მუხლი 977. გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის დაუშვებლობა
1. პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო და გადამცემმა ეს იცოდა, ან
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(38)
საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…შედეგად, ქ. გ– გახდა მიწის ნაკვეთების ფორმალური მესაკუთრე, რომელიც ყველა ამ პროცესში იყო მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური ფიგურა და მოსარჩელის ადგილს ოფიციალურ დოკუმენტებში იკავებდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ გ.ბ–ძეს მოეყვანა ინვესტორი. სსკ-ის 977-ე მუხლის წინაპირობების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოსარჩელემ ქ. გ–ს ფორმალურად გადასცა მოიჯარისა და მესაკუთრის უფლება მიწის ნაკვეთებზე…
საქმე №ას-439-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
…მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, მით უფრო მაშინ, როცა მოსარჩელეს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება დღემდე სადავოდ არ გაუხდია. 6.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლით, არამედ სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ საკასაციო პალატის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე…
საქმე №ას-1029-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2024
…ცხოვრობდა, შესაბამისად, დასაჩუქრებულის მხარეზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა ჩუქების ხელშეკრულების სრულად გაუქმების წინაპირობები. 10.1.2. გარდა ამისა, დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 977.1 მუხლი (პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე…
საქმე №ას-1376-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
…სასამართლომ მესამე პირის სარჩელი და არ დააბრუნა მესამე პირისაგან უსაფუძვლოდ მიღებული თანხა. 16. მეორე კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: 16.1. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 977-ე და 976-ე მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს ვითომ-კრედიტორისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში ფინანსური სარგებელი მიიღო რ.დ–მა,…
საქმე №ას-1096-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
…მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. 6. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: 6.1. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 977-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას, რაც უსაფუძვლოდ მიღებულის დაბრუნებას განაპირობებს, უთანაბრდება ის შემთხვევაც, როდესაც შესრულება…
საქმე №ას-1160-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
საქმე №ას-293-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2022
საქმე №ბს-818(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2019