მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და შეინარჩუნოს იგი ამ მდგომარეობაში იჯარის მთელი ვადის მანძილზე. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს ქონების მიმდინარე რემონტი, შეაკეთოს საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები, გზები, თხრილები, მილები, ღობეები. იგი ვალდებულია იჯარით აღებული ქონება გამოიყენოს სამეურნეო დანიშნულები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 595. საიჯარო ქონების მდგომარეობა. მისი რემონტი
რედაქციის ისტორია
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №ას-1470-2020
…ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდაა ( სსკ-ის 581-ე მუხლი) (სუსგ №ას-294-294-2018, 08.05.2018წ.). 9. სსკ-ის 595-ე მუხლი ითვალისწინებს მეიჯარის ვალდებულებას გადასცეს მოიჯარეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში და…
- საქმე №ას-1229-2019
…რომ მიწა არ იყო ვარგისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, რომლის საწინააღმდეგოდ რაიმე დასაბუთებული არგუმენტი მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა. 4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 592-ე, 595-ე, 399-ე მუხლებით და განმარტა, რომ იჯარის საგანი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში. როგორც წესი, იჯარის ხელშეკრულების…
- საქმე №ას-1499-1419-2017
…ურთიერთობა (ხელშეკრულების მოშლის კანონიერება არ არის განსახილველი დავის საგანი) და სწორედ ამ დროიდან წარმოადგენდა ნივთის უკანონო მფლობელს კასატორი, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო ნივთის გამოთხოვას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ქონების მიმდინარე მოვლა-რემონტის ხარჯები ეკისრებოდა მოიჯარეს და ეს ხარჯები კომპენსირებას არ ექვემდებარება, რაც…
- საქმე №ას-184-177-2016
…სამშენებლო სტანდარტები იყო დარღვეული. ამასთან, სათანადოდ არ მუშაობდა სათბურში არსებული გათბობის სისტემა, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფდა თოვლის დნობას. 31. ნივთობრივი ნაკლის შეფასებისას უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, კერძოდ, სსკ-ის 595-ე მუხლის (მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში) თანახმად, იჯარის საგნის…
- საქმე №ას-845-896-2011
…განსაზღვრეს საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები, რომელიც დაადასტურეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ მოიჯარე საიჯარო ქონებას გამოიყენებდა ავტოსამრეცხაოდ, სავაჭრო ობიექტად. სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, რათა შეიძლებოდეს მისი…
- საქმე №ბს-802-686-კ-04
- საქმე №3კ/577-02
- საქმე №340210016001535720
- საქმე №330210016001435268
- საქმე №180310016001563087
- საქმე №080210017001780563
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 588. საიჯარო ქონების უკან დაბრუნება ვადამდე
- მუხლი 589. იჯარის უვადო ხელშეკრულების მოშლა
- მუხლი 590. ხელშეკრულების მოშლა მოიჯარის გარდაცვალების გამო
- მუხლი 591. ზიანის ანაზღაურება საიჯარო ქონების დაუბრუნებლობისას
- მუხლი 592. ცნება
- მუხლი 594. საიჯარო ქონების ნუსხა
- მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
- მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
- მუხლი 601. მოიჯარის მოვალეობა ახალი მოიჯარის წინაშე
- მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე
- მუხლი 604. საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 595, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-595/