დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-583-2025 25 სექტემბერი, 2025 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ჩ–ძე (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 და 15 აპრილის განჩინებები
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
მოთხოვნა: სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებს შეჩერება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, გ.ჩ–ძის კერძო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება.
2. აღნიშნული განჩინებით არ არის განსაზღვრული საპროცესო ხარჯების საკითხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
5. მითითებული ნორმით კანონმდებელი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, რომლითაც მოწესრიგდება სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებული, გადაუწყვეტავი საკითხები.
6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, გ.ჩ–ძის კერძო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე გამოითვლება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პრეტენზია დავის არსებით ნაწილთან ერთად მიმართულია სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯის (მაგ., სახელმწიფო ბაჟის) მხარეთა შორის არასწორად განაწილებაზე, სასამართლო მხარეს დამატებით არ განუსაზღვრავს ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობას.
9. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ.ჩ–ძემ ორივე კერძო საჩივარზე გადაიხადა 50-50 ლარი. შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, აღნიშნული თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 261-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ჩ–ძეს (პ/ნ: ..........) დაუბრუნდეს 2025 წლის 5 ივნისს (რეფერენს ნომერი: 27657......) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; ასევე დაუბრუნდეს 2025 წლის 5 ივნისს (რეფერენს ნომერი: 27657.......) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი