გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2019
საქმის ნომერი
010210018002706458
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002706458

2-4559/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23/10/2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: - ა---–----–-–--------–--------ო

წარმომადგენელი: - ლ-----------ე, თ--------------ე

მოპასუხე: - თ----- ვ--–-–--------– მ--------

წარმომადგენელი: - გ-- ქ---–----ე

მოპასუხე: - მ------ დ---–--ე

წარმომადგენელი: - თ--------------ძე

მოპასუხე: - მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე; უ--–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე

წარმომადგენელი: - გ---–-------–-------ე

დავის საგანი: - შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის უფლების შეზღუდვა, ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, გარიგების ბათილად ცნობა

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე: - თ----- ვ--–-–--------– მ--------

წარმომადგენელი: - გ-- ქ---–----ე

მოპასუხე: -- ა---–----–-–--------–--------ო

წარმომადგენელი: - ლ-----------ე, თ--------------ე

მოპასუხე: - მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე; ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე

წარმომადგენელი: - გ---–-------–-------ე

დავის საგანი: - შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტი, განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

ა---–----–-–--------–--------ო სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მამის მისამართის მიხედვით;

- თ----- ვ--–-–--------– მ--------ს თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საქართველოდან საზღვარგარეთ გაყვანის საკითხი;

- თ----- ვ--–-–--------– მ--------ს თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად უზრუნველყოს მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საერთაშორისო პასპორტის მიღება;

- ბათილად იქნას ცნობილი 20-8 წლის 29 აგვისტოს, ქ. ბათუმში ფ-------------------ში მდებარე, 0-.2-.0-.0--.0-.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე თ----- ვ--–-–--------– მ--------სა და მ------ დ---–--ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონების ½ ნაწილი აღირიცხოს ა---–----–-–--------–--------ოს საკუთრებად.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

ა---–----–-–--------–--------ომ და თ----- ვ--–-–--------– მ--------მ იქორწინეს 2013 წლის 4 აპრილს. ქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ ს-----------ში, ქ. ტ---–----აში. ჰყავთ ორი შვილი ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე, დაბადებული 2----–-–------------------ს და მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე დაბადებული 2----–-–-----------. 2018 წელში შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე ქ.ბათუმში ფ------------------ში (ს.კ. 0-.2-.0-.0--.0-.2--). უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საკუთრებად. 2018 წლის მარტში თ----- ვ--–-–--------– მ-------- შვილებთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. ა---–----–-–--------–--------ო საქართველოში დაბრუნდა 2018 წლის აგვისტოს თვეში, მაგრამ ის თ----- ვ--–-–--------– მ--------მ აღარ მიიღო. შესაბამისად მას შემდეგ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თ----- ვ--–-–--------– მ-------- შვილებს უყურადღებოდ ექცევა, არ ზრუნავს მათზე და არ აქვს მათი განვითარების ინტერესი. ამტკიცებს, რომ შვილების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მათ საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის მისამართი. მას ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ შვილები არჩინოს და აღზარდოს. თ----- ვ--–-–--------– მ--------ს არ აქვს შვილების რჩენისა და აღზრდის სათანადო პირობები და უნარ-ჩვევები, რის გამოც მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მამის მისამართის მიხედვით. მასვე უნდა მიენიჭოს უფლება ერთპიროვნულად გადაწყვიტოს მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საქართველოდან საზღვარგარეთ გაყვანისა და საერთაშორისო პასპორტის მიღების საკითხი.

 

ა---–----–-–--------–--------ოს წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ქ. ბათუმში ფ-------------------ში (ს.კ. 0-.2-.0-.0--.0-.2--) მდებარე უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა, რადგანაც იგი შეძენილია ქორწინების განმავლობაში. თ----- ვ--–-–--------– მ--------მ იცოდა, რომ ა---–----–-–--------–--------ო მითხოვდა ქონების ½ ნაწილზე საკუთრების უფლების აღიარებას. იმისათვის, რომ ა---–----–-–--------–--------ოს არ მიეღო ქონების ნაწილი, 2018 წლის 29 აგვისტოს მის დედასთან, მ------ დ---–--ესთან გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება აღრიცხა მ------ დ---–--ის საკუთრებად. გარიგების მიზანი იყო ა---–----–-–--------–--------ოს მოთხონაზე თავის არიდება. მიიჩნევს, რომ გარიგება ფორმალურადაა დადებული, სინამდვილეში ნასყიდობას ადგილი არ აქვს, რის გამოც ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნას ცნობილი. გარიგების გაბათილების შემდეგ ქონების ½ ნაწილი უნდა აღირიცხოს მის საკუთრებად.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია:

 

1.1.1. თ----- ვ--–-–--------– მ-------- სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ თ----- ვ--–-–--------– მ--------ს ყველა პირობა აქვს შვილების რჩენისა და აღზრდისათვის. შვილები შეჩვეულნი არიან დედაზე და მათი დაშორება არ წარმოადგენს შვილების ნამდვილი ინტერესის შესაბამისს. გარდა ამისა არარსებობს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძველი. შვილების საზღვარგარეთ გაყვანასა და საერთაშორისო პასორტის მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს მისი მონაწილეობით.

 

გარიგებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ქ. ბათუმში ფ-------------------ში (ს.კ. 0-.2-.0-.0--.0-.2--) მდებარე უძრავი ქონება მის საკუთრებად აღირიცხა ა---–----–-–--------–--------ოსთან რეგისტრირებული ქორწინების დროს, მაგრამ ქონება მათი შეძენილი არაა. ქონება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ეკუთვნებოდა მ------ დ---–--ეს, რომელმაც სამშენებლო კომპანიას გადაუხადა უძრავი ქონების საფასური. მ------ დ---–--ე გარიგების დასადებად ვერ გამოცხადდა, რის გამოც სამშენებლო კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თ----- ვ--–-–--------– მ--------სთან. შემდგომში მან უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით დაუბრუნა მ------ დ---–--ეს, ანუ იმ პირს ვისი შეძენილიც იყო ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე უძრავი ქონება არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანსაკუთრებას, შესაბამისად არ არსებობს გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების ½ ნაწილის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი.

 

1.1.2. მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე, სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი (სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი) ამტკიცებს, რომ თ----- კ-----ეს შვილების სათანადო აღზრდისა და მოვლა-პატრონობის ყველა პირობა აქვს შექმნილი. შვილების ადგილსამყოფელის მამის მისამართის მიხედვით განსაზღვრა არ შეესაბამება შვილების ჭეშმარიტ ინტერესს.

 

2. შეგებებული სარჩელი

თ----- ვ--–-–--------– მ--------მ შეგებებებული სარჩელი აღძრა და შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- ა---–----–-–--------–--------ოსთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინების გზით;

- მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის მისამართის მიხედვით;

- ა---–----–-–--------–--------ოს, არასრულწლოვანი შვილების - მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 500-500 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმნტებით:

ა---–----–-–--------–--------ომ და თ----- ვ--–-–--------– მ--------მ იქორწინეს 2013 წლის 4 აპრილს. მხარეები ერთმანეთს ხასიათებით ვერ შეეწყვნენ. დაშორდნენ ერთმანეთს და 2018 წლის მარტის შემდეგ ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შერიგება და თანაცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. მოითხოვს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას განქორწინებით.

თ----- ვ--–-–--------– მ--------ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე, ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან. თ----- ვ--–-–--------– მ--------ს შვილების აღზრდისა და რჩენისათვის შექმნილი აქვს ყველა წინაპირობა. მოპასუხე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენაში. მისი შემოსავალი საკმარისია იმისათვის, რომ მან შვილებიის რჩენისათვის გადაიხადოს თვეში 500-500 აშშ დოლარი.

 

2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის მოსაზრება

2.1.1. ა---–----–-–--------–--------ო სარჩელს ცნობს განქორწინების ნაწილში. შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და ალიმენტის ნაწილში სარჩელს არ ცნობს. ამტკიცებს, რომ შვილების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მათ საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის მისამართი. მას ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ შვილები არჩინოს და აღზარდოს. თ----- კ-----ეს არ აქვს შვილების რჩენისა და აღზრდის სათანადო პირობები და უნარ-ჩვევები, რის გამოც მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და უ--–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მამის მისამართის მიხედვით. აღნიშნული გამორიცხავს მის საალიმენტო ვალდებულებასაც.

 

2.1.2. მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე შვილების საცხოვრებელი ადგილის დედის მისამართის მიხედვით განსაზღვრის ნაწილში შეგებებულ სარჩელს ცნობენ სრულად. მათი წარმომადგენელი (სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი) ამტკიცებს, რომ თ----- ვ--–-–--------– მ--------ს შვილების სათანადო აღზრდისა და მოვლა-პატრონობის ყველა პირობა აქვს შექმნილი. შვილების ადგილსამყოფელის დედის მისამართის მიხედვით განსაზღვრა შეესაბამება შვილების ჭეშმარიტ ინტერესს.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 ა---–----–-–--------–--------ომ და თ----- ვ--–-–--------– მ--------მ იქორწინეს 20-3 წლის 4 აპრილს. ქორწინების შემდეგ ცხოვრობდენ ს-----------ში, ქ. ტ---–----აში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა. ტ. 2. ს.ფ. 31.

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. ა---–----–-–--------–--------ოს და თ----- ვ--–-–--------– მ--------ს ჰყავთ ორი შვილი: - მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე, დაბადებული 2----–-–----------- და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე დაბადებული 2----–-–------------------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა. ტ. 2. ს.ფ. 87; 92.

 

3.1.3. თ----- ვ--–-–--------– მ-------- შვილებთან ერთად ს-----------იდან საქართველოში დაბრუნდა 20-8 წლის მარტის თვეში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან, თ----- ვ--–-–--------– მ--------სთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ქ. ბათუმში ფ-------------------ში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა შპს ,,შ-----------მა“, რომლის №2-- ბინის ნასყიდობაზე 20-7 წლის 27 ოქტომბერს მ------ დ---–--ემ გააფორმა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე ის საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მომავალ მესაკუთრედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საცხოვრებელი ბინის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება. ტ. 3. ს.ფ. 25-27

 

3.1.6. 20-8 წლის 20 აპრილს შპს ,,შ-----------სა“ და თ----- ვ--–-–------– მ--------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ----- ვ--–-–--------– მ-------- დარეგისტრირდა ქ. ბათუმში ფ-------------------ში მდებარე №2-- ბინის მესაკუთრედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ.34-36

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 37-38

 

3.1.7. 20-8 წლის 29 აგვისტოდან ქ. ბათუმში ფ-------------------ში №2-- ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მ------ დ---–--ე. ქონება მის საკუთრებად დარეგისტრირდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. გარიგების მიხედვით გამჩუქებელია თ----- ვ--–-–--------– მ--------, დასაჩუქრებულია მ------ დ---–--ე

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ. 32-33

- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 41-42

 

3.1.8. უდაო ფაქტია ის, რომ მ------ დ---–--ე თ----- ვ--–-–--------– მ--------ს დედაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– მხარეთა განმარტებები.

 

3.1.9. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ქ. ბათუმში ფ-------------------ში ბ. 2---ის შეძენაში თ----- ვ--–-–--------– მ--------ს ან ა---–----–-–--------–--------ოს თანხა არ დახარჯულა. იგი შეძენილი იქნა მ------ დ---–--ის და მისი შვილის გ------- კ-----ის მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სალაროს შემოსავლის ორდერი ტ. 2. ს.ფ. 119-120

 

3.1.10. ა---–----–-–--------–--------ო ამტკიცებს, რომ ის მუშაობს და აქვს მუდმივი შემოსავალი. მისი დასაქმების საკითხი თ----- ვ--–-–--------– მ--------ს სადაო არ გაუხდია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა---–----–-–--------–--------ო სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში. გარდა ამისა აქვს სხვადასხვა ტიპის სერთიფიკატი და ფლობს სხვადასხვა პროფესიის უნარჩვევებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმობა სამუშაო ადგილიდან ტ.2. ს.ფ.277-280

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში მნიშვნელოვანი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:

- ა---–----–-–--------–--------ოს საცხოვრებელი პირობები, სოციალური მდგომარეობა და შვილების აღზრდისა და მოვლა-პატრონობის უნარჩვევები;

- თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საცხოვრებელი პირობები, სოციალური მდგომარეობა და შვილების აღზრდისა და მოვლა-პატრონობის უნარჩვევები;

- ქ. ბათუმში ფ-------------------ში ბ. 2---ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ნამდვილობა.

- თ----- ვ--–-–--------– მ--------ს მიერ მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გარდა ამისა სხვა სადაო საკითხები დამოკიდებულია ფაქტების შეფასებაზე და იგი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას.

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში თ----- ვ--–-–--------– მ--------ს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მას აქვს შვილების აღზრდის სათანადო საცხოვრებელი პირობები. მასვე უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ შესწევს შვილების სათანადო მოვლა-პატრონობა და აღზრდა. ა---– ვილლარერალ მ-------- უარყოფს თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საცხოვრებელ ადგილას შვილების აღზრდისათვის სათანადო პირობების არსებობას, ასევე შვილების აღზრდის ნაწილში მის უნარ-ჩვევებს. ასეთი ფაქტების არ არსებობას ა---–----–-–--------–--------ო ვერ დაამტკიცებს. ფაქტის არარსებობის მტკიცება შეუძლებელია. ძველი რომის სამართლის ერთერთი პრინციპის მიხედვით ,,არარსებობს, არარსებობის მტკიცებულება. არსებობს მხოლოდ ფაქტების არსებობის მტკიცებულება“. სასამართლო იზიარებს ამ პრინციპის მართებულობას და თ----- ვ--–-–--------– მ--------ს არასათანადო პირობებისა და შვილების აღზრდის უნარ-ჩვევების არ ქონის დამტკიცებას ა---–----–-–--------–--------ოს არ აკისრებს. თუ არ დადგინდა, რომ თ----- ვ--–-–--------– მ--------ს აქვს შვილების აღზრდის პირობები და უნარ-ჩვევბი, მიჩნეული იქნება, რომ ასეთ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს.

3.2.4. ანალოგიური პრინციპი უნდა განვავითაროთ ა---–----–-–--------–--------ოსთან მიმართებაშიც. მას უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ აქვს შვილების აღზრდის სათანადო საცხოვრებელი პირობები. ასვე უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ შესწევს შვილების სათანადო მოვლა-პატრონობის და აღზრდის უნარი.

3.2.5. ა---– ვ--–-–------– მ--------ს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ის ქ. ბათუმში ფ-------------------ში ბ. 2---ში მდებარე უძრავ ქონების თანამესაკუთრეა.

3.2.6. თ----- ვ--–-–--------– მ--------ს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ ქ. ბათუმში ფ-------------------ში ბ. 2---ში მდებარე უძრავ ქონების ჩუქების ხელშეკრულება ნამდვილი გარიგებაა.

3.2.7. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.8. შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის განხილვისას გარდა შეჯიბრებითობისა, სასამართლოსაც გააჩნია ინკვიზიურობის პრინციპით მტკიცებულების შეკრების უფლება. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა განსაკუთრებული საკითხია. შვილები უნდა იზდებოდნენ მშვიდ გარემოში. მათ საცხოვრებელ ადგილას უნდა არსებობდეს სათანადო აღზრდის, განათლების, კვების, დასვენებისა და განვითარების ყველა წინაპირობა. სწორედ ამიტომაც მშობლების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვერ დაეყრდნობა. თვითონაც ზრუნავს მტკიცებულებების შეკრებაში.

სასამართლომ სოციალური მომსახურების სამსახურს დაავალა თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საცხოვრებელი პირობების შემოწმება.

სოციალურმა მუშაკმა შეამოწმა თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საცხოვრებელი პირობები და შემოწმების შედეგები ასახა 20-9 წლის 7 ივნისის დასკვნაში. სოც. მუშაკმა დაადგინა, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე ცხოვრობენ ქ. ბათუმში ფ-------------------ში ბ. 2---ში დედის თ----- ვ--–-–--------– მ--------სა და ბებიის, მ------ დ---–--ის ერთად. სოც. მუშაკმა მათ მისამართზე განახორციელა ვიზიტი და დაათვალიერა საცხოვრებელი პირობები, კეთილმოწყობის პირობები, ბავშვების პირადი ნივთები, სათამაშო კუთხე და სხვა გამოიკვლია სხვა ტიპის აუცილებლობები. დათვალიერების გზით დაადგინა, რომ ბავშვებს აქვთ ასაკის შესაბამისი სათამაშოები, აცვიათ ამინდის შესაბამისი სეზონური ტანისამოსი, აქვთ ინდივიდუალური საწოლი. ბავშვების ოთახი მოწყობილია საჭირო ავეჯით და პირველად მოთხოვნის ნივთებით. ვიზიტის დროს ბავშვებს ეცვათ სუფთად. ბავშვებისათვის მომზადებული იყო საკვები. ოჯახი უზრუნველყოფილია ძირითადი საჭიროებებით. დაცულია ჰიგიენა. ბავშვები არ არიან აგრესიულები, გამოირჩევიან სიმშვიდით. ადევკატურად პასუხობენ ასაკისათვის შესაფერის კითხვებს. არ ამჟღავნებენ შეუფერებელ უნარჩვევებს. ოჯახში, სადაც ბავშვები იზრდებიან არ არის ფსიქიკური ან სხვა ტიპის ისეთი დაავადების მქონე ადამიანები, რაც შეუსაბამოა ბავშვების გარემოსათვის. საცხოვრებელი ბინა არის სამოთახიანი ბინა 89 კვ.მ. ფართით. სახლში არსი რემონტი, მასში განლაგებულია ყველა საჭირო და აუცილებელი ავეჯი, მოწესრიგებულია სველი წერტილი, წყალგაყვანილობა, ელ. გაყვანილობა და ბუნებრივი აირი. სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობეა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის საცხოვრებელი ფართი, საყოფაცხოვრებო პირობები, ფინანსური მდგომარეობა და ოჯახის წევრების ინტელექტუალური შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. (იხ. დასკვნა ტ. 3. ს.ფ. 60-61)

3.2.9. ა---–----–-–--------–--------ო საქართველოში არ ცხოვრობს. შესაბამისად მის საცხოვრებელ პირობებსა და უნარჩვევებს სოციალური მომსახურების სააგენტო (საქმეში მონაწილე მხარე) ვერ შეისწავლიდა. სწორედ ამიტომ ა---–----–-–--------–--------ოს დაევალა წარმოადგინოს ცნობები მისი პიროვნებისა და საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა---– ვ--–-–------– მ-------- დაბადებულია ა--------ში. მუშაობს კომპანია ,,E------------------------”-ში, ხელფასის სახით ღებულობს 1409,8 ევროს. ნასამართლევი არ არის. ჰყავს მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ ა--------ში. მათ სანოტარო წესით განაცხადეს თანხმობა მასზედ, რომ ა---–----–-–--------–--------ოს გაუწიონ ეკონომიური, ემოციური და მატერიალური მხარდაჭერა არასრულწლოვანი შვილების აღზრდის საქმეში. მათ არ გააჩნიათ რაიმე ისეთი ტიპის ფიზიკური ან ფსიქიკური შეზღუდვა, რონმელიც ბავშვებზე ზრუნვისათვის ხელშემშლელი იქნება.

ა---–----–-–--------–--------ო აქვს მშვილდოსნობის ფედერაციის მიერ გაცემული ტექნიკოსის ლიცენზია. კატალონიის კარატეს ფედერაციის შავი ქამრის მფლობელია, აქვს მყვინთავის პროფესია. დასახელებული მტკიცებულებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა---–----–-–--------–--------ოს აქვს შვილის მოვლისა და აღზრდის სათანადო პირობები. ა---–----–-–--------–--------ოს დაზღვეული ჰყავდა, როგორც საერთო შვილები, ისე გერი, გ------- მ------–---ია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულებაც მიუთითებს მასზედ, რომ ა---–----–-–--------–--------ოს შეგნების დონე, სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ინტელექტის დონე მაღალია.

იხ. სანოტარო აქტი და სხვა დოკუმენტები .ტ. 3. ს.ფ. 122-167; .213-229. სადაზღვევო ხელშეკრულება და სადაზღვევო მოწმობები ტ. 2. ს.ფ. 289-330

 

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებმა თავიანთი ზეპირი განმარტებები უნდა გაამყარონ მტკიცებულებებით. მათ მყარი მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლოს შეუქმნეს შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები, ეკონომიური მდგომარეობა, სოციალური ფონი, ინტელექტუალური შესაძლებლობი თანაბრად საკმარისია შვილის ნორმალური აღზრდისა და რჩენისათვის.

 

