გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
190210218002522861
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1970-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

განმცხადებელი თ------------------------ ოღლი

წარმომადგენელი დიმიტრი მიქელაძე

მოთხოვნის არსი უფლების დამდგენი საბუთის კუთვნილების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

განმცხადებლის მოთხოვნა:

1. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნულ არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივში დაცული საარქივო ცნობები ქალაქ რუსთავის ს.ს ,,რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" (ყოფილი ქალაქ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა) ქარხანაში შრომითი საქმიანობის შესახებ, ერძოდ 1979,1981 წლების სახელფასო ბარათები ტ. ა. გ-------ის შესახებ, 1979 წლის მიღების ბარათი გაცემული ტ------------------------ ოგლის სახელზე და 1981 წლის მიღების ბარათი ტ. ა. გ-------ის სამუშაოზე მიღების შესახებ ეკუთვნის განმცხადებელს თ------------------------ ოღლის (დაბადებული 1960 წლის 06 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. პასპორტის N6904071931)

 

განმცხადებლის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

დაიბადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, თუმცა მისი მშობლები საცხოვრებლად დასახლდნენ საქართველოში ქალაქ რუსთავში, სადაც 1967 წელს ჩაირიცხა რუსთავის N11 საშუალო სკოლაში, სკოლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსთავსი მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც იმუშავა 1981 წლის 25 ოქტომბრამდე. იქ მუშაობის პერიოდში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1980-იანი წლებიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ამჟამად სურს პენსიაში გასვლა, რის გამოც შესაბამის სახელმწიფო ორგანოში უნდა წარადგინოს ცნობა მისი შრომითი საქმიანობის შესახებ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მისი მუშაობის დამადასტურებელ საარქივო დოკუმენტებში სრულად არ არის მითითებული მისი ვინაობა, რის გამო აუცილებელია დადგინდეს მათი კუთვნილების ფაქტი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. განმცხადებელი თემურ ავგუსტ ოღლი გ-------ი დაიბადა 1960 წლის 6 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახის რაიონის სოფელი ფოილო. დაბადების საქქტო ჩანაწერი განხორციელებულია 1960 წლის 1 ნოემბერს სააქტო ჩანაწერი N69. განმცხადებლის მამა არის გ------- ავგიუსტ მირზა ოღლი; ხოლო დედა გ-------ა მარია ალექსეის ასული. ამდენად, დაბადების მოწმობის მიხედვით განმცხადებლის სახელია „თემურ“, გვარია ”გ-------ი”.

თემურ გ-------ს ავგუსტ ოღლი ამჟამად არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლის მიხედვით, იგი ცხოვრობს ქალაქ ტომსკში , ლებედევოს ქუჩა სახლი N76, კორპ 1, ბინა 48. პასპორტი გაცემულია 2005 წლის 31 მარტს. პასპორტის N6904071931.

 

მტკიცებულება - დაბადების მოწმობის ასლი, ს.ფ.14-19,პასპორტის ასლი ს.ფ. 6-11

 

3.2. 1979-1981 წლებში თ------------------------ ოღლი მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის საგლინავ საამქროში. სამუშაოზე მიღებულია 1979 წლის 18 აპრილის N467 ბრძანებით. 1979 წლის 29 ივნისის N3452 განკარგულებით გათავისუფლდა სამსახურიდან საბჭოთა არმიაში გაწვევის გამო. 1981 წლის 29 მაისის N3458867 ბრძანებით მიღებულია საგლინავ საამქროში გამხურებლად. 1981 წლის 23 ოქტომბერის N7517 განკარგულებით გათავისუფლებულია სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ შრომის წიგნაკში მითითებულია დასაქმებულის პიროვნება გ------- თემურ ავგუსტ ოღლი.

 

მტკიცებულება - შრომის წიგნაკის ასლი ს.ფ. 23-27

 

3.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივში დაცულია ქ რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში (ყოფილი ქალაქ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა) შემდეგი დოკუმენტაცია:

 

· 1979 წლის 18 აპრილის N467 მიღების ბარათი, რომლის მიხედვით თემურ ავგუსტ ოგლი გ-------ი (შედგენილია რუსულ ენაზე) მიღებულია საგლინავ საამქროში ლითონის გამამთობობლად 1979 წლის 19 აპრილიდან

· 1981 წლის 29 მაისის N+643 მიღების ბართის, რომლის მიხედვით ტ.ა. გ-------ი მიღებული იქნა საგლინავ საამქროში ლოთონის გამათბობლად 1981 წლის 1 ივნისიდან.

· 1979-1981 წლების სახელფასო ბარათები, სადაც მითითებულია ტ.ა. გ-------ის შრომის ანაზღაურება.

