გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2019
საქმის ნომერი
010210819003121966
კატეგორია
დავის ტიპი
თარიღი
08.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210819003121966

საქმე №2-2539/19წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

 

განმცხადებელი _ ნ----- ლ-----ე

დაინტერესებული პირი - გ---- წ--–-----ი

მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი;

წარმომადგენელი - გ---–-------–-------ე

შვილად ასაყვანი პირი - ბ-------- წ--–-----ი

მოთხოვნის არსი _ მცირეწლოვანი ბავშვის ბ-------- წ--–-----ის შვილად აყვანა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1 მცირეწლოვანი ბ-------- წ--–-----ის შვილად აყვანა და მის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნაშვილები ბავშვის ბ-------- წ--–-----ის, დაბადებული 2018 წლის 28 მაისი პ/ნ №----------- დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „ბ--------“ , გვარი - წ--–-----ი, დაბადების თარიღი - 18 ივნისი, 2018 წელი; დაბადების ადგილი - „ბათუმი“, შეეცვალოს პირადი ნომერი; ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ნ----- ლ-----ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: გ---- წ--–-----ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. შვილად ასაყვანია მდედრობითი სქესის მცირეწლოვანი ბ-------- წ--–-----ი, დაბადებული 2018 წლის 28 მაისი, პ/ნ №----------- ბავშვის მამა არის გ---- წ--–-----ი პ/ნ№61003006002 ხოლო დედა ნ-----–--------–---–ი პ/ნ №01027079210.

 

2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში 2018 წლის 26 ნოემბერს მცირეწლოვანი ბ-------- წ--–-----ის ბიოლოგიურმა დედამ ნ-----–--------–---–მა შეავსო მცირეწლოვანი შვილის ბ-------- წ--–-----ის (დაბადების თარიღი: 2--------- წ. დაბადების ადგილი - ბათუმი, სქესი - მდედრობითი, პ/ნ №----------- მოქალაქეობა - საქართველოს) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ბავშვის გაშვილებაზე თანხმობისა და ბავშვის მიტოვების შესახებ განცხადება.

 

2.3. 2018 წლის 14 დეკემბერს ნ----- ლ-----ემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს, რომელშიც აღნიშნა, რომ როგორც უპირატეს მშვილებელს სურს შვილად აიყვანოს მისი მეუღლის გ---- წ--–-----ის ქორწინების გარეშე დაბადებული შვილი ბ-------- წ--–-----ი.

 

2.4. ნ----- ლ-----ე და გ---- წ--–-----ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლის 29 აგვისტოდან.

 

2.5. დადგენილია, რომ მცირეწლოვანი ბ-------- წ--–-----ი დაბადებიდან იზრდება მისი მამის გ---- წ--–-----ის ოჯახში და მასზე მზრუნველობას ახორციელებს გ---- წ--–-----თან ერთად მისი მეუღლე ნ----- ლ-----ე.

 

2.6. გ---- წ--–-----ი თანახმაა მცირეწლოვანი ბ-------- წ--–-----ი შვილად აიყვანოს მისმა მეუღლემ ნ----- ლ-----ემ.

 

2.7. ნ----- ლ-----ე და გ---- წ--–-----ი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 09 ნოემბრის №04-15-01/3022 გადაწყვეტილებით იმყოფება აღრიცხვაზე მშვილებელთა რეესტრში;

 

2.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის ნინო ტყეშელაშვილის მიერ 2019 წლის 08 ივლისს მიღებული იქნა შვილად ამყვანი პირის ნ----- ლ-----ის და გასაშვილებელი ბავშვის ბ-------- წ--–-----ის თავსებადობის შესახებ დასკვნა, რომლის თანახმადაც სოციალური მუშაკის მიერ დადასტურებული იქნა ბ-------- წ--–-----ის თავსებადობა ნ----- ლ-----ისა და გ---- წ--–-----ის ოჯახთან და მიეცა რეკომენდაცია ნ----- ლ-----ეს როგორც ბ-------- წ--–-----ის შვილად ამყვან პირს;

 

2.9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 29 ივლისის დასკვნით N04-15-01/5203 მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნ----- ლ-----ის მიერ მცირეწლოვანი ბ-------- წ--–-----ის შვილად აყვანა;

 

2.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შვილად აყვანის ხელისშემშლელი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეაფასა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ნ----- ლ-----ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1245-ე, 1246-ე, 1247-ე, 1258-ე, 1264-ე მუხლები, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-11, მე-17, მე-20, 23-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილება დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის. ამავე კოდექსის 1245-ე მუხლის მიხედვით, მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩამორთმეული ან შეზღუდული აქვს მშობლის უფლება. მშვილებელი არ შეიძლება იყოს, ასევე, პირი, რომელსაც ავადმყოფობის ან მორალური თვისებების გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის უფლებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ----- ლ-----ეს არა აქვს კრიმინალური წარსული და პრაქტიკულად ჯანმრთელია, ხასიათდება დადებითად და მას შესწევს უნარი, დაიცვას არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობა და ინტერესები.

 

5.2. საქმეში წარმოდგენილია ბ-------- წ--–-----ის ბიოლოგიური დედის – ნ-----–--------–---–ის მიერ შევსებული განცხადება ბავშვის გაშვილებაზე თანხმობისა და ბავშვის მიტოვების შესახებ.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1246-ე მუხლის თანახმად მეუღლეებს შეუძლიათ ბავშვი ერთად იშვილონ. არ შეიძლება ერთი ბავშვი ორმა პირმა იშვილოს გარდა მეუღლეებისა.

 

5.4. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილად აყვანის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო არის სააგენტო. ამავე კანონის მე-11 მუხლის მიხედვით, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები არიან მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე.

 

5.5. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ამ შემთხვევაში ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს – დედობილს ან/და მამობილს – ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან/და ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება აგრეთვე გამოიყენება შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ----- ლ-----ე სარგებლობს შვილად აყვანის უპირატესი უფლებით, ვინაიდან ბ-------- წ--–-----ი არის მისი გერი, მეუღლის გ---- წ--–-----ის შვილი.

 

5.6. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნით დგინდება, რომ აღნიშნულმა სააგენტომ გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია ნ----- ლ-----ის მიერ მცირეწლოვანი – ბ-------- წ--–-----ის შვილად აყვანა. აღნიშნულ დასკვნას დაეთანხმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი.

 

5.7. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით, საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 349-ე და 351-ე მუხლებით დადგენილი წესით, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ.

 

5.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ----- ლ-----ის მიერ ბ-------- წ--–-----ის შვილად აყვანა ხელს შეუწყობს ბავშვის კეთილდღეობას, ნორმალურ აღზრდა-განვითარებას და უდავოდ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.

 

5.9. სასამართლო, ასევე, საფუძვლიანად მიიჩნევს განმცხადებლის მოთხოვნას, შვილად ასაყვანის დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის შესახებ, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1258-ე მუხლის პირველი ნაწილისა. ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო აქტებში შესატანი ცვლილებების შესახებ უნდა მიეთითოს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შვილად ასაყვანის ბ-------- წ--–-----ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: სახელი მიეთითოს „ბ--------“ , გვარი - წ--–-----ი, დაბადების თარიღი - 18 ივნისი, 2018 წელი; დაბადების ადგილი - „ბათუმი“, შეეცვალოს პირადი ნომერი; ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ნ----- ლ-----ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: გ---- წ--–-----ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე და 2591-ე მუხლებით, 310-ე მუხლის ,,ზ” პუნქტით, 311-ე მუხლის პირველი ნაწილით, 349-351-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----- ლ-----ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნება დაერთოს ნ----- ლ-----ეს მცირეწლოვანი ბ-------- წ--–-----ის (დაბადების თარიღი: 2--------- წ. დაბადების ადგილი - ბათუმი, სქესი - მდედრობითი, პ/ნ №----------- მოქალაქეობა - საქართველოს) შვილად აყვანაზე.

 

1.2 ნაშვილები ბავშვის ბ-------- წ--–-----ის (დაბადების თარიღი: 2--------- წ. დაბადების ადგილი - ბათუმი, სქესი - მდედრობითი, №----------- მოქალაქეობა - საქართველოს) დაბადების სააქტო ჩანაწერში შეტანილ იქნას ცვლილებები სახელი მიეთითოს: სახელი მიეთითოს „ბ--------“ , გვარი - წ--–-----ი, დაბადების თარიღი - 18 ივნისი, 2018 წელი; დაბადების ადგილი - „ბათუმი“, შეეცვალოს პირადი ნომერი; ასევე ცვლილება შევიდეს მშობლების დემოგრაფიულ მონაცემებში, კერძოდ, დედის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: ნ----- ლ-----ე პ/ნ №-----------, მამის შესახებ მონაცემებში მიეთითოს: გ---- წ--–-----ი, პ/ნ N-----------, დანარჩენი მონაცემები დარჩეს უცვლელი.

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5.გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შედეგებით დაინტერესებულ სხვა პირებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობიდან ერთი თვის განმავლობაში.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე