1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში.
3. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №212 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.1
მთავარი მონაცემები
ვადა1 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 262. გადაწყვეტილების განმარტება 1. გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყოვბის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება მისარეზოლუცი შიო ნაარსწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული არ არის და თუ არ გასულა ვიდადროა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყდვიტოს ზება პირი მოსამენის გამართლოეშე. ს სხდომის ჩაზტარების შემთხვევაში მხარეთებს ეგზათვისნება შეტყობინებითა, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას სასამართლო განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში. 3. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2360 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.376 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №212 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.1
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(408)
საქმე №ას-787-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
…მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს. 9. სსსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით…
საქმე №ას-67-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2026
…განჩინებაში მითითებულია, რომ განმარტების შესახებ განჩინება არის საბოლოო და არ საჩივრდება, რაც შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, ვინაიდან განმარტების შესახებ განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.3 მუხლის თანახმად. ვინაიდან არასწორად არის განჩინებაში მითითებული გასაჩივრების წესთან დაკავშირებით, აღნიშნულმა არასწორმა მითითებამ…
…და ასევე, აღმასრულებლის საშუალებით მოვალის მიერ უნდა შესრულდეს სწორედ ისე, როგორც მითითებულია სასამართლოს მიერ. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. სს "თ.ბ–ის" განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის…
საქმე №ას-747-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2026
…მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეს. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: 11. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა ნ.ლ–ვას წარმომადგენლის, ლ.ზ–ძის განცხადება და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის…
საქმე №ას-584-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…არა შპს „C. L.“-ს, არამედ შპს „C. L.“-ს წარმომადგენელ პ.კ–ს, ამისათვის კი შუამდგომლობს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს დამატებითი განჩინება. 3. განმცხადებელი, ასევე, მიუთითებს - სხვა შემთხვევაში, გთხოვთ, სსსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე განმარტოთ მიღებული განჩინება, რომ წარმომადგენელს აქვს უფლება სახელმწიფო ბაჟი დაიბრუნოს მის ანგარიშზე. 4. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად,…
საქმე №ბს-885(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025