1. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან/და ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მიუხედავა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(5)
საქმე №ას-995-1273-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2010
…ალიმენტის 2880 ლარის გადახდა, სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-ძემ კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ საქართველოოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ გადახდევინება ხდება მთელი დავალიანების პერიოდისათვის და არსად საუბარი არ არის მხოლოდ…
საქმე №ა-396-შ-21-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2008
…და აღსრულების შესახებ. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საარსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება…
…როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელით ითხოვდა ჯამში საალიმენტო დავალიანების - 77 487 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, მაგრამ აქედან 28 000 ლარის ნაწილში უთითებდა კიდევ ერთ დამოუკიდებელ საფუძველს - დავალიანების ხანდაზმულობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი…
…წლის 15 აგვისტომდე, მეუღლეები ცხოვრობდნენ ერთად, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, ბ---- ჯ-----–---–ი უზრუნველყოფდა შვილების რჩენა-აღზრდას და არ არსებობდა ალიმენტის გადახდევინების ფაქტობრივი საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის…
…ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს…