გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/12111-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
კახა კომლაძის მდივნობით
მოსარჩელე სსიპ სა---------–---------------------------------
წარმომადგენელი ცო--------------
მოპასუხე შპს „ვ--–-------“
წარმომადგენელი თი--------------
დავის საგანი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ვ--–-------ს“ სსიპ სა---------–---------------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა შემდეგი ოდენობით:
2010 წლის 10 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 256.03 კვ.მ - 12 424.35 ლარი
2010 წლის 10 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 251.8 კვ.მ - 10 716.57 ლარი
2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 475 კვ.მ - 41 067.57 ლარი
2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 141 კვ.მ - 12 127.50 ლარი
2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 100 კვ.მ - 10 798.26 ლარი
2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1051 კვ.მ - 10 011.65 ლარი.
1.2. პირგასამტეხლო 2 920 ლარის ოდენობით.
2010 წლის 10 მაისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 256.03 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 2058.3 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 12 425.35 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ნოემბერს მოიჯარის წერილობითი მომართვისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის N12 დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. სასამართლოსადმი მომართვამდე წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.
2010 წლის 10 მაისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 251.8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 2025 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 10 716.57 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ნოემბერს მოიჯარის წერილობითი მომართვისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის N12 დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. სასამართლოსადმი მომართვამდე წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.
2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 475 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 5225 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 41 067.57 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ნოემბერს მოიჯარის წერილობითი მომართვისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის N12 დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. სასამართლოსადმი მომართვამდე წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.
2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 141 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 1419 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 12 127.50 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ნოემბერს მოიჯარის წერილობითი მომართვისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის N12 დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. სასამართლოსადმი მომართვამდე წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.
2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის პირველ სართულზე არსებული 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 900 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 10 798.26 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ნოემბერს მოიჯარის წერილობითი მომართვისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის N12 დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. სასამართლოსადმი მომართვამდე წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.
2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მე-3 და მ-------–---–------------ის პირველ სართულზე არსებული 1051 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ღია კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 1576.5 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 10 011.65 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ნოემბერს მოიჯარის წერილობითი მომართვისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის N12 დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის თაობაზე. მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია დარჩენილი დავალიანება. სასამართლოსადმი მომართვამდე წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხეს დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით, მიუხედავად აღნიშნულისა, დავალიანება დღემდე არ არის დაფარული.
2016 წლის 3 ნოემბრისათვის ექვსივე საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ჯამურად შეადგენდა 97 146 ლარს, რაზეც მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება და მოიჯარეს განესაზღვრა დავალიანების გადახდის გრაფიკი. კერძოდ, 2017 წლის 1 ნოემბრამდე ყოველთვიურად 8 095.5 ლარის ოდენობით უნდა დაეფარა დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, მოპასუხეს დაერიცხებოდა ჯარიმა ერთი თვის შემოსატანი თანხის 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (8 ლარი). იმის გამო რომ, მოიჯარეს შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის პირობა საერთოდ არ შეუსრულებია, უნივერსიტეტის სასარგებლოდ ძირითად საიჯარო ქირასთან ერთად ერიცხება პირგასამტეხლო 365 დღეზე 2 920 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ საიჯარო ხელშეკრულებების შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა ვერ მოხერხდა კომპანიაში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 10 მაისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქ. თბილისში, კ------------------- მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 256.03 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 2058.3 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 12 425.35 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 10.05.2010 იჯარის ხელშეკრულება
- N8 მიღება-ჩაბარების აქტი
- 03.11.2016 შეთანხმება
3.1.2. 2010 წლის 10 მაისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 251.8 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 2025 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 10 716.57 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 10.05.2010 იჯარის ხელშეკრულება
- N9 მიღება-ჩაბარების აქტი
- 03.11.2016 შეთანხმება
3.1.3. 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 475 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 5225 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 41 067.57 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 24.06.2014 იჯარის ხელშეკრულება
- 03.11.2016 შეთანხმება
3.1.4. 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის ცოკოლის სართულზე არსებული 141 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 1419 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 12 127.50 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 24.06.2014 იჯარის ხელშეკრულება
- 03.11.2016 შეთანხმება
3.1.5. 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მ-------–---–------------ის პირველ სართულზე არსებული 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 900 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 10 798.26 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 24.06.2014 იჯარის ხელშეკრულება
- 03.11.2016 შეთანხმება
3.1.6. 2014 წლის 24 ივნისს საქართველოს ტ-------------------------სა და შპს „ვ--–-------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარეს 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იჯარით გადაეცა მე-3 და მ-------–---–------------ის პირველ სართულზე არსებული 1051 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ღია კვების ობიექტის მოწყობის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 1576.5 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ლარებში. მოიჯარეს საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო კალენდარული რიცხვისა, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსით. მოიჯარეს აღნიშნული ხელშეკრულებიდან დარჩა დავალიანება 10 011.65 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 24.06.2014 იჯარის ხელშეკრულება
- 03.11.2016 შეთანხმება
3.1.7. მხარეთა შორის 2016 წლის 3 ნოემბერს მოიჯარის წერილობითი მომართვისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 2 ნოემბრის N12 დადგენილების საფუძველზე გაფორმდა შეთანხმება იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის თაობაზე, რომლის თანახმადაც საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ჯამურად შეადგენდა 97 146 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 03.11.2016 შეთანხმება
- 02.11.2016 დადგენილება
3.1.8. 2016 წლის 3 ნოემბრის შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო ერთი თვის გადასახდელი თანხის 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ერთი დღისათვის შეადგენს 8 ლარს. მოიჯარეს შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის პირობა არ შეუსრულებია და უნივერსიტეტის სასარგებლოდ ერიცხება პირგასამტეხლო 365 დღეზე 2 920 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- 03.11.2016 შეთანხმება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, მოპასუხე შპს „ვ--–-------ს“ სსიპ სა---------–---------------------------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ქირის სახით გადაუხდელი თანხის 97 146 ლარისა და პირგასამტეხლოს 2 920 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, მე-3 მუხლებით.
საქართველოს სმოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 581-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელის მოთხოვნა შპს „ვ--–-------სათვის“ თანხის (ქირის თანხა 97 146 ლარი და პირგასამტეხლო - 2 920 ლარი) დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1 მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „ვ--–-------ს“ წარმომადგენელმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 3 471 ლარი, რომელიც მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გამოუყენებია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე, 208-ე, 49-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სსიპ სა---------–---------------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ვ--–-------ს“ სსიპ სა---------–---------------------------------ს სასარგებლოდ საიჯარო ქირის 97 146 ლარისა და პირგასამტეხლოს 2 920 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე სსიპ საქართველოს ტ-------------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 01/12/2017 წლის N 78722 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3 471 ლარის ოდენობით, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია