სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(96)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 96-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-160(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
…მოთხოვნით და გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი. მართალია, მოსარჩელის უფლებების აღდგენა მოხდა პროკურატურის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გ.წ-ე განაჩენის გადახედვის საფუძვლად მითითებულია სსსკ 310-ე მუხლის „ზ1“ ნაწილი - განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი…
საქმე №ბს-405(ს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2025
სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების და საქმის უდავო წარმოების წესით განხილვის თაობაზე, რაც შეეხება განსჯადობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმიდან მოპასუხე მხარის ამოღების პირობებში, უდავო წარმოების წესით უპატრონო ქონების დაკანონების საკითხი სსსკ-ის 11-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის, 310-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტისა და 312-ე, 316-ე მუხლების შესაბამისად უნდა განხილილიყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქმე №ბს-1188(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
შ-ეის წარმომადგენლებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მოითხოვეს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე (არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა…
საქმე №ას-989-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2024
5.2.სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 310-ე და 312-ე მუხლებზე მითითებით, მართებულად დაასკვნა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის წინაპირობები.
საქმე №ბს-1353(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
…ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება ( სსსკ-ის 310-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტები). დასახელებული საფუძვლებით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე შეიძლება კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ( სსკ-ის 423.1 მუხლის “ზ” და “თ” ქვეპუნქტები).
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 310, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-310/