1. უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
2. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
3. არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.
4. თუ ორმხრივი ხელშეკრულების მხარეებმა ხელშეკრულების ბათილობის გამო უკან უნდა დააბრუნონ ის, რაც მათ ამ ხელშეკრულებით მიიღეს, მაგრამ ერთ-ერთ მხარეს არ შეუძლია დაბრუნება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გამო, მაშინ მას არ ეკისრება უკან დაბრუნების მოვალეობა, თუ ეს გამომდინარეობს სამართლის იმ ნორმის არსიდან, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.
5. შესრულების საგნის დაღუპვა ან გაფუჭება, რისთვისაც შემსრულებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების ნამდვილობის დროს, ყოველთვის ათავისუფლებს მიმღებს ანაზღაურების მოვალეობისაგა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(403)
- საქმე №ას-591-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…978-ე (პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე) და 979-ე მუხლები (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან…
- საქმე №ას-1123-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.10.2025
…დამყარებული და, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნებიც სახელშეკრულებო ურთიერთობათა მარეგულირებელ ნორმებს უნდა ემყარებოდეს), კერძოდ კი, უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან მუხლები დაასახელეს, მოსარჩელეებმა მიუთითეს სსკ-ს 978-ე და 979-ე მუხლებზე. 45. მოპასუხეთა მოსაზრებით, სარჩელში ასახული მსჯელობა წინააღმდეგობრივია, რადგან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, ერთი მხრივ, დასახელებულია კანონისმიერ…
- საქმე №ას-61-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
…გადაეცეს რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ცხადყოფს, რომ ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე მუხლები. 15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის…
- საქმე №ას-1017-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
…982-ე მუხლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს…
- საქმე №ას-1398-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
…დაკავშირებით შეთანხმებას, ივარაუდება, რომ მოპასუხე დირექტორის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ 20 640 ლარის მიღებით, იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც სსკ-ის 976-ე და 979-ე მუხლების საფუძველზე ექვემდებარება მოსარჩელე კომპანიისათვის მიღებული თანხის უკან დაბრუნებას. 4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს…
- საქმე №ას-94-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №ას-439-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
- საქმე №ას-1389-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1416-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ას-459-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-212-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ას-754-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ას-307-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №ას-1167-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2024
- საქმე №ას-711-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ას-1341-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
- საქმე №ას-778-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2024
- საქმე №ას-581-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2024
- საქმე №ას-206-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.08.2024
- საქმე №ას-930-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ას-321-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2024
- საქმე №ას-1524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
- საქმე №ას-401-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
- საქმე №ას-125-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2024
- საქმე №ას-181-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ას-670-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2024
- საქმე №ას-1084-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
- საქმე №ას-1148-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2024
- საქმე №ას-314-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-450-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
- საქმე №ას-969-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ას-1165-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2024
- საქმე №ას-1123-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2023
- საქმე №ას-1305-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-1259-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2023
- საქმე №ას-1306-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2023
- საქმე №ას-1035-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №ას-339-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2023
- საქმე №ას-802-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2023
- საქმე №ას-1155-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 403-დან.