მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის) გაუმჯობესებისათვის გაწეული კაპიტალური ხარჯები.
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1282 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(13)
საქმე №ას-286-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
…მოვალეა ეს სამუშაოები შეასრულოს საკუთარი ხარჯებით. (3). გამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დამქირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 598-ე მუხლის თანახმად, მეიჯარე ვალდებულია, მოიჯარეს აუნაზღაუროს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქონების მდგომარეობის (მათ შორის მიწის)…
საქმე №ას-1159-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.04.2022
…5 800 ლარი გაიღო, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ამ ნაწილში საიჯარო სამართლის ნორმებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, სსკ-ის 599-ე მუხლის თანახმად, 598-ე მუხლში მითითებულის გარდა, სხვა საჭირო ხარჯები, რომლებზედაც მეიჯარემ თანხმობა განაცხადა, მან უნდა აუნაზღაუროს მოიჯარეს საიჯარო ურთიერთობის დამთავრებისას. სსკ-ის…
…დაკმაყოფილებას. 18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 352-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 581-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 572-ე, 598-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ქონების ½ ნაწილის შეძენის შემდეგ მასზე გადავიდა 2008 წლის 1 ივნისის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები…
…მუხლის დაცვით შედგენილი დოკუმენტი; 1.4.4. სასამართლომ მოწმის ჩვენებითა და ექსპერტის დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ ვაზი 6-14 წლის იყო და საიჯარო ქონების გაუმჯობესება მიიჩნია, რომ მოსავლის მიღებით იყო კომპენსირებული, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს არასწორად არ დააკისრა კაპიტალური ხარჯების ანაზრაურება, რომელიც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით, რის…
…დანიშნულებით გამოყენება. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საიჯარო ქონება წარმოადგენს მიწის ნაკვეთს, რაც გამოსაყენებლად ვარგისი იყო იმისათვის, რისი ინტერესიც გააჩნდა მოიჯარეს. აღნიშნული სადავოდ არც გამხდარა მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 598-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოიჯარის მიერ გაწეული მომსახურება და ჩატარებული სამუშაოები ექვემდებარება მეიჯარის მიერ სავალდებულოდ…