გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22974 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ი----- ტ------–-
წარმომადგენლები ა-------- ჭ--–---–-, ა-–---- გ-------, ჟ--–---- ტ------–-
მოპასუხე ნ--- ტ------–-
წარმომადგენელი მ----- ბ--------
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--- ტ------–--ათვის მოსარჩელე ი----- ტ------–-- ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. მოპასუხე ნ--- ტ------–--ათვის მოსარჩელე ი----- ტ------–-- წარსული დროის ალიმენტის სახით 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 31 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 31 ივლისამდე).
1971 წლის 2---------ს დაბადებული ნ--- ტ------–- წარმოადგენს ი----- ტ------–-ა და ჟ--–---- ტ------–- საერთო შვილს. მოსარჩელე არის ომის ვეტერანი და აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. მას აქვს შემდეგი სახის დაავადებები: თ-----------------------–----------------------------–----------------–------–-----------------------------------------–--------–------------–-------------–----------–------------------------------------–-----------–-----------------------–--------–-------–-------------------------–--------–-----------------–----------––---------------–----------------. 2008 წლის 1--------- ი----- ტ------–მა ნ--- ტ------–- ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა 1-------. შენობა 2------- მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნულ ფართში ფუნქციონირებდა მაღაზია, რომელიც ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ, ნ--- ტ------–- საშუალებას მისცემდა ოჯახის წევრებს, ესარგებლათ აღნიშნული ფართით. მოსარჩელეს ჰყავს მეორე შვილი, 1986 წელს დაბადებული კ--- ტ------–-, რომელიც ცხოვრობს ი----- ტ------–თან და ჟ--–---- ტ------–თან ერთად მისამართზე: თბილისი, კ----–-----------------------–---------------------). დღესდღეობით ი----- ტ------–-- სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, რომლის საერთო ფართიც შეადგენს 8---------- კ--- ტ------–- იხდის კომუნალურ გადასახადებს, ყიდულობს მოსარჩელისათვის მედიკამენტებს და თავის თავზე იღებს ოჯახის მოვლა-პატრონობისათვის ყველა აუცილებელ ხარჯს. გარდა ამისა, კ--- ტ------–- ჰყავს ოჯახი - მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. 2013 წელს ნ--- ტ------–მა მეორედ იქორწინა ბ------ ჩ-------ზე. ნ--- ტ------–მა დააპირა მამის მიერ ნაჩუქარი ფართის გაყიდვა, რაც გახდა მხარეთა შორის სასამართლოში დავის საფუძველი. კერძოდ, ი----- ტ------–მა სარჩელი წარადგინა ნ--- ტ------–-- მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ნ--- ტ------–- იღებს სარგებელს გაქირავებული ფართიდან, რომელსაც ამჟამად ქირაობს ინდ.მეწარმე თ----- მ---------–---–ი. აღნიშნულის შედეგად, ი----- ტ------–- ვეღარ იღებს შემოსავალს. მოპასუხე ყურადღებას არ იჩენს შრომისუუნარო მამის მიმართ, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. მოსარჩელე იღებს პენსიას 200 (ორასი) ლარს, რომელიც არ არის საკმარისი ნორმალური სიცოცხლის უზრუნველსაყოფად და ვერ ფარავს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენეტების შესაძენად საჭირო თანხებს. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ნ--- ტ------–- დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ ორჯერ გადაიტანა ინსულტი. პირველად, 2015 წელს, ხოლო მეორედ, 2017 წლის დეკემბრის თვეში, რის შემდეგაც უფრო მეტად დამძიმდა მისი მდგომარეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ი----- ტ------–- საჭიროებს რეაბილიტაციის კურსის გავლას, რომელიც გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში. აღნიშნულის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 300 (სამასი) ლარს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შესაძენად ი----- ტ------–- ყოველთვიურად საჭიროებს დაახლოებით 200 (ორასი) ლარს. ნ--- ტ------–- ჰყავს ერთი სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილი, შესაბამისად მას კმაყოფაზე მყოფი პირი არ ჰყავს. მოპასუხე მხარეს აქვს საკმაოდ კარგი ფინანსური მდგომარეობა, გარდა იმისა, რომ ზემოთხსენებული ფართის გაქირავებით იღებს გარკვეულ შემოსავალს, ასევე მუშაობს შ------------------------------------------ში, საიდანაც ხელფასისა და პრემიების სახით ასაღები ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1 300 (ათას სამასი) ლარს.
(სარჩელი, 2018 წლის 07 აგვისტოს და 09 აგვისტოს განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, 2019 წლის 28 თებერვლისა და 26 მარტის სხდომის ოქმები)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.
2.2. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება.
ი----- ტ------–- არ არის შრომისუუნარო და ლოგინად ჩავარდნილი, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს. იგი თავად მონაწილეობდა ამავე მხარეთა შორის არსებულ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და ფიზიკურადაც ეხმარებოდა ხელოსნებს. ი----- ტ------–- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის გაქირავებით იღებს შემოსავალს. ი----- ტ------–-ა და ნ--- ტ------–- შორის დადებულ ხელშეკრულებას არავითარი წინაპირობა არ ჰქონია და დასაჩუქრებულს არ ავალდებულებდა რაიმე მოქმედების შესრულებას. ნაჩუქარი ქონება წარმოადგენდა მშენებარე ობიექტს, ამდენად, ვერ იქნებოდა ი----- ტ------–--ა და კ--- ტ------–--ათვის შემოსავლის წყარო. შენობამ მაღაზიის ფუნქცია შეიძინა მას შემდეგ, რაც ნ--- ტ------–მა გარკვეულ ეტაპამდე მიიყვანა მშენებლობა. აღნიშნულ ქონებაზე მიმდინარე დავაზე მიღებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება N----------, სადაც დავის საგანს წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება. აღნიშნული უძრავი ქონების პირველ სართულს აქვს საცხოვრისის ფუნქცია და მასში დღეის მდგომარეობით ცხოვრობს ნ--- ტ------–-- სრულწლოვანი შვილი. ზემოთ მითითებული საქმის განხილვისას, ი----- ტ------–-- წარმომადგენელმა დაადასტურა სახლის ნაწილის გაქირავებით მიღებული შემოსავლების 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით არსებობა და განმარტა, რომ აღნიშნული თანხა არასაკმარისია მკურნალობის საჭიროების მქონე პირისათვის. ნ--- ტ------–- აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია ფ---------------------–---------------------–----------------------------–--------------------------–-------------------------------------–-------: N------ ფ---------------------–--------–----------–------- აღნიშნული დაავადებიდან გამომდინარე ნ--- ტ------–- საჭიროებს 3-4 თვეში ერთხელ გამოკვლევების ჩატარებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. აღნიშნული მკურნალობისა და გამოკვლევების ჩასატარებლად საჭიროა დაახლოებით 300-დან 400 ლარამდე. ნ--- ტ------–- აღებული აქვს კრედიტი მამის მიერ ნაჩუქარი სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და მისი კეთილმოწყობის მიზნით, რომლისთვისაც იხდის ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს. ნ--- ტ------–- დასაქმებულია ს----------–----–--------------------------------------------------–---------------–--------------ის ო-----------–------------------------–------------------–---–----------------------- თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 1000 (ათასი) ლარს. ნ--- ტ------–- ცხოვრობს მეუღლესთან ერთად მისამართზე: ქალაქი რ----------------–----------------------. ი----- ტ------–- შრომისუნარიანია მიუხედავად მისი ასაკისა, იგი იღებს შემოსავალს არა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გაქირავებით, არამედ პენსიის სახითაც, რომელიც 200 (ორასი) ლარზე გაცილებით მეტია, რადგან დამატებით იღებს ომის ვეტერანობისათვის დადგენილი ოდენობის თანხასაც, ამასთანავე, სარგებლობს სახელმწიფოს შეღავათებით;
(შესაგებელი, 2019 წლის 28 თებერვლისა და 26 მარტის სხდომის ოქმები).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ი----- ტ------–- მეუღლესთან ჟ--–---- ტ------–თან და შვილებთან, ნ--- ტ------–თან და კ------- ტ------–თან ერთად ცხოვრობდა მისამართზე თბილისი, კ----–-----------------------–---------------------.
2013 წელს ნ--- ტ------–- დაქორწინდა ბ------ ჩ-------ზე და ამჟამად მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: ქალაქი რ----------------–----------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა ა-------- ი----- ტ------–-- სახელზე, გაცემის თარიღი 1998 წლის 14 აგვისტო (ს.ფ. 22).
3.1.2. ი----- ტ------–-, ჟ--–---- ტ------–- და მათი სრულწლოვანი შვილი კ------- ტ------–- ამჟამადაც ცხოვრობენ მისამართზე: თბილისი, კ----–------------------------–---------------------. კ------- ტ------–- ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი. იგი დასაქმებულია და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მამას ფინანსურად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ამონაწერი კ------- ტ------–-- მიერ შესრულებული კომუნალური გადახდების შესახებ (ს.ფ. 33-35).
3.1.3. ი----- ტ------–-- მიერ ნ--- ტ------–--ათვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულ საცხოვრებელ ფართში, მდებარე მისამართზე: თბილისი, უ----------------------------------------------–--–----------------------–----------------------------------------------------------- ცხოვრობს ნ--- ტ------–-- სრულწლოვანი შვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.4. 2013 წლის შემდეგ ოჯახის წევრებს, ი----- ტ------–-, ჟ--–---- ტ------–-, კ------- ტ------–- და ნ--- ტ------–- შორის ურთიერთობა უკიდურესად გართულდა. მხარეთა შორის დღემდე კონფლიქტური დამოკიდებულებაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);
_ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ ნ--- ტ------–-- სახელზე 2015 წლის 07 მარტს გაცემული მიმართვა (ს.ფ. 91);
_ ც------------------ განცხადება-ხელწერილი დამოწმებული სანოტარო წესით, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N---------, მ------ გ------------ს განცხადება-ხელწერილი დამოწმებული სანოტარო წესით, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N--------- (ს.ფ. 189-192).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1971 წლის 2---------ს დაბადებული ნ--- ტ------–- არის ი----- ტ------–--ა და ჟ--–---- ტ------–-- (მოსარჩელის წარმომადგენელი) შვილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ უ---------------–------------–---------ს რაიონის მიერ 1971 წლის 0------------–- გაცემული ნ--- ტ------–-- დაბადების მოწმობა I----------- (ს.ფ. 23).
3.2.2. 2008 წლის 1--------- ი----- ტ------–მა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ნ--- ტ------–- უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, უ----------------------------------------------–--–----------------------–---------------------------------------------------------;
აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის მიმდინარეობს დავა სასამართლოში უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მოთხოვნით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2008 წლის 1--------- დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება ი----- ტ------–-ა და ნ--- ტ------–- შორის, რეესტრში რეგისტრაციის N------ (ს.ფ. 28-30;
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 01.11.2017 წელი (ს.ფ. 36-37);
_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 12.11. 2018 წელი, საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 186-188);
_ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება საქმე N---------- (ს.ფ. 63-76).
3.2.3. ი----- ტ------–- არის საქართველოს ჩ---------–--–-------–------–----ი, ვეტერანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი----- ტ------–- 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე შემოსავლები არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ სსიპ ვ---------------------------–-–-----------------ს მიერ გაცემული ვეტერანის მოწმობა ს.კ. 1----------- (ს.ფ. 24);
_ საქართველოს ჩ---------–--–-------–----ს მიერ 1999 წლის 05 თებერვალს გაცემული მოწმობა №------ (ს.ფ. 25).
მოსარჩელის განმატებით მისი პენსიის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ასაკით პენსიონერისათვის გათვალისწინებულ თანხას 200 (ორასი) ლარს და სხვა სახელმწიფო შეღავათებით არ სარგებლობს. აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე და მიუთითებს, რომ ი----- ტ------–- ასევე იღებს ვეტერანობისათვის დადგენილი სახელმწიფო შეღავათებს და გაცილებით მეტ საპენსიო თანხას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეს არ ერთვის.
3.2.4. მოსარჩელე ი----- ტ------–- ქონების გაქირავების გზით დამატებითი შემოსავალი არ აქვს;
საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მოსარჩელე მხარის და მასთან მცხოვრების ოჯახის წევრების მიერ თავისი საცხოვრებელ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილის გაქირავების შედეგად შემოსავლების მიღება. მოსარჩელე ი----- ტ------–- არ ეთანხმება ნ--- ტ------–-- მიერ მითითებულ გარემოებას საცხოვრებელი სახლის მესამე და მეოთხე სართულების (რომელიც ამჟამად ირიცხება ჟ--–---- ტ------–-- სახელზე) გაქირავებისა და აქედან რაიმე სახის შემოსავლის მიღების ფაქტს.
3.2.5. ი----- ტ------–მა ორჯერ, 2015 წელს და 2017 წლის დეკემბრის თვეში, გადაიტანა ინსულტი. მოსარჩელეს მედიცინის მუშაკების მიერ დასმული დიაგნოზის საფუძველზე აღენიშნება: თ-----------------------–----------------------------–----------------–------–-----------------------------------------–--------–------------–-------------–----------–------------------------------------–-----------–-----------------------–--------–-------–-------------------------–--------–-----------------–----------––---------------–----------------, ჰ------------–--------–-------------–--------–---–-------------------------------–----------------------------–----–--------------------–----------------. ი----- ტ------–- საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ქ. თბილისის შ--------–--------ი საავადმყოფოს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული ცნობა ი----- ტ------–-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 26);
_შპს ,,K-----------------------”-ის მიერ 2018 წლის 22 მაისს გაცემული ცნობა N---- ი----- ტ------–-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 27);
_ შპს ,,ა--------------ს” მონაცემები მედიკამენტების ღირებულების შესახებ (ს.ფ. 41, 194-195);
_ ექიმ ნ---- ც----------ს მიერ 2019 წლის 22 თებერვალს ი----- ტ------–-- სახელზე გაცემული რეცეპტი (ს.ფ. 195).
3.2.6. ნ--- ტ------–- აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები: მოპასუხეს აღენიშნება ფ---------------------–------------------------, მ---------–------------------------------------–---------------------------------------–--------–----------–------------------------------------–------–-----------------. აღნიშნულის მკურნალობის მიზნით 2013 წლის 27 სექტემბერს ნ--- ტ------–მა ჩაიტარა ფარისებური ჯირკვლის ტ------–-------------–--------–------------- გამო, ამავე წლის ნოემბერში იმკურნალა რ------------------------------------–--------------------------, 2013 წლის დეკემბრის თვეში ჩაუტარდა რ-----------------------------------–----------------------–---------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ შპს „ქ. თ---–------------–----------------------ს“ მიერ 2014 წლის 15 მაისს გაცემული ცნობა N--- ნ--- ტ------–-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 87);
_ შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–---------------–----–---------–-----------------------ს“ მიერ 2014 წლის 15 მაისს გაცემული ცნობა N----- ნ--- ტ------–-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 88);
_ შპს „ო-----–-----------–-----------–-------–-----------------------–--–---–----------–-----–------ის მიერ გაცემული ულტრაბგერითი კვლევა ნ--- ტ------–-- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 89);
_ ვ----------–----------------------–----------------–----------------–-------–----------------–--ის მიერ 2013 წლის 07 ოქტომბრის მორფოლოგიური ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ნ--- ტ------–-- ოპერაციული მასალის დასკვნა (ს.ფ. 90);
_ შპს „ს--------------------------------------ს“ მიერ 2017 წლის 15 აგვისტოს გაცემული სიცოცხლის დაზღვევის პოლისი ნ--- ტ------–-- სახელზე (ს.ფ. 114).
მოპასუხე ნ--- ტ------–-- მითითებით, დადგენილი დიაგნოზის გათვალისწინებით, 3 (სამი) თვეში ერთხელ ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევები, რომლის ღირებულება შეადგენს 300-400 ლარს.
