განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002629287
საქმე №2ბ/4495-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - სს „ს--–-----ი“
წარმომადგენლები: დავით ცქიფურიშვილი
ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) : შპს ,,ს------“
წარმომადგენელი - ნანა კობახიძე
მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - ი/მ ს------ ს--–----ა, შპს,,დ--ი'', შპს ,,ე-–-----ს------ გ-----ი'', შპს ,,გ------+'', შპს ,,დ----'', ი/მ ვ-–- ო---–----ა, შპს ,,მ-----–---'', შპს ,,ნ---- 2---'', შპს ,,ს--- ი-----ი'', შპს ,,ა----.'', შპს ,,ს----.'', შპს ,,B-- G----'', შპს ,,E--G----'';
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება
დავის ს---ნი - თანხის დაკისრება
І. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ІІ. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს ,,ს----ს-9“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს--–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2966,18 ლარის ანაზღაურება. სს „ს--–-----ს“ დაევალა გამოათავისუფლოს თავისი ნივთებისგან შპს „ს------“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტის ხიდს შორის ს.კ. 0---------------; სს „ს--–-----ს“ აეკრძალოს მოსარჩელის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა. სს „ს--–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 88,98 ლარის ანაზღაურება. სს „ს--–-----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის 150,00 ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ხოშარაულის და ელიავას ქუჩებს, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტის ხიდს შორის (ნაკვეთი 1----), რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: 0---------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, დაზუსტებული ფართობი - 8186,00 კვ.მ, ირიცხება შპს „ს------“-ის საკუთრებაში.
2.2. სს „ს--–-----ი“ სარგებლობს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით, რაც გამოიხატება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო (საჰაერო) გაყვანილობების განთავსებაში შპს „ს------“-ის საკუთრებაში არსებულ 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე.
2.3 მხარეთა შორის არ არსებობს წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება.
2.4. სასამართლომ მიუთითა, რომ არ დგინდება მხარეებს შორის ზეპირი ფორმით სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განჩინების თანახმად, რომლითაც საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არსებობდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა.
მოსარჩელის მითითებით, მოსარჩელე საკუთრების უფლებით ფლობს 8186 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია ე.წ. ,,ელიავას ბაზრობა’’; სს ,,ს--–-----ი’’ 2012 წლიდ-- მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე იყენებს შპს ,,ს------’’-ს ტერიტორიას, ინფრასტრუქტურას და აწვდის მომსახურებას შპს ,,ს------’’-ს ნაკვეთზე განთავსებულ ბიზნეს-სუბიექტებს; ანალოგიური ურთიერთობა სასყიდლიანია და სს ,,ს--–-----ი’’ უხდის უძრავი ნივთების მესაკუთრეებს ქირას, რომელიც მერყეობს 45-დ-- 300 ლარამდე. მოსარჩელეს დადებული აქვს მისი ქონების გამოყენებაზე სხვა ინტერნეტპროვაიდერთან - შპს ,,მ-------–----თან’’ ხელშეკრულება, რომელიც უხდის 250 ლარს თვეში. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს დადებულიყო სასყიდლიანი ხელშეკრულება ქონებით სარგებლობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სთხოვდა მისი ტერიტორიიდ-- მოწყობილობების გატანას, რაზედაც მოპასუხემ ადეკვატური პასუხი არ გასცა (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 200). სწორედ აღნიშნული ფაქტები დაუდო საფუძვლად მოსარჩელემ სარჩელს.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გახადა, რომ იგი ემსახურება შპს ,,ს------’’-ს ტერიტორიაზე განთავსებულ ბიზნეს სუბიექტებს და ინფრასტრუქტურის ნაწილი გადის მოსარჩელის ტერიტორიაზე. ამასთან, შესაგებელში მოპასუხე არ უთითებს მოსარჩელესთან მისი ტერიტორიით სარგებლობაზე რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. მოპასუხის განმარტებით, სს ,,ს--–-----ს’’ ესაჭიროება იმ პირების თანხმობა, ვისაც უნდა გაუწიოს მომსახურება - შპს ,,ს------’’-ს ტერიტორიაზე განთავსებული მოიჯარეების. ასევე, მოპასუხე შესაგებელში განმარტავს, რომ მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე კომპანიის დაშვება მოხდა მისი მოიჯარეების მიერ, მესაკუთრის თანხმობა საკომუნიკაციო ხაზის გაყვანის შესახებ გამოიხატებოდა დუმილით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხისათვის მესაკუთრე შპს „ს------“-ის მხრიდ-- მისი საკუთრებით სარგებლობაზე კონკლუდენტური თანხმობის არსებობა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საყრდენი პრინციპი ნების გამოვლენაა.
ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელდება ორი თანმხვედრი ნების გამოვლენის - ოფერტის და აქცეპტის მეშვეობით. სწორედ ოფერტის აქცეპტირება ანუ ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დადების თაობაზე წინადადების გაკეთება და მეორე მხარის მიერ მისი მიღება არის ხელშეკრულების დადების ჩვეულებრივი მოდელი. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მხარეები სხვაგვარად გამოხატავენ თავის თანხმობას და გარემოებებიდ-- გამომდინარე შეუძლებელია ხელშეკრულების დადების პროცესის ოფერტ-აქცეპტამდე დაყვანა. ამდენად, მხარეთა ნების გამოვლენათა კონსესუსი შესაძლოა მიღწეულ იქნას, როგორც ოფერტისა და აქცეპტის, ისე სხვაგვარი მოქმედების მეშვეობითაც.
სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს თუ არც გარეგნული და არც სხვა გარემოებებიდ-- არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.
აღნიშნული ნორმების მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა, შეიძლება სხვადასხვა გზითა და საშუალებით გამოიხატოს. ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როცა მხარეები სიტყვიერად გამოხატავენ თავიანთ ნებას, მაგრამ 53-ე მუხლი იმაზეც მიუთითებს, რომ შესაძლებელია არსებობდეს ნების გამოხატვის სხვა საშუალებებიც. ამგვარი გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმებია დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები. სასამართლო განმარტავს, რომ რა ფორმითაც არ უნდა დაიდოს გარიგება, ნება უნდა გამოვლინდეს ცხადად, მასში ნათლად უნდა გამოიკვეთოს განზრახული გარიგების შინაარსი.
ნების გამოვლენის გავრცელებული საშაუალებაა ე.წ. კონკლუდენტური მოქმედებები. ამ დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს პირის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებიდ--. ე.ი ამ შემთხვევაში მოქმედება უთითებს ნების გამოვლენაზე. კონკლუდენტური მოქმედება არის ნების გარეგნული გამოხატვა, რომელიც მიმართულია ნების რეალურ განხორციელებაზე ისე, რომ არ ისახავს მიზნად ამ ნების გარეგნულ დემონსტრირებას, ე.ი ამ შემთხვევაში მოქმედება ნების გამოვლენის საშუალება კი არ არის, არამედ მინიშნება ნებაზე.
განსახილველ შემთხვევაში შპს „ს------“-ის მხრიდ-- რაიმე მოქმედება განხორციელებული არ არის, რასაც მოპასუხე კონკლუდენტურ მოქმედებად მიიღებდა, ვინაიდ-- მოსარჩელეს რაიმე ქმედება ფაქტობრივად არ განუხორციელებია, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო კონკლუდენტურ თანხმობად.
სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება დუმილს, რაზედაც აკეთებს ასევე აპელირებას მოპასუხის წარმომადგენელი - სასამართლო განმარტავს, რომ დუმილი ნების გამოვლენის სპეციფიკური ფორმაა და ამიტომ სამართალი მას მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში უკავშირებს სამართლებრივ შედეგს. დუმილი, როგორც წესი, ნიშნავს უარს გარიგების დადებაზე. ესეც შეიძლება ნების გამოვლენად ჩაითვალოს (უმოქმედობა), რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სამართლებრივ ურთიერთობებზე. მაგალითად 330-ე მუხლის მიხედვით, თანმყოფი პირისათვის გაკეთებული ოფერტი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული. დუმილი ამ შემთხვევაში ოფერტის უარყოფას ნიშნავს. მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, რომლის დროსაც დუმილი ჩაითვლება ნების გამოვლენად პოზიტიური გაგებით. ზოგჯერ ამას კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, ზოგჯერ კი სავაჭრო ჩვეულებებიდ-- და ტრადიციებიდ-- გამომდინარე, დუმილი წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მეწარმე, რომელიც ასრულებს საქმეებს სხვებისთვის, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირისგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. დუმილი გარიგების დადებაზე თანხმობად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როცა გარიგების მხარეები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, რომ მათ მიერ განსაზღვრულ სიტუაციაში დუმილი ჩაითვლებოდა თანხმობად.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „ს------“-ის უმოქმედობა მოპასუხის მიერ საკომუნიკაციო ქსელების განთავსების ფაქტზე, არ შეიძლება ჩაითვალოს თანხმობად, (სსკ-ის 335-ე მუხლით გათვალისწინებულ დუმილად), ვინაიდ-- განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, შპს „ს----ს-9“-ის, როგორც მეწარმე სუბიექტის საქმიანობა, ჩვეულებრივ არ უკავშირდება საკომუნიკაციო ქსელების მის ტერიტორიაზე განთავსებას.
სასამართლომ განმარტა, რომ როგორც დუმილი, ისე კონკლუდენტური მოქმედებები წარმოადგენენ ნების გამოვლენას და მათი განმარტების მიმართ გამოიყენება სსკ 52-ე მუხლი. ორივე შემთხვევაში უნდა დადგინდეს ნამდვილი ნება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად სასამართლო მოსარჩელის ტერიტორიაზე მოპასუხის ქსელების დამონტაჟების თაობაზე შპს „ს------“-ის მიერ ნების გამოვლას კონკლუდენტური მოქმედებით, ისევე, როგორც დუმილით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
სასამართლომ მიუთითა, რომ, რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ წერილებს, აღნიშნული წერილებით არ დგინდება მოსარჩელის მხრიდ-- ნების გამოვლენა მოპასუხისათვის მისი ტერიტორიის გამოყენებაზე. წერილებში ყველგან დაფიქსირებულია მოსარჩელის პოზიცია, რომ აღნიშნული განხორციელდა მისი თანხმობის გარეშე და სთავაზობს მოპასუხეს ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას. სს „ს--–-----ს“ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები შპს „ს------“-ის საკუთრებაში არსებულ 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებული აქვს 2012 წლის თებერვლის თვიდ--. მხარეებს შორის წერილობითი კორესპონდენცია თარიღდება 2016 წლით, ამასთან, ამავე წერილებით არ დგინდება 2016 წლამდე რაიმე პირობებზე მხარეების შეთანხმების არსებობა, უფრო მეტიც, სწორედ იმ დროს (2016 წელი) წერილობითი შეტყობინებებით ცდილობენ მხარეები მათ შორის წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობის მოწესრიგებას სახელშეკრულებო ჩარჩოში მოქცევის გზით. შესაბამისად, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მხარეთა შეთანხმებას ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგების შესახებ.
2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 2966,18 ლარით.
ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შპს ,,მ--------- ა-------ის’’ დასკვნა (იხ. 186-199; ტ.2), რომლითაც ყოველთვიური სანებართვო მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრა 100 აშშ დოლარის ოდენობით.
ასევე, მოპასუხემ საქმის ხელახლა განხილვის ეტაპზე განახორციელა მტკიცების ტვირთის რეალიზება და წარმოადგინა 2016 წლის 31 მაისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ ელექტრო საკომუნიკაციო ბოძებზე სს „ს--–-----ის“ კუთვნილი ODF (Optical Distribution Frame - გამანაწილებელი კოლოფი) განთავსების ყოველთვიური საიჯარო ღირებულება 1 კვ.მ. კაბელის სიგრძისათვის 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 20 აშშ დოლარს.
სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად შეფასების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა უნდა განისაზღვროს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად. სასამართლო შეაფასა ორივე დასკვნის კვლევითი ნაწილი და მიიჩნევს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნა შეიცავს მეტ დასაბუთებას და არგუმენტაციას საიჯარო ღირებულების განსაზღვრისათვის. ექსპერტს ადგილზე აქვს შესწავლილი ობიექტი, განსაზღვრული აქვს კაბელის სიგრძე და ის თუ რამდენ ბოძზეა დამაგრებული ქონება და გაანგარიშებული აქვს საიჯარო ღირებულების საორიენტაციო ფასი.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო თანხა უნდა დაანგარიშდეს თვეში 20 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს 2012 წლის თებერვლიდ-- 2017 წლის აპრილამდე ყოველთვიური თანხის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას. შესაბამისად, თანხა უნდა დაანგარიშდეს 61 თვეზე, თვეში 20 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 2966,18 ლარს (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 2,4313; 01/04/ 2017 წლის მდგომარეობით).
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესით, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. ამასთან, ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ, სუსგ № ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).
მნიშვნელოვანია გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ის უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
І. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით (გვ. 6, მე-2 და მე-3 აბზაცი) სასამართლო აღნიშნავს, რომ თითქოსდა - "შესაგებელში მოპასუხე არ უთითებს მოსარჩელესთან მისი ტერიტორიით სარგებლობაზე რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. მოპასუხეც ადასტურებს, რომ მესაკუთრესთან მისი ტერიტორიით სარგებლობაზე სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა (მათ შორის არც ზეპირი ფორმით). საქმის ხელახალი განხილვისას ასეთივე პოზიცია დააფიქსირა მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე, თუმცა ამავდროულად მიუთითა მოსარჩელის მხრიდ-- ზეპირ თანხმობაზე, კონკლუდენტურ მოქმედებაზე და დუმილზე".
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოება უსწოროა, ვინაიდ-- ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მოსარჩელესთან იმყოფებოდნენ ზეპირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ყველა სხდომაზე და მათ შორის ასევე, ამას აღნიშნავდნენ შესაგებელში (იხ. შესაგებლის მე-5 გვერდის მე-2 ნახევარი), თუმცა იქვე და ყველა სასამართლო სხდომაზე აცხადებდნენ, რომ, რომც არ არსებობდა მხარეებს შორის ზეპირი გარიგება, შპს "ს------"-ს - მოიჯარეების მიერ გაცემული თანხმობაც საკმარისია იმისათვის, რომ დადგენილიყო უძრავი ქონების მართლზომიერად გამოყენების ფაქტი, ანუ მათი პოზიცია და შესაგებელი დამყარებული იყო 2 ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, პირველი - რომ მოსარჩელესთან ჰქონდა ზეპირი შეთანხმება და მეორე - ასეთი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაშიც შპს "ს------'-ს ქონების მართლზომიერი მფლობელებისგან ქონდათ თანხმობა მიღებული. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მითითებული ეს ფაქტობრივი გარემოება, რომ ზეპირ გარიგებაზე აპელირებას არ ახდენდნენ, ყოვლად უსაფუძვლო და არასწორია.
