სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 593. ხელშეკრულების ფორმა
სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლი · სკ 593
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-723(კ-20)
ასეთ დათქმას არ აკეთებდა არც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581–ე, 592–ე და 593–ე მუხლები. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იჯარის ხელშეკრულების არა ფ. ე-ზე, არამედ პ. ე-ის სახელზე გაცემის შესახებ, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ფ.
- საქმე №ას-1393-1313-2017
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 581-ე, 592-ე, 593-ე მუხლებით და განმარტა, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძველი მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტია, იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მიწის სარგებლობის უფლებას ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფაქტობრივ ფლობას.
- საქმე №ას-1499-1419-2017
სასამართლომ წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ივარაუდა, რომ მხარეთა შორის იყო ზეპირად დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლი, თუმცა, არ უხელმძღვანელია ამავე კოდექსის 594-ე მუხლის იმპერატიული დებულებით მხარეთა მიერ ერთობლივი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თაობაზე.
- საქმე №ბს-19-18(კ-17)
…სასამართლომ ეჭვქვეშ ვერ დააყენა ის გარემოება, რომ ლ. კ-ს იჯარით ნამდვილად ჰქონდა აღებული 11,2 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საიდანაც 10 ჰა-ზე დათესილი ჰქონდა სიმინდი, ხოლო 1,2 ჰა მიწის ნაკვეთზე - ნიორი. სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების სავალდებულო ფორმად არ ადგენდა წერილობით ფორმას.
- საქმე №ბს-451-446(კ-16)
ასეთ დათქმას არ აკეთებდა არც,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581–ე 592–ე, 593–ე მუხლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
- საქმე №ას-1202-1129-2015
- საქმე №ბს-172-168(კ-08)
- საქმე №ას-867-1223-06
- საქმე №ბს-46-44(კ-07)
- საქმე №ბს-35-17-კ-05
- საქმე №ბს-14-9-კ-05
- საქმე №3გ/ად-520-კ-02
- საქმე №3გ-ად-411-კ-02
- საქმე №3გ-ად-519-კ-02
- საქმე №3გ-ად-168-კ-01
- საქმე №3გ/ად-106-კ-01
- საქმე №3გ/ად-65-კ
- საქმე №3გ/ად-18-კ
- საქმე №020211417700040506
- საქმე №340210016001535720
- საქმე №150310015001118379
მეზობელი მუხლები
- მუხლი 587. ქვეიჯარა
- მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე
- მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა
- მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო
- მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას
- მუხლი 592. ცნება
- მუხლი 594. საიჯარო ქონების ნუსხა
- მუხლი 595. საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი
- მუხლი 596. გირავნობის უფლება ნაყოფზე
- მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
- მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 593, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-593/