მხარეებმა საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას ერთობლივად უნდა შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა, რომელშიც აღინიშნება მისი ოდენობა და მდგომარეობა იჯარით გადაცემის მომენტისათვის. იგივე წესი გამოიყენება საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას. ნუსხას ხელს უნდა აწერდეს ორივე მხარე და მითითებულ უნდა იქნეს მისი შედგენის თარიღ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 594. საიჯარო ქონების ნუსხა
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-1499-1419-2017
…1.4.3. სასამართლომ წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ივარაუდა, რომ მხარეთა შორის იყო ზეპირად დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა და არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლი, თუმცა, არ უხელმძღვანელია ამავე კოდექსის 594-ე მუხლის იმპერატიული დებულებით მხარეთა მიერ ერთობლივი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თაობაზე. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა 2006 წლამდე მოქმედი…
- საქმე №ბს-19-18(კ-17)
…სამოქალაქო კოდექსის 593-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით, თუმცა ამავე კოდექსის 594-ე მუხლის მიხედვით, მხარეებმა საიჯარო ურთიერთობის დაწყებისას ერთობლივად უნდა შეადგინონ საიჯარო ქონების ნუსხა, რომელშიც აღინიშნება ქონების ოდენობა და…
- საქმე №ას-1819-1793-2011
…გადახდა (ს.ფ.58) სწორედ ოქტომბრის თვის საიჯარო ქირა იყო (რაც თავისთავად იმის დასტური იქნებოდა, რომ ოქტომბრის თვეშიც გრძელდებოდა საიჯარო ურთიერთობა) მოსარჩელეს ეკისრებოდა, რისი დადასტურებაც მან ვერ შეძლო. ს. რ-ის” მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 594-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც ”თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს…
- საქმე №ბს-46-44(კ-07)
…მასზე შედგენილია საკადასტრო რუკა, 2005 წლის 19 სექტემბერს კი განხორციელდა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე, 593-ე და 594-ე მუხლები, არასწორად გამოიყენა “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის…
- საქმე №ბს-154-145(კ-06)
…ხელშეკრულება დაიდო 2000 წლის 21 თებერვალს. სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდებოდა იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ იყო დადგენილი. ამავე კოდექსის 594-ე მუხლის თანახმად, მხარეებს საიჯარო ურთიერთობების დაწყებისას ევალებოდათ საიჯარო ქონების ნუსხის ერთობლივად შედგენა, რომელშიც აღინიშნებოდა ქონების…
- საქმე №3გ/ად-520-კ-02
- საქმე №3კ/1382-02
- საქმე №3გ-ად-168-კ-01
- საქმე №340210016001535720
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 587. ქვეიჯარა
- მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე
- მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა
- მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო
- მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას
- მუხლი 592. ცნება
- მუხლი 595. საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი
- მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
- მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
- მუხლი 601. მოიჯარის მოვალეობა ახალი მოიჯარის წინაშე
- მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 594, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-594/