1. ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. თუ ოჯახის რჩენა ერთდროულად რამდენიმე პირის მოვალეობაა, სასამართლო მათი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს თითოეულის წილის ოდენობას ამ მოვალეობის შესრულებაში; ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ალიმენტის გადამხდელ ყველა პირს, იმისდა მიუხედავად, ალიმენტს სთხოვენ ყველა ამ პირს, თუ მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მათგან
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(88)
საქმე №ას-90-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2020
…ამაღლება, ყურადღების კონცენტრაციაზე მუშაობა, რაზედაც მუშაობა შესაძლებელია მშობლის მიერ სახლის პირობებში. 25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198.1, 1198.2, ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლებით და ალიმენტვალდებული პირის შემოსავლებისა და იმის გათვალიწინებთ, რომ მას ჰყავს…
საქმე №ას-1163-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2019
…და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. 21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო…
საქმე №ას-621-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2019
…ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი ( სსკ-ის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ (იხ. სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის…
საქმე №ას-578-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2019
…ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სსკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი ( სსკ-ის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილი). 57. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის…
საქმე №ას-1231-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2018
…ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომარეობასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი ( სკ-ის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი…
საქმე №ას-1524-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2018