განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210219002923506
საქმე №2ბ/3902-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე
აპელანტი - ქ------- გ--------ე
წარმომადგენელი - ზ--------------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილების გაუქმება.
დავის საგანი - იურიდიული მნიშვნელობის მქონე - პირთა ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ------- გ--------ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგი მოთხოვნით:
1.1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ ქ------- გ--------ე (დაბადებული 3-.1-.1--- წელს, პასპორტი D----------, პასპორტი გაცემული გ---------------–-------–--------–-------ს მიერ 1-.0-.2--- წელს) არის ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილიშვილის შვილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილებით ქ------- გ--------ის განცხადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული დადგენილება ქ------- გ--------ემ გაასაჩივრა საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილების გაუქმება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინებით ქ------- გ--------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს საოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება.
5. აღნიშნული განჩინება ქ------- გ--------ემ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში კერძო საჩივრით და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილების გაუქმება.
6. კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ქ------- გ--------ის მიერ წარმოდგენილი კერძო საჩივარი თავისი სამართლებრივი დატვირთვით წარმოადგენს სააპელაციო საჩივარს და შესაბამისად, აღნიშნული განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი წესებით.
7. აპელანტის - ქ------- გ--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. ქ------- გ--------ის განმარტებით, თავად ი----- ი---–---ის ძე დ------ს ჰყავდა ერთადერთი შვილი ი-–-- დ------ი (გ--------ე). როდესაც მას შვილი შეეძინა, მისმა ოჯახმა ი-–--ს დ---ა მდაბიო ფენიდან წარმოშობის გამო, არ მიიღო და ი----- დ------ი იძულებული გახდა საკუთარი შვილი ძ----თან ტ------– გ--------ესთან და მის მეუღლესთან აღსაზრდელად მიებარებინა და გვარიც აღმზრდელისა მიეცა შვილისათვის. თუმცა შვილის აღზრდა-განვითარებაზე მატერიალურად ზრუნავდა და სრულად უზრუნველყოფდა ი----- დ------ი გარდაცვალებამდე.
ი-–-- გ--------ე ანუ დ------ი გარდაიცალა 1----–--–----------–ი. მას დარჩა ორი შვილი – ი----- და ბ----ა გ--------ეები, რომლებიც ამ დროისათვის გარდაცვლილები არიან. 2004 წელს ნ-------- გ--------ემ და ნ---- გ--------ემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და განუმარტეს, რომ ისინი იყვნენ თავად ი----- ი---–---ის ძე დ------ის შთამომავლები – შვილისშვილის შვილები. 2----–-–-------------------------------------–-----------–--ო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ ი-–-- გ--------ე ანუ ნ-------- და ნ---- გ--------ეების ბაბუა, მამის ი----- გ--------ის მამა იყო თავად ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილი, ხოლო განმცხადებლები იყვნენ ი----- დ------ის შვილისშვილის შვილები. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ნ---- და ნ-------- გ--------ეებმა მოახდინეს საკუთარი გვარის ცვლილება და ნაცვლად გ--------ისა მათი გვარი გახდა “დ------ი”. ქ------- გ--------ე კი გახლავთ ი----- ი---–---ის ძე დ------ის ისეთივე შთამომავალი, როგორებიც გახლავთ ნ-------- და ნ---- გ--------ეები, ამის დასტურად წარმოდგენი-–-- ნათესაური კავშირის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი და სასამართლო გადაწყვეტილებას თანდართული მასალები.
რადგანაც 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით დადასტურდა და დადგინდა,რომ ნ-------- და ნ---- გ--------ეები არიან თავად ი----- ი---–---ის ძე დ------ის შთამომავლები და მაშასადამე დ------ები, ქ------- გ--------ეც ისეთივე ნათესავი და შთამომავალი გახლავთ ი----- დ------ისა, როგორიც ნ-------- და ნ---- გ--------ეები და ქ------- გ--------ესაც აქვს სურვილი რომ დაიბრუნოს მამა-პაპისეული გვარი – დ------ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ქ------- გ--------ეს უარი ეთქვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - ნათესაური კავშირის დადგენაზე. აღნიშნული დადგენილების უმთავრესი მიზეზი მაგისტრის განმარტებით გახლავთ ის, რომ ნათესაური კავშირის დადგენა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს: 1. მაშინ, როდესაც დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლის ან შვილის მონაცემები შეცდომითაა მითითებული და 2. როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ არის დაცული ან შემონახული რომელიმე პირის დაბადების სააქტო ჩანაწერი (აღნიშნულის გამო, სასამართლოში განცხადების წარდგენა სულაც არ ხდება, ვინაიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოშივე ხდება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით დაბადების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა და ამით იჭრება პრობლემა, რომელიც პიროვნების დაბადების სააქტო ჩანაწერის არარსებობით არის გამოწვეული. განსახილველ შემთხვევაში კი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იურიდიულ ფაქტს ვერ დაადგენს, ვინაიდან მას ეს კომპეტენცია არ გააჩია და საამისო ინფორმაციული სახის წერილი წარმოდგენილია კიდეც საქმეში. აქედან გამომდინარე, მაგისტრის მოსაზრება ამ მიმართულებითაც მცდარია).
აღნიშნული მიზეზის გამო, განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა აბსოლუტურად უკანონო გახლავთ, იმდენად რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს და იძლევა შესაძლებლობას, რომ უდავო წესით შესაძლებელია დადგენილ იქნეს ნათესაური კავშირი, არ შეიცავს რაიმე დათქმებს კონკრეტულად რა შემთხვევაში შეიძლება ამ მუხლით სარგებლობა. არავის აქვს უფლება აკრძალოს ამ მუხლით სარგებლობა და მისი გამოყენება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული შემთხვევებში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კანონი მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და განცხადებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დადგინდეს ნათესაური კავშირი მისი ბაბუის მამასთან და თან ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოში წარდგენი-–-- მოცემულ ოჯახთან მიმართებაში 2----–-–---------------ს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ნათესაური კავშირი ი----- ი---–---ის ძე დ------ისა განმცხადებელ ნ-------- და ნ---- გ--------ეებთან. ქ------- გ--------ეც ისეთივე ნათესავი და შთამომავალი გახლავთ ი----- დ------ისა, როგორიც ნ-------- და ნ---- გ--------ეები და ქ------- გ--------ესაც აქვს სურვილი რომ დაიბრუნოს მამა-პაპისეული გვარი – დ------ი. ის ადამიანები, რომლებსაც 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით დაუდგინდათ თავად ი----- ი---–---ის ძე დ------თან ნათესაური კავშირი, არიან ი----- გ--------ის მხრიდან ი----- დ------ის შთამომავლები, ხოლო ქ------- გ--------ე კი გახლავთ ბ----ა გ--------ის შვილი, რომელიც თავის მხრივ, ი----- დ------ის შვილიშვილია.
მოცემულობა ერთის მხრივ არის იმგვარი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საშუალებით ერთი შტოს, ანუ ი----- გ--------ის შვილების ნათესაური კავშირი დადგინდა ი----- დ------თან, ხოლო ი----- დ------ის მეორე შვილიშვილის შვილს - ქ------- გ--------ეს ზუსტად ანალოგიური ნათესაური კავშირის დადგენაზე მისი მამის ბაბუასთან, უარს ეუბნებიან, რაც აბსურდს წარმოადგენს. თუ ერთი შვილიშვილის შვილი დ------ია და ეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, იგივე დ------ი გახლავთ მეორე შვილიშვილის შვილი, რაც უტყუარად დგინდება საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობებით. აპელანტი - ქ------- გ--------ე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში ნათესაური კავშირის დადგენისას არანაირი ჩარჩოები და კონკრეტული დათქმები არ არის მითითებული, რომლითაც წაერთმევა მას უფლება დაუდგინდეს ნათესაური კავშირი ბაბუის მამასთან, მაშინ როდესაც, მსგავსი შემთხვევისა და საკითხის გადამწყვეტი სასამართლო გადაწყვეტილება ქ------- გ--------ის ბიძაშვილებს - ნ-------- და ნ---- დ------ებს უკვე გააჩნიათ. სასამართლოს მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი გახლავთ აბსოლუტურად უკანონო და სამართლებრივი არგუმენტაციის და საფუძვლის არ მქონე, რაც ჩანს კიდეც მაგისტრის დადგენილებიდან, სადაც არ არის განმარტებული თუ კონკრეტულად სად არის მითითება და ის საფუძველი საკანონმდებლო სივრცეში, რომლითაც ქ------- გ--------ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მაგისტრის დადგენილებაში უარის საფუძვლად მოყვანილი არგუმენტი ზიანს აყენებს და აზარალებს და უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ართმევს უფლებას განმცხადებელს, რომ დაიდგინოს ნათესაური კავშირი მის დიდ ბაბუასთან, ი----- დ------თან. განმცხადებლის სათანადო იურიდიული ინტერესი და სურვილია წინაპრის გვარის დაბრუნება, როგორც ეს უკვე გააკეთა ი----- ი---–---ის ძე დ------ის ზუსტად იგივე კატეგორიის და დონის ნათესავებმა - ნ---- და ნ-------- დ------ებმა. აბსურდია ერთ შტოს თანხმობა ეთქვას ნათესაური კავშირის დადგენაზე და მიეცეს წინაპრის გვარი, ხოლო უარი ეთქვას იგივე დონის და კატეგორიის მეორე ნათესავს იგივე მოთხოვნაზე, იმ პირობებში, როდესაც განმცხადებელ ქ------- გ--------ისათვის უარის თქმის არცერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და არგუმენტაცია, რომელსაც მაგისტრი ეყრდნობა თავის გადაწყვეტილებაში, არ არის კონკრეტულ სამართლებრივ მითითებასა და ნორმას დაყრდნობილი და უზღუდავს და ართმევს უფლებას, მოახდინოს ნათესაური კავშირის დადგენა თავის წინაპართან და დაიბრუნოს წინაპრის გვარი.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ქ------- გ--------ემ სასამართლო პროცესზე ვერ წარადგინა ი----- ი---–---ის ძე დ------ის გარდაცვალების მოწმობა, ამასთან დაკავშირებით აპელანტი აღნიშნავს, რომ ი----- ი---–---ის ძე დ------ი ემიგრაციაში, ს-----------–- გარდაიცვალა და ს------------დან ვერ მოხერხდა გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენა, ვინაიდან არ არის ცნობილი ზუსტი არც თარიღი და არც ადგილი მისი გარდაცვალებისა ს-----------–-, მაგრამ სამაგიეროდ საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ი----- ი---–---ის ძე დ------ისა და მისი შვილის ი-–-- გ--------ის ოჯახური ისტორია.
აქვე აღსანიშნავია, რომ ადგილი არ ჰქონია გაშვილებას განსახილველ შემთხვევაში. ი-–-- გ--------ე აღსაზრდელად ჰყავდათ მიბარებული და მისი მამა ი----- დ------ი მუდმივად პატრონობდა მას და უზრუნველყოფდა მისი აღზრდისათვის აუცილებელ ხარჯებს, რომელსაც ბავშვის აღმზრდელს უგზავნიდა, რაც დადასტურებულია 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით. შვილება და აღსაზრდელად მიბარება სრულიად განსხვავებული ცნებებია და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ამაზე აქცენტის გაკეთება უსაფუძვლოა. ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებაში ნათლად და მკაფიოდ წერია, რომ ი----- დ------მა შვილი კი არ გააშვილა, არამედ აღსაზრდელად მიაბა აღმზრდელს (იხ. 13.08.2004 გადაწყვეტილება).
7.2. აპელანტი - ქ------- გ--------ე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იზიარებს მაგისტრის დაუსაბუთებელ პოზიციას, რომელიც ამბობს რომ ნათესაური კავშირის დადგენა მხოლოდ ორ შემთხვევაში ხდება. აპელანტის განმარტებით, ამ მოსაზრებას არ აქვს საკანონმდებლო საფუძველი და მას არ ამყარებს საქართველოს კონონმდებლობის არცერთი ნორმა. უსაფუძვლოა, რომ ნათესაური კავშირის დადგენა მხოლოდ სასამართლოს მიერ მითითებულ ორ შემთხვევაში უნდა მოხდეს და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ამ საფუძვლით უარი ეთქვას განმცხადებელს საკითხის გადაწყვეტაზე. არ აქვს სასამართლოს უფლება არგუმენტაციის გარეშე, საკანონმდებლო ნორმების გადახვევით და სათანადო საკანონმდებლო საფუძვლის მითითების გარეშე, ასე ხელაღებით უარი თქვას საკითხის განხილვაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო უფრო ღრმად დაუსაბუთებელ მიმართულებას ირჩევს და ამბობს, რომ თურმე წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით, სადაც დადგენილია, გამორკვეულია და გადაწყვეტი-–-- საკითხი იმის შესახებ, რომ ნ-------- და ნ---- გ--------ეები არიან თავად ი----- ი---–---ის ძე დ------ის შთამომავლები ანუ შვილიშვილის შვილები, არ ნიშნავს ნათესაური კავშირის დადგენას. აპელანტს გაუგებრად მიაჩნია, თუ რატომ ვერ იზიარებს სასამართლო 2----–-–---------------ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს. სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხზე ერთხელ უკვე და გასაგებად და სრულიად ნათლად წერია, რომ ნ-------- და ნ---- გ--------ეები არიან თავად ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილისშვილის შვილები. ამაზე მყარი და საფუძვლიანი მტკიცებულება არ შეიძლება არსებობდეს მოცემულ საკითხზე და თბილისის საქალაქო სასამართლო აბსოლუტურად უგულვებელყოფს ამ გადაწყვეტილებას, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. ამაზე მეტად სანდო და უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენა, როგორიც არის 2----–-–---------------ს გადაწყვეტილება, შეუძლებელია და უფლება არ აქვს არავის, ეჭვი შეიტანოს და უგულვებელყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც სრულიად კანონიერად სამართლებრივი შედეგები მოჰყვა და იგი არავის გაუსაჩივრებია და დღეის მდგომარეობით ნ-------- და ნ---- გ--------ეები მათი დიდი ბაბუის ი----- დ------ის გვარს ატარებენ. აბსოლუტურად იდენტური ხაზის ნათესავები არის ქ------- გ--------ე ი----- დ------ისა, როგორებიც არიან ნ---- და ნ-------- გ--------ეები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად იზიარებს მაგისტრის მოსაზრებას, რომ ნათესაური კავშირის დადგენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის საფუძველზე მხოლოდ ორ შემთხვევაში ხდება. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მაისის განჩინება სრულიად უკანონოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ქ------- გ--------ე ი----- დ------ის შთამომავალს და შვილისშვილის შვილს წარმოადგენს. ქ------- გ--------ის ნათესაური კავშირის დადგენა ი----- ი---–---ის ძე დ------თან მოხდეს იმგვარად და იმ ჭრილში, როგორც ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით. ამავდროულად, განმცხადებლის მიერ სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები იმასთან მიმართებაში, რომ ი----- დ------ის შვილი ი-–-- გ--------ეს იგივე დ------ს ჰყავდა ორი შვილი, ეს დგინდება წარდგენილი მტკიცებულებებით - დაბადების მოწმობებით. ორივე შვილს მამად უწერია ი----- დ------ის შვილი ი-–-- გ--------ე - იგივე დ------ი. აქედან გამომდინარე, ი-–-- გ--------ის ერთი შტო არის ი----- გ--------ე, მეორეს მხრივ მეორე შვილი ბ----ა გ--------ე. აქედან გამომდინარე, სწორედ ამაზეა დამყარებული ქ------- გ--------ის პოზიცია, რომ იგი აბსოლუტურად იგივე კატეგორიის და ხაზის ნათესავია ი----- ი---–---ის ძე დ------ისა, როგორიც ნ-------- და ნ---- გ--------ეები, აწ უკვე დ------ები.
როგორც უკვე აღინიშნა, ნათელია, რომ როგორც მაგისტრის, ასევე საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მითითებული აბსოლუტურად ყველა გარემოება, რომლითაც უარი ეთქვა ქ------- გ--------ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, არ არის გამყარებული საკანონმდებლო ნორმებითა და სათანადო მტკიცებულებებით და არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას. ყველა ასპექტსა და უარის შემცველ მოსაზრებასა თუ ფაქტობრივ გარემოებას, რაზედაც სასამართლო მიუთითებს, არგუმენტირებული პასუხი გასცა ქ------- გ--------ემ და დაასაბუთა, რომ ყველა მოსაზრებას, რომელიც გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებებშია მოყვანილი, არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც დოკუმენტალური საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი - ქ------- გ--------ე ითხოვს, სამოქალაქო საქმეზე N2/6928-19, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება ქ------- გ--------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ასევე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8. ილარიონ (ი-–--) გ--------ე (გ--------ე) დაიბადა 1----–-–--------------------–-----------–---–-------–-–-----------------------–---–------------------–-----------------). მისი მშობლები იყვნენ მამა - ტ------– მ----–--- ძე გ--------ე და დ---ა - ვ--------------- ასული (საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობა N A-------------- - ს.ფ. 12; გარდაცვალების მოწმობა - ს.ფ. 11).
9. ი----- გ--------ე დიბადა 1----–-–--------------------–-----------–---–-------–-–-----------. მისი მშობლები იყვნენ დ---ა - ლ----ა გ--------ე და მამა - ი-–-- გ--------ე (დაბადების მოწმობა - ს.ფ. 0-; გარდაცვალების მოწმობა - ს.ფ. 1-).
1-. ბ----ა გ--------ე დაიბადა 1----–-–----------------–-------–-----------–---–-------–-–---------სს. მისი მშობლები იყვნენ - დ---ა - ლ----ა გ--------ე და მამა - ი-–-- გ--------ე (დაბადების შესახებ საარქივო ცნობა - ს.ფ. 06; გარდაცვალების მოწმობა - ს.ფ. 05).
11. ქ------- გ--------ე დაიბადა 1--- წლის 3- დეკემბერს. ქ------- გ--------ის დაბადების მოწმობაში მშობლების გრაფაში მითითებულია მამა - ბ----ა გ--------ე და დ---ა - ელენე ოთარაშვილი (დაბადების მოწმობა - ს.ფ. 04).
1-. ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონებ ფაქტი იმის შესახებ, რომ ნ-------- ი-----ის ძე გ--------ე და ნ---- ი-----ის ასული გ--------ე არიან ი----- ი---–---ის ძე დ------ის პირდაპირი შთამომავლები - შვილისშვილის შვილები (სასამართლოს გადაწყვეტილება - ს.ფ. 19-20).
13. ნ-------- დ------მა (დაბ. 0-.1-.1--- წელს, პ/ნ 0----------), რომლის მშობლები არიან მამა - ი----- გ--------ე და დ---ა - ლ---–ა ს------ე, 2004 წლის 23 ოქტომბერს შეიცვალა გვარი „გ--------ე“ „დ------ით“. აღნიშნული გვარის ცვლილება განხორციელდა ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილების საფუძველზე (დაბადების მოწმობა - ს.ფ. 0-; გვარის ცვლილების მოწმობა - ს.ფ. 08);
14. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილებასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინებას და მიაჩნია, რომ ისინი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო, საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, ასევე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის თაობაზე, განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმე სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში - განცხადებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, უდავო წარმოების წესით სასამართლო იხილავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეებს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო განიხილავს საქმეებს პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 316-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, არის საფუძველი ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოთა მიერ გასაცემ დოკუმენტებს.
19. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ქ------- გ--------ე წარმოდგენილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებით ითხოვს, დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე - პირთა ნათესაური კავშირის ფაქტი მასზედ, რომ ქ------- გ--------ე არის ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილისშვილის შვილი. განმცხადებელი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ ი----- ი---–---ის ძე დ------ს ჰყავდა ერთადერთი შვილი - ი-–--. ი-–--ს დ---ის მდაბიო ფენიდან წარმოშობის გამო, ი----- დ------ის ოჯახმა ი-–-- არ მიიღო და ამიტომ ი----- ი---–---ის ძე დ------ი იძულებული გახდა საკუთარი შვილი - ი-–-- აღმზრდელთან - ტ------– გ--------ესთან და მის მეუღლესთან აღსაზრდელად მიებარებინა და შვილისთვის აღმზრდელის გვარი - გ--------ე მიეცა. განმცხადებლის განმარტებით, ი----- ი---–---ის ძე დ------ი ზრუნავდა შვილის აღზრდა-განვითარებაზე და მატერიალურად სრულად უზრუნველყოფდა სიცოცხლის ბოლომდე. ი-–-- გ--------ე გარდაიცვალა 1930 წელს. მას დარჩა ორი შვილი - ი----- გ--------ე და ბ----ა გ--------ე. ი-–-- გ--------ის შვილის - ი----- გ--------ის მეუღლემ - ლ---–ა ს------ემ 2004 წელს განცხადებით მიმართა ს-------------------–----------–---- სასამართლოს და განმარტა, რომ მისი შვილები - ნ-------- გ--------ე და ნ---- გ--------ე იყვნენ ი----- ი---–---ის ძე დ------ის შთამომავლები - შვილისშვილის შვილები. ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ნ-------- ი-----ის ძე გ--------ე და ნ---- ი-----ის ასული გ--------ე არიან ი----- ი---–---ის ძე დ------ის პირდაპირი შთამომავლები - შვილისშვილის შვილები. აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა საფუძველი იმისა, რომ ნ-------- გ--------ემ და ნ---- გ--------ემ მოახდინეს საკუთარი გვარის ცვლილება და ნაცვლად „გ--------ისა“, მათი გვარი გახდა „დ------ი“. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან დადგინდა, რომ ნ-------- გ--------ე და ნ---- გ--------ე არიან ი----- ი---–---ის ძე დ------ის პირდაპირი შთამომავლები, ქ------- გ--------ეც ისეთივე შთამომავალს წარმოადგენს, ვინაიდან ნ-------- გ--------ის და ნ---- გ--------ის მამა - ი----- გ--------ე და ქ------- გ--------ის მამა - ბ----ა გ--------ე არიან ძმები და ქ------- გ--------ესაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს მამა-პაპისეული გვარი „დ------ი“.
20. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დადგინდა ნათესაური კავშირის არსებობა განმცხადებელ ქ------- გ--------ეს, მის მამას - ბ----ა გ--------ესა და ი----- ი---–---ის ძე დ------ს შორის, ხოლო ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება არ წარმოადგენს უპირობო საფუძველს, რომ ქ------- გ--------ე ცნობილ იქნას ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილისშვილის შვილად.
21. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით და უდავო წარმოების მარეგულირებელი ნორმების თავისებურებების გათვალისწინებით. აღნიშნული საქმეების განხილვის საპროცესო თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ საქმეთა განხილვისას ერთმანეთის მოდავე მხარეები არ არსებობენ და დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეალობის მტკიცების ტვირთი განმცხადებელს აწევს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს კონკრეტულ დათქმებს თუ კონკრეტულად რომელ შემთხვევაში რომელი მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს პირთა შორის ნათესაური კავშირი, ამიტომ ნათესაური კავშირის არსებობის შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულება. პალატა განმარტავს, რომ პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენისათვის აუცილებელ გამოსაყანებელ მტკიცებულებათა წრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი გაანალიზებისა და ურთიერშეჯერების საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით; საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება მხარის ყველა არგუმენტის სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებით, ხოლო მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
24. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, არ წარმოადგენს უპირობო საფუძველს, რომ ქ------- გ--------ე ცნობილ იქნას ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილისშვილის შვილად, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი ქ------- გ--------ის და ი----- გ--------ის დაბადების მოწმობებით და ბ----ა გ--------ის დაბადების შესახებ საარქივო ცნობით დასტურდება, რომ 1----–-–-----------რს დაბადებული ი----- გ--------ე და 1----–-–----------------–ს დაბადებული ბ----ა გ--------ე არიან ძმები, ერთი და იგივე დ----მამის შვილები (მამა - ი-–-- გ--------ე, დ---ა - ლ----ა გ--------ე), ხოლო 1--- წლის 3- დეკემბერს დაბადებული ქ------- გ--------ე არის ბ----ა გ--------ის შვილი და შესაბამისად, ი-–-- გ--------ის შვილიშვილი. რაც შეეხება ი----- გ--------ის და ბ----ა გ--------ის მამის - ი-–-- გ--------ის კავშირს ი----- ი---–---ის ძე დ------თან, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენი-–-- ს-------------------–-----------–----------------–--ს 2----–-–---------------ს გადაწყვეტილება, სადაც უკვე ნამსჯელია მათ შორის ნათესაური ფაქტის დადგენის თაობაზე და მითითებულია, რომ საქმის მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენი-–--, რომ ი-–-- გ--------ე იყო ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილი, ხოლო მისი შვილის - ი----- გ--------ის შვილები - ნ-------- გ--------ე და ნ---- გ--------ე არიან ი----- ი---–--- ძე დ------ის პირდაპირი შთამომავლები - შვილისშვილის შვილები. ს-------------------–------------–--ო სასამართლომ მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ნ-------- ი-----ის ძე გ--------ე და ნ---- ი-----ის ასული გ--------ე არიან ი----- ი---–---ის ძე დ------ის პირდაპირი შთამომავლები - შვილისშვილის შვილები. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ ქ------- ბ----ას ასული გ--------ე, რომელიც არის ი-–-- გ--------ის შვილიშვილი, არის ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილიშვილის შვილი.
25. სააპელაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ქ------- გ--------ე მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამტკიცებას საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ცდილობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელსაც უკვე მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი, ვინაიდან ქ------- გ--------ის ბიძაშვილები - ნ-------- ი-----ის ძე გ--------ე და ნ---- ი-----ის ასული გ--------ე აღიარებულ იქნენ ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილისშვილის შვილებად და ნ-------- გ--------ემ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განახორციელა გვარის ცვლილება და გვარი „გ--------ე“ შეიცვალა „დ------ით“. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შეფასება უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შინაარსის გათვალისწინებით. იმ პირობებში, როდესაც ი-–-- გ--------ე აღიარებულია ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილად, ხოლო ი----- ი-–--ს ძე გ--------ე და ბ----ა ი-–--ს ძე გ--------ე იყვნენ ძმები და აქედან ერთი ძმის - ი----- ი-–--ს ძე გ--------ის შვილები სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულნი არიან ი----- ი---–---ის ძე დ------ის პირდაპირ შთამომავლებად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მეორე ძმის - ბ----ა ი-----ის ძე გ--------ის შვილს - ქ------- გ--------ეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე - ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დგინდება განმცხადებელ ქ------- გ--------ესა და ი----- ი---–---ის ძე დ------ს შორის იურიდიული მნიშვნელობის მქონე - ნათესაური კავშირის ფაქტის არსებობა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ქ------- გ--------ე არის ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილისშვილის შვილი.
26. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილებაში მითითებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გაშვილებასთან დაკავშირებით ნათესაური კავშირი ვერ დადგება უდავო წარმოების წესით, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ი-–-- ი-----ის ძე გ--------ე აღმზრდელებს - ტ------– გ--------ეს და მის მეუღლეს გადაეცა შვილად აყვანის წესით. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ნათესაური კავშირის დადგენის აუცილებლობა შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში წარმოიშვას: 1) როდესაც გარკვეული პირის დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლის ან შვილის მონაცემები შეცდომითაა მითითებული და 2) როდესაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, არ არის დაცული რომელიმე პირის დაბადების სააქტო ჩანაწერი, ვინაიდან პირთა ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენისას, პირთა ნათესაური კავშირის წრე უნდა განისაზღვროს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს და მტკიცებულებებს, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა საკითხის არასწორ გადაწყვეტამდე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული დადგენილებისა და განჩინების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის დადგენილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე - პირთა შორის ნათესაური კავშირის ფაქტის დადგენის შესახებ ქ------- გ--------ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
29. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ქ------- გ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება, ასევე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ქ------- გ--------ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განცხადებაზე უდავო წარმოების საქმეთა აღძვრის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უდავო წარმოების საქმეზე შეადგენს 50 ლარს, ხოლო სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე - შესაბამისად 100 და 300 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
32. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, აპელანტის - ქ------- გ--------ის მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო საჩივარზე - 50 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ------- გ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სამოქალაქო საქმეზე N2/6928-19, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 მაისის განჩინება;
3. სამოქალაქო საქმეზე N2/6928-19, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის 2019 წლის 12 აპრილის დადგენილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ქ------- გ--------ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
5. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი - პირთა ნათესაური კავშირი, ქ------- გ--------ესა და ი----- ი---–---ის ძე დ------ს შორის, კერძოდ, ის ფაქტი, რომ ქ------- გ--------ე (დაბადებული 3-.1-.1--- წელს, პასპორტი D----------, პასპორტი გაცემული გ---------------–-------–--------–-------ს მიერ 1-.0-.2--- წელს) არის ი----- ი---–---ის ძე დ------ის შვილისშვილის შვილი.
6. აპელანტის - ქ------- გ--------ის მიერ განცხადებაზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
გოგიტა თოთოსაშვილი