გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.06.2018
საქმის ნომერი
120210218002450453
კატეგორია
დავის ტიპი
საქმეები იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ
თარიღი
08.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2450453-2/380-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

 

8 ივნისი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი – ქეთევან ინასარიძე

 

განმცხადებელი _ გ----------------

წარმომადგენელი - ე--------------–---

 

მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე - საბუთის კუთვნილების ფაქტის დადგენა

 

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით, განიხილა სამოქალაქო საქმე გ----------------ის განცხადებისა გამო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე - დოკუმენტების კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 310-ე, 312-ე, 313-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს გ----------------ის განცხადება;

 

2. დადგინდეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის თაობაზე, რომ გ----------------ს (პ/ნ 4----------) ეკუთვნის უფლების დამდგენი დოკუმენტი, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის ა---––---- არქივის მიერ 14.02.2018 წელს გაცემული საარქივო ცნობა A--------------- სადაც ა---––---- რაიონში სოფელ მ------ მეურნეობაში ჭ--------- უბანზე 1983-1986, 1988-1990, 1992-1993 წლებში მომუშავე პიროვნების (მუშის) სახელი ,,კ------’’, ასევე მამის სახელი ,,მ-----------------’’ არ ემთხვევა გ----------------ის პირადობის და დაბადების მოწმობაში მითითებულ სახელს - გ------ და მამის სახელს - მ-------

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი, რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისიწნებული წესების დაცვით, ა---––---- რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. №62) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ა---––---- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი

 

შენიშვნა:

 

მხარეთა თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით _ დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: ნათია მერაბიშვილი