3.2.11. მოპასუხე ამტკიცებს, რომ თ----- ვ--–-–--------– მ--------ს არ აქვს შვილების აღზრდის უნარ-ჩვევები, შვილებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. შესაბამისად ვერ შეძლებს შვილები აღზრდოს და სატანადოდ მოუაროს. სწორედ ამიტომაც შვილების საცხოვრებელი ადგილის მისი მისამართის მიხედვით განსაზღვრა, დაუშვებელია. ა---–----–-–--------–--------ო ამ გარემოების დადასტურების მიზნით მიუთითებს მასზედ, რომ გ------- მ------–---ია სწავლობდა ქ. ტ---–----აში კოლეჯში ,,მ-–--–ე“, სადაც ის დავალების შეუსრულებლობის გამო დასჯილი იყო 20-7 წლის 5 ოქტომბერს, 6 ოქტომბერს და 5 დეკემბერს. გარდა ამისა ის კოლეჯიდან გარიცხული იქნა მიუღებელი ქცევისა და სამოქალაქო უპასუხისმგებლობის გამო. მან ამ გარემოების დადასტურებისათვის წარმოადგინა კოლეჯის შეტყობინება კურსიდან გარიცხვის შესახებ, ასევე დასჯის ამსახველი დოკუმენტები (იხ. ტ.2. ს.ფ. 358; 367-373). სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ რთულია თ----- ვ--–-–--------– მ--------მ წარმოადგინოს მტკიცებულება მასზედ, რომ ის სათანადო დედაა და შეძლებს შვილების სათანადო მოვლა-პატრონობას. ასეთ მტკიცებულებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს საკითხი უფრო შეფასებითია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ასეთი ვარაუდის განვითარების საშუალებას არ იძლევა. თვით სოც. მუშაკის დასკვნაში ასეთი მოსაზრება ნავარაუდებიც არაა. გ------- მ------–---ია, რომ სკოლაში წესრიგს არღვევდა, ან კიდე ვერ დაძლია სასწავლო პროგრამა, ეს ბევრი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ასეთი შეიძლება იყოს ენის პრობლემა, საქართველოსა და ს-----------ის განათლების სისტემის განსხვავებულობა, პროგრამის სირთულე, პიროვნული მახასიათებლები და სხვა. შესაბამისად ცალკე აღებული ეს ფაქტი არ გამორიცხავს თ----- ვ--–-–--------– მ--------ს აღზრდის უნარს. გარდა ამისა შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში სოციალური მომსახურების სამსახური წარმოადგენს ბავშვთა ინტერესების დამცველ ორგანოს. დასახელებული სამსახური თავისი რესურსის ფარგლებში სწავლობს არასრულწლოვანის საცხოვრებელ პირობებს და სასამართლოს აწვდის შესაბამის რეკომენდაციას. სოც. მუშაკი კანონით განსაზღვრული ის პირია, ვისი მეშვეობითაც სოც. სამსახური ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას არასრულწლოვანთა ეფექტური აღზრდის საკითხში. შესაბამისად სოც. მუშაკის დასკვნა სასამართლოსათვის სარწმუნო მტკიცებულებაა. დასკვნაში ასახული პირობები იდეალურია. მასში მითითებული მონაცემები მიანიშნებს მასზედ, რომ თ----- ვ--–-–--------– მ--------ს შვილებისთვის შექმნილი აქვს ყველა საცხოვრებელი პირობა. ანალოგიური პირობები აქვს ა---– ვ--–-–--------– მ--------საც. მართალია საცხოვრებელი ადგილის მდგომარეობა გამოკვლეული არაა, მაგრამ მხარეთა განმარტებები და შეკრებილი მტკიცებულებები ადასტურებს მას, რომ მას აქვს შვილის აღზრდის და მოვლის სათანადო პირობები. შესაბამისად თითოეულ მათგანთან არსებობს შვილების სათანადო აღზრდისა და განვითარების, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე ჰიგიენურ-სანიტარული და ეკონომიური პირობები.

 

3.2.12. შემდეგი სადაო საკითხია ქ. ბათუმში ფ------------------ ბ. 2---ში მდებარე უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ნამდვილობა. გარიგება ნამდვილია თუ არა, ეს გარემოება დამოკიდებულია დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ამ მიმართულებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ფ------------------ ბ. 2---ში მდებარე უძრავ ქონების შეძენა 20-7 წელში გადაწყვიტა მ------ დ---–--ემ. მან ქონების სამომავლოდ შეძენასთან დაკავშირებით გარიგება დადო სამშენებლო კომპანიასთან შპს ,,შ--------–ი“. გარდა გარიგების დადებისა, გადაიხადა მისი შეძენისათვის საჭირო თანხა - 133 160,60 ლარი. მიუხედავად ამისა ქონება 20-8 წლის 20 აპრილის ხელშეკრულებით გაფორმდა თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საკუთრებად. რეალურად ქონება თ----- ვ--–-–--------– მ--------ს და ა---–----–-–--------–--------ოს არ შეუძენიათ. ქონება მხოლოდ მათი ქორწინების რეგისტრაციის დროს აღირიცხა თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საკუთრებად. თავის მხრივ მან 20-8 წლის 29 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა მ------ დ---–--ეს. ამ ტიპის ქონება ითვლება თუ არა მეუღლეთა საერთო საკუთრებად, მასზე სასამართლო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

იხ. საცხოვრებელი ბინის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება. ტ. 3. ს.ფ. 25-27

საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ.34-36

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 37-38

ჩუქების ხელშეკრულება. ტ. 2. ს.ფ. 32-33

საჯარო რეესტრის ამონაწერი. ტ. 2. ს.ფ. 41-42

სალაროს შემოსავლის ორდერი ტ. 2. ს.ფ. 119-120

 

3.2.13. ერთერთი სადაო გარემოებაა თ----- ვ--–-–--------– მ-------- მიერ მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ დადგინდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---–----–-–--------–--------ოს სარჩელი უსაფუძვლია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თ----- ვ--–-–--------– მ--------ს სარჩელი კი ნაწილობრივად საფუძვლიანია. შესაბამისად ნაწილობრივად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი.

- “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილი:

6.1. შვილის უფლებებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას სასამართლო ხელმძღვანელობს “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით, რომლის მე-3 მუხლითაც ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის საფუძველზე მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამასთან მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ეს და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ეს აქვთ უფლება ცხოვრობდენ და იზრდებოდენ ოჯახში.

 

6.4. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის პირველმა ნაწილმა მშობლები, გარდა უფლებამოსილების მინიჭებისა, დაავალდებულა აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილით მშობლებს მიენიჭათ უფლება განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 120--ე მუხლით ,,1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს”.

 

დადგენილია, რომ თ----- ვ--–-–--------– მ-------- და ა---– ვ--–-–--------– მ-------- დაშორდნენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი საერთო შვილები ცხოვრობენ თ----- ვ--–-–--------– მ--------სთან. თავის მხრივ თ----- ვ--–-–--------– მ-------- ცხოვრობს დედასთან ერთად ქ. ბათუმში ფ------------------ ბ. 2---ში. ისინი ამ მისამართზე ერთად ცხოვრობენ 20-8 წლის მარტის თვიდან, ანუ თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საქართველოში დაბრუნების მომენტიდან.

 

ა---– ვ--–-–--------– მ-------- საქართველოში არ ცხოვრობს. ის ნაქირავებ ფართში ცხოვრობს ა--------ში. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ ის საცხოვრებელ ფართს საჭიროების მიხედვით პერიოდულად იცვლის.

 

დადგენილია, რომ თ----- ვ--–-–--------– მ-------- და ა---– ვ--–-–--------– მ-------- არ არიან შეთანხმებულნი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე. მათი დაშორების შემდეგ შვილები დარჩენ დედასთან და მასთან იზრდებიან დღემდე. თ----- ვ--–-–--------– მ-------- არ ეთანხმება მამის მისამართის მიხედვით შვილის გაზრდას და მოითხოვს მათი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის მისამართის მიხედვით. ის ძირითად აქცენტს აკეთებს შვილების ასაკზე და ასაკიდან გამომდინარე დედის აუცილებლობაზე. ასევე დედასთან მიჯაჭვულობაზე. ა---–----–-–--------–--------ოსაც შვილების მისამართად მამის მისამართის განსაზღვრა სურს. დედისაგან განსხვავებით ის სხვა გარემოებებსაც უთითებს. ესაა შვილების აღზრდის უნარიჩვევების არ ქონა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის და მოპასუხის საყოფაცხოვრებო პირობები სტაბილური და ხელსაყრელია. სოც. მუშაკის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ეს პირობები იდეალურთან მიახლოებულია და ორივე მშობელთან თანაბრად მიიღწევა შვილების სათანადო აღზრდისა და რჩენის მიზანი.

 

6.6. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ნებისმიერი განხილვის დროს ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ეძლევა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში და გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. პატივსაცემია მშობელს დაცილებული ბავშვის უფლება რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, როგორც დედა, ასევე მამა სუბიექტურები არიან. მათთვის მთავარია შვილი იზრდებოდეს მასთან. მოდავე მშობლის მიზანია -ამ გზით ახლოს იყოს შვილთან, უშუალო ყოველდღიური და ყოველწამიერი ურთიერთობა ჰქონდეს მასთან და ზრუნავდეს მასზე. ასეთი სუბიექტურობა მისასალმებელი და წასახალისებელია, მაგრამ ხშირად მიზნისაკენ სწრაფვა მშობელს ავიწყებს მთავარი მიზნის - შვილის სათანადო აღზრდის სავალდებულოობას. ფიქრობენ, რომ ის უფრო კარგად აღზრდის შვილს, ვიდრე მეორე მშობელი. შვილის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მშობლის, მხოლოდ საპატიო მიზანი, არაა საკმარისი. სწორედ მათი სუბიექტურობის გამო, მშობლის უფლება - იყოს ბავშვის წარმომადგენელი, შეჩერებულია. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო გადის დედისა და მამის პირადი ინტერესის სფეროდან და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხოლოდ ბავშვის ობიექტურ, უპირატეს ინტრესებს. აღნიშნულის გამო შვილის საცხოვრებელი ადგილის შერჩევა დედის ან მამის ფაქტორის გავლენით, შეცდომაა. საცხოვრებლად არჩეული უნდა იქნას ის მისამართი, სადაც ბავშვი სრულყოფილად მოემზადება საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, სადაც უკეთ აღიზრდება მაღალი ღირებულების იდეალების, მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით, სადაც უკეთ იქნება დაცული მისი უფლებები, სადაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები იქნება და სადაც უკეთ გაიზრდება საზოგადოების სრულყოფილ წევრად, ასევე სადაც მშვიდად და დაცულად იგრძნობს თავს. თანაბარი პირობებისას, საზოგადოებაში დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენებით შესაძლებელია, შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას უპირატესობა დედას მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დედის როლის გათვალისწინებით ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნებს, რასაც შვილის აღზრდა გულისხმობს. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას საცხოვრებელი ადგილის, ეკონომიური მდგომარეობის, შემოსავლის სტაბილურობის, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

6.7. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მხარეებს მეტნაკლებად ერთნაირი პირობები აქვთ. მათ საცხოვრებელი პირობები თითქმის თანაბარია. ორივე მათგანს აქვს შვილების სათანადო აღზრდის საშუალება და პირობები. ასეთ სიტუაციაში გამართლებულია შვილები იზრდებოდნენ დედასთან. დადგენილია, რომ მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე დაახლოებით 3 წლისაა, ხოლო ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე დაახლოებით 5 წლისაა. ბიოლოგიური პრინციპის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ მცირეწლოვანი შვილისათვის პირველ რიგში დედის ზრუნვაა აუცილებელი. ამ ასაკში შვილის დედისგან იძულებით დაშორება, მოქმედებს მათ ფსიქიკაზე და მის ჩამოყალიბებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს დედის ნატვრის განცდა. მას უნდა ჰქონდეს დედასთან ყოველწამიერი ურთიერთობა. ზუსტად ამ ასაკში სჭირდებათ მათ დედის ხელი, დედის ზრუნვა და სითბო. მითუმეტესს დადგენილია, რომ მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე დედას არასოდეს დაშორებულან, მუდმივად ცხოვრობენ დედისთან ერთად. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ ისინი დედაზე შეჩვეული არიან და აქვთ მყარი მიჯაჭვულობა. მამასთან მსგავსი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად მათი შეჩვევა, მყარი კონტაქტის ჩამოყალიბება და სისტემატური ურთიერთობაა საჭირო. ასეთი ურთიერთობა კი ერთი ,,ხელისმოსმით“ არ იქმნება. სასამართლო ვერ დაუშვებს, რომ მამისა და შვილის მიჯაჭვულობის შესაქმნელად, შვილი დაშორებული იქნას დედისაგან და ამგზით შვილს მიაყენოს ფსიქოლოგიური ტრავმები. ის, რომ მხარეები არ ცხოვრობენ ერთად და აღარ სურთ ოჯახის შენარჩუნება, ეს ერთი დიდი უარყოფითი მომენტია, მაგრამ ამის მიზეზი არ არიან შვილები. მშობლების დაშორებას არ უნდა მოჰყვეს შვილების სულიერი სამყაროს დამახინჯება. თუ მხარეები ერთმანეთს ხელს შეუშლიან შვილებთან ურთიერთობაში, ამით ბავშვებს მიაყენებენ გამოუსწორებელ ზიანს. მხარეებმა უნდა შეიგნონ, რომ შვილების აღზრდის საკითხში თანაბარნი არიან და პატივი სცენ ერთმანეთის როლს შვილის აღზრდის საქმეში. ხშირია შემთხვევა, როდეასაც სასამართლო ღებულობს განსხვავებულ გადაწყვეტილებას და არ ითვალისწინებს დედის როლს, შვილის აღზრდის საკითხში. მსგავსი გადაწყვეტილებები სასამართლო პრაქტიკაში ხშირია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს საფუძვლად უდევს განსხვავებული მდგომარეობა. ისეთ შემთხვევაში, როცა დედას შვილი არ უნახავს ორი ან მეტი წლის განმავლობაში, არ აქვს საცხოვრებელი პირობები, დაკავებულია ისეთი საქმიანობით, რაც მის მუდმივ გადაადგილებასთან არის დაკავშირებული, ასეთ შემთხვევებში სასამართლო არ ითვალისწინებს დედის როლს და შვილების საცხოვრებელ ადგილს საზღვრავს მამის მისამართის მიხედვით. ასეთი მიდგომა შვილის კეთილდღეობაზე ზრუნვითაა გამოწვეული. წინამდებარე შემთხვევა განსხვავებულია. მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე შეჩვეული არიან დედის ყურადღებას, მასთან დაცულად და მშვიდად გრძნობენ თავს, მიჯაჭვული არიან მასზე. ამავდროულად თ----- ვ--–-–--------– მ-------- შვილებზე ზრუნავს სათანადოდ და არარსებობს შვილებისათვის საცხოვრებელი გარემოს შეცვლის აუცილებლობა, მითუმეტეს მაშინ, როცა დაახლოებით წელიწად ნახევარია ისინი მამასთან ერთად აღარ ცხოვრობენ. თანაბარი სიტუაციის არსებობისას სასამართლო პატივს სცემს დედის პიროვნებას, მის ადგილს ქართულ საზოგადოებაში, მის ღვაწლს შვილების აღზრდის საკითხში, შვილების აღზრდაში დედის მონაწილეობის აუცილებლობას. ეს მონაწილეობა არ უნდა იყოს ეტაპობრივი. ის მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს. ამ საკითხების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზვღოს დედის მისამართის მიხედვით. ამით სასამართლო არ აკნინებს მამის როლს შვილების აღზრდის საკითხში, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთებაა საჭირო, მაშინ აუცილებელია ასეთი არჩევანი გაკეთდეს დედის სასარგებლოდ. მამას კანონი არ ზღუდავს შვილებთან ურთიერთობაში და მას უფრო აქვს იმის საშუალება, რომ მოინახულოს შვილები, მათთან ჰქონდეს შეუზღუდავი ურთიერთობა და დედასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მათ სათნადო აღზრდაში.

 

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში თ----- ვ--–-–--------– მ--------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო ა---– ვ--–-–------– მ--------ს უარი უნდა ეთქვას იმავე ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილი

6.8. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით:

,,1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.

5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

დასახელებული ნორმის პრინციპიდან გამომდინარე, მშობლებს შვილების მიმართ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხიმგებლობა. ისინი ვალდებულნი არიან სათანადოდ არჩინონ და აღზარდონ შვილები. აღნიშნული ვადებულება გამომდინარეობს არამარტო კანონიდან, არამედ ის მორალისა და ზნეობრივი პრინციპებითაცაა განმტკიცებული. მშობლებს შეუძლიათ განსაზღვრონ სად და ვისთან ერთად იცხოვრებენ მათი შვილები. მშობლის პირადი მოვალეობაა უზრუნველყოს შვილის უფლებების დაცვა, ასევე მშობელი ვალდებულია დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. იგი ვალდებულია არჩინოს შვილი, სანამ იგი არასრულწლოვანი და შესაბამისად, შრომისუუნაროა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრულწლოვანს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი, მშობელი მისი რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა განსაზღვრული მშობლის მოვალეობის უპირობო განხორციელების ვალდებულება.

 

6.9. ვინაიდან კანონი ბავშვის ინტერესების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იმავდროულად ითვალისწინებს გარკვეულ ზომებს იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც სათანადოდ არ ზრუნავენ ბავშვის რჩენაზე და აღზრდაზე. ერთერთი ასეთი პასუხისმგებლობის ზომა მოცემულია საქ. სამოქალაქო კოდექსის 120--ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში, რომლის მიხედვითაც ,,1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილების აღზრდის ყველა საკითხს წყვეტენ მშობლები. მათ მიმართ დაწესებულია კანონისმიერი ვალდებულება: - მშობლის უფლებები არ განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. თუ დადგინდება, რომ მშობელი შვილის მიმართ მოვალეობებს ვერ ასრულებს ან არ ასრულებს, ასევე თუ უფლებებს იყენებს ბოროტად, მაშინ სავალდებულოა მისი უფლება შეიზღუდოს. ამ შეზღუდვის მიზანია შვილის ინტერესის დაცვა. მშობლის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შვილების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლოს წინაშე დგას საკითხი გაირკვეს:

- შეიქმნა თუ არა მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საქართველოდან საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა,- ამ მიზნით საერთაშორისო პასპორტის მიღების აუცილებლობა;

- მასში თ----- ვ--–-–--------– მ--------ს ხელშეშლა.

 

შვილის მიმართ მშობლის თითოეული უფლების გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი, გონივრული და მნიშვნელოვანი. მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ისეთი საკითხი, როგორიცაა არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანა და ამისათვის პასპორტის მიღება, უნდა გადაწყდეს მშობელთა ურთიერთშეთანხმებით. თუ ასეთი ღონისძიების გატარება აუცილებელია და ერთერთი მშობელი ამის წინააღმდეგია, ივარაუდება, რომ ის მშობლის უფლებას ბოროტად იყენებს. ასეთ სიტუაციაში მისი ნება უნდა შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ადგილი აქვს მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, ან მოვალეობის შესრულების თავის არიდებას. თუ დადგინდება, რომ მშობელი შვილის მიმართ უფლებებს იყენებს ბოროტად, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, მაშინ სასამართლო მას მშობლის უფლებას მთლიანად, ან ნაწილობრივ შეუზღუდავს. ამ შეზღუდვის მიზანია შვილის ინტერესის დაცვა. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს მშობლის უფლება შეეზღუდოს საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში და საერთაშორისო პასპორტის მიღების ნაწილში, მაგრამ მისი მოთხოვნა არაა დასაბუთებული. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ შვილების საზღვარგარეთ წაყვანის აუცილებლობაა და მასში დედა უშლის ხელს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიჩნეული უნდა იქნას, რომ ასეთ მომენტს ადგილი არ აქვს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ აღრიცხვის ნაწილი

6.10. განსახილველ საქმეში ა---–----–-–--------–--------ო ამტკიცებს, რომ 20-8 წლის 29 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მ------ დ---–--ე გახდა ქ. ბათუმში ფ------------------ ბ. 2---ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე, ბათილი გარიგებაა. ამტკიცებს, რომ ბათილი გარიგება არღვევს მის კანონიერ უფლებებს, რის გამოც წარმოადგინა სარჩელი და წინამდებარე სარჩელით მიზნად დაისახა ბათილი გარიგებით დარღვეული უფლების აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს ამტკიცოს გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა და მათი გაბათილების გზით მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა. ამ საკითხის გარკვევისათვის აუცილებელია გაირკვეს გარიგების დადების სამართლებრივი საფუძვლები და მისი შესაბამისობა კანონით დადგენილ წესთან. სწორედ ამაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლი, ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, საქ. სსკ-ის მეორე მუხლი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება და სხვა ნორმები და გადაწყვეტილებები.

 

6.11. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია სასამართლოს მიერ დადგენილი სადაო და უდაო ფაქტობრივი გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთერთი ასეთი საკითხია გარიგების ნაწილში ურიდიული ინტერესის არსებობა. თუ ა---–----–-–--------–--------ოს არ აქვს იურიდიული ინტერესი, მაშინ ამ ნაწილში სხვა გარემოებების დადგენა კარგავს მნიშვნელობას. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნას აქვს თუ არა იურიდიული ინტერესი და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი.

 

6.12. ა---–----–-–--------–--------ოს სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში, აღიარებითი ტიპის სარჩელია, რადგანაც მოსარჩელე მოითხოვს სასამართლომ აღიაროს, რომ 20-8 წლის 29 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულება, ბათილი გარიგებაა. მოთხოვნის სპეციფიკიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა.

აღიარებითი სარჩელის ბუნება განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით. დასახელებული ნორმით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლიც კანონიერად დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება (მოთხოვნის მატერიალური საფუძველი), ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, ა---–----–-–--------–--------ო 20-8 წლის 29 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას აკავშირებს თავის თანასაკუთრების უფლებასთან. განმარტავს, რომ ქ. ბათუმში ფ------------------ ბ. 2---ში მდებარე უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა. თუმცა ის ამ ქონებას თავის თანასაკუთრებად ვერ აღრიცხავს იმის გამო, რომ ქონება მ------ დ---–--ის საკუთრებად აღრიცხულია ბათილი გარიგების საფუძველზე. საქმის მასალებით დადგინდა, რომ უძრავი ქონება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ნამდვილადაა მ------ დ---–--ის საკუთრებად აღრიცხული, მაგრამ შესაფასაებელია ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება გამოიწვევს თუ არა ქონების ა---–----–-–--------–--------ოს საკუთრებად აღრიცხვას. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ მისი იურიდიული ინტერესი. ამისათვის აუცილებელია გამოვიკვლიოთ მეუღლეთა საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლები.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით ,,მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება”.

დადგენილია, რომ ა---–----–-–--------–--------ოს და თ----- ვ--–-–--------– მ--------ს ქორწინება რეგისტრირებული იქნა 20-3 წლის 4 აპრილს. რეგისტრირებული ქორწინებით მათ ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ პირადი და ქონებრივი უფლებები და მოვალეობებეი.

 

6.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით: ,,1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დარეგულირდა ქორწინების განმავლობაში მეუღლეების მიერ შეძენილი ქონების საკუთრების საკითხი. კანონმა დაადგინა, რომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიჩნეული იქნას მეუღლეთა საერთო საკუთრებად. ქონება საერთო საკუთრება ვერ გახდება თუ მხარეებმა დაქორწინებისას სხვგვარად გადაწყვიტეს საკუთრების ბედი.

 

საქმის განხილვით დადგენილია, რომ ა---–----–-–--------–--------ოს და თ----- ვ--–-–--------– მ--------ს შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. შესაბამისად მათ მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანასაკუთრებაა. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება საერთო საკუთრებაა მიუხედავად იმისა თუ, რომელი მეუღლე ეწეოდა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელს შემოჰქონდა შემოსავალი და რომელი მეუღლე იყო დაკავებული საოჯახო საქმიანობით და არ გააჩნდა დამოუკიდებელი შემოსავალი. საერთო ჯამში მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ოჯახში მოზიდული შემოსავალით შეძენილი ქონება, მეუღლეთა თანასაკუთრებაა. იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ. მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ–ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება. ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება არ წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ. თუმცა წინამდებარე დავაში ასეთ გარემოებას ადგილი არ აქვს.

 

6.15. მნიშვნელოვანია დადგინდეს რას გულისხმობს კანონმდებელი მეუღლეთა მიერ უძრავი ქონების შეძენაში. ანუ განმარტება უნდა მიეცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველ ნაწილს. გარდა ამისა გათვალიწინებული უნდა იქნას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის წესი და საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობის და სისრულის პრეზუმცია. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლმა განსაზღვრა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის წესი. დასახელებული ნორმა ორი პირობისაგან შედგება. პირველი ესა უძრავი ქონების შესაძენად გარიგების დადების პირობა და მეორე მისი რეგისტრაციის პირობა. საჯარო რეესტრში ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ შედგება, თუ მას წინ არ უწრებს ქონების შეძენაზე გარიგების დადება. ანალოგიური პრინციპია მეუღლეთა მიერ უძრავი ქონების შეძენისასაც. ერთერთმა მეუღლემ უნდა იყიდოს, აჩუქონ, გაუცვალონ ან სხვა წესით საკუთრებაში მიიღოს ქონება, რასაც შემდეგში დაარეგისტრირებს საჯარო რეესტრში. განსახილველ შემთხვევაში ქ. ბათუმში ფ------------------ ბ. 2---ში მდებარე უძრავი ქონება ნარდობის ხელშეკრულების გზით შეიძინა მ------ დ---–--ემ. მართალია მან უძრავი ქონების შესაძენად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დადო, მაგრამ ეს ხელშეკრულება თავისი შინაარსით ნარდობის ხელშეკრულებაა. გარიგების დადების დროს ასეთი ქონება ბუნებაში არარსებობდა, ამიტომ მის შეძენაზე ნასყიდობის ხელშეკრულება ვერც დაიდებოდა. მარტივი ლოგიკაა: - ვერ იყიდი იმას რაც არ არსებობს. მ------ დ---–--ემ შპს ,,შენს სახლს“ დაუკვეთა უძრავი ქონების დამზადება და მის დამზადებაში გადაიხადა ის თანხა, რაც შეთანხმებით განსაზღვრეს მხარეებმა. ამ შეთანხმების მონაწილე თ----- ვ--–-–--------– მ-------- არ ყოფილა და შესაბამისად მას ნარდობის საგანი არც უნდა მეიღო. თვით ა---–----–-–--------–--------ოც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას ქონების შესაძენად თანხა არ გადაუხდია. უფრო მეტიც მის შესაძენად თანხა არც თ-----ს არ გადაუხდია. ქონება შეიძინა მ------ დ---–--ემ. თუმცა ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა თ----- ვ--–-–--------– მ--------. სასამართლომ შეამოწმა უძრავი ქონების დამზადების საკითხი, მისი წინაისტორია, ასევე დამზადების შემდეგ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასხელებული ქონება არ წარმოადგენს ა---–----–-–--------–--------ოს და თ----- ვ--–-–--------– მ--------ს მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას. სადაო უძრავი ქონება მათ არ შეუძენიათ. ერთერთი მეუღლის საკუთრებად მხოლოდ ფიქსაცია მოხდა, რაც ვერ გაუთანაბრდება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების გაბათილების შემთხვევაშიც კი ა---–----–-–--------–--------ო ქონებას ვერ აღრიცხავს თავის საკუთრებაში, იმდენად რამდენადაც ის არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. შესაბამისად მის სარჩელს არ აქვს იურიდიული ინტერესი. აღნიშნულის გამო გარიგების გაბათილების ნაწილშიც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.16. გარდა იმისა, რომ გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში არარსებობს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ასეთი ინტერესი რომც არსებობდეს, გასაჩივრებული გარიგება არ შეიცავს მისი ბათილად ცნობის საფუძველს. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია. ა---–----–-–--------–--------ოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლინებაზე. ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობისათვის პირველ რიგში აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლინება. გამჩუქებელმა უნდა გამოხატოს ნება, რომ კუთვნილი ქონება საკუთრებაში გადასცეს დასაჩუქრებულს. თუ ქონების მესაკუთრემ ქონების გაჩუქების ნება არ გამოხატა, ქონება ვერასოდეს ვერ გადავა დასაჩუქრებულის საკუთრებაში. ამდენად მისი ნამდვილობა ნების გამოვლენის ნამდვილობაზეა დამოკიდებული. ნების გამოვლენა უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში — ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. საქმეში წარმოდგენილი სადაო ჩუქების ხელშეკრულება ფორმალურად გამართულია.ხელშეკრულება დადებულია საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის მიერ და მასში გაჩუქების ნამდვილობაზე ხელს აწერს გამჩუქებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმალურად გამართულია ჩუქების ხელშეკრულება, მაგრამ მისი სადაოობის გამო, აუცილებელია შემოწმდეს რამდენად ნამდვილია მისი ნების გამოვლენა. ადგილი ხომ არ აქვს სიმულაციას. სწორედ ასეთ შემთხვევაზე მიუთითებს ა---–----–-–--------–--------ო. ის ამტკიცებს, რომ ჩუქების ხელშეკრულება იმიტომ დაიდო, რომ თ----- ვ--–-–--------– მ--------მ თავი დააღწიოს მისი სარჩელის დაკმაყოფლების შემდეგ ქონების ½ ნაწილის მასზე გადაცემას. მისი ასეთი განმარტება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გარიგების ბათილობის საფუძველზე მითითებას.

 

6.17. იმისათვის, რომ გავარკვიოთ გარიგება არის თუ არა მოჩვენებითი, უნდა გავაანალიზოთ უძრავი ქონების შეძენის წინაისტორია და ჩუქების ხელშეკრულების მონაწილეთა მიზანი. სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში ფ------------------ ბ. 2---ში მდებარე უძრავ ქონების შეძენა 20-7 წელში გადაწყვიტა მ------ დ---–--ემ. ამ პერიოდში თ----- ვ--–-–--------– მ-------- ცხოვრობდა ს-----------ში. მ------ დ---–--ემ ქონების სამომავლოდ შეძენასთან დაკავშირებით გარიგება დადო სამშენებლო კომპანიასთან შპს ,,შ--------–ი“. გარდა გარიგების დადებისა, გადაიხადა მისი შეძენისათვის საჭირო თანხა - 133 160,60 ლარი. მიუხედავად ამისა ქონება 20-8 წლის 20 აპრილის ხელშეკრულებით გაფორმდა თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საკუთრებად. რეალურად ქონება თ----- ვ--–-–------– მ--------ს და ა---– ვ--–-–--------– მ--------ს არ შეუძენიათ. ქონება მხოლოდ მათი ქორწინების რეგისტრაციის დროს აღირიცხა თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საკუთრებად. აღნიშნული ქონება 20-8 წლის 29 აგვისტოს თ----- ვ--–-–--------– მ--------მ ჩუქების ხელშეკრულებით დაუბრუნა მ------ დ---–--ეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ქონება თ----- ვ--–-–--------– მ--------ს საკუთრებად აღრიცხული არც უნდა ყოფილიყო. ეს ქონება თავიდანვე მ------ დ---–--ეს ეკუთვნოდა. მის მიერ ჩუქების ნების გამოვლენა მიმართული იყო იქეთკენ, რომ ქონების მესაკუთრეს დაბრუენებოდა კუთვნილი ქონება. შესაძლებელია ასეთი გარიგება შინაარსობირვად არ ასახავს ჩუქებას, მაგრამ იგი წარმოადგენს ისეთ თვალთმაქცურ გარიგებას, რომლიც არ წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. აღნიშნული ნიშნავს, მას რომ ჩუქების ხელშეკრულება არაა მოჩვენებითი გარიგება. თუმცა მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გარიგება მოჩვენებით დადებული გარიგებაა. მოჩვენებით დადებული გარიგება დაფარული გარიგების ერთერთი სახეა. მოჩვენებითი გარიგება ერთი მხარის მიერ არ დაიდება. მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. ასეთია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. ასევე დაფარული გარიგებაა თვალთმაქცური გარიგება, რომლის მონაწილე მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა. მოჩვენებითი გარიგების დროს მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. წინამდებარე შემთხვევაში გარიგების მონაწილეებს მოჩვენებითი გარიგება არ დაუდვიათ. მათ თვალთმაქცური გარიგება დადეს. გარიგება თვალთმაქცურია იმიტომ, რომ გარიგების მონაწილეებს არ შეუქმნიათ ,,ვითომ ჩუქების“ მოჩვენების ფონი. ასეთი რამ მათ არ სჭირდებოდათ. რეალურად თ----- ვ--–-–--------– მ--------მ მესაკუთრეს (მ------ დ---–--ეს) დაუბრუნა ის ქონება, რომელიც თავიდანვე მისი იყო. მხარეებს შეეძლოთ გამოესწორებინათ 20-8 წლის 20 აპრილის ხარვეზი და სამშენებლო კომპანიის, თ----- ვ--–-–--------– მ--------ს და მ------ დ---–--ის მონაწილეობით გაეფორებინათ შეთანხმება ქონების მ------ დ---–--ის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე. თუმცა გარიგების მონაწილეებმა გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რაც შედეგობრივად არაფერს არ ცვლის. სწორედ ამიტომ ჩუქების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ბათილ გარიგებას.

 

განქორწინების ნაწილი

6.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეები 2013 წლის 4 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

6.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.

სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

 

6.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთ დაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. თ----- ვ--–-–--------– მ--------მ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. მით უფრო, როცა მოპასუხეც ეთანხმება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

ალიმენტის ნაწილი

6.21. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.

 

6.22. შვილების მიმართ მშობლების ვალდებულებები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით. დასახელებული ნორმით:

,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ქორწინებაში შეეძინათ ორი შვილი - მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ე და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ე. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად. მამა - ა---–----–-–--------–--------ო ცხოვრობს საზღვარგარეთ - ა--------ში. მიუხედავად იმისა, რომ ა---–----–-–--------–--------ო არ ცხოვრობს მის შვილებთან ერთად, ის ვალდებულია იზრუნოს მათზე. მას გააჩნია შვილების მიმართ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც თ----- ვ--–-–--------– მ--------ს. კერძოდ ის ვალდებულია იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი, უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

6.23. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.

 

საქმის განხილვით ა---–----–-–--------–--------ოს კონკრეტული პოზიცია ვერ გაირკვა. ის ადასტურებს შემოსავალის ქონას, მაგრამ ალიმენტის გადახდის წინააღმდეგია იმის გამო, რომ შვილების მამის მისამართის მიხედვით ცხოვრება სურს. საერთო ჯამში მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.

 

6.24. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური ან სხვა ტიპის პრობლემები, არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის შემოსავალი, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა და ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის საჭირო თანხები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხისათვის ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე უნდა დაეკისროს 350-350 ლარის გადახდა. ეს თანხა იქნება შვილების რჩენისათვის გონივრული თანხა. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის, საარსებო მინიმუმისა და თითოეული ფიზიკური პირის წინაშე არსებული ყოფიერი პრობლემების გათვალისწინებით, ალიმენტის სახით ჯამში - 300-300 ლარის დაკისრება გონივრულია. ორი შვილის რჩენისთვის 300-300 ლარით მათი რჩენისა და აღზრდის მიზნის მიღწევა შესაძლებელია. შესაბამისად ალიმენტის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

6.25. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია 2018 წლის 22 იანვარს, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 22 იანვრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შსაბამისად. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითად სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს:

· უძრავი ქონების ნაწილში 2183,6 ლარი;

· შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა - 100 ლარი;

· მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში - 100 ლარი.

· სულ 2383,6 ლარი.

 

მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 3000 ლარი, ანუ 616,4 ლარით ზედმეტი. იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

 

7.2. შეგებებულ სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს:

- შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა - 100 ლარი;

- განქორწინება - 50 ლარი;

- ალიმენტი - 360 ლარი.

 

განქორწინების ნაწილში მოსარჩელეს გადახდილი აქვს 100 ლარი, ანუ 50 ლარით ზედმეტი. სარჩელის ცნობის გამო საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მხარეები ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან. შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი მას უკან უნდა დაუბრუნდეს. ალიმენტის ნაწილში მოსარჩელე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ალიმენტის ნაწილში ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 216 ლარი. შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად ამ ნაწილში ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7.3. თ----- ვ--–-–--------– მ--------ს წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 2000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქ. სსკ-ის 199-ე მუხლით ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ------ დ---–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ბათუმი, ფ---------------------, ბინა 2-- (ს.კ - 0-.2-.0-.0--.0-.2--).

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

1. ა---–----–-–--------–--------ოს სარჩელი, შვილების საცხოვრებელი ადგილის მამის მისამართის მიხედვით განსაზღვრის, დედისათვის შვილის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის, გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელეს საქმეზე სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.

3. თ----- ვ--–-–--------– მ--------ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად;

4. თ----- ვ--–-–--------– მ--------ს და ა---–----–-–--------–--------ოს შორის 2013 წლის 4 აპრილს, №8---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინების გზით;

5. მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის მისამართის მიხედვით;

6. ა---–----–-–--------–--------ოს, არასრულწლოვანი შვილების - მ-------–---ო ვ--–-–--------– კ-----ის და ვ--–-–--- დ----- ვ--–-–--------– კ-----ის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 300-300 ლარის ოდენობით.

5. ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის

22 იანვრიდან.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ბათუმი, ფ---------------------, ბინა 2---ში (ს.კ - 0-.2-.0-.0--.0-.2--) მდებარე უძრავი ქონება გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

9. ა---–----–-–--------–--------ოს დაეკისროს თ----- ვ--–-–--------– მ--------ს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის თანხის ნაწილი - 100 ლარი, ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯი 2000 ლარის ოდენობით.

10. თ----- ვ--–-–--------– მ--------ს უკან დაუბრუნდეს მ------ დ---–--ის მიერ წინასწრ გადახდილი სახ.ბაჟის ნაწილი 100 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება 11, გადამხდელის ბანკი - სს საქართველოს ბანკი, გადახდის თარიღი - 22/01/2019 წელი, სახაზინო კოდი 300693150)

11. ა---–----–-–--------–--------ოს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარიდან 2383,6 ლარი ჩაეთვალის ძირითად სარჩელზე გადასახდელ სახ. ბაჟის ანგარიშში, ხოლო 216 ლარი ალიმენტის ნაწილში გადასახდელ სახ. ბაჟის ანგარიშში.

12. ა---–----–-–--------–--------ოს დაუბრუნდეს ლ-----------ის მიერ ზედმეტად გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი - 400,4 ლარი (საგადასახადო დავალება 1, გადამხდელის ბანკი - სს საქართველოს ბანკი, გადახდის თარიღი - 02/11/2018 წელი, სახაზინო კოდი 300693150)

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე