მუხლი 264. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლი · სსსკ 264
თავი XXVIII — სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება # # #
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში:
ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება;
ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული;
გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;
დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.71
საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
მართალია, აღნიშნული განჩინების მიღებით, სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეზე წარმოება დასრულებულად მიიჩნევა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი არ უკავშირდება საკასაციო სასამართლოს მიერ ამ განჩინებით გადაწყვეტილი საკითხის შინაარსს.
საქმე №ას-1394-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2026
შესაბამისად გადაწყვეტილება ამ ნაწილში სსსკ-ის 264-ე მუხლის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის 2 900 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის მართებულობა.
საქმე №ას-620-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რ.კ–ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; 2. სს „ე.ჯ.გ–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
საქმე №ას-702-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე და 266-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ფორმალური და მატერიალური კანონიერი ძალა, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის…
საქმე №ას-297-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „მ.ა–ისა“ და ნ.გ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საქმე №ას-150-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2026
საქმე №ას-231-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
საქმე №ას-119-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
საქმე №ას-1236-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
საქმე №ას-187-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2026
საქმე №ას-465-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
საქმე №ას-1300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2026
საქმე №ას-71-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2026
საქმე №ბს-1233(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
საქმე №ას-419-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2026
საქმე №ას-886-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
3. სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება 8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სამართლებრივ წესრიგში მხარეთა შორის არსებული დავა წყდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. დასახელებული კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის წესს. კერძოდ: სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ საჩივრდება, კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 264, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-264/