1. შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის.
2. სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამასთან საცნობი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს ( სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და…
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, მათ შორის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს ( სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და…
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, მათ შორის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს ( სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და…
…წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1246-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც) (იხ.
…წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 1246-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც) (იხ.
საქმე №ას-1028-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
საქმე №ას-1429-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.06.2022
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1239, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1239/