მუხლი 606. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა უვადო ხელშეკრულების შემთხვევაში
1. თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს მომდევნო საიჯარო წლისათვის იჯარის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. საიჯარო წლად ითვლება კალენდარული წელი. თუკი მხარეები შეთანხმდნენ უფრო მცირე ვადაზე, მაშინ საჭიროა ამის წერილობით გაფორმება.
2. თუ საიჯარო ურთიერთობა შეიძლება შეწყდეს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე, მაშინ იგი დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის დამთავრებისათვის.
თავი მეშვიდე
ფრენშაიზინ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ას-924-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2019
…შესაბამისად, კასატორის განცხადებით, მოცემული სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ადმინისტრაციული კოლეგიის განსახილველ საქმეს. 25. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის მოსაწერიგებლად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 606-ე მუხლი პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, „თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს…
…ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე - გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა - მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში. წინადადება და მასზე უარი წერილობით უნდა გაფორმდეს. ხოლო სსკ-ის 606-ე მუხლის თანახმად, თუ იჯარის ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია საიჯარო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს ათი დღისა განაცხადოს…
…სასოფლო-სამეურნეო მიწის უვადო იჯარად (სკ-ის 592-ე-593-ე მუხლები), რომლის ნამდვილბაზეც გავლენას ვერ იქონიებს ამავე კოდექსის 594-ე მუხლით განსაზღვრული ქონების აღწერის აქტის შეუდგენლობა. 1.5.2. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამავე კოდექსის 606-ე მუხლის თანახმად, ნივთის გამოთხოვის თაობაზე მეიჯარის მიერ წარდგენილი პრეტენზიის საფუძველზე 2015 წელს შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა…
…არამედ 2004 წლის 13 ნოემბრიდან, თუ ამ პერიოდისათვის მოიჯარეს კვლავ ექნებოდა საიჯარო ქირის დავალიანება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული სადავო დადგენილების მიღებისას სიღნაღის რაიონის გამგეობის მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 606-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაც, იმის შესახებ, რომ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა კანონით დადგენილ ვადაზე ადრე დასაშვები იყო მხოლოდ…
…2002წ. 30 მაისის ¹87 დადგენილებით ზემოხსენებულ 1997წ. 24 თებერვლის დადგენილებაში ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ს შორის ხელშეკრულება 49 წლის ვადით დაიდებოდა. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნულით სკ-ის 606-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 2 აგვისტოს ¹446 ბრძანებულებით დამტკიცებული «სახელმწიფო სკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით…
საქმე №ბს-404-326-კ-05 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2005
საქმე №ას-18-322-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2004
საქმე №3გ-ად-30-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2003
საქმე №3გ-ად-411-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2003
საქმე №3გ/ად-15კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2002