1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
2. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
3. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას.
31. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.
5. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 261. დამატებითი გადაწყვეტილება 1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. 2. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 3. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს სასამართლო სხდომაზე, რომლის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანას. 31. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. 4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. 5. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4037 - სსმ I, №75,27.12.2010 წ., მუხ.4
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(373)
- საქმე №ა-895-გან-5-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. 11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან…
- საქმე №ას-1131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…შესაბამის პუნქტებში. ამდენად, პალატის მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმცხადებლის მიერ დაყენებულ საკითხებზე პასუხობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც სახეზე არ იყო სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. 9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025…
- საქმე №ა-252-ა-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2025
…დაყენებულ საკითხებზე (ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე), პასუხობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას. შესაბამისად, სახეზე არ იყო არც სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობა და არც სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. 22. 2025 წლის 20 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს…
- საქმე №ას-1174-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2025
…არ უმსჯელია. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დამატებითი განჩინების მიღების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, შემდეგი დასაბუთებით: 7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი…
- საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…მიმნდობზე დადგენილი იქნებოდა სასამართლო გადაწყვეტილებით/განჩინებით. აქედან გამომდინარე განმცხადებელი ითხოვს, სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს არა შპს „C. L.“-ს, არამედ შპს „C. L.“-ს წარმომადგენელ პ.კ–ს, ამისათვის კი შუამდგომლობს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს დამატებითი განჩინება. 3. განმცხადებელი, ასევე, მიუთითებს - სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე…
- საქმე №ა-6902-შ-167-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2025
- საქმე №ას-1038-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
- საქმე №ას-881-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2025
- საქმე №ას-59-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-514-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ა-5201-გან-12-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №ას-583-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2025
- საქმე №ას-135-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2025
- საქმე №ას-1553-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ას-1553-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2025
- საქმე №ბს-919(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.06.2025
- საქმე №ას-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ბს-367(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ას-300-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2025
- საქმე №ას-1583-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1063-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2024
- საქმე №ას-1139-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2024
- საქმე №ას-1287-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №ას-929-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2024
- საქმე №ა-5778-გან-15-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-1124-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-632-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2024
- საქმე №ას-157-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
- საქმე №ას-682-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2024
- საქმე №ას-826-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2024
- საქმე №ას-904-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.07.2024
- საქმე №ას-153-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ბს-1083(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ას-1435-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
- საქმე №ას-1443-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
- საქმე №ას-13-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2024
- საქმე №ბს-158(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2024
- საქმე №ას-817-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
- საქმე №ბს-506(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-1181-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 373-დან.