3.1.2. აპელანტი მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტურ საფუძვლებს და ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე 2/26706-18 იურიდიულად არასაკმარისად და იმდენად არასრულად არის დასაბუთებული, რომ არ იძლევა მისი სამართლებრივი საფუძვლების აღქმისა და შემოწმების შესაძლებლობას. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ისე იმსჯელა საქმეზე და გამოიტანა საბოლოო დასკვნა, რომ მის მიერ არ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასება, უფრო სწორად საერთოდ არ შეაფასა რიგი ფაქტობრივი გარემოებები და უყურადღებოდ და შესაბამისად, სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა იგი, რასაც მოყვა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება არ პასუხობს დასაბუთებულობის კრიტერიუმებს და არ შეიცავს არგუმენტაციას დავის განმავლობაში მხარეთა მიერ წამოჭრილ საკითხებზე, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ:
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო, გადაწყვეტილების იმ ნაწილში სადაც შეფასებას ახდენს მხარეებს შორის არსებული ზეპირი გარიგების ან/და კონკლუდენტური ქმედების არსებობა/არარსებობის ფაქტისა აბსოლიტურად სწორად უთითებს იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომელიც გამოიყენება აღნიშნული გარემოებების შეფასებისას, თუმცა რატომღაც არასწორად განმარტავს მას და არასწორად აღიქვამს და აფასებს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც მოყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ:
როდესაც საუბარია შპს "ს------"-ს---ნ თანხმობის მიღებაზე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სს „ს--–-----მა“ ზეპირი ნებართვის საფუძველზე მოახდინა კაბელების განთავსება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას, შემოსაზღვრულ ტერიტორიას და დაცულია მესამე პირებისგან რაიმე სახის ზემოქმედებისგან, ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია მოცემულ ტერიტორიაზე რაიმე სახის კონსტრუქციის ან ნაგებობს აღმართვა მესაკუთრის თანხმობის გარეშე და 2012 წლიდ-- დღემდე მოსარჩელეს ამის შესახებ არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია და ამის შესახებ რა თქმა უნდა იცოდა მოსარჩელემ, რომელსაც არანაირი დათქმა არ დაუწესებია სს "ს--–-----ის" საკაბელო ინფრასტრუქტურის განთავსების დროს, - პირიქით, შპს "ს------" თანახმა იყო ინტერნეტ მომსახურება მიეწოდებინა მისი მოიჯარეებისათვის და ეს წინადადება მისთვისაც მომგებიანი იყო, რაც ერთგვარად დამატებითი მომსახურების მიწოდებად აღიქმება მისი მოიჯარეებისათვის და ერთგვარ კომფორტს და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებით სარგებლობის საშუალებას ანიჭებს იქ განთავსებულ ბიზნეს-სუბიექტებს.
3.1.3. აპელანტი მიუთითებს, სსკ-ის 50-ე მუხლზე რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდ--, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ნების გამოვლენა არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ მეორე მხარე წინასწარ ან მაშინვე განაცხადებს უარს. ხოლო ამავე კოდექსის 99-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე. თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდ-- გამომდინარე ცალსახაა, რომ შპს "ს------"-ს ტერიტორიაზე სს "ს--–-----ი" მომსახურების მიწოდების მიზნით კაბელებს ანთავსებდა შპს „ს------“-ს თანხმობით და იქ განთავსებული ბიზნეს სუბიექტების მოთხოვნით და ეს ხდებოდა პერიოდულად, რომლის შესახებაც შპს „ს------“-ს არანაირი პრეტენზია და შეცილება არ გაუკეთებია.
სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებით განმარტა, რომ „მსგავსი სახის მომსახურება შესაძლებელია გაწეული იყოს ზეპირი ფორმით და საქმის ხელახლა განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ერთობლიობაში შეფასებაც შესაძლებელს გახდის მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის კვალიფიკაციას. კერძოდ: ფაქტობრივი გარემოებების სრული, ყოვლისმომცველი და ობიექტური კვლევისას უნდა შეფასდეს, მოდავე მხარეებს შორის ხომ არ არსებობდა ზეპირი ფორმის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, ან/და მესაკუთრის მიერ ადგილი ხომ არ ჰქონდა მომსახურების გაწევის თაობაზე ქსელის გაყვანის კონკლუდენტურ თანხმობას, ამასთანავე უნდა დადგინდეს საქმეში არსებული 2016 წლით დათარიღებული მხარეთა შორის მიმოწერა ხომ არ ემსახურებოდა აღნიშნული ზეპირი მომსახურების ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებას ან/და განსხვავებული პირობებით მხარეთა შორის ახალი გარიგების წერილობით ფორმით დადებას. აღნიშნული რეველანტურია მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებობს მოსარჩელის წერილი, სადაც იგი აპელანტ მხარეს სთხოვს მათი „ურთიერთობა“ გარკვეულ სამართლებრივ სიბრტყეში მოაქციონ.“ აღნიშნულიდ-- გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა დადგინდეს მხარეთა შორის ხომ არ არსებობდა სახლშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის კონდიქციური სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის პირველადი განხილვის დროს, მხარისათვის ცნობილი იყო, რომ სს „ს--–-----ი“ მომსახურებას უწევდა მის ტერიტორიაზე განთავსებულ ბიზნეს სუბიექტებს და შესაბამისად ცნობილი იყო მომსახურების გაწევის მიზნით საკაბელო ინფრასტრუქტურის განთავსების შესახებ, რომელიც თავის დროზე განხორციელდა ზეპირი შეთანხების საფუძველზე, უფრო მეტიც, წლების განმავლობაში ინტერნეტ მომსახურებას უწევდნენ შპს „ს------“-ს, რომელთაც არაერთხელ აქვთ პროცესის დროს დადასტურებული აღნიშნული ფაქტი (თუნდაც წერილებით) და სატელეფონო მომსახურებას უწევენ დღესაც, შესაბამისად, მხარისათვის ცნობილი იყო და თანხმობაც ქონდა გაცემული მომსახურების გაწევაზე და მომსახურების გაწევის მიზნით შეყვანილი საკაბელო ინფრასტრუქტურის განთავსების შესახებ, რასაც ასევე ადასტურებენ თავიანთი მიმოწერით, კერძოდ: 2016 წლის 7 მარტის #03/07 წერილით მოსარჩელე მხარე ითხოვდა მხარეებს შორის ურთიერთობა დარეგულირებული ყოფილიყო სამართლებრივი გზით - დადებულიყო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრებოდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა და მომსახურების გაწევის საფასური, ამავდროულად დადგინდებოდა ადრე მიღებული უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების კომპენსაციის მოცულობა. აღნიშნული წერილის მე-2 გვერდის მე-2 პუნქტში მხარე ითხოვს - „ჩამოგვირიცხოთ ადრე თქვენი კომპანიის მიერ მიღებული უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება, რაც შეადგენს: - ჩვენს მიერ ინტერნეტისა და ტელეფონის მომსახურებისათვის გადახდილ თანხებს“.
ასევე, შპს „ს------“-ს 2016 წლის 1 აპრილის #04/01-28 წერილით, მხარე მიესალმებოდა სს „ს--–-----ის“ მხრიდ-- მზაობას იმის შესახებ, რომ გაეფორმებინათ საიჯარო ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნავდა, რომ - „თუმცა თქვენს წერილში არაფერია ნათქვამი ჩვენს ტერიტორიაზე 2010 წლის აპრილის თვიდ-- მოყოლებული დღემდის განთავსებული „ს--–-----ის“ მოწყობილობების ადრე მიღებული უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების (იჯარის) კომპენსაციის საკითხზე“, ანუ მხარემ 2016 წლიდ-- დააფიქსირა პრეტენზია ზეპირი ურთიერთობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის აუცილებლობაზე და პირდაპირ მიუთითებდა, რომ ადრე გაწეული უსასყიდლო მომსახურებისთვის სს „ს--–-----ს“ გადაეხადა კომპენსაცია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, მხარეს ხომ არასოდეს 2016 წლამდე არ გამოუხატავს პრეტენზია ამის შესახებ, მით უმეტეს რომ წერილებში ადასტურებდა რომ მისთვის ცნობილი იყო 2010 წლიდ-- (თუმცა დადგენილია რომ მომსახურება დაიწყეს 2012 წელს) კაბელების განთავსების შესახებ, მით უმეტეს რომ მხარე სარგებლობდა და სარგებლობს მათი მომსახურებით.
3.1.4. შესაბამისად, აპელანტის შეფასებით, არასწორია და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა (გადაწყვეტილების 3.2.1 მუხლი, მე-9 გვერდი, პირველი აბზაცი), რომ აღნიშნული წერილებით არ დგინდება მოსაჩელის მხრიდ-- ნების გამოვლენა მოპასუხისათვის მისი ტერიტორიის გამოყენებაზე. შპს ‘ს------“-ს 2016 წლის 27 იანვრის #01/27 წერილით ხომ მხარე პირდაპირ უთითებს სს „ს--–-----ს”, რომ დაიდოს შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობანი და საფასური, რაც ცალსახად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ზეპირი გარიგება (მის მიერ გაცემული თანხმობა), და სურს ახალი ურთიერთობის წამოწყება, რომლითაც განისაზღვრება სხვადასახვა პირობები და მათ შორის მომსახურების ტარიფი. აღნიშნულს ადასტურებს ასევე, მათი 2016 წლის 8 აპრილის #1656/09-8 წერილი.
აპელანტის მითითებით, შემდგომი მსჯელობით (გადაწყვეტილების 3.2.1 მუხლი, მე-9 გვერდი, მეორე აბზაცი) სასამართლო ადგენს რომ 2016 წლის წერილობითი შეტყობინებით ცდილობენ მხარეები მათ შორის წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობების მოწესრიგებას სახელშეკრულებო ჩარჩოებში მოქცევის გზით. მიუხდავად ამ მსჯელობისას სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ვერ მიიჩნევს დადასტურებულად მხარეთა შეთანხმებას ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების შესახებ. რაც აბსოლიტურად ალოგიკურია, ანუ სასამართლო მსჯელობს და აღწერს იმ გარემოებებზე, რაც პირდაპირ მიუთითებს ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მცდელობაზე და შეესაბამება აღნიშნული ნორმის დეფინიციას, ხოლო დასკვნით აბსოლიტურად საწინააღმდეგო დასკვნას აკეთებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდ-- გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ცალსახაა და ნათელია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი გარიგება კაბელების განთავსების შესახებ და მათი წერილები ხელშეკრულების წერილობით დადების შესახებ, როგორც მინიმუმ უნდა შეფასდეს როგორც ზეპირი მომსახურების ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მცდელობად ან/და განსხვავებული პირობებით მხარეთა შორის ახალი გარიგების წერილობით ფორმით დადებად, ყოველ შემთხვევაში, საქმის გარემოებებით, მტკიცებულებათა ერთობლიობით და სამართლებრივი ანალიზით ცალსახაა, რომ კომპანიას ზეპირი თანხმობის საფუძველზე, უსასყიდლოდ ქონდა ნებართვა მომსახურების გაწევაზე შპს "ს------“-ს ტერიტორიაზე და მხოლოდ 2016 წლიდ-- ფიქსირდება მათი პრეტენზია და მცდელობა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ თანხის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
3.1.5. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდ-- გამომდინარე, აპელანტი განმარტავს, რომ მაშინაც კი თუ მხარეებს პირდაპირ არ ექნებოდათ ზეპირი შეთანხმება მომსახურების გაწევაზე, გარიგების არსებობა როგორც ასეთი უნდა შეფასდეს სსკ-ის 50-ე, 51-ე და 52-ე ნორმების გამოყენებით და განმარტებით. სასამართლო კონკლუდენტური მოქმედების შეფასებისას აბსოლიტურად სწორად იყენებს მითითებულ ნორმებს და აცხადებს რომ ნების გამოხატვის ყველაზე გავრცელებული ფორმებია დუმილი და კონკლუდენტური მოქმედებები, რომ რა ფორმითაც არ უნდა დაიდოს გარიგება, ნება უნდა გამოვლინდეს ცხადად, მასში ნათლად უნდა გამოიკვეთოს განზრახული გარიგების შინაარსი, თუმცა აპელანტს მიაჩნია, რომ არასწორად განმარტავს კანონს.
3.1.6. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა და შეფასების გარეშე დატოვა შემდეგი გარემოება: სსკ-ის 115 მუხლის თანახმად დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმის განმარტებით კეთილსინდისიერება, მართლზომიერება აუცილებლად უნდა იყოს დაცული პირის მიერ უფლების განხორციელებისას. კანონი მოითხოვს, რომ თავისი უფლებები ბოროტად არ გამოიყენოს პირმა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობა, როცა პირი უფლებას იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი მოქმედება სხვისი გამწარების, გაღიზიანების მიზანს ისახავს და არა უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევ ინტერესის დაცვას.
ზემოაღნიშნულიდ-- გამომდინარე, აპელანტი მიუთითებს, რომ უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია და შეფასებები მრავლადაა სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი, მაგ: 1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განმარტება საქმეზე #ას-1338-1376-2014; 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განმარტება საქმეზე #ას-512-485-2015;
აღნიშნული უზენაესი სასამართლოს განმარტებით სასამართლო ადგენს - ,,სამოქალაქო დავის სწორად გადაწყვეტას მნიშვნელოვნად განაპირობებს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ზუსტად განსაზღვრა, რაც განეკუთვნება სასამართლოს ულებამოსილების სფეროს, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების ს---ნში შემავალი ფაქტების) ამომწურავი ჩამონათვალი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მხოლოდ ზემოაღნიშნული არგუმენტი, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი წერტილი სწორედ ისაა, რომ ანაზღაურდება მხოლოდ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, ხოლო, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. იგივე აზრია გატარებული სკ-ის 115-ე მუხლში, რომელიც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად სარგებლობაში მდგომარეობს. როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება, საიჯარო ქონება დააყოვნა მოიჯარემ, ხოლო მეიჯარე დაყოვნებისათვის ყოველდღიურად იღებდა თანხას და იჯარით გადაცემული ქონების სარგებლობაში არ ედავებოდა მოიჯარეს, მაშინ, როდესაც მას გააჩნდა როგორც მატერიალური ისე, პროცესუალური საშუალებები, აღეკვეთა მისი ქონებით ამგვარი სარგებლობა. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავალი, რომელზედაც აპელირებს მოსარჩელე და რომელიც, მისი მოსაზრებით, წარმოადგენდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანს სახეზე არ გვაქვს. ზემოაღნიშნულიდ-- გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე“.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნული განმარტება პირდაპირ მიესადაგება მათ შემთხვევას, როდესაც 2016 წლამდე შპს „ს------“-ს გააჩნდა როგორც მატერიალური ისე, პროცესუალური საშუალებები, აღეკვეთა მისი ქონებით ამგვარი სარგებლობა, (პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში, თუ ს--–-----ი ისევ განაგრძობდა მისი ქონების გამოყენებას, ეს უკვე ვეღარ ჩაითვლებოდა უფლების ბოროტად გამოყენებაში) ხოლო აღნიშნული უფლებით არ სარგებლობა და დროის გაჭიანურება პირდაპირ ემსახურებოდა ზოგადი 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის მითითებას და ამ პერიოდის განმავლობაში კომპენსაციის მოთხოვნის განზრახვის ხორცშესხმას ან/და პირდაპირ მიუთითებს მის გამოხატულებაზე, რომ სურდა ზიანი მიეყენებინა სს „ს--–-----ისთვის“. აქვე განმვარტავთ, რომ მოსარჩელის მიერ დროულად და მყისიერად შესაბამისი პრეტენზიის გაკეთების შემთხვევაში, სს „ს--–-----ს’ შესაძლებლობა ექნებოდა დროულად მიეღო ზომები და აეღო განთავსებული კაბელები.
აპელანტის მითითებით, დადგენილია და სადავო არაა, რომ მოპასუხე შპს „ს------“-ს ტერიტორიაზე 2012 წლიდ-- მომსახურებას უწევდა სულ 13 მეწარმე სუბიექტს, რომელთა გადახდილი თანხებიდ-- მიღებული შემოსავალი (სუფთა მოგება) ვერანაირად ვერ იქნებოდა იმაზე მეტი, რის გადახდასაც მხარე ითხოვდა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებით, ვინაიდ-- ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით მომსახურების ტარიფი არის ხარჯზე ორიენტირებული და ზოგიერთ შემთხვევაში დგინდება ზედა ზღვარი, აქედ-- გამომდინარე 13 აბონენტის სააბონენტო გადასახადიდ-- მიღებული მოგება ნაკლები იქნებოდა საიჯარო ქირაში გადასახდელ თანხასთან მიმართებაში, ანუ მოსარჩელის პრეტენზიის დროულად დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებოდა სს „ს--–-----ს“ საერთოდ არ დაეწყო და გაეწია მომსახურება მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე, ან შემდგომში შეეწყვიტა იგი. სწორედ ამაში იგულისხმება ის, რომ მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები მაშინ როდესაც უარყოფს ზეპირი გარიგების არსებობას, უარყოფს კონკლუდენტურ ქმედებას, მაშინ როდესაც მან იცოდა მომსახურების გაწევის შესახებ ან/და ვალდებული იყო სცოდნოდა ამის შესახებ და მხოლოდ წლების შემდგომ დააფიქსირა პირველადი პრეტენზია, ანუ მას შემდეგ რაც კომპანია არ დასთანხმდა მისთვის სასურველი გარკვეული შეღავათების გაწევაზე.
უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განმარტებაზე საქმეზე #ას-197-184-2015.
აპელანტის მითითებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდ-- გამომდინარე, ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზის შედეგად ცალსახაა რომ მხარესთან გაფორმებული იყო ზეპირი შეთანხმება და არსებობდა კონკლუდენტური ქმედება კაბელების განთავსებაზე, რაც ერთგვარად გამორიცხავს უსაფუძვლო განმდიდრების საფუძველზე თანხის დაკისრების ვალდებულებას სს „ს--–-----ისათვის“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (საქმე #ას-1502-1510-2011) განმარტავს, რომ 991-ე მუხლით სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა სამი ელემენტის არსებობა: ა) სახეზე უნდა იყოს მოპასუხის გამდიდრება; ბ) ამ გამდიდრების შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დ--აკლისი და გ) მატერიალურ სიკეთეთა ასეთი გად--აცვლების უსაფუძვლობა. მნიშვნელოვანია, რომ სადავო სამართლურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრების წესებით რეგულირებისათვის უნდა გამოირიცხოს სამართლის სხვა, უფრო სპეციალური ნორმით რეგულირბის შესაძლებლობა და, ამასთანავე, კუმულატიურად უნდა არსებობდეს ზემოდჩამოთვლილი პირობები. გარდა იმისა რომ არ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების გამოყენების ზემოთჩამოთვლილი კუმულატიური პირობები, სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა (ზეპირი გარიგება და და კონკლუდენტური ქმდება), აღნიშნულიდ-- გამომდინარე კი გადასახედია ხანდაზმულობის ვადებიც, იმ შემთხვევაშიც კი თუ დადგინდება რომ მოპასუხე მხარე არღვევდა ვალდებულებას, უსაფუძვლოდ და უკანონოდ ქონდა განთავსებული საკომუნიკაციო ხაზები, მას არ შეიძლება დაეკისროს 3 წელზე მეტი ვადით ზიანის ანაზღაურება, იქიდ-- როდესაც მხარემ შეიტყო ან/და უნდა შეეტყო მისი უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნულ ათვლის პერიოდად კი, სადავო აღარაა, რომ მიიჩნევა 2012 წლის თებერვალი, როდესაც ს--–-----ის მიერ მოხდა პირველი სააბონენტო კონტრაქტის გაფორმება მოსარჩელის მოიჯარეებთან. აქედ-- გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ ხანდაზმულია თვითონ მოთხოვნაც (სარჩელიც).
3.1.7. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, თავის გადაწყვეტილებებში (არც პირველად გადაწყვეტილებაში და არც მეორეში) და საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა მფლობელობის შესახებ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ასევე მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენდა მათ შესაგებელში. კერძოდ: აღნიშნული უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი მოსარჩელე მხარეს გაცემული აქვს იჯარით და სწორედ მის მოიჯარეებთან ქონდა და აქვს ს--–-----ს გაფორმებული ხელშეკრულება სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია მათ მიერ წარმოდგენილი სააბონენტო ხელშკრულებებით, სადაც აღნიშნულია, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უწევენ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც განთავსებული არიან შპს "ს------"-ს ტერიტორიაზე და ბიზნეს საქმიანობას ეწევიან. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არ უარყოფს, ასევე მოსარჩელე მხარე და სადავო არ არის, თუმცა პირდაპირ და არაპირდაპირ აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარესგან უნდა აეღოთ ნებართვა კაბელების განთავსებაზე. სასამართლომ საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ შპს ,,ს------“ შეზღუდული იყო თავისი ქონებით სარგებლობაში იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მას მოცემული ქონება გაცემული აქვს იჯარით, ანუ კონკრეტულ შემთხვევაში ის იურიდიული და ფიზიკური პირები რომლებთანაც ს--–-----ს გაფორმებული აქვს სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულება ევლინებიან უძრავი ქონების პირდაპირ მფლობელებად. აპელანტი მიუთითებს სსკ-ის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. 581-ე,606-ე, 531-ე მუხლებზე.
მფლობელობასთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავის 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე სადაც განმარტებულია, რომ (საქმე #ას-144-474-09), „სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობაში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის კეთილსინდისიერ მფლობელად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორები, ანუ სუბიექტური შეფასების ს---ნს წარმოადგენს პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლებისადმი, ხოლო მფლობელის კანონიერება (მართლზომიერება) თუ უკანონობა ნორმატიული ნების ობიექტური შეფასების ს---ნია. ნივთის მფლობელი კეთილსინდისიერად ვერ ჩაითვლება, თუკი მას მოეთხოვებოდა, შეემოწმებინა მფლობელობის ხარვეზიანობა და არ განახორციელა იგი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერ მფლობელად უნდა ჩაითვალოს როგორც ნივთის მესაკუთრე, ისე ყველა ის პირი, რომელსაც მფლობელობა კანონიერი გზით (მაგ. ქირავნობის, იჯარის ან სხვა კერძო თუ საჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდ-- გამომდინარე) აქვს მოპოვებული“.
სამოქალაქო წარმოებაში, მრავლადაა და შეუძლებელია ასეც არ იყოს, ისეთი შემთხვევები, როცა მოიჯარეები, დამქირავებლები, უძრავი თუ მოძრავი ნივთის პირდაპირი და მართლზომიერი მფლობელები დებენ ამა თუ იმ გარიგებებს და გამოდიან იმ უფლებებიდ-- რაც მათ მნიჭებული აქვთ ფლობის უფლებამოსილების ფარგლებში და თუნდაც ასეთი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში პასუხისმგებლობა შემოიფარგლება უშუალოდ პირდაპირ და არაპირდაპირ მფლობელს შორის, მაგ. საიჯარო ურთიერთობის შემთხვევაში, საიჯარო ხელშეკრულებიდ-- გამომდინარე, მოიჯარის მიერ ვალდებულებების დარღვევის ან გადამეტების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მოიჯარეს და არა მესამე პირს. აპელანტს, მიაჩნია, რომ მათი პოზიცია სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს აბსოლიტურად მართებულ პოზიციას და იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლო არ იზიარებს მას იგი ვალდებულია დაასაბუთოს იგი შესაბამისი მსჯელობით. სასამართლოს უნდა ემსჯელა ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ჰქონდათ (ან თუნდაც არ ქონდა) უფლება რომ მესაკუთრის გვერდის ავლით, ნივთის პირდაპირ მფლობელებთან გაეფორმებინა სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, დაცვის ღირს სამართლებრივ ინტერესზე.
3.1.8. მტკიცებულებათა შეფასებასთან დაკავშირებით აპელანტი ასევე მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეზე #ას-1639-1539-2012 სადაც აღნიშნა, რომ სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და დასკვნები მტკიცებულებათა ობიექტურ კვლევასა და ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს იმგვარად დასაბუთებული, რომ ერთი მხრივ, იძლეოდეს იმ სამართლებრივი საგუძვლებისა და არგუმენტების აღქმის შესაძლებლობას, რაზეც დაამყარა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება და მეორე მხრივ ქმნიდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ლოგიკურ მოლოდინს.
3.1.9. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლოს სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა იმ გარემოებებისთვის, რომ ფართის პირდაპირ მფლობელთან, ანუ შპს „ს------“ მოიჯარესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რატომ არ ითვლება მართლზომიერი მფლობელის (პირის) მიერ გაცემულ თანხმობად, ქონდა თუ არა მოიჯარეებს უფლება და ასევე, ს--–-----ს გაეფორმებინათ სატელეკომუნიკაციო ხელშეკრულება, ან/და ასეთი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული ურთიერთობა მეიჯარესა და მოიჯარეებს შორის დასარეგულირებელ ურთიერთობას.
ამასთან აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სათანადო შეფასება და შედარება უნდა მისცეს სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების არსს, ვინაიდ-- არაფრით არ განსხვავდება სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება მაგ. ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის მიწოდებასთან (არ ვგულისხმობთ იმ სიკეთეს ანუ ს---ნს რაც მიეწოდება მომხმარებელს), მიეწოდებათ თუ არა ელექტრო ენერგია იგივე პირებს ვისაც ჩვენ ვუწევთ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, სთხოვს თუ არა შპს „ს------“ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს სადენების გაყვანის საფასურს ან/და რამდენად სამართლიანი და კანონიერი იქნებოდა მათთვის ასეთი საფასურის დაკისრების დავალდებულება და საერთოდ ამგვარი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება როგორი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების საფუძველი გახდება, ვინაიდ-- მთელ რიგ შემთხვევებში, მესაკუთრეს უფლება ექნება (ჩვენს საქმეში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით) წყალარინების, ელ. ენერგიის, ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს მოსთხოვონ თანხის გადახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოიჯარემ ან და დამქირავებელმა საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვა ელ. ენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალარინების ქსელის შეყვანა. არ არსებობს პრაქტიკაში და ვერც შპს „ს------“ წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომ მას იგივე „სანებართვო ხელშეკრულება“ ქონდეს გაფორმებული ელ. ენერგიის მიმწოდებელ კომპანიასთან, როგორც შპს „მ-------–----თან“, რომ მაგ. შპს „თელასს“ ან ვინმე სხვას აძლევს ნებართვას ელ. ენერგია მიაწოდოს თავის ტერიტორიაზე ბიზნეს სუბიექტებს.
აპელანტს ასევე, მიაჩნია, რომ ერთმანეთის---ნ უნდა გაიმიჯნოს ის შემთხვევები, როცა ეს თუ ის კომპანია სხვა პირის საკუთრებაში ატარებს კომუნიკაციას, რათა სხვას მიაწოდოს მომსახურება (ასეთ შემთხვევაში ამ კომპანიას ცალსახად უნდა ეკისრებოდეს საკუთრებით სარგებლობის გარკვეული საფასური) და იმ შემთხვევას, როცა თვითონვე მას ან მის საკუთრებაში განთავსებულ პირს, (რომელსაც აქვს ეს უფლება მის მიერვე მინიჭებული საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში) აწვდის მომსახურებას. სწორედ ამგვარი შემთხვევების გამიჯვნის არარსებობა და მართლზომიერი მფლობელის მიერ გაცემული თანხმობის შეუფასებლობა (უგულვებელყოფა) უქმნის საფრთხეს ძალზედ საშიში სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია ის გარემოება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია იმგვარი მსჯელობა, რომ კაბელების განთავსება წარმოდგენილია როგორც მთავარი და დამოუკიდებელი მოვლენა საკუთრების უფლების შელახვისა, რეალურად კი კაბელების განთავსება არის თანმდევი შედეგი ანუ აუცილებელი საშუალება/ქმედება იმ მოვლენისა რასაც ქვია სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება.
3.1.10. აპელანტის შეფასებით, მნიშვნელოვანია კანონის იმ ნორმების გამოყენება პრაქტიკაში, რომლებიც საშუალებას აძლევს მესამე პირებს ურთიერთობა იქონიოს უძრავი ნივთის მფლობელებთან პირდაპირ, როგორც ნივთის მესაკუთრესთან და მესამე პირები არ არიან შეზღუდული სამოქალაქო უფლებების განხორციელებაში მესაკუთრის თანხმობით და ასეთი სახის გარიგება ყოველთვის ნამდვილია და არ იწვევს მესამე პირთა უფლებების შელახვას თუ კი ისინი გარიგებაში შევლენ ნივთის მფლობელებთან, კერძოდ: „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის #241 ბრძანების მე-11 მუხლით განისაზღვრება რეგისტრაციის ზოგადი საფუძვლები და დამატებითი პირობები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისათვის სავალდებულოა ადგილსამყოფელის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფელით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა. აღნიშნული ნორმა ცალსახად აიგივებს მესაკუთრის თანხმობას და საიჯარო ხელშეკრულებას ერთმანეთთან და საიჯარო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში მარეგისტირირებელი ორგანოს (სახელმწიფო) ეჭვი არ შეაქვს საიჯარო ურთიერთობაში და უძრავი ქონების ფლობის ფაქტში. უძრავი ქონების მფლობელობის პრეზუმციასა და მასთან დადებული ხელშეკრულების ნამდვილობას (მომსახურების გაწევას), ითვალისწინებს ასევე ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონი, კერძოდ მე-2 მუხლის განმარტებებში, შენიშვნის მე-2 ნაწილში განმარტებულია შემდგი: პირდაპირი მომხმარებლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ობიექტზე ან მის ნაწილზე საკუთრების/მფლობელობის უფლების ცვლილების შედეგად წარმოქმნილი ახალი მომხმარებელი არის პირდაპირი მომხმარებელი, მიუხედავად ქსელთან მიერთების სქემის ცვლილებისა.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის #12 დადგენილებაზე, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიანტს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის 1 და მე-2 ნაწილის თანახმად საცალო მომხმარებელმა (აბონენტმა), რომელსაც სურს მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი, ამ წესების შესაბამისად უნდა წარუდგინოს განაცხადი მიმწოდებელს. განცხადებაში სხვა პირობებთან ერთად მითითებული უნდა იყოს იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა.
