განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002570214
საქმე №2ბ/3648-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი
აპელანტი – ი--------------–ი
წარმომადგენელი - ჟ--–---ა ტ------–ი, ა------------–---–ი, ა-–-------------
მოწინააღმდეგე მხარე – ნ------------–ი
წარმომადგენელი – მ--------------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ი--------------–ის სარჩელი მოპასუხე ნ------------–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოება:
2.1. მოსარჩელე ი--------------–ი მეუღლესთან, ჟ--–---ა ტ------–თან და შვილებთან, ნ------------–თან და კ------- ტ------–თან ერთად ცხოვრობდა მისამართზე თ---–----------–-------------- (ყოფილი ნ-----------------). 2013 წელს ნ------------–ი დაქორწინდა ბ---------------ზე და ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქალაქი რ----------------–----------------------;
2.2. ი--------------–ი, ჟ--–---ა ტ------–ი და მათი სრულწლოვანი შვილი კ------- ტ------–ი ამჟამადაც ცხოვრობენ მისამართზე: თ---–----------–--------------, (ყოფილი ნ-----------------). კ------- ტ------–ს ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. იგი დასაქმებულია და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მამას ფინანსურად.
2.3. ი--------------–ის მიერ ნ------------–ისათვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, მდებარე მისამართზე: თ---–-----------------------------------ს ქუჩების კუთხეში შენობა ნაგებობა N1 (მშენებარე), N2, N3, (საკადასტრო კოდი 0---------------) ცხოვრობს ნ------------–ის სრულწლოვანი შვილი.
2.4. 2013 წლის შემდეგ ოჯახის წევრებს, ი--------------–ს, ჟ--–---ა ტ------–ს, კ------- ტ------–ს და ნ------------–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად გართულდა. მხარეთა შორის დღემდე კონფლიქტური დამოკიდებულებაა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება:
2.5. 1971 წლის 25 იანვარს დაბადებული ნ------------–ი არის ი--------------–ისა და ჟ--–---ა ტ------–ის (მოსარჩელის წარმომადგენელი) შვილი.
2.6. 2008 წლის 12 მარტს ი--------------–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ნ------------–ს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თ---–-----------------------------------ს ქუჩების კუთხეში შენობა ნაგებობა N1 (მშენებარე), N2, N3, საკადასტრო კოდი 0---------------; აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა სასამართლოში უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნით.
2.7. ი--------------–ი არის საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრი, ვეტერანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი--------------–ს 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე შემოსავლები არ უფიქსირდება.
მოსარჩელის განმატებით, მისი პენსიის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ასაკით პენსიონერისათვის გათვალისწინებულ თანხას, 200 (ორასი) ლარს და სხვა სახელმწიფო შეღავათებით არ სარგებლობს. აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე და მიუთითებს, რომ ი--------------–ი ასევე იღებს ვეტერანობისათვის დადგენილი სახელმწიფო შეღავათებს და გაცილებით მეტ საპენსიო თანხას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის.
2.8. მოსარჩელე ი--------------–ს ქონების გაქირავების გზით დამატებითი შემოსავალი არ აქვს; საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე მხარის და მასთან მცხოვრების ოჯახის წევრების მიერ თავისი საცხოვრებელ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილის გაქირავების შედეგად შემოსავლების მიღება. მოსარჩელე ი--------------–ი არ ეთანხმება ნ------------–ის მიერ მითითებულ გარემოებას საცხოვრებელი სახლის მესამე და მეოთხე სართულების (რომელიც ამჟამად ირიცხება ჟ--–---ა ტ------–ის სახელზე) გაქირავებისა და აქედან რაიმე სახის შემოსავლის მიღების ფაქტს.
2.9. ი--------------–მა ორჯერ, 2015 წელს და 2017 წლის დეკემბრის თვეში, გადაიტანა ინსულტი. მოსარჩელეს მედიცინის მუშაკების მიერ დასმული დიაგნოზის საფუძველზე აღენიშნება: თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს, ჰემორაგიული ინსულტი, მედიალური ინტრაცერებრალური ჰემატომა მარჯვენა ჰემისფეროში, ქერქქვეშა ბირთვების საპროექციო არეში, მარცხენამხრივი ღრმა დისოცირებული ჰემიპარეზი პლეგიით ხელში, არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული ინსულტების (2015 წ., 2017 წ.) შემდგომი მდგომარეობა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი მნიშვნელოვნად გამოხატული დიზართრია. ი--------------–ი საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
2.10. ნ------------–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: მოპასუხეს აღენიშნება ფარისებური ჯირკვლის Cr T2N0M0 II სტადია, მეორე კლინიკური ჯგუფი, პათომორფოლოგიით N13/791 ფარისებური ჯირკვლის პაპილური კარცინომა, კისრის მარჯვენამხირივი მწვავე ლიმფადენოპათია. აღნიშნულის მკურნალობის მიზნით 2013 წლის 27 სექტემბერს ნ------------–მა ჩაიტარა ფარისებური ჯირკვლის ტოტალური რეზექცია პაპილაური კიბოს გამო, ამავე წლის ნოემბერში იმკურნალა რადიოაქტიური იოდით, მიღებული აქვს იოდ - 131 100 mci, 2013 წლის დეკემბრის თვეში ჩაუტარდა რადიოაქტიური იოდით მკურნალობა დოზით 100 მილიკიური.
2.11. მოპასუხე ნ------------–ი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (დისპეტჩერის) პოზიციაზე და მისი ანაზღაურება 2015 წელს შეადგენდა 995 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს, 2016 წლიდან მოპასუხის დარიცხული ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს 1000 (ათასი) ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ------------–ს 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მოპასუხე ნ------------–ის მიერ მიღებული შემოსავალი 2015 წლის 31 ივლისიდან შეადგენს: აგვისტოს თვეში - 1120 ლარს, სექტემბრის თვეში - 1255 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1187.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 1120 ლარს, დეკემბრის თვეში - 1505 ლარს, 2016 წლის იანვრის თვეში - 1120 ლარს, თებერვლის თვეში - 1463.71 ლარს, მარტის თვეში - 1324.09 ლარს, აპრილის თვეში - 1318.18 ლარს, მაისის თვეში - 1246.59 ლარს, ივნისის თვეში - 1246.59 ლარს, ივლისის თვეში - 1246.58 ლარს, აგვისტოს თვეში - 1175 ლარს, სექტემბრის თვეში - 1246.59 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1246.59 ლარს, ნოემბრის თვეში - 1175 ლარს, დეკემბრის თვეში - 1443.18 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 1175 ლარს, თებერვლის თვეში - 1071.59 ლარს, მარტის თვეში - 1350 ლარს, აპრილის თვეში - 1098.76 ლარს, მაისის თვეში - 1364.35 ლარს, ივნისის თვეში - 1485.36 ლარს, ივლისის თვეში - 1127.58 ლარს, აგვისტოს თვეში - 1000 ლარს, სექტემბრის თვეში - 1063.78 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1000 ლარს, ნოემბრის თვეში - 1273 ლარს, დეკემბრის თვეში - 1530.29 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1063.79 ლარს, მარტის თვეში - 1068.19 ლარს, აპრილის თვეში - 1000 ლარს, მაისის თვეში - 1336.38 ლარს, ივნისის თვეში - 1336.38 ლარს, ივლისის თვეში - 1268.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1255.69 ლარს.
2.12. თ----------------–---–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს თბ--–--------------------------2; უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, უ----------------------------------ბის კუთხეში, 76 კვ.მ. (მეორე სართულზე 44 კვ.მ. და მესამე სართულზე 32 კვ.მ.), მოქმედი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საიჯარო ქირა განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.13. ნ------------–ს ერიცხება სხვადასხვა მოცულობის საკრედიტო დავალიანებები სს „თიბისი ბანკთან“, სს „კრედო ბანკთან“, სს „საქართველოს ბანკთან“, შპს მისო „რიკო ექსპრესთან“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“. აღნიშნული საბანკო დავალიანებების დასაფარად ნ------------–ი ყოველთვიურად იხდის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის მოცულობით ფულად თანხა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე ნ------------–ი წარმოადგენს მის სრულწლოვან შრომისუნარიან შვილს, რომელიც მოვალეა არჩინოს შრომისუუნარო მშობელი, რომელსაც დახმარება სჭირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, 1. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. 2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. 3. შვილები შეიძლება განთავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. 4. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.
დადგენილია, რომ ნ------------–ი (დაბადების თარიღი 1971 წლის 25 იანვარი) არის მოსარჩელე ი--------------–ის შვილი.
სამოქალაქო კოდექსის 1219-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. 2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, ი--------------–მა მოითხოვა ალიმენტი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ამასთან განმარტა, რომ მისი ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად საკმარისი ალიმენტი გადახდილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ნ------------–ის მიერ, რადგან მისი მეორე სრულწლოვანი შვილი კ------- ტ------–ი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მამას. ამასთან, კ------- ტ------–ს ჰყავს მეუღლე და კმაყოფაზე მყოფი ორი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო, ნ------------–ს კმაყოფაზე მყოფი პირი არ ჰყავს.
სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი შვილისათვის მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრების წინაპირობებს ადგენს და ესენია: შვილის სრულწლოვანება და შრომისუნარიანობა; მშობლის შრომისუუნარობა და მშობლისათვის მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მატერიალური დახმარების აუცილებლობა, მშობლის მხრიდან თავისი, როგორც მშობლის, მოვალეობის შესრულება შვილის მიმართ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანების პერიოდში. ამ გარემოებათა კუმულატიური წესით არსებობაა აუცილებელი აღნიშნული, კოდექსის 1218-ე, მუხლით გათვალისწინებული საოჯახო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.
უდავო გარემოებაა, რომ სრულწლოვანი ნ------------–ი არის შრომისუნარიანი. იგი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (დისპეტჩერის) თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი 2015 წლიდან 2016 წლამდე შეადგენდა 995 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს, ხოლო 2016 წლიდან 1000 (ათასი) ლარს. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარეს 2015 წლის 31 ივლისიდან უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით (3.2.7). სასამართლომ სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ნ------------–ს აქვს დამატებითი შემოსავალი ი/მ თ----------------–---–ზე საიჯარო ფართის გაქირავების შედეგად, დაახლოებით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი (მეწარმეთა და არასამეწარმეო, არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და აუდიტორის დასკვნა, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ, უტყუარად და სარწმუნოდ არ ადასტურებს სადავო ფაქტს ნ------------–ის მიერ ფართის გაქირავების შედეგად შემოსავლის მიღებას. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაედასტურებინა გარემოება მოპასუხე მხარის მიერ დამატებითი შემოსავლების არსებობის შესახებ. ამასთან, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეფასების კუთხით, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ნ------------–ს საბანკო დაწესებულებების წინაშე ერიცხება სხვადასხვა მოცულობის საკრედიტო დავალიანებებიც.
საქართველოს სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს წარმოადგენს პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ კანონის მესამე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ მას კანონით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ი--------------–ი არ წარმოადგენს შრომისუუნარო პირს. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი ნორმით (1218-ე მუხლი) დადგენილ აუცილებელ მოთხოვნას სრულწლოვანი შვილისათვის საალიმენტო ვალდებულების დასადგენად.
სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელისათვის მატერიალური დახმარების საჭიროების ცნება შეფასებითი კატეგორიისა და მისი არსებობა-არარსებობის საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. მატერიალური დახმარების აუცილებლობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ თავად დაადასტურა, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონების ნაწილი, მდებარე მისამართზე: თ---–----------–------------- (ყოფილი ნ----------------). დადგენილია, რომ ი--------------–ი არის საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრი, ვეტერანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი--------------–ს 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე შემოსავლები არ უფიქსირდება. მოსარჩელის განმატებით, მისი პენსიის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ასაკით პენსიონერისათვის გათვალისწინებულ თანხას 200 (ორასი) ლარს და სხვა სახელმწიფო შეღავათებით არ სარგებლობს. საქმეს არ ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხაზე მეტი ოდენობით პენსიის მიღებას ან სხვა შეღავათებით სარგებლობის ფაქტს დაადასტურებდა.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც მოსაჩელე მხარის და მასთან მცხოვრების ოჯახის წევრების მიერ თავისი საცხოვრებელ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილის გაქირავების შედეგად შემოსავლების მიღების ფაქტს დაადასტურებდა. თავად მოსარჩელე მხარე უარყოფს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ი--------------–ის საცხოვრებელი სახლის მესამე და მეოთხე სართულები (რომელიც ამჟამად ირიცხება ჟ--–---ა ტ------–ის სახელზე) გაქირავებულია და მისი ოჯახი აქედან რაიმე სახის შემოსავალს იღებს (3.2.4). ამდენად, მოსარჩელის მიერ რაიმე სახით დამატებითი შემოსავლის მიღება, საქმეში არსებული მასალებით, არ დადასტურდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელე ი--------------–ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს პერიოდულად სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას. მოსარჩელე მხარე აქტიურად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო ვარჯიშებს, თუმცა სარეაბილიტაციო კურსის ვადას ან თანხის ზუსტ ოდენობას მოსარჩელე ვერ ასახელებს და არც აღნიშნულის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოუდგენია სასამართლოში. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ იკვეთება, თუ კონკრეტულად რა თანხებია საჭირო ი--------------–ის მედიკამენტური მკურნალობისათვის და რა თანხაა აუცილებელი სხვა მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნება მოპასუხე ნ------------–საც. მოპასუხის მითითებით, დადგენილი დიაგნოზის გათვალისწინებით, 3 (სამი) თვეში ერთხელ ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევები, რომლის ღირებულება შეადგენს 300-400 ლარს. მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხისათვის ყოველთვიური ალიმენტის დასაკისრებლად სავალდებულო წინაპირობის, მატერიალური დახმარების აუცილებლობის არსებობის მტკიცების ტვირთის რეალიზება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, არ დგინდება მოსარჩელის შრომისუუნარობის ფაქტი.
სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზოგადი წესით, სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით მშობლების მიმართ შვილების მოვალეობათა განსზღვრის დროს მხედველობაში მიიღება ყველა სრულწლოვანი შვილის ვალდებულება მშობლებზე ზრუნვისა და მათთვის დახმარების გაწევის თაობაზე. მოსარჩელე მეორე სრულწლოვანი შვილის მიმართ ალიმენტის თაობაზე მოთხოვნას არ აყენებს, ვინაიდან მისი თქმის, კ------- ტ------–ისგან აქვს მატერიალური მხარდაჭერა. ამასთან, კ------- ტ------–ს თავად ჰყავს ორი კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ------------–ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება და ამასთან, მოპასუხეს აქვს სტაბილური შემოსავალი, არ არის საკმარისი სრულწლოვანი შვილისათვის მშობლის მიმართ საალიმენტო მოვალეობის დასადგენად. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით, არ დადასტურდა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ორი აუცილებელი კუმულატიური წინაპირობა: მოსარჩელის შრომისუუნარობა და მატერიალური დახმარების აუცილებლობა. მხარემ ვერ დაადასტურა მისი რჩენის უზრუნველსაყოფად პენსიის სახით ყოველთვიურად მიღებული თანხის (როგორც თავად მხარე ადასტურებს 200 (ორასი) ლარის) ზემოთ სხვა თანხების საჭიროება. ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელის მეუღლის, ჟ--–---ა ტ------–ის და სრულწლოვანი შვილის კ------- ტ------–ის მოსარჩელესთან ცხოვრებისა და საჭიროების შემთხვევაში, მათგან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხისათვის ჩუქების საფუძველზე უძრავი ქონების გადაცემა, თუმცა აღნიშნული მოპასუხე ნ------------–ისათვის, როგორც სრულწლოვან შრომისუნარიან შვილისათვის არ წარმოშობს მშობლის, ი--------------–ის რჩენის ვალდებულებას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მშობლებსა და შვილებს შორის საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას და არ გულისხმობს სარჩენი პირისათვის რაიმე სახით კომფორტულ გარემოს შექმნას. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მისთვის შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსის მინიჭებას და შრომისუუნარობას დაადასტურებდა. ამდენად, საქმეზე არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე შრომისუუნარო პირია და მას ამავე დროს ჭირდება მატერიალური დახმარება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე ნ------------–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
2.15. გადაწყვეტილებაში მითითებულია ასევე, რომ მოსარჩელემ მოითხოვა წარსული დროის ალიმენტის სახით მოპასუხე ნ------------–ისათვის 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 31 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 31 ივლისამდე).
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ რჩენის ვალდებულების უგულებელყოფას 2015 წლის 31 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ნ------------–ი უარს აცხადებდა მამის რჩენის მოვალეობაზე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით თანხის დაკისრების საფუძველი. ამასთან, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით დადგენილი წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ მოთხოვნა უპირატესად მიმართულია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერსების დაცვის უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი--------------–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ნ------------–ის მიმართ წარსული დროის ალიმენტის გადახდის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3.სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი--------------–ი არ წარმოადგენს შრომისუუნარო პირს, ასევე, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მის საკუთრებაში რეგისტრირებული ინდ. მეწარმისგან იღებს ქირას, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
აპელანტი უთითებს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში არასწორად მიუთითა გარკვეულ ნორმატიულ დანაწესებზე და მათი ტრანსფორმაცია ნაკლოვანად მოახდინა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, კერძოდ კი, სასამართლომ პირის შრომისუუნარობის სტატუსზე მსჯელობისას გამოიყენა სოციალური დახმარების შესახებ კანონის ნორმები, რომელიც განმარტავს შშმ პირის ცნებას და მისი დეფინიციიდან გამომდინარე არ მიიჩნია ი--------------–ი შრომისუუნაროდ, მიუთითა რა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო და შესაბამისი მტკიცებულება ხსენებული გარემოების დასადგენად, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი იყო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახე, ე.წ. ფორმა 100, რაც ადასტურებს აპელანტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, ხოლო სარჩელზე თანდართული ვეტერანის მოწმობა მიუთითებს მის შრომისუუნარობაზე.
რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის - ნ------------–ის დამატებით შემოსავალს, აპელანტი მიუთითებს, რომ ნ------------–ს ნამდვილად აქვს გაქირავებული მისი კუთვნილი უძრავი ქონება ვინმე თ----------------–---–ზე და ქირის სახით იღებს დაახლოებით 500 ლარს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაქირავებულ ფართს აქვს მაღაზიის ფუნქცია, ხოლო მხარეებს არ აქვთ ერთმანეთთან ახლო მეგობრული ან ნათესაური ურთიერთობა, რაც შეიძლება ქირის გადახდის გამომრიცხავი მიზეზი ყოფილიყო. ამასთან, აპელანტი ყურადღებას მიაქცევს ასევე მასზედ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შესაგებელში და საქმის არსებითი განხილვის დროს არ უარყო ხსენებული გარემოება და არც მისი საწინააღმდეგო პოზიციის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია.
3.2. აპელანტი განმარტავს აგრეთვე, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილი მსჯელობა მასზედ, რომ სარჩელში არ არის მითითებული ი--------------–ის ყოველთვიური საჭიროებებიდან გამომდინარე კონკრეტული თანხის ოდენობა, შესაბამისობაში ვერ მოდის რეალობასთან, რამდენადაც სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის მქონე პირისთვის შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რა ოდენობის თანხა დასჭირდება მას, რათა მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, რომლის ფასებიც გამუდმებით მერყეობს და ცვალებადია. აპელანტი მიუთითებს, რომ შრომისუუნარო პენსიონერს სიცოცხლისთვის არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება, არამედ საყოფაცხოვრებო ხარჯების გაღებაც უწევს, რომელთა შორისაც არის კომუნალური გადასახადები, საკვების, მედიკამენტების და სხვა ხარჯი, რომელთა დაფარვაც ალიმენტის მოთხოვნილი თანხით სავსებით შესაძლებელი იქნებოდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს მათზე:
ი--------------–ი მეუღლესთან, ჟ--–---ა ტ------–თან და შვილებთან, ნ------------–თან და კ------- ტ------–თან ერთად ცხოვრობდა მისამართზე თ---–----------–-------------- (ყოფილი ნ-----------------). 2013 წელს ნ------------–ი დაქორწინდა ბ---------------ზე და ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქალაქი რ----------------–----------------------;
ი--------------–ი, ჟ--–---ა ტ------–ი და მათი სრულწლოვანი შვილი კ------- ტ------–ი ამჟამადაც ცხოვრობენ მისამართზე: თ---–----------–--------------, (ყოფილი ნ-----------------). კ------- ტ------–ს ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. იგი დასაქმებულია და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მამას ფინანსურად.
ი--------------–ის მიერ ნ------------–ისათვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, მდებარე მისამართზე: თ---–-----------------------------------ს ქუჩების კუთხეში შენობა ნაგებობა N1 (მშენებარე), N2, N3, (საკადასტრო კოდი 0---------------) ცხოვრობს ნ------------–ის სრულწლოვანი შვილი.
2013 წლის შემდეგ ოჯახის წევრებს, ი--------------–ს, ჟ--–---ა ტ------–ს, კ------- ტ------–ს და ნ------------–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად გართულდა. მხარეთა შორის დღემდე კონფლიქტური დამოკიდებულებაა;
1971 წლის 25 იანვარს დაბადებული ნ------------–ი არის ი--------------–ისა და ჟ--–---ა ტ------–ის (მოსარჩელის წარმომადგენელი) შვილი.
2008 წლის 12 მარტს ი--------------–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ნ------------–ს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თ---–-----------------------------------ს ქუჩების კუთხეში შენობა ნაგებობა N1 (მშენებარე), N2, N3, საკადასტრო კოდი 0---------------; აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა სასამართლოში უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნით.
ი--------------–ი არის საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრი, ვეტერანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი--------------–ს 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე შემოსავლები არ უფიქსირდება.
ი--------------–ის პენსიის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ასაკით პენსიონერისათვის გათვალისწინებულ თანხას, 200 (ორასი) ლარს და სხვა სახელმწიფო შეღავათებით არ სარგებლობს. ი--------------–ს ქონების გაქირავების გზით დამატებითი შემოსავალი არ აქვს;
ი--------------–მა ორჯერ, 2015 წელს და 2017 წლის დეკემბრის თვეში, გადაიტანა ინსულტი. მოსარჩელეს მედიცინის მუშაკების მიერ დასმული დიაგნოზის საფუძველზე აღენიშნება: თავის ტვინის სხვა სისხლძარღვოვანი სინდრომები ცერებროვასკულარული ავადმყოფობის დროს, ჰემორაგიული ინსულტი, მედიალური ინტრაცერებრალური ჰემატომა მარჯვენა ჰემისფეროში, ქერქქვეშა ბირთვების საპროექციო არეში, მარცხენამხრივი ღრმა დისოცირებული ჰემიპარეზი პლეგიით ხელში, არტერიული ჰიპერტენზია, ჰემორაგიული ინსულტების (2015 წ., 2017 წ.) შემდგომი მდგომარეობა, მარცხენამხრივი ჰემიპარეზი მნიშვნელოვნად გამოხატული დიზართრია. ი--------------–ი საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.
ნ------------–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: მოპასუხეს აღენიშნება ფარისებური ჯირკვლის Cr T2N0M0 II სტადია, მეორე კლინიკური ჯგუფი, პათომორფოლოგიით N13/791 ფარისებური ჯირკვლის პაპილური კარცინომა, კისრის მარჯვენამხირივი მწვავე ლიმფადენოპათია. აღნიშნულის მკურნალობის მიზნით 2013 წლის 27 სექტემბერს ნ------------–მა ჩაიტარა ფარისებური ჯირკვლის ტოტალური რეზექცია პაპილაური კიბოს გამო, ამავე წლის ნოემბერში იმკურნალა რადიოაქტიური იოდით, მიღებული აქვს იოდ - 131 100 mci, 2013 წლის დეკემბრის თვეში ჩაუტარდა რადიოაქტიური იოდით მკურნალობა დოზით 100 მილიკიური.
ნ------------–ი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“-ის ოპერატიული მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (დისპეტჩერის) პოზიციაზე და მისი ანაზღაურება 2015 წელს შეადგენდა 995 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს, 2016 წლიდან მოპასუხის დარიცხული ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს 1000 (ათასი) ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ------------–ს 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მოპასუხე ნ------------–ის მიერ მიღებული შემოსავალი 2015 წლის 31 ივლისიდან შეადგენს: აგვისტოს თვეში - 1120 ლარს, სექტემბრის თვეში - 1255 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1187.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 1120 ლარს, დეკემბრის თვეში - 1505 ლარს, 2016 წლის იანვრის თვეში - 1120 ლარს, თებერვლის თვეში - 1463.71 ლარს, მარტის თვეში - 1324.09 ლარს, აპრილის თვეში - 1318.18 ლარს, მაისის თვეში - 1246.59 ლარს, ივნისის თვეში - 1246.59 ლარს, ივლისის თვეში - 1246.58 ლარს, აგვისტოს თვეში - 1175 ლარს, სექტემბრის თვეში - 1246.59 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1246.59 ლარს, ნოემბრის თვეში - 1175 ლარს, დეკემბრის თვეში - 1443.18 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 1175 ლარს, თებერვლის თვეში - 1071.59 ლარს, მარტის თვეში - 1350 ლარს, აპრილის თვეში - 1098.76 ლარს, მაისის თვეში - 1364.35 ლარს, ივნისის თვეში - 1485.36 ლარს, ივლისის თვეში - 1127.58 ლარს, აგვისტოს თვეში - 1000 ლარს, სექტემბრის თვეში - 1063.78 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1000 ლარს, ნოემბრის თვეში - 1273 ლარს, დეკემბრის თვეში - 1530.29 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1063.79 ლარს, მარტის თვეში - 1068.19 ლარს, აპრილის თვეში - 1000 ლარს, მაისის თვეში - 1336.38 ლარს, ივნისის თვეში - 1336.38 ლარს, ივლისის თვეში - 1268.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1255.69 ლარს.
