მუხლი 313. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები
თავი XXXVI — იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
1. სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 313. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელი პირობები 1. სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. 2. (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(45)
საქმე №ას-989-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
…რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წინაპირობები. 5.3.სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მუხლის „ა“ პუნქტზე, ამავე კანონის 313-ე და 315-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ სასამართლოში შეტანილი განცხადება უნდა აკმაყოფილდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ…
…დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში, ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს. 10. სსსკ-ის 313-ე მუხლის თანახმად, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს ადგენს ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის…
…1993 წლის 10 ნოემბრის 24-ე ბრიგადის მეთაურის №247 ბრძანებაში შემოკლებით იყო შეტანილი პირის სახელი, ვისზეც ეს დოკუმენტი გაიცა, კერძოდ, იგი გაიცა კ. გ. ძე ლ-ე, მაშინ როცა ეკუთვნოდა კ. (კ.) ლ-ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე და 315-ე მუხლების მიხედვით, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთის სხვა წესით მიღების შეუძლებლობის…
…პირობებში თავად განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, წესდებაში ცვლილების შეტანაც პარტნიორთა პრეროგატივას წარმოადგენს. რაც შეეხება სასამართლოს მიერ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელ პირობებს და ამ…
…სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სესხი უპროცენტო იყო და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2008 წლის 24 ივნისს მასსა და ნ. ბ-ძეს შორის სესხის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ აღიარა 5400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, რადგანაც ი. ხ-იამ მხოლოდ საპროცენტო სარგებლის…