მუხლი 1219. შვილების მონაწილეობა შრომისუუნარო მშობლების რჩენაში
1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმარ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ას-39-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2024
…მოსარჩელეს, რომელიც ვალდებულია წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში კასატორს ასეთი მტკიცებულებები არ წარუდგენია. 15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1218-ე და 1219-ე მუხლებზე, რომლითაც დადგენილია შვილების მატერიალურ პასუხისმგებლობის ელემენტები მშობლების მიმართ. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ…
საქმე №ას-1445-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
…1.3.1. საკასაციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას ექვემდებარება სრულწლოვანი შვილისათვის მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება. ხსენებულ მოთხოვნას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ასევე, 1219-ე მუხლი. მოხმობილი ნორმების თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ…
…გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „A-”, გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „H-“, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „T-“; 8. მოცემული სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე და 1219-ე მუხლები) დისპოზიციის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრული შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა…
…გაწევის შესახებ საალიმენტო ვალდებულების განზრახ თავის არიდება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შემდეგი სამართლებრივი შეფასება: სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 1219-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა, მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა,…
…ცეცხლსასროლი იარაღი „A-------------------”, გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „H----------“, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი „T-“; 8. მოცემული სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმათა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე და 1219-ე მუხლები) დისპოზიციის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების თანმიმდევრული შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როცა…