მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
თავი XXXVI — იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5569 - ვებგვერდი, 28.12.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 316. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს სამოქალაქეო ბრივი მდგომარქტეობის რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, წარმოადგენის საფუძველსი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოებისთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს. თავი XXXVII. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(37)
საქმე №ას-1183-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
…გაზგამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მოპასუხის მიერ განხორციელდა ქსელზე არსებული კოროზიის გამო, რაც უფლების ბოროტად გამოყენებად ვერ შეფასდებოდა. 6.8. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მოსაქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე, 395-ე, 408-ე, 477-ე მუხლებზე და განჩინებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით,…
საქმე №ას-1245-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2023
…ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების საფასური -16000 ლარი. 6.1. სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით…
საქმე №ას-343-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
…ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა. 15. სსსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს…
საქმე №ას-453-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2022
…ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. (იხ. სუსგ ას-344-2019, საქმე №ას-925-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი). 20. სსსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს…
საქმე №ბს-1507(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2020
…განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი - ც. ლ-ა (გ. ლ-ას უფლებამონაცვლე) მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლზე, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 316-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილ იქნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის…
საქმე №ას-1937-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2019