1. გერი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან/და დედინაცვალი, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ, თუ ისინი ადრე ზრდიდნენ ან არჩენდნენ მას.
2. სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვალის ან/და დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, აგრეთვე, თუ ისინი სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №ას-1260-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2023
…თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება. 5.5 პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი უფლება და მეუღლეებს არ განუსაზღვრა მაქსიმალური ვადა შესარიგებლად და აღნიშნა, რომ ხსენებული მოკლებული იყო ფაქტობრივ…
საქმე №ას-84-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2023
…და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე- 8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. 8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი უფლება და მეუღლეებს არ მისცა მაქსიმალური ვადა შესარიგებლად და აღნიშნა, რომ ხსენებული მოკლებული იყო ფაქტობრივ-სამართლებრივ…
საქმე №ას-1061-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…გაკეთების საფუძველს წარმოადგენს შემსრულებლის ზნეობრივ მოვალეობასთან და მიმღებების სუბიექტურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კანონის მითითებული დანაწესის ანალიზი. 9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ასევე სსკ-ის 1218-ე, 1227-ე და 1229-ე მუხლებით და განმარტა, რომ შვილის პირდაპირი კანონისმიერი ვალდებულებაა მშობლების, მათ შორის, დედინაცვლის/ფაქტობრივი აღმზრდელის, რჩენა, ხოლო შვილის მიერ…
…გადახდის თაობაზე მან დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს ხელფასი ერიცხება 1000 ლარის ოდენობით, რაც ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით დაკისრებისათვის საკმარისია. თ. გ-ემ მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1227-ე, 1212-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებზე. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით უ. ს-ის სარჩელი შვილის – მარიამ ს-ის საცხოვრებელ ადგილად მისი…
…შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: 11. კასატორმა მიიჩნია, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1227-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მხარეებს არ მისცა დრო შესარიგებლად. ფაქტობრივად, მოსარჩელეს ესაჭიროებოდა დრო მორიგი გატაცებისაგან…
…იმ გარემოებას, რომ დედინაცვალს/მამინაცვალსა და გერს შორის შესაძლოა, არსებობდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალწლიანი ემოციური და მჭიდრო კავშირი. მეტიც, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1226-ე და 1227-ე მუხლებით განსაზღვრულ ურთიერთრჩენის ვალდებულებასა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ოჯახის წევრთა ჩამონათვალზე და აღნიშნავს, რომ…