3.1.11. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდ-- გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (საქმეზე 2/26706-18) არის დაუსაბუთებელი, ვინაიდ-- სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, ასევე გადაწყვეტილება არასაკმარისადაა დასაბუთებული, რის გამოც მოითხოვს გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება და უარი ეთქვას შპს „ს------“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ІІ. აპელანტის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მათ მიერ განცდილი ზიანის ოდენობა. აღნიშნული ზიანის დასადგენად სასამართლომ გამოიყენა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის აქტი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ ელექტრო საკომუნიკაცი ბოძზე სს ,,ს--–-----ი"-ს კუთვნილი გამანაწილებელი კოლოფის განთავსების ყოველთვიური საიჯარო ღირებულება 1 კმ კაბელის სიგრძისთვის 2016 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 20 აშშ დოლარს. თუმცა საქმეში წარმოდგენილ მოპასუხის მიერ დადებულ ანალოგიურ ხელშეკრულებებში საიჯარო ქირის თანხა გამოთვლილია დაკავებული კვადრატული მეტრების მიხედვით. ასეთ პირობებში გაუგებარია, რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტმა და შემდეგ სასამართლომ საიჯარო ქირის სავარაუდო ღირებულება კაბელის სიგრძიდ-- გამომდინარე.
3.2.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდ-- გამომდინარე აპელანტი მოითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.1.1. უდავოა, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ხოშარაულის და ელიავას ქუჩებს, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტის ხიდს შორის (ნაკვეთი 1----), საკადასტრო კოდით: 0---------------, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, №2, №3, №4, №5, დაზუსტებული ფართობი - 8186,00 კვ.მ, ირიცხება შპს „ს------“-ის საკუთრებაში.
4.1.2. ასევე, უდავოა, რომ სს „ს--–-----ი“ სარგებლობს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით, რაც გამოიხატება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო (საჰაერო) გაყვანილობების განთავსებაში შპს „ს------“-ის საკუთრებაში არსებულ 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე.
4.1.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლო ასევე ადგენს რომ მხარეთა შორის არ არსებობდა ზეპირი ფორმის ხელშეკრულება.
აპელანტი სს „ს--–-----ი“ უთითებს, რომ ზეპირი ნებართვის საფუძველზე მოახდინა კაბელების განთავსება მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს კერძო საკუთრებას, შემოსაზღვრულ ტერიტორიას და დაცულია მესამე პირებისგან რაიმე სახის ზემოქმედებისგან, ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია მოცემულ ტერიტორიაზე რაიმე სახის კონსტრუქციის ან ნაგებობს აღმართვა მესაკუთრის თანხმობის გარეშე და 2012 წლიდ-- დღემდე მოსარჩელეს ამის შესახებ არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია და ამის შესახებ რა თქმა უნდა იცოდა მოსარჩელემ, რომელსაც არანაირი დათქმა არ დაუწესებია სს "ს--–-----ის" საკაბელო ინფრასტრუქტურის განთავსების დროს.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, სს „ს--–-----ის“ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს:
სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება არ არსებობს თუ არც გარეგნული და არც სხვა გარემოებებიდ-- არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.
როგორც დუმილი, ისე კონკლუდენტური მოქმედებები წარმოადგენენ ნების გამოვლენას და მათი განმარტების მიმართ გამოიყენება სსკ 52-ე მუხლი. ორივე შემთხვევაში უნდა დადგინდეს ნამდვილი ნება.
სააპელაციო სასამართლოს აზრით, უმოქმედება და დუმილი აქცეპტად შეიძლება იყოს მიჩნეული თუ ასეთი ოფერტიდ--, ან მხარეთა შორის დამკვიდრეული პრაქტიკიდ-- ან ჩვეულებებიდ-- გამომდინარეობს. კონკლუდენტური მოქმედებების დროს ნების გამოვლენა გამომდინარეობს პირის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული მოქმედებიდ--. კონკლუდენტური მოქმედება არის ნების გარეგნული გამოხატვა, რომელიც მიმართულია ნების რეალურ განხორციელებაზე, ისე რომ არ ისახავს მიზნად ამ ნების გარეგნულ დემონსტრირებას. ამ შემთხვევაში, მოქმედება ნების გამოვლენის საშუალება კი არ არის, არამედ მინიშენება ნებაზე. პრაქტიკაში ხშირად წარმოიშობა ისეთი სიტუაცია, როდესაც პირი ოფერტის პასუხად იწყებს გარკვეული მოქმედების შესრულებას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია განისაზღვროს, არის თუ არა ეს მოქმედება აქცეპტი. განსაზღვრული მოქმედების აქცეპტად კვალიფიცირებისთვის აუცილებელია გათვალისწინებული იყოს კონკრეტული საქმის გარემოებები. კონკლუდენტური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შესრულებაში, შესრულების შეთავაზებაში. შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, შესრულების მიღებით, სარჩელის წარდგენით, სააღსრულებო წარმოების დაწყებით და ა. შ. იმ შემთხვევაში, როდესაც ოფერტის მიმღები მხარე აქცეპტისთვის დადგენილ დროში იწყებს ხელშეკრულების შესასრულებელ მოქმედებას (მაგ. დაიწყო იმ საქონლის მიწოდება ან წარმოება, რაც ოფერენტმა შეუკვეთა; ოფერტის პირობების შესაბამისად გადმოტვირთა პროდუქცია, შეასრულა სამუშაო, გადაიხადა ფული და ა.შ.), ის ვალდებულია შეატყობინოს ამის თაობაზე ოფერენტს. ხელშეკრულება დადებულად ითვლება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ოფერენტი იგებს ამ მოქმედებების შესახებ, ანუ როდესაც შეტყობინება ექცევა მისი გავლენის სფეროში. თუ შეტყობინება მოქმედების თაობაზე არ მიდის ოფერენტთან აქცეპტისთვის დაწესებული ვადის განმავლობაში, მაშინ აუცილებელია აქცეპტანტის ნათლად, აშკარად გამოხატული თანხმობა. შესრულების დაწყება არის აქცეპტანტის რისკზე.
ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდ--აც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 09 მარტის განჩინება საქმეზე №ას-898-848-2015.).
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ რაც შეეხება დუმილს, რაზედაც აკეთებს ასევე აპელირებას სს „ს--–-----ის“ წარმომადგენელი - დუმილი ნების გამოვლენის სპეციფიკური ფორმაა და ამიტომ სამართალი მას მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევაში უკავშირებს სამართლებრივ შედეგს. დუმილი, როგორც წესი, ნიშნავს უარს გარიგების დადებაზე.
მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, რომლის დროსაც დუმილი ჩაითვლება ნების გამოვლენად პოზიტიური გაგებით. ზოგჯერ ამას კანონი პირდაპირ ითვალისწინებს, ზოგჯერ კი სავაჭრო ჩვეულებებიდ-- და ტრადიციებიდ-- გამომდინარე, დუმილი წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.
სამოქალაქო კოდექის 335-ე მუხლის თანახმად, თუ მეწარმე, რომელსაც უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების შესრულებაზე იმ პირის---ნ, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა მეწარმე იღებს ასეთ ოფერტს იმ პირის---ნ, რომლისგანაც იგი ითხოვდა შეკვეთებს ამგვარი საქმეების შესასრულებლად. იმ შემთხვევაშიც, თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი უკვე გამოგზავნილია, იგი ვალდებულია ზიანის თავიდ-- ასაცილებლად ოფერენტის ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი ისე, რომ ამით მას ზიანი არ მიადგეს.
მოცემულ შემთხვევაში, სს „ს--–-----ი“ ვერ უთითებს მხარეთა შორის დამკვიდრებულ რაიმე პრაქტიკაზე ან წინაპირობებზე რომელთა შესაბამისად უმოქმედობა აქცეპტად უნდა შეფასდეს. ხელშეკრულების დადებაზე მინიშნების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი და დადასტურებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ რა ფორმითაც არ უნდა დაიდოს გარიგება, ნება უნდა გამოვლინდეს ცხადად, მასში ნათლად უნდა გამოიკვეთოს განზრახული გარიგების შინაარსი.
ასევე, უდავოა, და საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო არ დასტურდება, რომ მხარეები, შპს „ს------“ და სს ,,ს--–-----ი’’ ერთმანეთთან იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ მოპასუხე მოსარჩელეს უწევდა ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებას და თავდაპირველად სწორედ ამ მომსახურების განხორციელების მიზნით დამონტაჟდა მოსარჩელის ტერიტორიაზე მოპასუხის კუთვნილი სათანადო აპარატურა. შესაბამისად, ამ სამართალურთიერთობაში შპს ,,ს------’’-ის მიერ გაცემული თანხმობა სს „ს--–-----ის“ მიერ ინტერნეტით მომსახურების მიწოდების მიზნით ტექნიკის დამონტაჟების თაობაზე, არ შეიძლება განხილული იქნეს შპს „ს------“-ის ტერიტორიაზე მოიჯარეებისთვის ინტერნეტის მომსახურების მისაწოდებლად შპს „ს----ს-9“-ის ტერიტორიის გამოყენების თაობაზე გაცხადებულ თანხმობად.
სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
ვინაიდ--, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა, შესაბამისად სს „ს--–-----ის“ მტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებული მიმოწერა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებას ემსახურებოდა, ვერ იქნება გაზიარებული.
აპელანტ სს „ს--–-----ის“ შეფასებით, მნიშვნელოვანია კანონის იმ ნორმების გამოყენება პრაქტიკაში, რომლებიც საშუალებას აძლევს მესამე პირებს ურთიერთობა იქონიოს უძრავი ნივთის მფლობელებთან პირდაპირ, როგორც ნივთის მესაკუთრესთან და მესამე პირები არ არიან შეზღუდული სამოქალაქო უფლებების განხორციელებაში მესაკუთრის თანხმობით და ასეთი სახის გარიგება ყოველთვის ნამდვილია და არ იწვევს მესამე პირთა უფლებების შელახვას თუ კი ისინი გარიგებაში შევლენ ნივთის მფლობელებთან.
თავად მოპასუხის მიერ შესაგებელში აღიარებულია, რომ უშუალოდ მოსარჩელის ტერიტორიაზე გადის ს.ს ,,ს--–-----ის“ კაბელი და შესაბამისად, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოიჯარეთა, როგორც მფლობელთა თანხმობა ამ შემთხვევაში საკმარისი იყო, ვერ იქნება გაზიარებული. აღნიშნულზე მიუთითებს მოპასუხის შესაგებელი(ს.ფ 222-233), სს ,,ს--–-----ის“ წერილი(ს.ფ 122).
აპელანტი, სს „ს--–-----ი“ მიუთითებს, რომ არსებობს მოსარჩელის წერილი, სადაც იგი აპელანტ მხარეს სთხოვს მათი „ურთიერთობა“ გარკვეულ სამართლებრივ სიბრტყეში მოაქციონ.“ აღნიშნულიდ-- გამომდინარე, აპელანტ სს „ს--–-----ს“-ს მიაჩნია, რომ უნდა დადგინდეს მხარეთა შორის ხომ არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც სასარჩელო მოთხოვნის კონდიქციური სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
წერილის შინაარსიდ-- გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს მას სახელშეკრულებო ურთიერთობის აღიარებად, ვინაიდ-- სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობის ჩამოყალიბებას ითხოვს მხარე და გაურკვეველი ვითარების გარკვევას.
რაც შეეხება სს „ს--–-----ის“ მხრიდ-- შპს „ს------“-ის მიერ უფლების ბოროტად გამაოყენებაზე მითითებას, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით უფლების განხორციელებისათვის დაუშვებელია იმგვარი მოქმედების განხორციელება, რომელიც ემსახურება მხოლოდ სხვა პირთათვის ზიანის მიყენებას.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება სს „ს------“-ის შეფასებას: კანონი მოითხოვს, რომ თავისი უფლებები ბოროტად არ გამოიყენოს პირმა. უფლების ბოროტად გამოყენებას უთანაბრდება ის მდგომარეობა, როცა პირი უფლებას იყენებს მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, როცა მისი მოქმედება სხვისი გამწარების, გაღიზიანების მიზანს ისახავს და არა უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევ ინტერესის დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიზნად ისახავს თავისი საკუთრების უფლების რეალიზაციას და გარკვეული სარგებლის მიღებას, რაც ვერ იქნება შეფასებული, როგორც უფლების ბოროტად გამოყენება.
4.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გად--აწილება მოდავე მხარეებს შორის.
სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გად--აწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გად--აწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გად--აწილების საფუძველზე, დაკისრებული თანხის ანაზღაურების მიზნით, მხარეთა შორის არსებული ზეპირი ხელშეკრულების არსებობა აპელანტს სს „ს--–-----ს“ უნდა ედასტურებინა. ამიტომ პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4.3. ვინაიდ-- მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ 2966,18 ლარის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით. კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს სკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე
განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. ამასთან, ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ, სუსგ № ას-472-448-2013, 5 დეკემბერი, 2013 წელი).
იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ურთიერთობაზე ვრცელდება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, პალატამ მიიჩნია რომ სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის საერთო ვადა 10 წელი.
ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 31 მაისის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ ელექტრო საკომუნიკაციო ბოძებზე სს „ს--–-----ის“ კუთვნილი ODF (Optical Distribution Frame - გამანაწილებელი კოლოფი) განთავსების ყოველთვიური საიჯარო ღირებულება 1 კვ.მ. კაბელის სიგრძისათვის 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 20 აშშ დოლარს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო თანხა მართებულად იქნა დაანგარიშებული თვეში 20 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს 2012 წლის თებერვლიდ-- 2017 წლის აპრილამდე ყოველთვიური თანხის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრებას. შესაბამისად, თანხა უნდა დაანგარიშდეს 61 თვეზე, თვეში 20 აშშ დოლარის ოდენობით, რაც შეადგენს 2966,18 ლარს (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 2,4313; 01/04/ 2017 წლის მდგომარეობით).
საქალაქო სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობა უნდა განისაზღვროს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად. სასამართლომ შეაფასა ორივე დასკვნის კვლევითი ნაწილი და მიიჩნევს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნა შეიცავს მეტ დასაბუთებას და არგუმენტაციას საიჯარო ღირებულების განსაზღვრისათვის. ექსპერტს ადგილზე აქვს შესწავლილი ობიექტი, განსაზღვრული აქვს კაბელის სიგრძე და ის თუ რამდენ ბოძზეა დამაგრებული ქონება და გაანგარიშებული აქვს საიჯარო ღირებულების საორიენტაციო ფასი.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას, რომ გაუგებარია რის საფუძველზე დაადგინა ექსპერტმა და შემდეგ სასამართლომ სიჯარო ქირის სავარაუდო ღირებულება.
4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამდენად, ვინაიდ-- სახეზე იყო სქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს ,,ს------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო და სს „ს--–-----ს“ დაევალა გამოათავისუფლებინა თავისი ნივთებისგან შპს „ს------“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტის ხიდს შორის ს.კ. 0--------------- და სს „ს--–-----ს“ აეკრძალვოდა მოსარჩელის ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს „ს-------ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდ-- გამომდინარე, პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.სს ,,ს--–-----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.შპს,, ს----ს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
3 უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.
4 განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდ-- 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5 განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდ-- არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდ-- 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი