გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5992 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ე------ ჯ---------
წარმომადგენელი დ----- მ---------–-
მოპასუხე ლ---- ჯ---------
წარმომადგენელი ი-----–- კ----------
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ლ---- ჯ---------------- მოსარჩელე ე------ ჯ---------- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის გადახდის დაკისრება;
მოსარჩელე ე----- ჯ---------- ჰყავს ორი შვილი: თ-- ჯ--------- და ლ---- ჯ---------, რომლებიც არიან სრულწლოვანი და ქმედუნარიანები. ე----- ჯ---------- მეუღლე, გ--- ჯ--------- გარდაიცვალა 1993 წლის 2------------. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ე----- ჯ---------- დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები და საბოლოოდ გახდა შრომისუუნარო და პირველი ჯგუფის ინვალიდი. 2008 წლიდან მას თან სდევს გადატანილი ინსულტის შედეგი, ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად და ერთადერთ შემოსავალს შეადგენს პენსია. ყოველთვიურად მოსარჩელეს ესაჭიროება წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა. ამასთანავე, იგი სრულად დამოკიდებულია შვილების მოვლა-პატრონობაზე. მშობლის წინაშე არსებულ ვალდებულებას თ-- ჯ--------- კეთილსინდისიერად ასრულებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თ-- ჯ--------- უვლის არამხოლოდ დედას ე----- ჯ----------, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი შეზღუდული აქვს, ასევე, იგი უვლის საკუთარ ბებიას ე----- ჯ---------- დედას, ვ---- გ-----–---. ლ---- ჯ--------- თავს არიდებს შვილის მოვალეობების შესრულებას: არ ზრუნავს დედაზე და არც მატერიალურად ეხმარება მას. მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს, მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის გადახდა. ლ---- ჯ--------- არის სრულწლოვანი შრუმოსინარიანი პირი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა რომ არჩინოს შრომისუუნარო მშობელი.
(სარჩელი, 2019 წლის 10 ივნისს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, სხდომის ოქმები)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 135 (ასოცდათხუთმეტი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა ძალიან მაღალია და ლ---- ჯ---------- არ აქვს შესაძლებლობა ყოველთვიურად გადაიხადოს აღნიშნული თანხა. სინამდვილეს არ შეესაბამება მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თ-- ჯ--------- ვერ მუშაობს მოხუცების მოვლის გამო. მოპასუხის და დასაქმებულია და მას იმდენივე შემოსავალი აქვს, რამდენიც მოპასუხეს. ლ---- ჯ--------- მუშაობს შპს ,,ს----------–------------–-“, და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 650 ლარს, საიდანაც 450 ლარს იხდის ბინის ქირაში, რომელშიც თვითონ და მისი მეუღლე ცხოვრობენ.
(შესაგებელი, 2019 წლის 17------- წარმოდგენილი შესაგებელი, სხდომის ოქმები).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ე----- ჯ--------- ცხოვრობს დედასთან, ვ---- გ-----–-------, და შვილთან, თ-- ჯ--------------, ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი).
3.1.2. ე----- ჯ---------- 2008 წლიდან მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მოსარჩელე არის სახელმწიფო პენსიის მიმღები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერიცხება სახელმწიფო გასაცემელი 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი).
_საპენსიო მოწმობა (ს.ფ. 23);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 ივნისს გაცემული ცნობა N0------- (ს.ფ. 142).
3.1.3. მოპასუხე მხარე ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. მისი მეუღლე შრომისუნარიანია. მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 18 ივნისის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1974 წლის 7------- დაბადებული თ-- ჯ--------- და 1976 წლის 2-----–--- დაბადებული ლ---- ჯ--------- არიან ე----- ჯ---------- შვილები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N2--- (ს.ფ. 19);
_ლ-------------------------------------ს მიერ გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 20).
3.2.2. გ--- ჯ--------- (ე----- ჯ---------- მეუღლე) გარდაიცვალა 1993 წლის 2------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----- (ს.ფ. 21).
3.2.3. ვ---- გ-----–-- წარმოადგენს ე----- ჯ---------- დედას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 127).
3.2.4. სსიპ შემოსავლების ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, ე----- ჯ---------- 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 8 მაისამდე შემოსავლები არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 13 მაისის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 74).
3.2.5. სსიპ შემოსავლების ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, ლ---- ჯ---------- მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 909.94 ლარს, 350 ლარს და 250 ლარს, თებერვლის თვეში - 909.94 ლარს, 875 ლარს და 1062.5 ლარს, მარტის თვეში - 909.94 ლარს, აპრილის თვეში - 909.94 ლარს, მაისის თვეში - 909.94 ლარს, ივნისის თვეში - 909.94 ლარს და 500 ლარს, ივლისის თვეში - 909.94 ლარს, აგვისტოს თვეში - 909.94 ლარს, სექტემბრის თვეში - 875 ლარს, ოქტომბრის თვეში - 875 ლარს, ნოემბრის თვეში - 875 ლარს, დეკემბრის თვეში - 875 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 350 ლარს და 937.5 ლარს, თებერვლის თვეში - 937.5 ლარს და მარტის თვეში - 937.5 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 13 მაისის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 74-76);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 19 მარტს გაცემული ცნობა N2---------- (ს.ფ. 27).
3.2.6. ლ---- ჯ---------- 2019 წლის 15 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N1--------) საფუძველზე საკუთრებაში მიიღო მამიდის დანაშთი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ფ-------------–---------------------------–-----------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------), ერთი მეორედი ნაწილი.
აღნიშნული უძრავი ქონება მოპასუხე მხარემ 2019 წლის 15 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა დ----- გ--------. ნასყიდობის ღირებულების თანხა განისაზღვრა 45 000 ლარით.
ლ---- ჭ---------- მამიდის დანაშთი ქონებიდან ასევე მიიღო ფულადი თანხა, დაახლოებით 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამკვიდრო ქონება (როგორც უძრავი ნივთი, ასევე ფულადი თანხა) ლ---- ჯ-------------- ერთად თანაბარწილად მიიღო მისმა დამ, თ-- ჯ----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 15.04.2019 წელი (ს.ფ. 96-97);
_2019 წლის 15 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 94-95);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 16.04.2019 წელი (ს.ფ. 98-99).
3.2.7. ლ---- ჯ---------- 2019 წლის 10 აპრილის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა უძრავი ნივთი ნაწილი, მდებარე მისამართზე თბილისი, შ---------------------–--------------. ქირავნობის ფასი ყოველთვიურად შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2019 წლის 10 აპრილის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომერი N1--------, 10.04.2019 წლის საგადახდო დავალება (ს.ფ. 102-110).
3.2.8. მოსარჩელე ე----- ჯ---------- დიაგნოზია: ი–---------------–--------------------------–-----------–------------------------------------–-----------------------------–----------------. პაციენტს მუდმივად ესაჭიროება სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობა. მას დაენიშნა ცხრა დასახელების კონკრეტული მედიკამენტი. მითითებული პრეპარატების ჩამონათვალიდან რვა ერთეულის დასახელების მედიკამენტების ღირებულება მითითებულია 2019 წლის 20 მარტს გაცემული კალკულაციაში, რომელთა საბოლოო ღირებულება თვეში შეადგენს 640.69 (ექვსას ორმოცი ლარს და სამოცდაცხრა თეთრს) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,მ----------–-----------–---–----ის“ მიერ 2019 წლის 19 მარტს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 24-25);
_სს ,,გ-----“ მიერ 2019 წლის 20 მარტს გაცემული კალკულაცია N---- (ს.ფ. 26).
სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მომვლელის აყვანასთან დაკავშირებით. მოსარჩელის განმარტებით, ე----- ჯ---------- ესაჭიროება მომვლელი, რომლის ანაზღაურება თვეში სავარაუდოდ შეადგენს 600-700 ლარს. აღნიშნული განმარტება შეეხება სამომავლო და ბუნდოვან გარემოებას მომვლელის აყვანის შესაძლო საჭიროების თაობაზე და არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით.
3.2.9. მოპასუხე ლ---- ჯ---------- აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია ე---–---------------–-----------------------–----------------------------–-------------------------------–-----------. მას დანიშნული აქვს სამედიცინო მედიკამენტები. დანიშნული სამედიცინო პრეპარატების ღირებულება შეადგენს 43.50 (ორმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,ა----------–----ის“ მიერ 2018 წლის 30 აპრილს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 143-144);
_შპს ,,ა--------------ს“ მიერ 2019 წლის 05 ივნისს გაცემული ინვოისი (ს.ფ. 145).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შრომისუუნარო მშობლის (რომელიც საჭიროებს დახმარებას) ნორმალური რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 320 (სამას ოცი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე, 1219-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე ლ---- ჯ--------- წარმოადგენს მის სრულწლოვან შრომისუნარიან შვილს, რომელიც მოვალეა არჩინოს შრომისუუნარო მშობელი, რომელსაც დახმარება სჭირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, 1. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. 2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. 3. შვილები შეიძლება განთავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. 4. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.
თ-- ჯ--------- და ლ---- ჯ--------- არიან ე----- ჯ---------- შვილები (3.2.1.). მოსარჩელე ცხოვრობს თ-- ჯ-------------- ერთად და მხარის განმარტებით, თ-- ჯ--------- ზრუნავს, უვლის და მატერიალურად ეხმარება მას, ხოლო მოპასუხე ლ---- ჯ--------- თავს არიდებს მშობლის მიმართ მოვალეობის შესრულებას.
სამოქალაქო კოდექსის 1219-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. 2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ე----- ჯ---------- მოითხოვა ალიმენტი 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ამასთან განმარტა, რომ მისი ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად საკმარისი ალიმენტი გადახდილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ლ---- ჯ---------- მიერ. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული თანხა აუცილებელია სამედიცინო მედიკამენტებისა და მისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებების შესაძენად.
დადგენილია, რომ 2008 წლიდან ე----- ჯ---------- მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მოსარჩელე არის სახელმწიფო პენსიის მიმღები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერიცხება სახელმწიფო გასაცემელი 200 (ორასი) ლარის ოდენობით. სსიპ შემოსავლების ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, ე----- ჯ---------- 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 8 მაისამდე შემოსავლები არ უფიქსირდება (3.1.2., 3.2.4).
უდავო გარემოებაა, რომ სრულწლოვანი ლ---- ჯ--------- არის შრომისუნარიანი. სსიპ შემოსავლების ერთიან ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, ლ---- ჯ---------- მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 909.94 ლარს, 350 ლარს და 250 ლარს, თებერვლის თვეში - 909.94 ლარს, 875 ლარს და 1062.5 ლარს, მარტის თვეში - 909.94 ლარს, აპრილის თვეში - 909.94 ლარს, მაისის თვეში - 909.94 ლარს, ივნისის თვეში - 909.94 ლარს და 500 ლარს, ივლისის თვეში - 909.94 ლარს, აგვისტოს თვეში - 909.94 ლარს, სექტემბრის თვეში - 875 ლარს, ოქტომბრის თვეში - 875 ლარს, ნოემბრის თვეში - 875 ლარს, დეკემბრის თვეში - 875 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 350 ლარს და 937.5 ლარს, თებერვლის თვეში - 937.5 ლარს და მარტის თვეში - 937.5 ლარს (3.2.5). მოპასუხე მხარის მიერ სხვა სახის შემოსავლის მიღება, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ უდასტურდება. მოპასუხე მხარე იმყოფება ქორწინებაში. მოპასუხის მითითებით, იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქირით. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ლ---- ჯ---------- 2019 წლის 10 აპრილის უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა უძრავი ნივთი ნაწილი, მდებარე მისამართზე თბილისი, შ---------------------–--------------. ქირავნობის ფასი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. (3.2.7). მოპასუხის მეუღლე შრიმოსუნარიანია. მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებაზე. მის დიაგნოზს წარმოადგენს ე---–---------------–-----------------------–----------------------------–-------------------------------–-----------. მას დანიშნული აქვს აქვს სამედიცინო მედიკამენტები. დანიშნული სამედიცინო პრეპარატების ღირებულება შეადგენს 43.50 (ორმოცდასამი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს (3.2.9).
სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი შვილისათვის მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრების წინაპირობებს ადგენს და ესენია: შვილის სრულწლოვანება და შრომისუნარიანობა. მშობლის შრომისუუნარობა და მშობლისათვის მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მატერიალური დახმარების აუცილებლობა, მშობლის მხრიდან თავისი, როგორც მშობლის, მოვალეობის შესრულება შვილის მიმართ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანების პერიოდში. ამ გარემოებათა კუმულატიური წესით არსებობაა აუცილებელი აღნიშნული, კოდექსის 1218-ე, მუხლით გათვალისწინებული საოჯახო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.
საქართველოს სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს წარმოადგენს პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ კანონის მესამე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე წარმოადგენს შრომისუუნარო პირს (3.1.2.), იგი იღებს პენსიას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით გამოიკვეთა მისთვის სრულწლოვანი, შრომისუნარიანი შვილის მხრიდან მატერიალური დახმარების აუცილებლობა, რაც სავალდებულო მოთხოვნაა სრულწლოვანი შვილისათვის საალიმენტო ვალდებულების დასადგენად.
მოსარჩელე ე----- ჯ---------- დიაგნოზია: ი–---------------–--------------------------–-----------–------------------------------------–-----------------------------–----------------. პაციენტს მუდმივად ესაჭიროება სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობა. მას მკურნალი ექიმის მიერ დაენიშნა ცხრა დასახელების კონკრეტული მედიკამენტი, რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით. მითითებული პრეპარატების ჩამონათვალიდან რვა ერთეულის დასახელების მედიკამენტების ღირებულება მითითებულია 2019 წლის 20 მარტს გაცემული კალკულაციაში, რომელთა საბოლოო ღირებულება თვეში შეადგენს 640.69 (ექვსას ორმოცი ლარს და სამოცდაცხრა თეთრს) ლარს (3.2.8). მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის სახელზე გასაცემი პენსიის ოდენობა კი შეადგენს 200 (ორასი) ლარს. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ე----- ჯ--------- საჭიროებს მომვლელს. მასთან მცხოვრები სრულწლოვან შვილს, თ-- ჯ---------- უხდება არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ე----- ჯ---------- მოვლა, არამედ ბებიის ვ---- გ-----–----- (ე----- ჯ---------- დედა) ზრუნვაც. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ ე----- ჯ---------- დედას, ვ---- გ-----–--- კანონით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და საჭიროებს დახმარებას. ამასთან, დავის საგანს წარმოადგენს ლ---- ჯ---------- საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრა შრომისუუნარო მშობლის მიმართ (სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი) და არა შვილიშვილის საალიმენტო მოვალეობა შრომისუუნარო ბებიის მიმართ (სამოქალაქო კოდექსის 1224-ე მუხლი). მოსარჩელის განმარტებით, ე----- ჯ---------- ესაჭიროება მომვლელი, რომლის ანაზღაურება თვეში სავარაუდოდ შეადგენს 600-700 ლარს. მოსარჩელის ზეპირი განმარტება არ არის განმტკიცებული სათანადო მტკიცებულებით და აღნიშნული შეეხება სამომავლო და ბუნდოვან გარემოებას მომვლელის აყვანის საჭიროების თაობაზე.
მოსარჩელე მხარე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხე ლ---- ჯ---------- მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა. საქმის მასალებით, ლ---- ჯ---------- 2019 წლის 15 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის (N1--------) საფუძველზე საკუთრებაში მიიღო მამიდის დანაშთი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, ფ-------------–---------------------------–-----------–--------------------------- (საკადასტრო კოდი 0----------------------), ერთი მეორედი ნაწილი. უძრავი ქონება მოპასუხე მხარემ 2019 წლის 15 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა დ----- გ--------. ნასყიდობის ღირებულების თანხა განისაზღვრა 45 000 ლარით. ლ---- ჭ---------- მამიდის დანაშთი ქონებიდან ასევე მიიღო ფულადი თანხა, დაახლოებით 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული სამკვიდრო ქონება (როგორც უძრავი ნივთი, ასევე ფულადი თანხა) ლ---- ჯ-------------- ერთად თანაბარწილად (3.2.6). მითითებული გარემოება დაკავშირებულია მოპასუხე ლ---- ჯ---------- მემკვიდრეობითი უფლების რეალიზაციასთან, რაც გარკვეულწილად მის მატერიალურ მდგომარეობას აუმჯობესებს, თუმცა არ არის განმსაზღვრელი მისი შრომისუუნარო მშობლის მიმართ საალიმენტო მოცულობის დასადგენად. მით უფრო, სამკვიდრო ქონება თანაბარწილად მიიღო მისმა დამ, თ-- ჯ-----------–, რომელსაც მოპასუხესთან ერთად აკისრია თანაბარი ზრუნვის ვალდებულება მშობლის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს.
სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელისათვის მატერიალური დახმარების საჭიროების ცნება შეფასებითი კატეგორიისა და მისი არსებობა-არარსებობის საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარემ სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაადასტურა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის შრომისუუნარო და მას სჭირდება დახმარება. ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. როგორ უკვე აღინიშნა მოსარჩელისათვის დანიშნული და ყოველთვიურად სავალდებულო მისაღები მედიკამენტების ღირებულება თვეში შეადგენს ჯამში 640.69 (ექვსას ორმოცი ლარის და სამოცდახუთი თეთრს) ლარს. საწინააღმდეგო სახის გარემოებასა თუ მტკიცებულებაზე მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. სასამართლო ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ნორმალური რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, რაც გულისხმობს, როგორც შრომისუუნარო მშობლის საჭიროების, მატერიალური მდგომარეობის, ისე შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებას. მოპასუხე მხარე შრომისუნარიანია და მას აქვს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხე თანახმაა შრომისუუნარო მშობლის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 135 (ას ოცდათხუმთეტი) ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 18.06.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმი შეადგენს: 2019 წლის მარტის თვისათვის - 181.2 ლარს, აპრილის თვისათვის - 185 ლარს და მაისის თვისათვის - 190.1 ლარს. დადგენილი საარსებო ოდენობა შეესაბამება მოსარჩელე მხარისათვის დანიშნულ სახელმწიფო გასაცემლის ოდენობას, რაც საკმარისია ზრდასრული ადამიანის რჩენისათვის. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელისათვის აუცილებლად მისაღები მედიკამენტების ჩამონათვალს და სათანადო მტკიცებულებით დადასტურებულ ღირებულებას (640. 69 ლარს), სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხარჯი უნდა გაიყოს ორივე შრომისუნარიან შვილზე. ზოგადი წესით, სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით მშობლების მიმართ შვილების მოვალეობათა განსზღვრის დროს მხედველობაში მიიღება ყველა სრულწლოვანი შვილის ვალდებულება მშობლებზე ზრუნვისა და მათთვის დახმარების გაწევის თაობაზე. მოსარჩელე მეორე სრულწლოვანი შვილის მიმართ ალიმენტის თაობაზე მოთხოვნას არ აყენებს, ვინაიდან მისი თქმის, მას თ-- ჯ------------- აქვს მატერიალური მხარდაჭერა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს ალიმენტის მიმღები პირისათვის მატერიალური დახმარების საჭიროების დადგენისას, მთლიანი ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველს.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სარჩენი პირის ნორმალური რჩენისათვის და დანიშნული მკუნალობისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების, მოპასუხე მხარის სტაბილური შემოსავლის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სხვა პირის რჩენის კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება არ გააჩნია, სრულწლოვანი შვილისათვის, ლ---- ჯ---------------- ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 320 (სამას ოცი) ლარით. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მშობლებსა და შვილებს შორის საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას, მისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენას და არ გულისხმობს სარჩენი პირისათვის რაიმე სახით კომფორტულ გარემოს შექმნას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ე------ ჯ--------- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მოცემული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ლ---- ჯ---------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ე------ ჯ---------- (პირადი №0----------) სარჩელი ლ---- ჯ---------- (პირადი №0----------) მიმართ:
დაეკისროს მოპასუხე ლ---- ჯ---------- (პირადი №0----------) ე------ ჯ---------- (პირადი №0----------) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 320 (სამას ოცი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მარტიდან) გარემოებების შეცვლამდე;
2. დაეკისროს მოპასუხე ლ---- ჯ---------- (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე