განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210017001669860
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 2/ბ-13-18 02 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი( შეგებებული მოსარჩელე): წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელი (მესამე პირი) - - - - - - რ------ი ა--–------–ვილი ქ------- ა------, მ---- კა-----ე თ----- შ-----–იძე რ----- ფუ--------ე არასრულწლოვანი მ-- ა--–------–ვილი სსიპ ს--–---–----- მ---------------- სა--------ს ბა-----ის ს--–---–----- მ-------------- ცენტრის სპეციალისტი ლ-–- მ-----–---
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, თ----- შ-----–იძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, არასრულწლოვანი შვილის - მ-- ა--–------–ვილის (დაბადებული 2011 წლის 15 თებერვალს) საცხოვრებელ ადგილად, მამის-რ------ი ა--–------–ვილის საცხოვრებელის განსაზღვრა. თ----- შ-----–იძის სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, თ----- შ-----–იძე და რ------ი ა--–------–ვილი 2010 წლიდან იმყოფებიდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ, 2011 წლის 15 თებერვალს დაბადებული მ-- ა--–------–ვილი. თ----- შ-----–იძე და რ------ი ა--–------–ვილი ხასიათებით ვერ შეეწყვენ ერთმანეთს, რის გამოც განქორწინდნენ. მ-- ა--–------–ვილი იზრდება დედასთან. თ----- შ-----–იძე ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში, აქვს შვილის სათანდო აღზრდის ყველა წინაპირობა, ეკონომიურად უზრუნველყოფილია, გააჩნია სამუშაო და ყოველთვიური შემოსავალი. შესაბამისად, შვილის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს დედის მისამართის მიხედვით, ხოლო მოპასუხეს, თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ალიმენტის გადახდა თვეში 500 ლარის ოდენობით. რ------ი ა--–------–ვილის შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: შეგებებულმა მოსარჩელემ არ ცნო თავდაპირველი სარჩელი და განმარტა, რომ ქ. თ---–--ში აქვს საკუთარი უძრავი ქონება. ოჯახში გააჩნია შვილის სათანადო აღზრდის ყველა წინაპირობა, აქვს სტაბილური შემოსავალი, რომლითაც უკეთესად უზრუნველყოფს შვილის აღზრდას. მამასთან შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაში ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი, მიიღებს სათანადო განათლებას და უნარჩვევებს. თ----- შ-----–იძეს არ აქვს საკუთარი უძრავი ქონება, არ მუშაობს, არ აქვს სტაბილური შემოსავალი. გარდა ამისა, თ----- შ-----–იძის ოჯახის წევრები არიან ნასამართლევი პირები, რაც ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობაა შვილების სათანადო აღზრდისათვის. შესაბამისად, მოითხოვს შვილის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის მისამართის მიხედვით, ხოლო თ----- შ-----–იძის მოთხოვნა დედის მისამართის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. თ----- შ-----–იძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. თ----- შ-----–იძისა და რ------ი ას-–-----–---–ის შვილის - მ-- ას-–-----–---–ის (დაბადებული 2011 წლის 15 თებერვალს) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის მისამართის მიხედვით; 3. რ------ი ას-–-----–---–ს, თავისი არასრულწლოვანი შვილის, მ-- ას-–-----–---–ის (დაბადებული 2011 წლის 15 თებერვალს) რჩენისათვის, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე დაეკისროს, ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით; 4. ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყოს, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 17 იანვრიდან; 5. რ------ი ას-–-----–---–ს დაეკისროს, თ----- შ-----–იძეს აუნაზღაუროს, წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხა- 100 ლარის ოდენობით; 6. რ------ი ას-–-----–---–ს დამატებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 80 ლარის გადახდა; 7. რ------ი ას-–-----–---–ის სარჩელი, მისი მისამართის მიხედვით შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს; 8. რ------ი ას-–-----–---–ს, თავის სარჩელთან დაკავშირებით ბაჟი გადახდილი აქვს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. თ----- შ-----–იძე და რ------ი ა--–------–ვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 30 იანვრიდან-2017 წლის 9 იანვრამდე, რა დროსაც შეეძინათ ერთი შვილი, 2011 წლის 15 თებერვალს დაბადებული მ-- ა--–------–ვილი. განქორწინების შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. თ----- შ-----–იძე ცხოვრობს მშობლებთან ერთად მისამართზე, ქ. ბა-----ი, შა----–--ის ქ. №---ში. რ------ი ა--–------–ვილი ცხოვრობს მისი დედის, ც---–- ა----–ვილის საკუთრებად რეგისტრირებულ 105.4 კვ.მ. ფართის ბინაში მდებარე, ქ. თ---–--ში გუ-----–---–ის ქ. №--, 1-ლი კორპუსი ბ.---–-. მ-- ა--–------–ვილი ცხოვრობს დედასთან ერთად. 2.2. თ----- შ-----–იძის მშობლები არიან გ------ შ-----–იძე და ლ---ა ბ-–----ე. გ------ შ-----–იძე გასამართლებულია საქ. სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. ლ---ა ბ-–----ე გასამართლებულია საქ. სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ფაქტზე. 2.3. რ------ი ა--–------–ვილი მუშაობს შ--------–-----------------------------------------------–----–----------------------------–------------–----------დასახადო შემოწმების №2 სა----------–----------------------------------------------ე. მისი ხელფასი შეადგენს თვეში 1100 ლარს, ხელზე ღებულობს 855 ლარს. თ----- შ-----–იძის ზუსტი შემოსავალი არ დადგინდა. 2.4. რ------ი ა--–------–ვილს სს ,,ბანკი რესპუბლიკიდან“ მიღებული აქვს სესხი 20 000 აშშ დოლარი 15 წლის ვადით და მის დასაფარად, ყოველწლიურად იხდის 205 აშშ დოლარს; სს ,, ტერაბანკიდან“ გააქტიურებული აქვს ოვერდრაფტი და გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1747.13 ლარი; სს,, ტერაბანკიდან“ აღებული აქვს საკრედიტო ბარათი 1450 ლარის ლიმიტით. რ------ი ა--–------–ვილს სესხები აქვს, ასევე სს ,,თიბისი ბანკიდანაც“. 2.5. სოციალურმა მუშაკის 2017 წლის 16 მარტის დასკვნის მიხედვით, თ----- შ-----–იძე ცხოვრობს ქ. ბა-----ში, შა----–--ის ქ. №---ში მშობლებთან ერთად. მათ მფლობელობაშია ორ სართულ---ი კერძო სახლი. სახლი კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ავეჯით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. საცხოვრებელის საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან და აქვთ ინდივიდუალური შემოსავალი. მათი საერთო შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 2000 ლარს. თ----- შ-----–იძეს შექმნილი აქვს ბავშვის აღზრდისა და განვითარებსათვის სათანადო გარემო. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სოც. მუშაკი გაესაუბრა მ-- ა--–------–ვილს, გამოჰკითხა და შეამოწმა შვილისა და მშობლების ურთიერთობის საკითხი. გასაუბრებისას მ-- ა--–------–ვილმა განმარტა, რომ მას უყვარს მამა, სურს მასთან ხშირი ურთიერთობა, მაგრამ არ სურს დედის გარეშე მამასთან, ქ. თ---–--ში საცხოვრებლად წასვლა. მ-- ა--–------–ვილს ემოციური მიჯაჭვულობა აქვს დედასთან. 2.6. სოც. მუშაკის 2017 წლის 19 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, რ------ი ა--–------–ვილი ცხოვრობს ქ. თ---–--ში, გუ-----–---–ის ქ. №--, 1-ლი კორპუსი ბ. 6-ში. ბინაში გარემონტებულია ერთო ოთახი. დანარჩენი ფართები მოყვანილია თეთრი კარკასის მდგომარეობაში. სველი წერტილები მოწესრიგებულია. რ------ი ა--–------–ვილი მუშაობს და ღებულოს ხელფასს 880 ლარს. მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც დასაქმებულია უცხოეთში. ოჯახში არის შვილის აღზრდისათვის საჭირო პირობები. დასკვნაში ასევე განმარტებულია, რომ რ------ი ას-–-----–---–ი ცხოვრობს მარტო და შვილზე ზრუნვა მოუხდება მარტოს. სამუშაოდან გამომდინარე, ის დღისით ვერ შეძლებს ბავშვზე ზრუნვას, მაგრამ ამისათვის რ------ი ა--–------–ვილი ბავშვს შეიყვანს გახანგრძლივებულ წრეებზე. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1199-ე, 1201-1202-ე,,1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებზე, ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციაზე, ა------ნის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციაზე და განმარტა: ბავშვის უფლებათა კონვენციით, ბავშვის უფლებათა დეკლარაციით, ა------ნის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, ს--–---–----- და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით განმარტებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ა------ნის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. 2.8. დადგენილია, რომ მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან-თ----- შ-----–იძესთან. მშობლები არ არიან შეთანხმებულნი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. ამასთან, წინააღმდეგი არიან მეორე მშობელთან განისაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს ვალდებულებაა, მხოლოდ ბავშვის ობიექტური, უპირატესი ინტრესების გათვალისწინებით განსაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი. შვილის საცხოვრებელი ადგილის შერჩევა დედის ან მამის ფაქტორის გავლენით-შეცდომაა. საცხოვრებლად არჩეული უნდა იქნას ის მისამართი, სადაც ბავშვი სრულყოფილად მოემზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, სადაც უკეთ აღიზრდება მაღალი ღირებულების იდეალების, მშვიდობის, ა------ნის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, სადაც უკეთ იქნება დაცული მისი უფლებები, სადაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები იქნება და სადაც უკეთ გაიზრდება საზოგადოების სრულყოფილ წევრად, ასევე მშვიდად და დაცულად იგრძნობს თავს. თანაბარი პირობებისას, საზოგადოებაში დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენებით შესაძლებელია, შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას უპირატესობა დედას მიენიჭოს, მაგრამ, მხოლოდ დედის როლის გათვალისწინებით ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რასაც შვილის აღზრდა გულისხმობს. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას საცხოვრებელი ადგილის, ეკონომიური მდგომარეობის, შემოსავლის სტაბილურობის, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და ს--–---–----- განვითარებისათვის. 2.9. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის და მოპასუხის საყოფაცხოვრებო პირობები სტაბილური და ხელსაყრელია, თითოეულ მათგანთან არსებობს შვილების სათანადო აღზრდისა და განვითარების, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ჰიგიენურ-სანიტარული პირობები და ორივე მშობელთან თანაბრად მიიღწევა შვილების სათანადო აღზრდისა და რჩენის მიზანი. განსხვავებულია ეკონომიური მდგომარეობა და შემოსავალის სტაბილურობა. ამ მხრივ, რ------ი ას-–-----–---–ს ცოტათი უკეთესი ეკონომიური პირობები აქვს. მიუხედავად ამისა, ბიოლოგიური პრინციპის გათვალისწინებით, გამართლებულია, 6.5 წლის მ-- ა--–------–ვილი იზრდებოდნენ დედასთან. ამ ასაკში შვილის დედისგან იძულებით დაშორება, იმოქმედებს მის ფსიქიკაზე და მის ჩამოყალიბებაზე მოახდენს მავნე ზეგავლენას. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს დედის ნატვრის განცდა. მას უნდა ჰქონდეს დედასთან ყოველწამიერი ურთიერთობა. ზუსტად ამ ასაკში სჭირდება მას დედის ხელი, დედის ზრუნვა და სითბო. მითუმეტესს დადგენილია, რომ მ-- ა--–------–ვილი დედაზე შეჩვეულია და აქვს მყარი მიჯაჭვულობა. მამასთან მსგავსი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად მათი შეჩვევა, მყარი კონტაქტის ჩამოყალიბება და სისტემატური ურთიერთობაა საჭირო. სასამართლო ვერ დაუშვებს, რომ მამისა და შვილის მიჯაჭვულობის შესაქმნელად, შვილი დაშორებული იქნას დედისაგან და ამ გზით შვილს მ--ყენოს ფსიქოლოგიური ტრავმები. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში თ----- შ-----–იძეს სარჩელი საფუძვლ---ია, უნდა დაკმაყოფილდეს, არასრულწლოვანი მ-- ა--–------–ვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი, ხოლო რ------ი ას-–-----–---–ს უარი უნდა ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. 2.10. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს: ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა, მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე და 1212-ე მუხლების თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. 2.11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი, 2011 წლის 15 თებერვალს დაბადებული მ-- ა--–------–ვილი. მისი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის მისამართის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ რ------ი ა--–------–ვილი არ ცხოვრობს თ----- შ-----–იძესთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები და ვალდებულებები გააჩნია, როგორიც დედას-თ----- შ-----–იძეს, მათ შორის იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. 2.12. მითითებული ნორმების გათვალისწინებით, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდა-განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობით თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც. საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ. ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის, ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის შემოსავალია თვეში 855 ლარი, ამასთან გადასახდელი აქვს ბანკის ვალები, 500 ლარის დაკისრება არ არის გონივრული და მისი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 200 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილის ნორმალურ განვითარებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან-2017 წლის 17 იანვრიდან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად გამოიკვლია სოც.აგენტის დასკვნა, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბავშვის მიკუთვნების ნაწილში არასწორად განმარტა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბავშვი აღსაზრდელად დედას ეკუთვნება, თუმცა იმავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რ------ი ა--–------–ვილს აქვს უკეთესი და სტაბილური ფინანსური მდგომარეობა. ვინაიდან, მოსარჩელე უმუშევარია, მისი ცხოვრების განმავლობაში არცერთი დღე არ უმუშავია, გარდა ამისა, არ აქვს უმაღლესი განათლება და მისი აკადემიური მოსწრება შემოიფარგლება, მხოლოდ საშუალო/ზოგადი განათლებით, ცხადია ვერ იქნება ბავშვის აღზრდის კუთხით სასარგებლო. 3.2. სადავო არ გამხდარა ფაქტი, რომ თ----- შ-----–იძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან, რომლებიც არიან ნასამართლევი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა თაღლითობა, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და საბაჟო წესების დარღვევით საქონლის გადაადგილება. ამ ყველაფრის ფონზე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მცირეწლოვანი მაია ა--–------–ვილისთვის დედის ოჯახის წევრების გარემოცვაში აღზრდა არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას და მეტიც, იგი გაიზრდება საზოგადოების ღირსეულ წევრად. 3.3. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში სოც. მუშაკის დასკვნა სარწმუნო მტკიცებულებაა და დასკვნა იდეალურია, მაშინ როდესაც სასამართლო პროცესზე სოც. აგენტმა განაცხადა, რომ დასკვნა შეადგინა, მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი გამოკითხვის შედეგად 3.4. გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ მამას აქვს შეუზღუდავი უფლება შვილთან ურთიერთობისა, თუმცა, არ განსაზღვრავს კონკრეტული ნახვის და წაყვანის თარიღებს. მოცემული გადაწყვეტილებით რეალურად სასამართლომ მოუსპო მცირეწლოვანსა და მამას ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება, ვინაიდან ამგვარ დავებში, როდესაც საქმე სასამართლომდე მიდის, მშობლებს შორის კონსესუსი აღარ არსებობს. 3.5. დავის განხილვის პროცესში სადავოდ არ გამხდარა, რომ რ------ი ასალმაზაშვილის ყოველთვიური ხელზე მისაღები სარგო შეადგენს 855 ლარს. ასევე უტყუარადაა დადგენილი, რომ მას აქვს ყოველთვიური საბანკო ვალდებულებები, კომუნალური გადასახდელები, ესაჭიროება საარსებო მინიმუმისთვის თანხა, რაც სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია. მიუხედავად ამისა, რ------ი ა--–------–ვილი უარს არ ამბობს შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თუმცა არა იმ ოდენობით რის გადახდასაც ფიზიკურად ვერ შეძლებს. ამგვარი ფინანსური მოცემულობის ფარგლებში სასამართლოს ალიმენტი 100 ლარზე მეტი არ უნდა დაეკისრებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლ---ად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ----- შ-----–იძის სარჩელის დაკმაყოფილების, რ------ი ა--–------–ვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ------ი ასალამაზაშვილის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.7-2.12. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებას და მ--ჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1199-ე, 1201-1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობებიდან, რაც მდგომარეობს არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ალიმენტის გადახდევინებაში. 4.4. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის შედავება ძირითადად აგებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების არამართებულობაზე. მხარეს მ--ჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრა არ გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან და საზიანოა მისთვის, ვინაიდან იცხოვრებს დამნაშავე პირების გარემოცვაში, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქიკაზე და შემდგომ ემოციურ განვითარებაზე. ამ არგუმენტების გასამყარებლად რ. ა--–------–ვილმა მიუთითა შემდეგზე: თ----- შ-----–იძე ცხოვრობს დედასთან და მამასთან, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ისეთ მძიმე დანაშაულისათვის, როგორიცაა თაღლითობა, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და საბაჟო წესების დარღვევით საქონლის გადაადგილება. გარდა ამისა, მოსარჩელეს მისი ცხოვრების განმავლობაში არ უმუშავია, არ აქვს უმაღლესი განათლება, მისი აკადემიური მოსწრება შემოიფარგლება, მხოლოდ საშუალო/ზოგადი განათლებით, რაც ცხადია ვერ იქნება ბავშვის აღზრდის კუთხით სასარგებლო. მამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრით მისი კეთილდღეობა უკეთ იქნება დაცული. აპელანტმა შედავება ასევე განახორციელა ალიმენტის ოდენობის არაგონივრულად განსაზღვრაზე. 4.5. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისა და აპელანტის პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს: 1) მ--ყენებს თუ არა, 2011 წლის 15 თებერვალს დაბადებული მ-- ა--–------–ვილის ფსიქიკურ მდგომარეობას და ემოციურ განვითარებას ზიანს დედასთან, თ----- შ-----–იძესთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; 2) რ------ი ა--–------–ვილის შემოსავლებისა და ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების გათვალისწინებით, გონივრულია თუ არა ყოველთვიურად, 200 ლარის ოდენობით ალიმენტის განსაზღვრა. 4.6. სადავო საკითხების გადაწყვეტის მიზნით, 2018 წლის 25 აპრილს, სააპელაციო სასამართლოში მოეწყო არასრულწლოვან მ-- ა--–------–ვილთან გასაუბრება სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. შეხვედრაზე მ-- ა--–------–ვილმა მოსამართლის შეკითხვაზე უპასუხა, რომ მამასთან ერთად ცხოვრება არ უნდა, მამა არასოდეს ეფერებოდა, ერთხელ ოთახში ჩაკეტა და გარეთ აღარ უშვებდა, დედას ეჩხუბებოდა, მისი თანდასწრებით ცემა კიდეც, გარდა ამისა, სათამაშოები, რომელიც ბა-----ში ჰქონდა წაართვა და უთხრა, რომ როდესაც თ---–--ში მასთან ჩავიდოდა იქ შეეძლო ეთამაშა. 4.7. სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანი მ-- ა--–------–ვილის საპროცესო წარმომადგენელმა, სსიპ ს--–---–----- მ---------------- სა--------ს ბა-----ის ს--–---–----- მ-------------- ცენტრის სპეციალისტმა ლ-–- მ-----–---მ განმარტა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, აუცილებელია მ-- ა--–------–ვილის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედასთან. 4.8. საქმეში განთავსებული მტკიცებულებით, შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტემენტის, ქ. ბა-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამოძიებლის, ბ---- ნა--–--ის 2017 წლის 29 სექტემბრის წერილით პირველი ინსტანციის სასამართლოს ეცნობა, რომ თ----- შ-----–იძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ქ. ბა-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში რაიმე მაკომპრომიტირებელი მასალები არ მოიპოვება. თ----- შ-----–იძე და მისი ოჯახის წევრები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხასიათდებიან დადებითად, კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ მეგობრებში, მეზობლებსა და ახლობლებში (ს.ფ.215) 4.9. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და 105-ე მუხლის შესაბამისად, მართლმსაჯულება ხორციელდება სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება ერთ მხარეს, ადეკვატურად უნდა წაეყენოს მეორე მხარესაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.10. სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულ აპელანტის პრეტენზიას და, უპირველესად, ყურადღებას მ--ქცევს ზოგადად იმ მტკიცებულებათა სანდოობაზე ს--–---–----- მუშაკის დასკვნებზე (ს.ფ. 107, 233-234), რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი დედასთან განსაზღვრა. თავის მხრივ, ასევე პალატა მიუთითებს საქმეში განთავსებულ, უბნის ინსპექტორ-გამოძიებლის, ბ---- ნა--–--ის 2017 წლის 29 სექტემბრის წერილზე (ს.ფ.215), სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენლისა და თავად მ-- ა--–------–ვილის განმარტებაზე და მიიჩნევს, რომ მ-- ა--–------–ვილის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფა, სწორედ დედასთან მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იქნა კიდეც დადგენილი. 4.11. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია მარტოოდენ მხარის სუბიექტური პოზიცია და ვარაუდებია და არ არის გამყარებული სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით. საქმეში წარმოდგენილი არაა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბავშვების ინტერესებს რაიმე სახის ხელყოფა ემუქრება დედასთან და მისი ოჯახის წევრებთან ცხოვრებით. ასეთ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება საქმეში განთავსებული, შსს მ-------------- სა--------ს 2017 წლის 23 სექტემბრის წერილი (ს.ფ.213), რომელიც ასახავს თ----- შ-----–იძის მშობლების მხრიდან 2009 და 2013 წელში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რაზედაც ნასამართლობა მოხსნილია. აპელანტის მითითების საწინააღმდეგოს ამტკიცებს უბნის ინსპექტორ-გამოძიებლის, ბ---- ნა--–--ის 2017 წლის 29 სექტემბრის წერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ თ----- შ-----–იძის ოჯახის წევრები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხასიათდებიან დადებითად, კარგი ავტორიტეტით სარგებლობენ მეგობრებში, მეზობლებსა და ახლობლებში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მ--ჩნია, რომ თ----- შ-----–იძის მშობლების ნასამართლობის ფაქტზე მითითება, არის მოსარჩელის უსარგებლო მცდელობა არასათანადოდ წარმოაჩინოს ბავშვის წინაშე დედის ახლო გარემოცვა. შესაბამისდ, ასეთ ვითარებაში, არ არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ გარემო, რომელშიც არასრულწლოვანი მ-- ა--–------–ვილი დედასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შედეგად აღმოჩნდება, შეუქმნის მას ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს, ან სხვაგვარად ჩააყენებს გაუსაძლის მდგომარეობაში. 4.12. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, სხვა საკითხებთან ერთობლიობაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისთვის (მამასთან თუ დედასთან) ასევე მნიშვნელობა აქვს ბავშვის შეხედულებებს, ასაკს და სქესს. სწორედ არსებულ ეტაპზე (7 წლის) ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედასთან არასაკმ----სი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე და ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, იქნეს მოსმენილი, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები. სააპელაციო სასამართლოში გასაუბრებისას არასრულწლოვანმა მ-- ა--–------–ვილმა გამოხატა ძლიერი სურვილი და მოთხოვნა, იცხოვროს დედასთან ერთად და წარმოაჩინა მამის მიმართ თავისი განაწყენებული დამოკიდებულება. ამდენად, თუკი მ-- ა--–------–ვილის საცხოვრებელი ადგილი დედასთან არ განისაზღვრება, ისეთ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებობს მჭიდრო მიჯაჭულობა, დედა-შვილური ურთიერთობა შეიძლება გაუცხოვდეს და ამ ურთიერთობის დანაკლისი უარყოფითად აისახოს ბავშვების ფსიქო-ემოციურ განწყობაზე. ამასთან ერთად პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებაც, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მამასთან განსაზღვრის შემთხვევაში, ბავშვი დღის განმავლობაში ფაქტობრივად დარჩება მარტო, რადგან მამა მუშაობს. 4.13. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები, თავისთავად წარმოადგენს ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველში არსებული ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, რაც გულისხმობს შემდეგს - ყოველმხრივი და ჰარმონიული განვითარებისთვის ბავშვებმა უნდა იცხოვრონ ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების გარემოში, ხოლო იზრდებოდეს დედისგან განცალკევებულ პირობებში ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ბავშვი დედას უნდა დაშორდეს, მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმ----ტი ინტერესების საწინააღმდეგოდ.(სუსგ-ები №ას-211-204-2012, 2012 წლის 19 ივლისი; №ას-1062-996-2012, 2013 წლის 22 იანვარი). 4.14. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლოს მიერ მშობლისათვის ალიმენტის დაკისრება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფისათვის, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებისთვისაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი მ-- ა--–------–ვილის ასაკის გათვალისწინებით, მისი არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფის მიზნით, რ------ი ა--–------–ვილისათვის ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება გონივრულია და ვერ გახდება ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. 4.15. გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მითითება საკმ----სი შემოსავლების არარსებობის გამო, 200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის შეუძლებლობის თაობაზე. მართალია, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ რ------ი ა--–------–ვილს გააჩნია სასესხო ვალდებულებები, თუმცა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, მას როგორც ალიმენტვალდებულ პირს, მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს. 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, რ------ი ა--–------–ვილის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმითა და თ----- შ-----–იძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მ--ჩნია, რომ რ------ი ა--–------–ვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის რ------ი ა--–------–ვილის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. რ------ი ა--–------–ვილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ბა-----ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე