გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.03.2020
საქმის ნომერი
330210119003338317
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#2/31765-19 (3302101-9003338317)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16.03.2020 წ. ქ. თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლელა ჭინჭარაული

სხდომის მდივანი: მ-----მ ჩიტოშვილი

მოსარჩელე: გ---- ოქ----------–-–---–ი

წარმომადგენლები: ს------------–---–ი, მ------------–--ე, ა-------------ი

მოპასუხე: მ-----მ ოქ----------–-–---–ი

წარმომადგენლები: ნ-------------–---–ი, რე-------------–---–ი, ვ-----------–------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–ს (პ/ნ: 01015-23862) მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.

 

1.2. მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–ს (პ/ნ: 01015-23862) მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 6 798 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს არსებული კურსის შესაბამისად.

 

სარჩელის თანახმად: 201- წლის 22 აპრილს მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–მა (შემდგომში - მოსარჩელე) მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–ის (შემდგომში - მოპასუხე) მამას ნ------რ ოქ----------–-–---–ს მის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 10 000 აშშ დოლარი. კერძოდ, მოპასუხის მამის საბანკო ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა მოსარჩელის მითითებით, მოსარჩელის ბიზნესპარტნიორის (ჯ----------------ის) მეშვეობით ყ--------ის რესპუბლიკიდან, კერძოდ კი, ქალაქ ა-–------დან.

 

მოსარჩელე მხარის მიერ (მისი ბიზნესპარტნიორის მეშვეობით) 201- წლის 22 აპრილს განხორციელებულ ტრანზაქციას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ როგორც მოსარჩელე ვარაუდობდა, მას ნ------რ ოქ----------–-–---–ი გადაუფორმებდა ქ. თ---–--ში, ქ------–---ის ქუჩა N--ში მდებარე მშენებარე კორპუსში მ-------------–ზე არსებულ ბინას. ქ------–---ის პირველ ნომერში მდებარეობდა გ---- და ნ------რ ოქ----------–-–---–ების მშობლებისეული ბინა, რომლის დემონტაჟის შემდეგ ინვესტორმა სამშენებლო კომპანიამ ამ მისამართზე ააშენა საცხოვრებელი კორპუსი და შეთანხმების შესაბამისად, ყოფილ მობინადრეებს გადაეცათ ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლებისეული სახლი გაფორმებული იყო ნ------რ ოქ----------–-–---–ზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ მას გადაეცა ფართები მე-2 და მე-5 ს--------–ზე. გ---- და ნ------რ ოქ----------–-–---–ები შეთანხმებულები იყვნენ, რომ მ-------------–ზე არსებული საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა საკუთრებაში გ---- ოქ----------–-–---–ს. მეტიც, მშენებლებთან წინასწარი შეთანხმებით მ-------------–ის ბინა დაპროექტდა და მოეწყო გ---- ოქ----------–-–---–ის გემოვნებით და მითითებით, ხოლო მე-5 ს--------–ის ბინა - ნ------რ ოქ----------–-–---–ის მითითებით. ანუ, მ-------------–ზე არსებული ბინა ყოველთვის გ---- ოქ----------–-–---–ის საკუთრებად განიხილებოდა. ამ ფაქტს დაადასტურებს მშენებლობის პროცესში მონაწილე არაერთი მოწმე. მას შემდეგ, რაც დასრულდა ახალი კორპუსის მშენებლობა და მშენებელმა განშლის გაკეთების შემდეგ ახალ მესაკუთრეებზე აღრიცხა უძრავი ქონებები, მოკლე დროში (რამოდენიმე დღე) გარდაიცვალა ნ------რ ოქ----------–-–---–ი და ვერ მოხერხდა მ-------------–ზე არსებული ბინის გ---- ოქ----------–-–---–ისთვის საკუთრებაში გადაცემა. წინამდებარე სარჩელს თან ერთვის მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მითითებით ნამდვილად მოახდინა კო----ს მოქალაქემ და მოსარჩელის ბიზნესპარტნიორმა მოპასუხის მამის ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარის გადარიცხვა გ---- ოქ----------–-–---–ის, ანუ მოსარჩელის მითითებით და ამასთან, სარჩელს თან ერთვის მტკიცებულება, რომლითაც ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, თუ რატომ ითხოვს ამ თანხას გ---- ოქ----------–-–---–ი, დასტურდება, რომ თანხის გადარიცხავმა ამ თანხის უკან მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ს. აღნიშნული აქტი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მარტოოდენ იმ მიზნით, რომ სასამართლოს შეექმნას სრული და სწორი წარმოდგენა სადავო თანხის წარმომავლობასა და კუთვნილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად უდავოა, რომ ამ თანხის უკან მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს მისმა კორეელმა ბიზნესპარტნიორმა. ანუ, მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ი უფლებამოსილია ფორმალურადაც და სამართლებრივადაც მოითხოვოს ის თანხა, რომელიც მისი იყო და მისი მითითებით გადაერიცხა მოპასუხის მამკვიდრებელს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გ---- ოქ----------–-–---–ს საკუთრებაში არც ბინა გადაეცა და არც თანხის დაბრუნებას აპირებს ნ------რ ოქ----------–-–---–ის მემკვიდრე - მ-----მ ოქ----------–-–---–ი, დარღვეული უფლებების დასაცავად მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–ის მიერ, საპროცესო ვადების დაცვით წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი სრულად უარყოფილი იქნა.

 

შესაგებლის პირველი ფაქტობრივი გარემოების თანახმად: მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–ის მამას - ნ------რ ოქ----------–-–---–ს 10 000 ათასი აშშ დოლარის ოდენობით თანხა ჯ----------------ისაგან გამოეგზავნა და მანაც მიიღო როგორც ნაჩუქარი თანხა, ვინაიდან მისი ძმა მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ი და ჯ----------------ი ბიზნესპარტნიორები იყვნენ და ერთმანეთთან ჰქონდათ შესაბამისი ფინანსური ურთიერთობის გარდა ახლო ურთიერთობა და მათგან საჩუქრის სახით თანხის გამოგზავნა - მიღება, სრულიად მისაღები და ზნეობრივადაც გამართლებული იყო. რაც შეეხება მოსარჩელის ვარაუდს, რომ ნ------რ ოქ----------–-–---–ი ამ თანხის სანაცვლოდ მომავალში გადაუფორმებდა ქ------–---ის ქ. N--ში მდებარე მშენებარე ბინას, ეს გარემოება უსაფუძვლოა და სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან იმ პერიოდში არც ინვესტორები და არც მათთან რაიმე შეთანხმება საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით არ არსებობდა, არც საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და ბინის თაობაზე რაიმე გარიგებაც ძმებს შორის ვერ იარსებებდა. შესაბამისად, ნაჩუქარ თანხასა და საცხოვრებელი ბინის თაობაზე რაიმე გარიგებას შორის, არავითარი კავშირი არ არსებობს.

 

შესაგებლის მე-2 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: მ-----მ ოქ----------–-–---–ი ნამდვილად არის ნ------რ ოქ----------–-–---–ის ერთადერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე.

 

შესაგებლის მე-3 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: მ-----მ ოქ----------–-–---–ზე, როგორც ნ------რ ოქ----------–-–---–ის ერთადერთი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეზე, ზოგადად ნამდვილად გადადის მამკვიდრებლის აქტივები და პასივები, თუმცა იმის გამო, რომ მამკვიდრებლისადმი უსაფუძვლოდ გამდიდრებასთან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზიები არასამართლიანი და უსაფუძვლოა, რადგან მას ამ მიმართებით არ გააჩნდა სხვა პირების მიმართ რაიმე ვალდებულება, შესაბამისად არც მემკვიდრეს არ წარმოშობია და არ გააჩნია ამ მხრივ რაიმე ვალდებულება მოსარჩელის ან სხვა პირის მიმართ.

 

შესაგებლის მე-4 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: ვინაიდან მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მოთხოვნის დათმობის თაობაზე მტკიცებულება, საქმეში მოსარჩელედ მის ყოფნას ამ ეტაპზე სადავოდ არ ხდის, თუმცა ნაჩუქარი თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობას და კანონიერებას არ ეთანხმება.

 

შესაგებლის მე-5 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: საქმისათვის არ აქვს მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–ს საკუთრებაში გააჩნია და ფლობს უძრავ ქონებას, ამ გარემოებას თანხის ჩუქებასთან არავითარი კავშირი არა აქვს და საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა.

 

შესაგებლის მე-6 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: ნ------რ ოქ----------–-–---–ს თანხა გამოეგზავნა და მანაც მიიღო როგორც საჩუქარი. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაცხადებულ თავის სურვილს და ვარაუდს თანხის სანაცვლოდ ბინის გადაცემის შესახებ - ასეთი დათქმა ძმებს და მით უმეტეს ჯ----------------ს შორის არ არსებობდა და ვერც იარსებებდა, ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო, ასეთის არსებობის შემთხვევაში მათ შორის გაფორმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ან რაიმე სამართლებრივი წინარე ხელშეკრულება შესაბამისი პირობებით, რასაც ადგილი არ ჰქონია, ამასთანავე სურვილის შემთხვევაში გ---- ოქ----------–-–---–ს თავადაც შეეძლო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უშუალოდ მშენებელი ორგანიზაციისაგან შეეძინა საცხოვრებელი ბინა და შესაბამისი ღირებულებაც უშუალოდ მათთვის გადაეხადა, რაც არ განუხორციელებია.

 

შესაგებლის მე-7 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: მოსარჩელის მიერ გაცხადებული გარემოებები დაფუძნებულია მხოლოდ თავის სურვილსა და ვარაუდზე. თანხის სანაცვლოდ ბინის გადაცემის შესახებ რაიმე დათქმა მხარეებს შორის არ არსებობდა და ვერც იარსებებდა.

 

შესაგებლის მე-8 ფაქტობრივი გარემოების თანახმად: ნ------რ ოქ----------–-–---–ს თანხა გამოეგზავნა და მანაც მიიღო როგორც საჩუქარი, ვინაიდან არ არსებობს მის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების დავის საფუძველი, აგრეთვე უსაფუძვლოა მოთხოვნა აღნიშნულიდან გამომდინარე დამატებითი პრეტენზიების, მათ შორის პროცენტის, სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 201- წლის 22 აპრილს მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–მა მოპასუხის მამას ნ------რ ოქ----------–-–---–ს მის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 10 000 აშშ დოლარი. კერძოდ, მოპასუხის მამის საბანკო ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა მოსარჩელის მითითებით, ფულადი გადარიცხვის FA---R-ის საშუალებით, მოსარჩელის ბიზნესპარტნიორის (ჯ----------------ის) მეშვეობით ა-–------დან. საქმეში წარმოდგენილია სანოტარო აქტი, რომლის თანახმადაც, კო----ს რესპუბლიკის მოქალაქე ჯ----------------ი ნებისმიერ სახის მოთხოვნას, თუ რაიმე გამომდინარეობს გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, უთმობს მოსარჩელე მხარეს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- სანოტარო აქტი (იხ. ს.ფ 27-33);

 

3.1.2. მოსარჩელემ მიმართა ყოფილ ,,ბი თი ეი ბანკ’’-ს დღეს კი უკვე „ს--–--------------კ”-ს და მოსთხოვა 201- წლის 22 აპრილს განხორციელებული ტრანზაქციის თაობაზე ინფორმაცია, რის საფუძველზეც ბანკის ცნობიდან ირკვევა, რომ მოპასუხის მამამ ნ------რ ოქ----------–-–---–მა გადმორიცხული თანხა ბანკში გაანაღდა 201- წლის 26 აპრილს. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია ბანკის სალაროს გასავლის ორდერი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- განცხადება (იხ. ს.ფ 34);

- 28.1-.2019 წ. სილქროუდ ბანკის მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ 35);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ 36);

 

3.1.3. ნ------რ ოქ----------–-–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 23 აგვისტოს, მ-----მ ოქ----------–-–---–ი არის ნ------რ ოქ----------–-–---–ის ერთადერთი მემკვიდრე, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო სამკვიდრო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ 42);

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ 43-47);

 

3.1.4 2018 წლის 1- მაისის სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მ-----მ ოქ----------–-–---–ზე გადავიდა მამკვიდრებლის ანუ ნ------რ ოქ----------–-–---–ის ვალდებულებებიც, რომლებიც მას ჰქონდა მესამე პირთა მიმართ, მათ შორის შეუსრულებელი ვალდებულებები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ 43-47);

 

3.1.5. 2018 წლის 27 დეკემბერს, მამისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–მა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მ------ე მა------–---–ს (გარდაცვლილი მამის მეუღლეს (არარეგისტრირებული ქორწინება)) უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ი, ქ------–---ის ქუჩა 3---, ბ-----, ს--------–ი 2, 5- კვ. ს.კ 01.14.1-.0--.0--.01.01.0--.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 144-145);

 

3.1.6. დღეის მდგომარეობით მოპასუხე მ-----მ ოქ----------–-–---–ი ქალაქ თ---–--ში საკუთრების უფლებით ფლობს შემდეგ უძრავ ქონებებს: 1. ქ.თ---–--ი, ქ------–---ის ქუჩა #3---, ს.კ 01.14.1-.0--.0--.01.01.0--; 2. ქ.თ---–--ი, ს------–ი დ------ი, მ-----------–ოს ქუჩა #--, ს.კ 01.72.14.0--.841.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);

- ამონაწერები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (იხ. ს.ფ 48-51);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ნ------რ ოქ----------–-–---–ზე 10 000 დოლარი გადარიცხულია უსაფუძვლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სარჩელის მოთხოვნას. “.....მოსარჩელის ახსნა-განმარტებები მაშინ არის გამართული (დასაბუთებული), თუ მასში დასახელებული ფაქტები და გარემოებები შესაბამის სამართლებრივ (სამოქალაქო კოდექსის) ნორმასთან ერთად ქმნის იმის საფუძველს, რომ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშვას მოსარჩელე პირს, ანუ დაფუძნდეს მის პიროვნებასთან და მის კონკრეტულ საქმესთან მიმართებით....“ (იხ. „მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში", შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი).

 

საპროცესო წესრიგი უზრუნველყოფს მხარეთა ავტონომიას და შესაძლებლობას ანიჭებს მათ, თვითონ გადაწყვიტონ, თუ რომელი ფაქტები დაურთონ მოთხოვნას საფუძვლად. თუმცა, მისი შინაარსი იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სრულყოფილად განსაზღვროს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ნორმატიული შინაარსი. “...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. ტომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი). ამ პირობას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ფუნქცია გააჩნია, რადგან განსაზღვრავს მოსამართლის მიერ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციის წინაპირობებს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ, მოსარჩელის მიერ ნორმის დისპოზიციის შესატყვისი წინაპირობები არ არის ანდა არასრულყოფილად არის წარმოდგენილი, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია მოთხოვნის ამ კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში (მოსარჩელის სტადია). ამავდროულად, ფაქტების მითითების ვალდებულება უზრუნველყოფს მხარეთა პროცესუალური შესაძლებლობების თანასწორობას. შეჯიბრებითობის პრინციპის მნიშვნელოვანი კომპონენტია საქმის წარმოების განჭვრეტადობა, რადგან გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მხარისათვის მოულოდნელობის ეფექტის გამომწვევი. მოთხოვნის ადრესატმა უნდა იცოდეს მის მიმართ არსებული პრეტენზიის, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შინაარსი.

 

მოპასუხე ასევე სარგებლობს პროცესუალური უფლებით, დაეთანხმოს ან სადავოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და აღნიშნული წესრიგის დარღვევა ზღუდავს მეორე მხარის შესაძლებლობას, განჭვრიტოს და შეაფასოს საპროცესო ოპონირების სამართლებრივი პერსპექტივა.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

აღნიშნულ ნორმათა ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს; დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა; საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს; ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ; გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

როგორც უკვე აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი} (შდრ. სუსგ Nას-279-264-17, 21.04.2017წ.) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

 

დიდი მნიშნელობა ენიჭება ასევე მტკიცების ტვირთის განაწილებასაც, დავის განმხილველმა სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სწორად უნდა გაანაწილოს. სასამართლოს ვალდებულებაა, სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირში იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს - როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 1-.1-.20--).

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეები ერთმანეთის ოჯახის წევრები იყვნენ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავოა გადაცემული თანხის მიზნობრიობა, რაც სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგულისხმოა საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება, რომელიც მოწმეების გამოკითხვასთან ერთად თანმიმდევრულად გადმოსცემს მოვლენების განვითარებას, კერძოდ, რომ ძმებს შორის არსებობდა შეთანხმება ქ. თ---–--ში, ქ------–---ის ქ. N--ში არსებული უძრავი ქონების (მშობლებისეული) დანგრევისა და ამ ადგილას აშენებულ ახალ კორპუსში მეორე ს--------–ზე არსებული ბინის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობას, სწორედ ამიტომ მხედველობაშია მისაღები ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება, რადგან მათ შესაძლოა მივყავდეთ იურიდიულ შედეგამდე.

 

სარჩელის თანახმად: მოსარჩელე მხარის მიერ (მისი ბიზნესპარტნიორის მეშვეობით) 201- წლის 22 აპრილს განხორციელებულ ტრანზაქციას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ვარაუდობდა, რომ მას ნ------რ ოქ----------–-–---–ი გადაუფორმებდა ქ. თ---–--ში, ქ------–---ის ქუჩა N--ში მდებარე მშენებარე კორპუსში მ-------------–ზე არსებულ ბინას. ქ------–---ის პირველ ნომერში მდებარეობდა გ---- და ნ------რ ოქ----------–-–---–ების მშობლებისეული ბინა, რომლის დემონტაჟის შემდეგ ინვესტორმა სამშენებლო კომპანიამ მისამართზე ააშენა საცხოვრებელი კორპუსი და შეთანხმების შესაბამისად, ყოფილ მობინადრეებს გადაეცათ ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები. იმის გათვალისწინებით, რომ მშობლებისეული სახლი გაფორმებული იყო ნ------რ ოქ----------–-–---–ზე, მშენებლობის დასრულების შემდეგ მას გადაეცა ფართები ახალ აშენებულ კორპუსში მე-2 და მე-5 ს--------–ზე. გ---- და ნ------რ ოქ----------–-–---–ები ზეპირსიტყვიერად შეთანხმებულები იყვნენ, რომ მ-------------–ზე არსებული საცხოვრებელი ბინა უნდა გადასცემოდა საკუთრებაში გ---- ოქ----------–-–---–ს, მეტიც, მშენებლებთან წინასწარი შეთანხმებით მ-------------–ის ბინა დაპროექტდა და მოეწყო გ---- ოქ----------–-–---–ის გემოვნებით და მითითებით, ხოლო მე-5 ს--------–ის ბინა ნ------რ ოქ----------–-–---–ის მითითებით, ანუ, მ-------------–ზე არსებული ბინა ყოველთვის გ---- ოქ----------–-–---–ის საკუთრებად განიხილებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა თამარ მიქაუტაძემ (გ---- და ნ------რ ოქ----------–-–---–ების მამიდაშვილი) განაცხადა, რომ მას საუბარი ჰქონდა უშუალოდ ნ------რ ოქ----------–-–---–თან, რასაც გ---- ოქ----------–-–---–ი არ ესწრებოდა. მისთვის პირადად ნ------რისგან ცნობილია, რომ გ---- ოქ----------–-–---–მა გადასცა ნ------რ ოქ----------–-–---–ს 10 000 დოლარი, ზუსტად მიზნობრიობა თანხის გადაცემის არ იცის, თუმცა იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ეს თანხა არ იყო საჩუქარი. თვლის, რომ რადგან იმ პერიოდში ვაკის სახლი უნდა დანგრეულიყო, აშენებულ კორპუსში ძმები ერთად უნდა შესულიყვნენ, ორივეს უნდა მიეღო იქ ბინა და ეს თანხა რაღაცის მოსაწესრიგებლად გადასცა გ----მ. პირი, რომელსაც საკუთარი ბინა არ აქვს, ვერ აჩუქებს სხვას ამხელა თანხას. დაადასტურა ის გარემოება, რომ უშუალოდ ნ------რს ჰკითხა და მან უპასუხა - ეს თანხა საჩუქარი არ არისო (იხ. სხდომის ოქმის აუდიო ვერსია 02.03.2020 წ.).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ნინო პატარაიამ განმარტა, რომ 1986 წლიდან ცხოვრობს ქ. თ---–--ში, ქ------–---ის N--ში. იქ ცხოვრობდა ს-----ი (მოსარჩელის მამა) რაიონში გადასვლამდე და გ---- ოქ----------–-–---–ს იქიდან იცნობს, რადგან გ---- სულ იქ ცხოვრობდა პირველ მეუღლესთან და შვილთან ერთად, სანამ ავარიული არ გახდა სახლი. ნ------რი კი მოგვიანებით გაიცნო მშენებლობის თაობაზე შეხვედრებიდან გამომდინარე. დაახლოებით 2000 წლიდან მიმდინარეობდა ამ მისამართზე მშენებლობის თაობაზე მოლაპარაკებები, რაც ჭიანურდებოდა სხვადასხვა მიზეზის გამო, ხან მშენებლები არ მოსწონდათ, ხან რა იყო, ასევე მიზეზი ისიც იყო, რომ მისი ოჯახი ყველაზე ბოლოს დათანხმდა პირობებს 2012 წელს და დაიწყო კიდევაც მშენებლობა. ოთხი ძირითადი ოჯახი იყო, ვისი სახლებიც მდებარეობდა იქ, კერძოდ, მათი - დავით ჩვამანიასი (მეუღლე), ოქ----------–-–---–ების, ომარ გა---–--სი და მეოთხე ოჯახის გვარი არ ახსოვს, თუმცა მათაც მიიღეს ბინა და დღეს იქ ცხოვრობენ. ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ყველა შეკრებას და მოლაპარაკებას, რომელიც მშენებლობის საკითხებს ეხებოდა ერთად ესწრებოდნენ ძმები (გ---- და ნ------რი ოქ----------–-–---–ები). მისთვის ცნობილია ის გარემოება, რომ ძმებს ერთად უნდა ეცხოვრათ, როგორც კი ბინა აშენდებოდა, გ----საც იქ უნდა მიეღო ბინა და იქ ეცხოვრა. როცა გადაწყდა, რომ მშენებლობას განახორციელებდა ფირმა ,,ე-----ი’’ და დავით ტორჩინავა, შეიკრიბნენ პირველადი ხელშეკრულების დასაწერად, ორივე ძმა ერთად იყო და ნ------რი უშუალოდ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით გაიცნო. იცის, რომ უნდა შეხვედროდათ ფართები 5- კვ. ოდენობით, ერთ ძმასაც და მეორესაც. საუბარი იყო მეორე და მეხუთე ს--------–ებზე, რემონტიც მშენებლებმა გაუკეთეს და კაფელის ფერიც კი გ----მ აარჩია. 2016 წელს იქ გადავიდა საცხოვრებლად და რამდენადაც მისთვის ცნობილია მეორე ს--------–ზე ცხოვრობდა გ---- ოქ----------–-–---–ის გერი. მისი იქ ცხოვრების განმავლობაში არ უნახავს - ნ------რს ეცხოვროს ამ მისამართზე (იხ. სხდომის ოქმი აუდიო ვერსია 02.03.2020 წ.).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა მ------ე (მ---) მა------–---–მა განმარტა, რომ 201- წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში აწ გარდაცვლილ ნ------რ ოქ----------–-–---–თან. დაადასტურა თანხის (10 000 აშშ დოლარის) ნ------რ ოქ----------–-–---–ის მიერ მიღების ფაქტი, რაც გაიხარჯა პირადი საჭიროებისამებრ, თუმცა განმარტა, რომ ეს იყო საჩუქარი (წინა პერიოდში ნ------რი ეხმარებოდა მის ძმას)და გამორიცხა ქ. თ---–--ში, ქ------–---ის ქ. N--ში არსებული ბინის თაობაზე ძმებს შორის რაიმე შეთანხმების არსებობა. დაოჯახებამდე ნ------რი პირველი მეუღლის ბინაში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ კი მისი მშობლების ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. ქ------–---ის ქ. N--ში არსებული ქონება ნ------რის მამამ (ს----- ოქ----------–-–---–ი) მიუხედავად მანამდე დაწერილი ანდერძისა, აჩუქა 2005 წელს. 2014 წელს აშენდა ახალი კორპუსი, სადაც 100 კვადრატი ეკუთვნოდათ. მისი განმარტებით, რადგან ნ------რი ბინით უზრუნველყოფილი იყო და მის ბინაში ცხოვრობდა, გადაწყვიტა ცალ-ცალკე მ-----მისთვის და თავისთის აეღო 5--5- კვ.მ ფართის ბინები. ბინის დასრულების შემდგომ ნ------რმა რადგან იცოდა, რომ ძმა ცხოვრობდა სიდედრის ბინაში, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, გადაწყვიტა დაეთმო დროებით სარგებლობაში ერთ-ერთი ბინა. მეორე ს--------–ზე მდებარე ბინაში ცხორობდა გ----ს გერი, რისი წინააღმდეგიც იყო ნ------რი. ეს ბინა კი დღეის მდგომარეობით მისი საკუთრებაა, რადგან მოპასუხისაგან შეიძინა 60 000 ლარად. 2019 წელს აღძრა სარჩელი მოსარჩელის მიმართ გამოსახლების მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე გ----მ დაუბრუნა გასაღები. 2014 წელს ბოლო ინვესტორის გამოჩენამდე, პირველად 2007-2008 წლებში გამოჩნდა ინვესტორი მშენებლობის თაობაზე, თუმცა აღნიშნული უშედეგოდ დასრულდა, იგივეს ჰქონდა ადგილი ბოლო ინვესტორამდეც, რაც ასევე უშედეგოდ დასრულდა - მეზობლებს შორის შეუთანხმებლობის გამო. არ ფლობს ინფორმაციას, თანხის გადარიცხვამდე (201- წლის 22 აპრილამდე) 3 კვირით ადრე განაახლა თუ არა ნ------რმა ამონაწერები უძრავი ქონების თაობაზე (იხ. სხდომის ოქმი აუდიო ვერსია 02.03.2020 წ.).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ნ--- კა-----–--მა განმარტა, რომ გარდაცვლილი მეუღლის დეიდაშვილები იყვნენ - გ---- და ნ------რ ოქ----------–-–---–ები. ნ------რისგან იცის, რომ გ----მ აჩუქა ეს თანხა იმიტომ, რომ იმ პერიოდში ნ------რის და მ---ს სჭირდებოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ პერიოდში ნ------რი მუშაობდა და თუ თანხა დასჭირდებოდა, სესხს გამოიტანდა. გ---- ხშირად იყო უმუშევარი და ნ------რი გვერდით ედგა და ამის გამო ჩათვალა მანაც და სხვებმაც, რომ ამ თანხით გ----მ მადლობა გადაუხადა. იმ პერიოდში გ---- მეორე მეუღლის ბინაში ცხოვრობდა, რადგან საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდა. ნ------რიც ასევე მეორე მეუღლესთან ცხოვრობდა და ქ------–---ის პირველ ნომერში მდებარე სახლი დაკეტილი იყო (იხ. სხდომის ოქმი აუდიო ვერსია 02.03.2020 წ.).

 

სარჩელის შესაბამისად, გ---- ოქრომჭდლიშვილს სურდა, რომ მშობლებისეულ სახლის უბანში, ძმასთან ერთად ჰქონოდა უძრავი ქონება და სურვილისამებრ ეცხოვრა ამ ფართში, მას შემდეგ რაც დასრულდა ახალი კორპუსის მშენებლობა და მშენებელმა განშლის გაკეთების შემდეგ ახალ მესაკუთრეებზე აღრიცხა უძრავი ქონებები, მოკლე დროში (რამოდენიმე დღეში) გარდაიცვალა ნ------რ ოქ----------–-–---–ი და ვერ მოხერხდა მ-------------–ზე არსებული ბინის გ---- ოქ----------–-–---–ისთვის საკუთრებაში გადაცემა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ------რ ოქ----------–-–---–ს ჰქონდა სურვილი ქ------–---ის პირველ ნომერში არსებული ბინა - უძრავი ქონება აღრიცხულიყო მოსარჩელის საკუთრებაში, აღნიშნული დასტურდება მიმოწერით, რომელიც შემდგარია, გარდაცვლილის ცოლსა (არარეგისტრირებული ქორწინება) და მოსარჩელეს შორის, აღნიშნული არ უარყვია მოპასუხე მხარეს და პირიქით, დაადასტურეს კიდეც მისი შინაარსი, ოღონდ მათივე განსხვავებული შეფასებით (იხ. ს.ფ 143, სხდომის ოქმი აუდიო ვერსია 02.03.2020 წ).

 

სარჩელს თან ერთვის დოკუმენტი, რომელიც თავად ჯ----------------მა დაწერა და სადაც მითითებულია, რომ თანხა მან გ---- ოქ----------–-–---–ის (ანუ მოსარჩელის) მითითებით გადაურიცხა ნ------რ ოქ----------–-–---–ს, თუმცა თანხის გადარიცხვის საფუძველი უცნობია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ: ამავე მისამართზე მაცხოვრებელი პირის (ომარ გა---–--) და მშენებლის (ბ--------ნ გ--–-----ე) ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებებზე, საიდანაც ჩანს წლების განმავლობაში მშენებლობის დაწყებაზე მოლაპარაკებების წარმოების არსებობა. იმ გარემოებას, რომ ქ------–---ის პირველ ნომერში, მ-------------–ზე მდებარე ბინა მშენებლობის პროცესის დაწყებისთანავე იყო გ---- ოქ----------–-–---–ის და ბინა გარემონტდა მისივე მითითებებით, ადასტურებს მშენებელი ბ--------ნ გ--–-----ე და აცხადებს, რომ ასეთი მითითება მიღებული ჰქონდა ნ------რ ოქ----------–-–---–ისგან (იხ. ბე-------ნ გ--–-----ისა და ომარ გა---–--ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები). საგულისხმოა ასევე, რომ ამ დოკუმენტთა შინაარსი არცერთ ეტაპზე სადავო არ გამხდარა მოპასუხე მხარის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ერთობლივად, მათი სანდოობის და უტყუარობის თვალსაზრისით. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები შექმნილია გამოკითხულ პირთა განზრახ არასწორი ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გაფრთხილების გარეშე, ისინი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელ, უტყუარ მტკიცებულებებად, თუ გამოკითხული პირები უშუალოდ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურებდნენ მათ მიერ სარჩელის აღძვრის თუ საქმის მომზადების სტადიაზე მითითებულ გარემოებებს. მიუხედავად იმისა, რომ ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები არ წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, მოცემულ შემთხვევაში, მათი შინაარსი არა ცალკე აღებულად, არამედ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ერთობლიობაში ჰქმნიან მოვლენათა განვითარების ჯაჭვს, წარმოაჩენენ ერთიან სურათს, რაც ეხმარება სასამართლოს, ცხადია სხვა მტკიცებულებებთან ერთად - შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაში.

 

საქმეში წარმოდგენილი გახლავთ 2018 წლის 27 დეკემბერის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, შემდგარი მ-----მ ოქ----------–-–---–ს და მ------ე მა------–---–ს შორის, ხელშეკრულების საგანი: ქ.თ---–--ის ქ------–---ის 3---, ბ-----, ს--------–ი 2, ს.კ 01.14.1-.0--.0--.01.01.0--, 5- კვ. მდებარე უძრავი ქონება, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 60 000 ლარით.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრების პერიოდში კომუნალური გადასახადის ქვითრები და მასსა და მისი გარდაცვლილი ძმის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს შორის არსებული დავის ამსახველი მტკიცებულებები - სარჩელი, რომლითაც დგინდება, რომ მ------ე ოქრომჭდლიშვილს, სასამართლო დავა ჰქონდა 2019 წელს გ---- ოქ----------–-–---–ის წინააღმდეგ და ითხოვდა ქ. თ---–--ი, ქ------–---ის 3---, ბ-----, მეორე ს--------–ზე (ს.კ 01.14.1-.0--.0--.01.01.0--) მდებარე ბინის გ---- ოქ----------–-–---–ის მფლობელობიდან გამოთხოვას, მოწმედ დაკითხული მ------ე მა------–---–ის განცხადებით, დავა მასსა და გ---- ოქ----------–-–---–ს შორის ამოიწურა, რადგან სასამართლო სხდომაზე თავად გ---- ოქ----------–-–---–მა წარუდგინა საცხოვრებელი ბინის გასაღები.

 

საქმეზე ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია განცხადების მიღების ბარათები (მისამართზე - ქ. თ---–--ი, ქ------–---ის ქ. N-): 1. დათარიღებული 201- წლის 31 მარტით, საიდანაც დგინდება, რომ ნ------რ ოქ----------–-–---–მა მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა საკადასტრო გეგმის მომზადება უძრავ ნივთზე, თანხის გადარიცხვამდე (201- წლის 22 აპრილამდე) 3 კვირით ადრე, რაც მოსარჩელის აზრით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ როგორც კი ნ------რი დათანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას და ძმებს შორის შეთანხმება შედგა, თანხა გადაერიცხა ნ------რს, 2. ს----ო ჩი--–---ს განცხადება დათარიღებული - 2010 წლის 09 ნოემბრით და 3. დავით ჩვამანიას განცხადება დათარიღებული 2014 წლის 16 აპრილით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე მ------ე მა------–---–ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ეს თანხა იყო საჩუქარი, რადგან იგი საქმის შედეგით უშუალოდ დაინტერესებული პირია (შეიძინა სადავო ბინა). ყურადსაღებია მის მიერაც დადასტურებული ის გარემოება, რომ 201- წლის აპრილამდე სხვადასხვა ინვესტორები დაინტერესდნენ უძრავი ქონებით ახალი კორპუსის ასაშენებლად. ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო ნ--- კა-----–--ის ჩვენებას თანხის საჩუქრად ჩათვლის თაობაზე, რადგან ეს მის შეფასებას წარმოადგენს (,,გ---- ხშირად იყო უმუშევარი და ნ------რი გვერდით ედგა და ამის გამო ჩათვალა მანაც და სხვებმაც, რომ ამ თანხით გ----მ მადლობა გადაუხადა‘’). საინტერესოა ის უდავო გარემოებაც (დადასტურდა ასევე მოწმეთა ჩვენებებითაც), რომ თანხის გადარიცხვისას მოსარჩელეს თავადაც არ გააჩნდა საცხოვრებელი ბინა და ცხოვრობდა სიდედრთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, ხოლო რაც შეეხება სარგებლის ანაზღაურების ნაწილს, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ზოგადსამართლებრივი პრინციპიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლოს ასკვნის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის - 316-ე, 317-ე, 977-ე, 979-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska V. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez V. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის ambogbob 20%5-0 (06. Milatova and others v. The Czech republic § 59; niderost-huber v. Switzerland, § 24k.s. V. finland § 21; ასევე, სუსგ Nას-1-91-1-33-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

საქმეებზე „დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და „დელკური ბელგიის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს ,,დასაბუთებული” (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.

 

6.2. შედეგის განმაპირობებელი ფაქტების კვლევისა და დადგენის პროცესს სასამართლო ვერ დაიწყებს მანამ სანამ, ზუსტად და სწორად არ განსაზღვრავს იმ სამართლის ნორმას (ან ნორმებს), საიდანაც ეს შედეგი შეიძლება გამომდინარეობდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით (იხ. სუსგ, №ას1-7-109-2017). განსახილველ შემთხვევაში სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივი შეფასებისას ემყარება კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, კერძოდ, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებს.

 

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, ამდენად, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება მხოლოდ მოთხოვნის სხვა სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი მის ცალკეულ გამოვლინებებში ევროპული და ანგლო-ამერიკული სამართლის საერთო შემადგენელი ნაწილია. ის ფესვებს რომის სამართლიდან იღებს. ცნობილია ამ პრინციპის კლასიკური ფორმულირება, რომელიც ეკუთვნის რომაელ იურისტს - პომპონიუსს და წარმოდგენილია დიგესტებში „რადგან ეს გამომდინარეობს ბუნებრივი სამართლიანობიდან, რომ არავის აქვს უფლება გამდიდრდეს სხვისი ზიანის ხარჯზე“.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლების მარტივი შემადგენელი ნაწილებია ა) მოპასუხის გამდიდრება, ბ) ამის შესაბამისად მოსარჩელის ქონების შემცირება და გ) ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. ამასთან, გადამწყვეტია მესამე ელემენტი, კერძოდ, კითხვა, თუ რა წინაპირობების გათვალისწინებით ჩაითვალა, რომ ერთი პირიდან მეორეზე ქონების გადაცემა გამართლებული არ არის. გერმანულ სამართალში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია ფორმულის მეშვეობით, რომელიც გამოსადეგია ყველა შემთხვევისთვის: ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა უნდა მომხდარიყო „სამართლებრივი საფუძვლის გარეშე“ (ლათინურად: sine causa). ანგლო-ამერიკულმა სამართალმა ისტორიულად საპირისპირო გზა განვლო და ცალკეულ შემთხვევებში იძლეოდა დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, როდესაც სახეზეა ეგრეთწოდებული „unjust factors“ (მაგ. Mistake (შეცდომა), duress (იძულება), failure of consideration and illegality (სამაგიერო შესრულების არარსებობა). ეს არის გარემოებები, რომლებიც აგრეთვე სხვა ქვეყნების პრაქტიკაშიც წარმოადგენენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლების საფუძველს. კლასიკური საფუძველია შეცდომა. თუ მაგ. ვინმემ შეცდომით გადაურიცხა თანხა სხვა პირს, რომლის ვალიც მას სინამდვილეში არ აქვს. კიდევ ერთი სხვა შემთხვევა, როდესაც აგრეთვე სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლების არსებობა, არის, როდესაც მაგ. სავარაუდოდ სამართლებრივი ძალის მქონე ხელშეკრულება ვერ განხორციელდა ან ბათილად იქნა ცნობილი შემდგომი გასაჩივრების შედეგად. აქ განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება ორი ურთიერთმფარავი მოთხოვნის უფლება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვალდებულების ორმხრივი ხასიათი (სინალაგმა, „Synallagma“), რომელიც გამომდინარეობს ორმხრივი ხელშეკრულებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს.

 

სსკ-ის 977-ე მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი პირი გადასცემს მეორეს რაღაცას, ამ უკანასკნელმა კი ამ შესრულების სამაგიეროდ უნდა განახორციელოს განსაზღვრული მოქმედება (ქმედება ან მოქმედებისგან თავის შეკავება). მაშასადამე შესრულება 977 მუხ. მიხედვით 976-ე მუხლის შესრულების კონდიქციისგან განსხვავებით უკავშირდება არა ვალდებულებას, არამედ მხარეთა მიზნობრივ კვაზიშეთანხმებას. გადამცემმა მიმღებს სულ მცირე კონკლუდენტურად უნდა გააგებინოს, რომ გადაცემა ხორციელდება მხოლოდ სამაგიერო შესრულების მოლოდინის საფუძველზე, მაშინ როდესაც მიმღებმა სულ მცირე კონკლუდენტურად უნდა გააგებინოს, რომ ის იცნობს შემსრულებლის მიზანს და აღიარებს მას. შემსრულებლის მიერ დასახული მიზანი იმდენად მკაფიო და გასაგები უნდა გახდეს, რომ მიმღებმა ის აღიაროს, როგორც მიღებული შესრულების დატოვების უფლების პირობა. არ არის საკმარისი, რომ შემსრულებელი ცალმხრივად მისდევდეს განსაზღვრული მიზნის შესრულებას. ეს გადაცემა ჩუქებისგან განსხვავდება მხარეთა მიერ მიზნის მისაღწევად კონკლუდენტურად დადებული შეთანხმების არსებობით, სახელშეკრულებო შეთანხმებისგან კი ეს შეთანხმება განსხვავდება იმით, რომ შემსრულებელს არ აქვს შესრულების ვალდებულება და შესაბამისად არც უფლება, მოითხოვოს სამაგიერო შესრულება.

 

977-ე მუხლის გამოყენების სფეროს მნიშვნელოვან შეზღუდვად უნდა განვიხილოთ ის, რომ ამ მუხლის სფეროში არ შედიან შესრულებები, რომლებიც ხორციელდება ვალდებულების შესრულების მიზნით („...არა ვალდებულების შესასრულებლად...“). ეს ძალაშია მაშინაც, როდესაც შესრულების მომენტში ჯერ კიდევ არ არსებობს არავითარი ვალდებულება, თუმცა არსებობს მოლოდინი შესაბამისი ხელშეკრულების დადებისა. მომავალში დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ავანსი აქედან გამომდინარე ვერ იქნება 977-ე მუხლის მიხედვით უკან გამოთხოვილი იმ დასაბუთებით, რომ ავანსის მიზანს წარმოადგენდა ხელშეკრულების დადება და ეს მიზანი არ შესრულდა. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში შესრულება ხდება ვალდებულების (თუნდაც სამომავლო) შესასრულებლად. ამის გათვალისწინებით მსგავსი შემთხვევის გადასაწყვეტად გამოყენებადია მხოლოდ 976-ე მუხლი.

 

აგრეთვე შემთხვევები, როდესაც შემსრულებელი და მიმღები გარიგებას, რომელიც მიმართულია ურთიერთმფარავ შესრულებებზე, ან ჩუქების შეთანხმებას, ერთობლივი თანხმობის საფუძველზე სხვა დამატებით მიზანს უკავშირებენ, არ შედის ამ წესის რეგულაციის სფეროში“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 977-ე მუხლის კომენტარი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 201- წლის 22 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხის მამას ნ------რ ოქ----------–-–---–ს მის საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა 10 000 აშშ დოლარი. კერძოდ, მოპასუხის მამის საბანკო ანგარიშზე 10 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა მოსარჩელის მითითებით, ფულადი გადარიცხვის FA---R-ის საშუალებით, მოსარჩელის ბიზნესპარტნიორის (ჯ----------------ის) მეშვეობით ა-–------დან. საქმეში წარმოდგენილია სანოტარო აქტი, რომლის თანახმადაც, კო----ს რესპუბლიკის მოქალაქე ჯ----------------მა ნებისმიერი სახის მოთხოვნა, თუ რაიმე გამომდინარეობს გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, დაუთმო მოსარჩელე მხარეს.

 

მოპასუხის მამამ ნ------რ ოქ----------–-–---–მა გადარიცხული თანხა ბანკში გაანაღდა 201- წლის 26 აპრილს. დადგენილია, რომ ნ------რ ოქ----------–-–---–ის გარდაიცვალა 2017 წლის 23 აგვისტოს, ხოლო მ-----მ ოქ----------–-–---–ი არის ნ------რ ოქ----------–-–---–ის ერთადერთი მემკვიდრე, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო სამკვიდრო.

 

2018 წლის 1- მაისის სამკვიდრო მოწმობაში მითითებულია, რომ მ-----მ ოქ----------–-–---–ზე გადავიდა მამკვიდრებლის ანუ ნ------რ ოქ----------–-–---–ის ვალდებულებებიც, რომლებიც მას ჰქონდა მესამე პირთა მიმართ, მათ შორის შეუსრულებელი ვალდებულებები.

 

2018 წლის 27 დეკემბერს მ-----მ ოქ----------–-–---–მა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ქ.თ---–--ში, ქ------–---ის ქუჩა 3---, ბ-----, ს--------–ი 2, ს.კ 01.14.1-.0--.0--.01.01.0--, 5- კვ. მ------ე მა------–---–ს, რომელსაც იმ დროისთვის ფაქტობრივად ფლობდა და განაგებდა მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ი, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ კომუნალური გადასახადების ქვითრებით, მოწმეთა ჩვენებებით და გ---- ოქ----------–-–---–სა და მ------ე მა------–---–ს შორის არსებული სასამართლო განხილვით (დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა).

 

მოსარჩელეს ამ შემთხვევაში შეუძლია თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 977 (I)-ე მუხლისა, მოითხოვოს იმ თანხის უკან დაბრუნება, რომელიც მეორე პირს გადაეცა არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს რაიმე მოქმედება.

 

შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

სასამართლო აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ დავის ფარგლებში განმარტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტი, რამდენადაც საქმე ეხებება ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობას. შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლებამოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს, ასევე მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული კანონისმიერი ვალდებულებები. თუ შემსრულებელი შესრულების დროს ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამორიცხავს მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობას, სადავოობის შემთხვევაში, მისი უკან დაბრუნება გამორიცხულია. შესრულების უკან დაბრუნების დაუშვებლობის ამოსავალი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ თუ შესრულების ავტორმა იცოდა შესრულების დროს მისი ვალდებულების არარსებობა, აღნიშნული თავისთავად გამორიცხავს უკუმოთხოვნის უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიმღებს ამგვარი შესრულების მიმართ „თავისად დაგულვებულის“ პრეტენზია უჩნდება. მაგალითისათვის, ერთი პირის მიერ მეორე მისთვის უცნობი პირის მიმართ შესრულების განხორციელების დროს იგულისხმება, რომ არსებობს ვალდებულება და შესრულება განხორციელდა ვალდებულების შესაბამისად. შესრულება, რომ ვალდებულების გარეშე განხორციელდა, აღნიშნული მიმღებმა უნდა ადასტუროს. რაც შეეხება ისეთ შესრულებას, რომელიც, ჯანსაღი, გონივრული ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივია, არ წარმოშობს ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას, შესაბამისად, ვალდებულების არსებობის მტკიცების ტვირთი შემსრულებელზეა. განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო ასკვნის, რომ ამგვარი მოთხოვნა სრულიად ლოგიკური და გამართლებულია ზნეობრივადაც.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეს უნდა მიეღო უძრავი ქონება, რის საფუძველზეც მან 10 000 დოლარი გადაურიცხა ოჯახის წევრს, თუმცა ნ------რ ოქ----------–-–---–ის გარდაცვალების გამო ძმის (მოსარჩელე) საკუთრებაში ვერ აღირიცხა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონება.

 

პრეზუმფციების ძირითადი წინაპირობაა ცხოვრებისეული პროცესების განმეორებადობა და მათი ურთიერთკავშირი. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ კავშირის არსებობა საკმარისი არ არის და აუცილებელია, რომ კავშირი ლოგიკური, გონივრული, მდგრადი და აუცილებლობით განპირობებული იყოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ თეორიაში გამოთქმული მოსაზრების შესაბამისად, პრეზუმფციებში ასახულია რეალობასთან გათანაბრებული ლოგიკური ჭეშმარიტება. ამიტომ, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი მატერიალური სამართალი სწორედ პრეზუმფციებს ემყარება და სამართალურთიერთობებიც სწორედ რეალობასთან გათანაბრებული ლოგიკური ჭეშმარიტების პრინციპით არის მოწესრიგებული. განსახილველი შემთხვევაც სწორედ მითითებული გონივრული ჭეშმარიტების კატეგორიას განეკუთვნება.

 

უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მოპასუხის მოქმედება (აღერიცხა უძრავი ქონება ბიძის სახელზე) ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას წარმოადგენდა. თუმცა, ამ შემთხვევაში ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებასა და ვალდებულებითსამართლებრივი საფუძვლით მისაღებ შესრულებას შორის, ამ შემთხვევაში მოსარჩელის თავდაცვის ერთადერთ ბერკეტს წარმოადგენს, მის მიერ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება, სარგებლის გარეშე.

 

6.4 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს” -„affirmanti, non legati, incumbit probatio”.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

- მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მიღებული სარგებლის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელე მხარეს აწევს, რაც მას წარმატებით არ განუხორციელებია. უკან დაბრუნების ფარგლებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს უშუალოდ მხოლოდ მოთხოვნის უფლების ფარგლებს შესრულების კონდიქციისას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან აღნიშნული ფულადი სახსრები ემსახურებოდა მომავალში მოპასუხე მხარის მხრიდან გარკვეული მოქმედების შესრულებას - უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას, აქედან გამომდინარე, სანაცვლოდ მიღებული არ წარმოადგენს გაღებული ფულის ნაყოფს, არამედ წარმოადგენს მის ეკვივალენტს. მნიშნელობა არ აქვს იმას, თუ რა სახის სარგებლის მიღებაა მოსალოდნელი ნორმალურ შემთხვევაში, არამედ უნდა დაბრუნდეს ფაქტობრივად მიღებული სარგებელი, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოება იყო და მან აღნიშნული ვერ დაძლია წარმატებით.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი მოთხოვნისას მხედველობაში მიიღება მოვალის, ვალდებულების მქონე პირის ქონებრივი მდგომარეობა და ის ქონებრივი სიკეთე, რომელიც მან უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიიღო და რომელიც მან უნდა დააბრუნოს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 863.80 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში რჩება თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1-----------ის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ-----მ ოქ----------–-–---–ს (პ/ნ 01015-23862) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქალაქი თ---–--ი, ქუჩა ქ------–---ი N-; ქალაქი თ---–--ი, ქუჩა ქ------–---ი N3---, ფართი მშენებარე, ს--------–ი 5, ბინა N-3, ფართი 5- კვ.მ; საკადასტრო კოდი: 01.14.1-.0--.0--.01.01.0--.) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-25--ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---- ოქ----------–-–---–ის სარჩელი მ-----მ ოქ----------–-–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მ-----მ ოქ----------–-–---–ს მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

3. დანარჩენ ნაწილში გ---- ოქ----------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მ-----მ ოქ----------–-–---–ს მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 863.80 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი - 5- ლარის ანაზღაურება.

5. მოსარჩელე გ---- ოქ----------–-–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 587.20 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თ---–--ი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ჭინჭარაული