1. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე.
2. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(48)
საქმე №ას-746-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2025
…გადაწყვეტილება. 15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე- 317-ე, 327-ე, 558-ე, 561-ე, 581-ე, 592-ე მუხლებით და გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი და მომდევნო ორი თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობის პირობებში მეიჯარეს სამოქალაქო…
საქმე №ბს-335(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.06.2023
…და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის #1-1/1565 ბრძანების მე-9 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, ასევე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს…
საქმე №ას-1470-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2022
…სარგებლობის საშუალება არ მიეცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, რაც უნდა უზრუნველეყო თავად მეიჯარეს, რაც მას, მიმართვის მიუხედავად, არ განუხორციელებია. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 581-ე, 531-ე, 532-ე, 533-ე, 537-ე, 543-ე, 592-ე, მე-400, 417-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოეშვა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. 3.3. პალატის მითითებით, საიჯარო ქირის დაკისრების სამართლებრივ…
საქმე №ას-1229-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2021
…შესახებ, რომ მიწა არ იყო ვარგისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, რომლის საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთებული არგუმენტი მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა. 4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 592-ე, 595-ე, 399-ე მუხლებით და განმარტა, რომ იჯარის საგანი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში. როგორც წესი, იჯარის…
საქმე №ბს-723(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2021
…იყო მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ასეთ დათქმას არ აკეთებდა არც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581–ე, 592–ე და 593–ე მუხლები. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იჯარის ხელშეკრულების არა ფ. ე-ზე, არამედ პ. ე-ის სახელზე გაცემის შესახებ, განსახილველ შემთხვევაში, საქმის…
მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება— ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება— თერჯოლის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება— სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება— ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. ადგილობრივი მმართველობის ცნება— ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერიის დებულების დამტკიცების შესახებ