 

მტკიცებულება - საარქივო ცნობის ასლი ს.ფ. 44-48

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ეროვნული არქივში დაცული ეს დოკუმენტები ეკუთვნის განმცხადებელს თ------------------------ ოღლის. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია შრომის წიგნაკი, სადაც მითითებულია, რომ იგი 1979-1981 წლებში დასაქმებული იყო ქალაქ რუსთავში, მეტალურგიულ კომბინატში საგლინავ საამქროში. ეროვნული არქივში დაცულ დოკუმენტებში მითითებულია საწარმოში დასაქმებული პიროვნების ვინაობა არასრულად, რადგან მითითებულია მხოლოდ სახელის და მამის სახელი ინიციალები და არ არის მითითებული მათი სახელები სრულად. არქივში დაცულ ცნობებში მითითებული სახელი „ტ“ და მამის სახელი „ა“, რაც არის განმცხადებლის სახელის „თემურის“ და მამის სახელის „ავგუსტ“ ინიციალები (დოკუმენტები შედგენილი რუსულ ენაზე). ამდენად, შრომის წიგნაკით დასტურდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში განცხადებლის შრომითი საქმიანობა 1979-1981 წლებში, საარქივო ცნობაც ამ პერიოდს ეხება, მასში მითითებულია განმცხადებლის სახელის და მამის სახელის ინიციალები, რის გამოც ამ საბუთების ურთშეჯერებით მტკიცდება, რომ საარქივო ცნობები ეკუთვნის განმცხადებელს თემურ ავგუსტ ოღლი გ-------ს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თემურ ავგუსტ ოღლი გ-------ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მიხედვით მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით სასამართლო განიხილავს საქმეს უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ეროვნულ არქოვში დაცულ საბუთებში დაშვებულია უსწორობა, შეცდომითაა მითითებული განმცხადებელ თემურ გ-------ს ავგუსტ ოღლის ვინაობა, რადგან იგი არ შეესაბამება განმცხადებლის დაბადების მოწმობაში მითითებულ სახელს და მამის სახელს. საბუთებში მითითებულია განმცხადებლის სახლის და მამის სახელის ინიციალები. საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით დასტურდება, რომ განმცხადებელი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა 1979-1981 წლებში, საარქივო ცნობებშიც მითითებულია ამავე პერიოდში ტ.ა. გ-------ის შრომითი საქმიანობის და ხელფასის ოდენობის შესახებ, საარქივო ცნობებშიც იგივე თანამდებობებია მითითებული, რაც განცხადებლის შრომის წიგნაში, რის გამოც ამ საბუთების ურთიერთშედარებით მტკიცდება, რომ საარქივო ცნობები ეკუთვნის განმცხადებელს .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში. ამ ნორმის მიხედვით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის სასამართლო წესით დადგენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი არ არის შესაბამის საბუთში ცვლილების შეტანა. ამ შემთხვევაში უფლების დამდგენი დოკუმენტი არის არქივში დაცული ცნობები. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის ტექსტში მისი ფორმისა და შინაარსის, მათ შორის, მასში გადმოცემული ინფორმაციის, შეცვლის მიზნით ცვლილების შეტანა, აგრეთვე დოკუმენტის გაყალბება და ფიზიკური დაზიანება. ამდენად, კანონით არის აკრძალული არქივში დაცულ საბუთში რაიმე ცვლილების განხორციელება, რის გამოც ზემოთ დასახელებული საბუთების კუთვნილების ფაქტის სხვა წესით დადგენა შესაძლებელი არ არის, გარდა სასამართლოში ამ საკითხის განხილვისა.

 

აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------------------------ ოღლის მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-8, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ” ქვეპუნქტით, 313-ე, 243-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს თ------------------------ ოღლის (დაბადებული 1960 წლის 06 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. პასპორტის N6904071931) განცხადება .

 

2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნულ არქივის ქვემო ქართლის რეგიონული არქივში დაცული ცნობები ქალაქ რუსთავის ს.ს ,,რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" (ყოფილი ქალაქ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა) ქარხანაში შრომითი საქმიანობის შესახებ, კერძოდ 1979,1981 წლების სახელფასო ბარათები ტ. ა. გ-------ის შესახებ, 1979 წლის მიღების ბარათი გაცემული ტ------------------------ ოღლის სახელზე და 1981 წლის მიღების ბარათი ტ. ა. გ-------ის სამუშაოზე მიღების შესახებ ეკუთვნის განმცხადებელს თ------------------------ ოღლის (დაბადებული 1960 წლის 06 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. პასპორტის N6904071931);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების მიხედვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დ. გოგატიშვილი