გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2018
საქმის ნომერი
330210018002263386
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1550-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ოქტომბერი, 2018წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე: მა---------------ი

წარმომადგენელი: მი------------------ე

მოპასუხეები: თე---------------ი, ზა---------------ი

წარმომადგენელი: და-------------ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე თე---------------ისა და ზა---------------ისათვის არასრულწლოვანი შვილიშვილის, და----–-----------ს (დაბადებული 2----–-–----- ივ-–---) რჩენა-აღზრდის მიზნით, სოლიდარულად, ალიმენტის სახით 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება ყოველთვიურად 2017 წლის 18 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე #2--------5 ედ--------------ს თავისი არასრულწლოვანი შვილის, და----–-----------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოვეთვიურად 140 ლარის ოდენობით, 2015 წლის 07 აგვისტოდან მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის მომენტიდან ალიმენტვალდებულ პირს არ გადაუხდია იგი, მამა არ იჩენს მზრუნველობას შვილის მიმართ, თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და გადაუხდელმა თანხამ, 2015 წლის 07 აგვისტოდან - 2017 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით შეადგინა - 3780 ლარი. მოსარჩელეს, მისი მცირე შემოსავლის გათვალისწინებით, არ შეუძლია სრულად დააკმაყოფილოს ბავშვის ასაკთან ერთად გაზრდილი საჭიროებები.

 

მოპასუხეები, თენგიზ და ზა---------------ები არიან და----–-----------ს პაპა-ბებია. მათ აქვთ საკმაო სახსრები და შემოსავალი შვილიშვილის სარჩენად. ვინაიდან არასრულწლოვანს არ შეუძლია მიიღოს სარჩო მშობლისგან, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხეებისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე, 1203-ე, 1224-ე მუხლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-15),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი, მიუთითეს მის უსაფუძვლობაზე და განმარტეს, რომ უპირველესად გაურკვეველია თანხის სოლიდარულად მათთვის დაკისრების არგუმენტაცია, 1225-ე მუხლი განსაზღვრავს შემთხვევას, როდესაც არასრულწლოვნის მშობლები შრომისუუნაროები არიან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ედ--------------ი უმუშევრობის გამო მართალია ამ ეტაპზე ვერ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, მაგრამ შვილი მიჰყავს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, ყოველ კვირა დღეს, უზრუნველყოფს მას აუცილებელი საჭიროებებით, იჩენს სიყვარულსა და სითბოს. ამასთან, საგულისხმოა, რომ პაპა-ბებიას არ აქვთ საკმაო სახსრები არასრულწლოვანი შვილიშვილის სარჩენად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ. 30-38),მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მა---------------ი და ედ--------------ი იმყოფებოდნენ საქორწინო ურთიერთობაში, რა დროსაც შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----- ივ-–--- დაბადებული და----–-----------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- და----–-----------ს დაბადების მოწმობა #----------- (ს.ფ. 16)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მშობლების ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, არასრულწლოვანი და----–----------- ცხოვრობს დედასთან, მა---------------თან ერთად მისამართზე ქ.თბილისი, ავ---–----------------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოსარჩელე მა---------------ი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. ედ--------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2--------5, არასრულწლოვანი შვილის, და----–-----------ს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით, 2015 წლის 07 აგვისტოდან.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაციის #---------------01, 22/11/2017წ მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლის 07 აგვისტოდან - 2017 წლის 01 ნოემბრის პერიოდის ჩათვლით, მოვალე ედ--------------ს კრედიტორ მა---------------ის მიმართ უნდა გადაეხადა 27 თვის ალიმენტი, სულ 3780 ლარის ოდენობით.

 

სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან დღემდე, მოვალე ედ--------------ის მიერ ალიმენტის თანხის გადახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე არ ფიქსირდება და დავალიანება შეადგენს 3780 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაცია #---------------01, 22/11/2017წ.

 

3.1.5. ედ--------------ი წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.6. ედ--------------ს შვილთან, და----–------------ან მამა-შვილური ურთიერთობა აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კვირა დღეს, რა დროსაც ბავშვი იმყოფება მამასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.7. თე---------------ი და ზა---------------ი არიან 2----–-–----- ივ-–--- დაბადებული - და----–-----------ს პაპა-ბებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.8. ს----–--–-------------–------------------------------–-------8------------ 05/09/2018წ მიხედვით, ზა---------------ის სახელზე ირიცხება საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ------–-----–-------–---------------------------------------------- 1, სართული 3----------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჯარო რეესტრის ამონაწერი #8------------ 05/09/2018წ (ს.ფ.103-104).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი შპს თბ--–----------------ს მიერ გაცემული ინფორმაციის 08/02/2018წ, #6------------ მიხედვით, თე---------------ი დასაქმებულია შპს ,,თბ--–----------------ს“ სპეც.მორიგე ბრიგადის დამგველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 825 ლარს. რაც შეეხება ზა---------------ს, მისი დასაქმების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხემ აღნიშნული გარემოება სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი ვერ შეძლო ამ გარემოების უდავოდ დადასტურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს თბ--–----------------ს მიერ გაცემული ინფორმაცია 08/02/2018წ, #6------------ (ს.ფ.46)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, მოთხოვნა პაპა-ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხეებისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ არასრულწლოვან და----–----------ს სარჩოს მიღება არ შეუძლია მამისგან, ედ--------------ისგან, ხოლო პაპა-ბებიას აქვთ საკმარისი სახსრები შვილიშვილის რჩენისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან.

 

დასახელებული მუხლი გამომდინარე, მისი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია რამდენი წინაპირობის თანადროული არსებობა: 1. არასრულწლოვანი შვილიშვილი უნდა საჭიროებდეს დახმარებას; 2. არასრულწლოვანს არ უნდა შეეძლოს სარჩოს მიღება თავისი მშობლებისაგან; 3. პაპას და ბებიას უნდა გააჩნდეთ საკმაო სახსრები შვილიშვილის რჩენისათვის. ამდენად, ნორმის თანახმად, ვიდრე პირს, რომელიც ალიმენტს საჭიროებს, შესაძლებლობა აქვს მიიღოს იგი რომელიმე მშობლისგან, უფლება არა აქვს მოითხოვოს იგი ოჯახის სხვა წევრებისაგან. პაპა-ბებიის საალიმენტო ვალდებულებას საფუძვლად უდევს ახლო ნათესაური ოჯახური კავშირი, მაგრამ მათ საალიმენტო ვალდებულებას გააჩნია დამატებითი, სუბსიდიალური ხასიათი იმ ძირითად ვალდებულებებთან შედარებით, რომლებსაც ასრულებენ ოჯახის პირველი რიგის წევრები.

 

სასამართლო ნორმას აამოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუკი დარწმუნდება, რომ უსახსროდ დარჩენილ შვილიშვილს სარჩოს მიღება მშობლებისაგან არ შეუძლია და პაპა-ბებიას გააჩნია საკმაო სახსრები. არ შეიძლება ამ უკანასკნელთ ალიმენტი დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი შრომისუნარიანია ან შრომისუუნარო, მაგრამ გააჩნია საკმაო სახსრები შვილის სარჩენად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა---------------ი და ედ--------------ი იმყოფებოდნენ საქორწინო ურთიერთობაში, რა დროსაც შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----- ივ-–--- დაბადებული და----–-----------.

 

მშობლების ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, არასრულწლოვანი და----–----------- ცხოვრობს დედასთან, მა---------------თან ერთად მისამართზე ქ.თბილისი, ავ---–----------------------------

 

მა---------------ი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.

 

ედ--------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე #2--------5, არასრულწლოვანი შვილის, და----–-----------ს სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით, 2015 წლის 07 აგვისტოდან.

 

საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ინფორმაციის #---------------01, 22/11/2017წ მიხედვით ირკვევა, რომ 2015 წლის 07 აგვისტოდან - 2017 წლის 01 ნოემბრის პერიოდის ჩათვლით, მოვალე ედ--------------ს კრედიტორ მა---------------ის მიმართ უნდა გადაეხადა 27 თვის ალიმენტი, სულ 3780 ლარის ოდენობით.

 

სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან დღემდე, მოვალე ედ--------------ის მიერ ალიმენტის თანხის გადახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე არ ფიქსირდება და დავალიანება შეადგენს 3780 ლარს.

 

მიუხედავად დავალიანების არსებობისა, უდავოა გარემოება იმის თაობაზე, რომ ედ--------------ი შრომისუნარიანი პირია. შესაბამისად, მას აქვს უნარი და შესაძლებლობა დასაქმდეს, მიიღოს ანაზღაურება და არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, და----–-----------. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი პაპა-ბებიის მხრიდან შვილიშვილის რჩენის ვალდებულებას, გამორიცხავს. ,, შვილისადმი არსებული თავის კანონისმიერი თუ მორალური ვალდებულებების სწორი, პასუხისმგებლობით გააზრების შემთხვევაში ბავშვის მამამ, როგორც ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელმა, შრომისუნარიანმა ახალგაზრდა ადამიანმა უნდა უზრუნველყოს შვილების რჩენა ელემენტარულ დონეზე მაინც. ეს კი მისთვის სავსებით ხელმისაწვდომია და ობიექტურადაც შესაძლებელი, რადგან საბაზრო ეკონომიკის პირობებში პირი შეიძლება არ იყოს დასაქმებული სახელმწიფო სამსახურში, მაგრამ ჰქონდეს შემოსავალი.“ (იხ.სუსგ #ას-1641-1631-2011, 20/01/2012წ).

 

ედ--------------ს შვილთან, და----–------------ან მამა-შვილური ურთიერთობა აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კვირა დღეს, რა დროსაც ბავშვი იმყოფება მამასთან და ეს უკანასკნელი იჩენს მის მიმართ მზრუნველობას, აკმაყოფილებს აუცილებელი საჭიროებებით. ედ--------------ს კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი და----–-----------სა, სხვა პირი არ ჰყავს.

 

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება ზა---------------ის შემოსავლის არსებობის ფაქტი, ხოლო თე---------------ის დადგენილი შემოსავალი, ხელზე ასაღები თანხის სახით, არ იძლევა მისი საკმაო სახსრად და მაღალ მატერიალურ შემოსავლად მიჩნევის შესაძლებლობას.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაოქ კოდექსის 1225-ე მუხლით განსაზღვრული, არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ, პაპა-ბებიისათვის ალიმენტის, ყოველთვიურად 500 ლარის სოლიდარულად დაკისრების ფაქტობრივი წინაპირობები, რის გამოც მა---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მა---------------ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს არც მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მა---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1--------- წლის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ზა---------------ის (პ--------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.თბილისი, წ-------–----------------------------------------------------------–------------------------------------------------------.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 46-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე მა---------------ის (პირადი №------------) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2----–-–----------------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ზა---------------ის (პ--------------- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.თბილისი, წ-------–----------------------------------------------------------–------------------------------------------------------.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია