1. უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც გათვალისწინებულია XXXV–XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.
2. თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
თავი XXXVI
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 311. უდავო წარმოების წესით საქმეთა განხილვა 1. უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, იმ ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, რომლებიც დადგენათვალისწინებულია XXXV- –XLII თავებით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს. 2. თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 თავი XXXVI. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(98)
საქმე №ას-989-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
…კანონი უდავო წარმოების წესით დადგენილ ფაქტს. უდავო წარმოებაში დაინტერესებული პირის არსებობა და ამ პირის მიერ გამოთქმული უარყოფითი მოსაზრება დასადგენ იურიდიულ ფაქტთან მიმართებით, ცალსახად არ ნიშნავს ამ პირის უფლების დარღვევას. სსსკ-ის 311-ე მუხლზე დაყრდნობით, უფლების შესახებ მაშინ დავობენ, როდესაც კონკრეტული განმცხადებლისათვის დადგენილი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იჭრება დაინტერესებული პირის…
საქმე №ას-2-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
…დადგენის შესახებ, რომელთაგან ძირითადია კასატორის აწ გარდაცვლილ მშობელს - გ.ბ–სა და ასევე გარდაცვლილ მამკვიდრებელს - მ.ს–ას შორის ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის დადგენა. ამ განცხადებაში კასატორის მოწინააღმდეგე მხარე დასახელებულია სსსკ-ის 311-ე მუხლით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირად. ამ ეტაპზე სასამართლო სხდომა ჩატარებული არ არის. უდავო წარმოების წესით განსახილველი აღნიშნული განცხადების საბოლოო…
საქმე №ას-2-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
…იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს. 8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11931 მუხლის თანახმად, ბავშვის მიტოვებულად აღიარების წესი განისაზღვრება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით. 9. სსსკ-ის 311-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად…
…312-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი]. შესაბამისად, ამ შემთხვევაში იურიდიული ფაქტი სასამართლოს არა უდავო წარმოებით უნდა დაედგინა, არამედ სასარჩელო წარმოების გზით, რადგანაც მხარეთა შორის უფლებაზე დავა უკვე მიმდინარეობდა. [ სსსკ-ის 311.2 მუხლი ]. 17.7. ასევე არასწორია კასატორის მოტივი სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 1341-ე მუხლის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, კასატორს ამ…
…ეკუთვნის 1… დაბადებულ ა. თ-ის ძე ბ-ს (პ/ნ …). 21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრება, ანუ იურიდიული ფაქტზე პრეტენზიის გაცხადება, არ წარმოშობდა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო: უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას სასამართლო…