მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით აღებული ქონება დააბრუნოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებამდე არსებული მეურნეობის სათანადოდ გაგრძელება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 602. საიჯარო ქონების დაბრუნების მოვალეობა
სამოქალაქო კოდექსის 602-ე მუხლი · სკ 602
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-199-2025
ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების ფლობისა და მისი დაბრუნების დაყოვნების ფაქტზე (მოთხოვნის წარმომშობ ფაქტზე) მითითება ( სსკ-ის 591-ე მუხლი) ევალება მოსარჩელეს (მეიჯარეს), ხოლო მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება კი, მოიჯარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ( სსკ-ის 602-ე მუხლი) (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-2-2-2016, 14 ივნისი, 2016 წელი). წინამდებარე საქმეში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების…
- საქმე №ას-24-2021
მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება კი, მოიჯარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ( სსკ-ის 602-ე მუხლი). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდანაც, რომ რ.ყ–ის 2017 წლის 12 აპრილის განცხადება უდავოდ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან საიჯარო ქონების ფლობის ფაქტს;
- საქმე №ას-2-2-2016
მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება კი, მოიჯარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა { სსკ-ის 602-ე მუხლი }, მით უმეტეს, რომ 2014 წლის 16 დეკემბრამდე საჯარო რეესტრის მონაცემებით საიჯარო უფლება კვლავ მის სახელზე ირიცხებოდა.
- საქმე №ას-1203-1130-2015
უდავოა, რომ ამ შემთხვევაში მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ქონების დაბრუნების დაყოვნება), მითითება { სსკ-ის 591-ე მუხლი } ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ ამ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მოიჯარეს სსკ-ის 602-ე მუხლიდან გამომდინარე, მითუმეტეს რომ 2015 წლის 26 მარტამდე საჯარო რეესტრის მონაცემებით იჯარის უფლება ისევ მასზე ირიცხებოდა.
- საქმე №330310016001611810
აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 602-ე, 605-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მართალია განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ჩანაწერი, თუმცაღა მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო, იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და სხვა საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება 3.2.
- საქმე №330210116001253751
- საქმე №060210118002313008
- საქმე №010210115001079686
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 596. გირავნობის უფლება ნაყოფზე
- მუხლი 597. საიჯარო ქირის შემცირების მოთხოვნა
- მუხლი 598. აუცილებელი კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა
- მუხლი 599. მეიჯარის თანხმობით გაწეული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 600. აუღებელი მოსავლის ანაზღაურება
- მუხლი 601. მოიჯარის მოვალეობა ახალი მოიჯარის წინაშე
- მუხლი 603. მოიჯარის უფლებები საიჯარო ქონების ცალკეულ ნაწილებზე
- მუხლი 604. საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნა
- მუხლი 605. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლის გამო
- მუხლი 606. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა უვადო ხელშეკრულების შემთხვევაში
- მუხლი 607. ცნება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 602, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-602/