განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002400488
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1188-2018 15 იანვარი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - ხ------- ბ------–---–ი, ლ--–- ბ------–---–ი
წარმომადგენელი - ი-------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა------- ბ------–---–ი
დავის საგანი - სარჩოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. მომჩივანის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ა------- ბ------–---–ის (პ.ნ. 6----------) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ხ------- ბ------–---–ს და ლ--–- ბ------–---–ს მამის ა------- ბ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩოს გადახდა, თითოეულს 250 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან 2018 წლის 17 აპრილიდან; მოპასუხეებს ხ------- ბ------–---–ს და ლ--–- ბ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის თანხის 180 ლარის გადახდა. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით ხ------- ბ------–---–ის და ლ--–- ბ------–---–ის (წარმომადგენელი ი-------------ე) საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ა------- ბ------–---–მა მოპასუხეების ხ------- ბ------–---–ის და ლ--–- ბ------–---–ის მიმართ. მისი მითითებით, დაიბადა 1941 წლის 1--------–ს, არის 77 წლის შრომისუუნარო მოხუცი, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს. ჰყავს ორი შვილი - 1968 წლის 7--------ს დაბადებული ლ--–- ბ------–---–ი და 1971 წლის 5----------ს დაბადებული ხ------- ბ------–---–ი, ორივე დაოჯახებული და წარმატებული ქალია, აქვთ სოლიდური შემოსავალი. ამჟამად არის მიტოვებული, არ გააჩნია ელემენტარული წამლის ფული, პენსია წინასწარ, მოტყუებით ააღებინა შვილიშვილმა, რის გამოც მისი შემოსავალი მხოლოდ ასი ლარია. ამდენად, ითხოვს მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩო თითოეულს 250 ლარი თვეში. 2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, რომელიც 2018 წლის 30 აპრილს ლ--–- ბ------–---–ისათვის გადასაცემად ჩაბარდა მის შვილს თ--------------ეს, ხოლო ხ------- ბ------–---–ისათვის გადასაცემად მის დისშვილს თ--------------ეს. 2.3. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა (2018 წლის 10 მაისის ჩათვლით), მაგრამ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 2.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე, 1219-ე, 1234-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებული უნდა იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება და მისი შალაში დატოვების შესახებ განჩინება გაასაჩივრა ხ------- და ლ--–- ბ------–---–ების წარმომადგენელმა, ი-------------ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა თ--------------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ არც ერთი მოპასუხისათვის არ გადაუცია გზავნილი, რადგან არ აქვს მათთან კავშირი და კარგი დამოკიდებულება. ამავე დროს დაადასტურა, რომ ბაბუამ ანუ მოსარჩელე ა------- ბ------–---–მა უთხრა მას, რომ გამოხმო სარჩელი უკან, რის გამოც არ იყო საჭირო მოპასუხეებისათვის ეცნობებინა სარჩელის შესახებ. 3.2. სასამართლო სხდომაზე განმარტება მისცა ა------- ბ------–---–მა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი არის, რომ მისი შვილები სამუშაოდ იმყოფებიან საზღვარგარეთ, აქვს ტელეფონის ნომერი და უკავშირდება მათ. ასევე დაადასტურა, რომ გზავნილი გააგზავნა ქუთაისში, ხ-------ის ქ. №6-----ში, სადაც რეგისტრირებული არიან მისი შვილები, თუმცა სახლი მას აქვს გაქირავებული და თვეში ქირის სახით ღებულობს 200 ლარს. 3.3. მხარემ, რომ განახორციელოს მისი უფლება უნდა იცოდეს ამ უფლების გამოყენების საჭიროებაზე, რაც მათთვის ცნობილი არ იყო. 3.4. თ--------------ე არ ითვლება ხ------- ბ------–---–ის ოჯახის წევრად, რადგან მას აქვს თავისი ოჯახი და თ--------------ე არ წარმოადგენს მასთან მცხოვრებ ოჯახის წევრს. ხ------- ბ------–---–ი ცხოვრობს და მუშაობს საბერნეთში. ხოლო რაც შეეხება ლ--–- ბ------–---–ს, თ--------------ე არის მისი შვილი, მაგრამ ის არ ცხოვრობს მასთან, ის ცხოვრობს მამასთან. ლ--–- ბ------–---–ი ასევე იმყოფება საბერძნეთში, დედა-შვილს არ აქვს კარგი დამოკიდებულება, რაც თავად თ--------------ემაც აღნიშნა. 3.5. აქედან გამომდინარე გზავნილი არ ჩაბარებია მოპასუხეებს სსკ-ის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით. 3.6. ამავე დროს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 3.7. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 232-ე პრიმა მუხლი, 201-ე მუხლი, 26-ე თავით გათვალისწინებული დადგენილი წესები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ა------- ბ------–---–მა სარჩელი აღძრა ხ------- და ლ--–- ბ------–---–ების წინააღმდეგ და მათთვის სარჩოს სახით 250-250 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.2. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და მოპასუხეებს შესაგებლის წარსადგენად გაუგზავნა. 4.2.1. 2018 წლის 30 აპრილს გზავნილი სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქუთაისი, ხ-------ის ქ. #6---- ჩაჰბარდა ლ--–- ბ------–---–ის შვილს და ხ------- ბ------–---–ის დისშვილს, თ--------------ეს. 4.3. აპელანტთა პასპორტების ასლებითა და მათ მიერ გაცემული პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გაცემული რწმუნებულებებით დგინდება, რომ 2017 წლიდან აპელანტები საქართველოში აღარ იმყოფებიან. 4.4. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 დღის ვადა (2018 წლის 10 მაისის ჩათვლით), მაგრამ მათ დადგენილ ვადაში შესაგებელი ვერ წარადგინეს. ამიტომ, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. სამართლებრივი დასაბუთება 4.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 4.5.1. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, კი ამ წესის დარღვევით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. 4.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. 4.6.1. ამ მუხლის მიხედვით, მესამე პირისათვის გადაცემული გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩასათვლ--–-დ, გზავნილის ჩამბარებელი, არა მარტო, ადრესატის ოჯახის წევრი უნდა იყოს, არამედ მასთან უნდა ცხოვრობდეს კიდეც. 4.6.2. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხ------- და ლ--–- ბ------–---–ები თ--------------ესთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ. 4.6.3. მეტიც, როგორც აღინიშნა, აპელანტები 2017 წლიდან საქართველოში არ იმყოფებიან და, ბუნებრივია, სარჩელში მითითებულ მისამართზე ვერც იცხოვრებენ. 4.6.4. სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებიდან დასტურდება, რომ მოსარჩელის, ე.ი. აპელანტთა მამისათვის ეს ფაქტი უთუოდ ცნობილი. 4.6.5. ამდენად, თ--------------ისათვის გზავნილის ჩაბარება არ შეიძლება აპელანტებისათვის ჩაბარებადაც ჩაითვალოს. 4.6.6. ამრიგად, აპელანტებს სარჩელი კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებიათ, ეს კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. 4.7. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას... მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 4.7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1219-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. 4.7.2. ამის შესაბამისად, კანონის მიხედვით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს. 4.7.3. მოსარჩელეს კი სარჩელში შვილების მატერიალური მდგომარეობის თაობაზე არ მიუთითებია. იგი, მხოლოდ, მათი „სოლიდური შემოსავლის“ შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა. 4.7.4. პალატის აზრით, „სოლიდური შემოსავალი“ ფაქტობრივი გარემოება საერთოდ არ არის და ამის საფუძველზე ალიმენტის ოდენობის განსასაზღვრა შეუძლებელია. 4.8. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეცდომით გამოიტანა და ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხ------- და ლ--–- ბ------–---–ების სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა
1. ხ------- და ლ--–- ბ------–---–ების წარმომადგენლის, ი-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. საქმე ა------- ბ------–---–ის სარჩელისა გამო ხ------- და ლ--–- ბ------–---–ების წინააღმდეგ, სარჩელზე შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან, დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
4. საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე