შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1224. შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და ბებიის მიმართ
სამოქალაქო კოდექსის 1224-ე მუხლი · სკ 1224
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №330210017002210544
…საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1224-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომიუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან და ერთმანეთისაგან.
- საქმე №330210019002908076
ამასთან, დავის საგანს წარმოადგენს ლ---- ჯ---------- საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრა შრომისუუნარო მშობლის მიმართ ( სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი) და არა შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო ბებიის მიმართ ( სამოქალაქო კოდექსის 1224-ე მუხლი). მოსარჩელის განმარტებით, ე----- ჯ---------- ესაჭიროება მომვლელი, რომლის ანაზღაურება თვეში სავარაუდოდ შეადგენს 600-700 ლარს.
- საქმე №330210018002263386
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე, 1203-ე, 1224-ე მუხლები. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-15),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1218. შვილების მოვალეობა მშობლების მიმართ
- მუხლი 1219. შვილების მონაწილეობა შრომისუუნარო მშობლების რჩენაში
- მუხლი 1220. შვილების მონაწილეობა დამატებით ხარჯებში
- მუხლი 1221. სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ
- მუხლი 1222. ალიმენტის ოდენობის შეცვლა მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლის გამო
- მუხლი 1223. და-ძმების ურთიერთრჩენის მოვალეობა
- მუხლი 1225. პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობანი შვილიშვილების მიმართ
- მუხლი 1226. მამინაცვლისა და დედინაცვლის საალიმენტო მოვალეობა
- მუხლი 1227. გერის საალიმენტო მოვალეობა
- მუხლი 1229. საალიმენტო მოვალეობანი ფაქტობრივი აღმზრდელის მიმართ
- მუხლი 1230. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1224, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1224/