფასებელია მხარეთა შორის ხელშეკრულებები შეწყდა თუ არა მართლზომიერად, მოიჯარის მიერ. მოსარჩელეები თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებდნენ სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ…
საქმე №ას-693-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
…წინაპირობა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მართლზომიერია. 21. რაც შეეხება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს - საიჯარო ქირის ხუთმაგი ოდენობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის თანახმად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ…
საქმე №ას-841-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
…საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში საიჯარო ქირის დაკისრების წინაპირობების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის…
საქმე №ას-1006-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2022
…ფიზიკური პირის და ამავდროულად შ.პ.ს. „ფ.ს–ის“ (ახალი მოიჯარე) დირექტორის განცხადება ქ. თბილისის მერიის ს.ს.ი.პ. ქონების მართვის სააგენტოს უფროსის სახელზე. 6.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 588-ე მუხლით (თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის…
საქმე №ას-1073-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.03.2022
საქმე №ას-1200-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
საქმე №ას-1376-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2021
საქმე №ას-19-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2020
საქმე №ას-1596-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
საქმე №ას-1500-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2020
საქმე №ას-628-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2019