თ----------------–---–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს თბ--–--------------------------2; უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, უ----------------------------------ბის კუთხეში, 76 კვ.მ. (მეორე სართულზე 44 კვ.მ. და მესამე სართულზე 32 კვ.მ.), მოქმედი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საიჯარო ქირა განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ნ------------–ს ერიცხება სხვადასხვა მოცულობის საკრედიტო დავალიანებები სს „თიბისი ბანკთან“, სს „კრედო ბანკთან“, სს „საქართველოს ბანკთან“, შპს მისო „რიკო ექსპრესთან“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“. აღნიშნული საბანკო დავალიანებების დასაფარად ნ------------–ი ყოველთვიურად იხდის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის მოცულობით ფულად თანხას.
4.2. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა გარემოება ნ------------–ის მიერ მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გაქირავების შედეგად დამატებითი შემოსავლის მიღების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა–არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (შდრ: სუსგ ას-1051-991-2015, 29.12.2015).
განსახილველ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით მოპასუხე მხარეს 2015 წლის 31 ივლისიდან უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი სარწმუნო და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა აპელანტის მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ნ------------–ს აქვს დამატებითი შემოსავალი ი/მ თ----------------–---–ზე საიჯარო ფართის გაქირავების შედეგად, დაახლოებით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა აპელანტის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი (მეწარმეთა და არასამეწარმეო, არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და აუდიტორის დასკვნა, ვინაიდან, აღნიშნული პირდაპირ, უტყუარად და სარწმუნოდ არ ადასტურებს სადავო ფაქტს ნ------------–ის მიერ ფართის გაქირავების შედეგად შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. ამდენად, ვერც საქმის არსებითი განხილვისა და ვერც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ვერ შეძლო აპელანტმა წარდგენით დაედასტურებინა გარემოება მოპასუხე მხარის მიერ დამატებითი შემოსავლების არსებობის შესახებ. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს და დადგენილად ვერ მიიჩნევს აპელანტის მიერ გაჟღერებულ ზემოაღნიშნულ გარემოებას.
4.3. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1219-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.
ამდენად, კანონმდებლობით განსაზღვრულია შვილის ვალდებულება არჩინოს შრომისუუნარო მშობელი. ამასთან, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ნორმალური რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს, როგორც შრომისუუნარო მშობლის საჭიროების, მატერიალური მდგომარეობის, ისე _ შვილის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში უნდა მიიღოს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.
ზემოაღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, პალატა განმარტავს, რომ უმრავლეს შემთხვევებში, შვილები თავიანთი მშობლებისადმი მატერიალურ მხარდაჭერას ნებაყოფლობით და შეგნებულად გამოხატავენ და ეს ჩვეულებრივ, საოჯახო-სამართლებრივ ვალდებულებად მიაჩნიათ, შესაბამისად, იგი ვერ იქნება გაგებული საალიმენტო ვალდებულებად. ასეთად განიხილება მხოლოდ კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც იძულებულს ხდის სრულწლოვან შვილებს არჩინონ თავიანთი არაშრომისუნარიანი მშობლები, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. ამდენად, შვილების საალიმენტო ვალდებულება ორ ძირითად გარემოებას ემყარება - მშობლის შრომისუუნარობასა და მატერიალურ გაჭირვებას და აღნიშნული საფუძვლები კუმულატიურია, მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის სახეზე არსებობა ვერ გახდება ალიმენტის დაკისრების საფუძველი და ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ სრულწლოვან შვილს ჰქონდეს მატერიალური შემოსავალი და იყოს თავად შრომისუნარიანი. ამავე ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაშრომისუნარიანად ითვლება მშობელი, რომელმაც საპენსიო ასაკს მიაღწია ან ინვალიდია, ხოლო მატერიალური დახმარების საჭიროების ფაქტორს განსაზღვრავს სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საალიმენტო ვალდებულებების კუთხით აუცილებელია დადგინდეს სხვა სრულწლოვანი შვილების მონაწილეობა მშობელთა რჩენაში, აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს ასევე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისითაც.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონების ნაწილი, მდებარე მისამართზე თ---–--–--------–-------------- (ყოფილი ნ-----------------). დადგენილია, რომ ი--------------–ი არის საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის წევრი, ვეტერანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი--------------–ს 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე შემოსავლები არ უფიქსირდება. აპელანტის პენსიის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ასაკით პენსიონერისათვის გათვალისწინებულ თანხას 200 (ორასი) ლარს და სხვა სახელმწიფო შეღავათებით არ სარგებლობს. ამავდროულად, დადგენილია ისიც, რომ აპელანტს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს პერიოდულად სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას, თუმცა იგი ვერ ასახელებს თანხის ზუსტ ოდენობას არც აღნიშნულის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოუდგენია სასამართლოსთვის. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება თუ კონკრეტულად რა თანხებია საჭირო ი--------------–ის მედიკამენტური მკურნალობისათვის და რა თანხაა აუცილებელი სხვა მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად. ამასთან, დადგენილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აღენიშნება ნ------------–საც. ამავდროულად, ყურადსაღებია ისიც, რომ აპელანტი მეორე სრულწლოვანი შვილის მიმართ ალიმენტის თაობაზე მოთხოვნას არ აყენებს, ვინაიდან, მისი თქმით, კ------- ტ------–ისგან აქვს მატერიალური მხარდაჭერა. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ შეფასებას, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ------------–ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება და ამასთან, მოპასუხეს აქვს სტაბილური შემოსავალი, არ არის საკმარისი სრულწლოვანი შვილისათვის მშობლის მიმართ საალიმენტო მოვალეობის დასადგენად, მითუმეტეს, რომ მას თვითონაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
გარდა აღნიშნულისა, პალატა შენიშნავს იმასაც, რომ ი--------------–ის აპელირება სხბვადასხვა გარემოებებზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის დანაწესის ნორმატიულ შემადგენლობას და იმ კუმულატიური წინაპირობების არსებობის ერთობლიობას, რაც ნ------------–ისადმი საალიმენტო ვალდებულების დაკისრების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. კერძოდ, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მის შრომისუუნარობასთან დაკავშირებით და შენიშნავს, რომ მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევა ვერ გახდება მატერიალური დახმარების გაწევის აუცილებელი ფაქტორი, მით უფრო მხოლოდ ერთი შვილის მხრიდან. სასამართლო შენიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ე.წ. ფორმა N100 არ შეიცავს მითითებას აპელანტის შრომისუუნარობის თაობაზე, აღნიშნულის დასტურად არ გამოდგება არც ვეტერანის მოწმობა, ვინაიდან მასში არ არის მითითებული პირის ინვალიდობის თაობაზე და არც ინვალიდობის კატეგორია და ხარისხი აქვს ი--------------–ს დადგენილი.
პალატა შენიშნავს, რომ შრომისუუნარობის ცნება საკმაოდ ფართოა და მისი განმარტება ზოგადად მოიცავს ისეთ მდგომარეობას, როდესაც პირს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების (ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა და ა.შ. ) გამო დაკარგული აქვს შესაძლებლობა იმუშაოს და იყოს დასაქმებული ფიზიკურად თუ გონებრივად. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად არ არის განმარტებული ამ ცნების სამართლებრივი შემადგენლობა, თუმცა მასთან ძალიან ახლოს დგას საქართველოს სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გაწერილი დებულება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სტატუსის თაობაზე, რომლის თანახმადაც შშმ-ს წარმოადგენს პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ კანონის მესამე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში სასამართლომ არასწორად მიუთითა გარკვეულ ნორმატიულ დანაწესებზე და მათი ტრანსფორმაცია ნაკლოვანად მოახდინა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, ვინაიდან პირის შრომისუუნარობა ფაქტობრივად უთანაბრდება შეზღუდულ შესაძლებლობებს და კანონის განმარტებითაც გარკვეულწილად პირის ინვალიდობის მსგავს მდგომარეობას ასახავს, ამასთან, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მკაფიო და ცალსახა მტკიცებულებით საქმის გარემოებებთან მიმართებით, ხოლო წინამდებარე შემთხვევაში, აპელანტს არ წარმოუდგენია იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ მას კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან/და ინვალიდის სტატუსი, რაც უტყუარად მიუთითებდა მის შრომისუუნარობაზე.
4.4. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ი--------------–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი--------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სულხანიშვილი