3.2.7. მოპასუხე ნ--- ტ------–- დასაქმებულია ს----------–----–--------------------------------------------------–---------------–--------------ის ო-----------–------------------------–------------------–---–----------------------- პოზიციაზე და მისი ანაზღაურება 2015 წელს შეადგენდა 995 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს, 2016 წლიდან მოპასუხის დარიცხული ხელფასის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენს 1000 (ათასი) ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ--- ტ------–- 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მოპასუხე ნ--- ტ------–-- მიერ მიღებული შემოსავალი 2015 წლის 31 ივლისიდან შეადგენს: აგვისტოს თვეში - 1120 ლარს, სექტემბრის თვეში - 1255 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1187.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 1120 ლარს, დეკემბრის თვეში - 1505 ლარს, 2016 წლის იანვრის თვეში - 1120 ლარს, თებერვლის თვეში - 1463.71 ლარს, მარტის თვეში - 1324.09 ლარს, აპრილის თვეში - 1318.18 ლარს, მაისის თვეში - 1246.59 ლარს, ივნისის თვეში - 1246.59 ლარს, ივლისის თვეში - 1246.58 ლარს, აგვისტოს თვეში - 1175 ლარს, სექტემბრის თვეში - 1246.59 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1246.59 ლარს, ნოემბრის თვეში - 1175 ლარს, დეკემბრის თვეში - 1443.18 ლარს, 2017 წლის იანვრის თვეში - 1175 ლარს, თებერვლის თვეში - 1071.59 ლარს, მარტის თვეში - 1350 ლარს, აპრილის თვეში - 1098.76 ლარს, მაისის თვეში - 1364.35 ლარს, ივნისის თვეში - 1485.36 ლარს, ივლისის თვეში - 1127.58 ლარს, აგვისტოს თვეში - 1000 ლარს, სექტემბრის თვეში - 1063.78 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1000 ლარს, ნოემბრის თვეში - 1273 ლარს, დეკემბრის თვეში - 1530.29 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1000 ლარს, თებერვლის თვეში - 1063.79 ლარს, მარტის თვეში - 1068.19 ლარს, აპრილის თვეში - 1000 ლარს, მაისის თვეში - 1336.38 ლარს, ივნისის თვეში - 1336.38 ლარს, ივლისის თვეში - 1268.18 ლარს, აგვისტოს თვეში - 1255.69 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ ს----------–----–--------------------------------------------------–---------------–--------------ის მიერ ნ--- ტ------–-- სახელზე გაცემული მოწმობა (ს.ფ. 42);
_ ს----------–----–--------------------------------------------------–---------------–--------------ის მიერ გაცემული ცნობა ნ--- ტ------–-- ხელფასის შესახებ (ს.ფ. 197);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 09 ოქტომბრის მიმართვა N------------, დანართი (ს.ფ. 125-128).
წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 09 ოქტომბრის მიმართვა N------------ (ს.ფ. 125-128) ნ--- ტ------–-- შემოსავლების შესახებ, რომლის თანახმადაც ნ--- ტ------–-- მიერ 2015 წლის 31 ივლისიდან დღემდე შემოსავლები ერიცხება დამსაქმებლის კერძოდ, ს----------–----–--------------------------------------------------–---------------–--------------ის მიერ.
3.2.8. თ----- მ---------–---–ი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ და მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს თბილისი, უ--------------------;
უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე თბილისი, უ---------------------------------------------–------------------------------–---------------------------------–--------------, მოქმედი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საიჯარო ქირა განისაზღვრა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერით (მეწარმეთა და არასამეწარმეო, არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2017 წლის 24 ივლისი (ს.ფ. 38-40);
_ი-–----------------–---–-ს აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 193).
სასამართლო სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს ნ--- ტ------–- აქვს დამატებითი შემოსავალი ი/მ თ----- მე--------–---–--- საიჯარო ფართის გაქირავების შედეგად, დაახლოებით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი (მეწარმეთა და არასამეწარმეო, არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და აუდიტორის დასკვნა, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ და უტყუარად არ ადასტურებს სადავო ფაქტს ნ--- ტ------–-- მიერ ფართის გაქირავებისა და ამის შედეგად შემოსავლის მიღების შესახებ.
3.2.9. ნ--- ტ------–- ერიცხება სხვადასხვა მოცულობის საკრედიტო დავალიანებები სს „თ----------თან“, სს „კ------------თან“, სს „ს----------–--------თან“, შპს მ---------------------თან“, სს „ვ-----------------------სთან“. აღნიშნული საბანკო დავალიანებების დასაფარად ნ--- ტ------–- ყოველთვიურად იხდის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის მოცულობით ფულად თანხა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,თ----------ის” საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #--------------- (ს.ფ. 92-94);
_სს „კ------------ის“ სესხის ხელშეკრულება #--------------- (ს.ფ. 95-98);
_შპს მ---------------------ის“ სესხის ხელშეკრულება N------- (ს.ფ. 99-102);
_სს ,,თ----------ის” საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #--------------- (ს.ფ. 103-105);
_ სს „ვ-----------------------ს“ საკრედიტო ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 106-113).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოსარჩელე ი----- ტ------–- არ საჭიროებს ალიმენტის სახით დახმარებას სრულწლოვანი შვილისაგან, ნ--- ტ------–--აგან. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4.2. არ არსებობს მოპასუხისათვის ი----- ტ------–-- სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე, 1219-ე და 1234-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხე ნ--- ტ------–- წარმოადგენს მის სრულწლოვან შრომისუნარიან შვილს, რომელიც მოვალეა არჩინოს შრომისუუნარო მშობელი, რომელსაც დახმარება სჭირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, 1. შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. 2. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. 3. შვილები შეიძლება განთავისუფლდნენ მშობლების რჩენის მოვალეობისაგან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მშობლები თავს არიდებდნენ მშობლის მოვალეობის შესრულებას. 4. მშობელი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, კარგავს შვილებისაგან ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.
ნ--- ტ------–- (დაბადების თარიღი 1971 წლის 2---------ი) არის მოსარჩელე ი----- ტ------–-- შვილი (3.2.1.).
სამოქალაქო კოდექსის 1219-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეული შვილის მონაწილეობას იმ შრომისუუნარო მშობლის რჩენაში, რომელიც დახმარებას საჭიროებს, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, მშობლებისა და შვილების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. 2. ამ თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მშობლების ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობას მიუხედავად იმისა, სარჩელი წარდგენილია ყველა, რამდენიმე თუ ერთი შვილის მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ი----- ტ------–მა მოითხოვა ალიმენტი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და ამასთან განმარტა, რომ მისი ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად საკმარისი ალიმენტი გადახდილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ნ--- ტ------–-- მიერ, რადგან მისი მეორე სრულწლოვანი შვილი კ------- ტ------–- შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მამას. ამასთან, კ------- ტ------–- ჰყავს მეუღლე და კმაყოფაზე მყოფი ორი არასრულწლოვანი შვილი, ხოლო, ნ--- ტ------–- კმაყოფაზე მყოფი პირი არ ჰყავს.
სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლი შვილისათვის მშობლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრების წინაპირობებს ადგენს და ესენია: შვილის სრულწლოვანება და შრომისუნარიანობა; მშობლის შრომისუუნარობა და მშობლისათვის მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მატერიალური დახმარების აუცილებლობა, მშობლის მხრიდან თავისი, როგორც მშობლის, მოვალეობის შესრულება შვილის მიმართ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანების პერიოდში. ამ გარემოებათა კუმულატიური წესით არსებობაა აუცილებელი აღნიშნული, კოდექსის 1218-ე, მუხლით გათვალისწინებული საოჯახო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.
უდავო გარემოებაა, რომ სრულწლოვანი ნ--- ტ------–- არის შრომისუნარიანი. იგი დასაქმებულია ს----------–----–--------------------------------------------------–---------------–--------------ის ო-----------–------------------------–------------------–---–----------------------- თანამდებობაზე. მისი ყოველთვიური ხელფასი 2015 წლიდან 2016 წლამდე შეადგენდა 995 (ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარს, ხოლო 2016 წლიდან 1000 (ათასი) ლარს. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარეს 2015 წლის 31 ივლისიდან უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით (3.2.7). სასამართლომ სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო ვერ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ნ--- ტ------–- აქვს დამატებითი შემოსავალი ი/მ თ----- მე--------–---–--- საიჯარო ფართის გაქირავების შედეგად, დაახლოებით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი (მეწარმეთა და არასამეწარმეო, არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და აუდიტორის დასკვნა, ვინაიდან აღნიშნული პირდაპირ, უტყუარად და სარწმუნოდ არ ადასტურებს სადავო ფაქტს ნ--- ტ------–-- მიერ ფართის გაქირავების შედეგად შემოსავლის მიღებას. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაედასტურებინა გარემოება მოპასუხე მხარის მიერ დამატებითი შემოსავლების არსებობის შესახებ. ამასთან, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეფასების კუთხით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ--- ტ------–- საბანკო დაწესებულებების წინაშე ერიცხება სხვადასხვა მოცულობის საკრედიტო დავალიანებები (3.2.9).
საქართველოს სოციალური დახმარების შესახებ კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს წარმოადგენს პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ კანონის მესამე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ მას კანონით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ამდენად, ი----- ტ------–- არ წარმოადგენს შრომისუუნარო პირს. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს სამართლებრივი ნორმით (1218-ე მუხლი) დადგენილ აუცილებელ მოთხოვნას სრულწლოვანი შვილისათვის საალიმენტო ვალდებულების დასადგენად.
სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელისათვის მატერიალური დახმარების საჭიროების ცნება შეფასებითი კატეგორიისა და მისი არსებობა-არარსებობის საკითხი უნდა გადაწყდეს თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე. მატერიალური დახმარების აუცილებლობის არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა.
მოსარჩელე მხარემ თავად დაადასტურა, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონების ნაწილი მდებარე მისამართზე: თბილისი, კ----–-----------------------–---------------------. დადგენილია, რომ ი----- ტ------–- არის საქართველოს ჩ---------–--–-------–------–----ი, ვეტერანი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი----- ტ------–- 2015 წლის აგვისტოს თვიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე შემოსავლები არ უფიქსირდება. მოსარჩელის განმატებით მისი პენსიის ოდენობა შეადგენს მხოლოდ ასაკით პენსიონერისათვის გათვალისწინებულ თანხას 200 (ორასი) ლარს და სხვა სახელმწიფო შეღავათებით არ სარგებლობს. (3.2.3). საქმეს არ ერთვის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხაზე მეტი ოდენობით პენსიის მიღებას ან სხვა შეღავათებით სარგებლობის ფაქტს დაადასტურებდა.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც მოსჩელე მხარის და მასთან მცხოვრების ოჯახის წევრების მიერ თავისი საცხოვრებელ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების ნაწილის გაქირავების შედეგად შემოსავლების მიღების ფაქტს დაადასტურებდა. თავად მოსარჩელე მხარე უარყოფს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ი----- ტ------–-- საცხოვრებელი სახლის მესამე და მეოთხე სართულები (რომელიც ამჟამად ირიცხება ჟ--–---- ტ------–-- სახელზე) გაქირავებულია და მისი ოჯახი აქედან რაიმე სახის შემოსავალს იღებს (3.2.4). ამდენად, მოსარჩელის მიერ რაიმე სახით დამატებითი შემოსავლის მიღება, საქმეში არსებული მასალებით, არ დადასტურდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე ი----- ტ------–- ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს პერიოდულად სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას (3.2.5). მოსარჩელე მხარე აქტიურად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო ვარჯიშებს, თუმცა სარეაბილიტაციო კურსის ვადას ან თანხის ზუსტ ოდენობას მოსარჩელე ვერ ასახელებს და არც აღნიშნულის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოუდგენია სასამართლოში. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება თუ კონკრეტულად რა თანხებია საჭირო ი----- ტ------–-- მედიკამენტური მკურნალობისათვის და რა თანხაა აუცილებელი სხვა მოთხოვნილებათა უზრუნველსაყოფად. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნება მოპასუხე ნ--- ტ------–-აც. მოპასუხის მითითებით, დადგენილი დიაგნოზის გათვალისწინებით, 3 (სამი) თვეში ერთხელ ესაჭიროება სამედიცინო გამოკვლევები, რომლის ღირებულება შეადგენს 300-400 ლარს (3.2.6.).
მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხისათვის ყოველთვიური ალიმენტის დასაკისრებლად სავალდებულო წინაპირობის, მატერიალური დახმარების აუცილებლობის არსებობის მტკიცების ტვირთის რეალიზება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, არ დგინდება მოსარჩელის შრომისუუნარობის ფაქტი. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადი წესით, სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლით მშობლების მიმართ შვილების მოვალეობათა განსზღვრის დროს მხედველობაში მიიღება ყველა სრულწლოვანი შვილის ვალდებულება მშობლებზე ზრუნვისა და მათთვის დახმარების გაწევის თაობაზე. მოსარჩელე მეორე სრულწლოვანი შვილის მიმართ ალიმენტის თაობაზე მოთხოვნას არ აყენებს, ვინაიდან მისი თქმის, კ------- ტ------–--გან აქვს მატერიალური მხარდაჭერა. ამასთან, კ------- ტ------–- თავად ჰყავს ორი კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე ნ--- ტ------–-- კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება და ამასთან, მოპასუხეს აქვს სტაბილური შემოსავალი, არ არის საკმარისი სრულწლოვანი შვილისათვის მშობლის მიმართ საალიმენტო მოვალეობის დასადგენად. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით, არ დადასტურდა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ორი აუცილებელი კუმულატიური წინაპირობა: მოსარჩელის შრომისუუნარობა და მატერიალური დახმარების აუცილებლობა. მხარემ ვერ დაადასტურა მისი რჩენის უზრუნველსაყოფად პენსიის სახით ყოველთვიურად მიღებული თანხის (როგორც თავად მხარე ადასტურებს 200 (ორასი) ლარის) ზემოთ სხვა თანხების საჭიროება. ასევე, მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის მეუღლის ჟ--–---- ტ------–-- და სრულწლოვანი შვილის კ------- ტ------–-- მოსარჩელესთან ცხოვრებისა და საჭიროების შემთხვევაში, მათგან ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხისათვის ჩუქების საფუძველზე უძრავი ქონების გადაცემა (3.2.2.), თუმცა აღნიშნული მოპასუხე ნ--- ტ------–--ათვის, როგორც სრულწლოვან შრომისუნარიან შვილისათვის არ წარმოშობს მშობლის, ი----- ტ------–-- რჩენის ვალდებულებას. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მშობლებსა და შვილებს შორის საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას და არ გულისხმობს სარჩენი პირისათვის რაიმე სახით კომფორტულ გარემოს შექმნას.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მისთვის შეზღუდული შესაძლებლობების პირის სტატუსის მინიჭებას და შრომისუუნარობას დაადასტურებდა. ამდენად, საქმეზე არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე შრომისუუნარო პირია და მას ამავე დროს ჭირდება მატერიალურუ დახმარება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხე ნ--- ტ------–-- მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა წარსული დროის ალიმენტის სახით მოპასუხე ნ--- ტ------–--ათვის 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება 2015 წლის 31 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე (2018 წლის 31 ივლისამდე).
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტი შესაძლოა გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში წარსული დროისათვის, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული, რადგან ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ რჩენის ვალდებულების უგულებელყოფას 2015 წლის 31 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ნ--- ტ------–- უარს აცხადებდა მამის რჩენის მოვალეობაზე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარსული დროის ალიმენტის გადახდევინებას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს, მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის სახით თანხის დაკისრების საფუძველი. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით დადგენილი წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ მოთხოვნა უპირატესად მიმართულია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერსების დაცვის უზრუნველსაყოფად.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ტ------–-- სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ნ--- ტ------–-- მიმართ წარსული დროის ალიმენტის გადახდის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. - 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ი----- ტ------–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მოცემული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ი----- ტ------–-- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ--- ტ------–- უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს ი----- ტ------–-- (პირადი №0----------) სარჩელი ნ--- ტ------–-- (პირადი №0----------) მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ;
2. არ დაკმაყოფილდეს ი----- ტ------–-- (პირადი №0----------) სარჩელი ნ--- ტ------–-- (პირადი №0----------) მიმართ წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების შესახებ;
3. გათავისუფლდეს მოპასუხე ნ--- ტ------–- (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე