გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
231210019003191915
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN231210019003191915-2/206-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - და---- ბი---–-----ძე

წარმომადგენელი - ნ----------------ე

მოპასუხე -მა-- ბი---–-----ძე

მოპასუხე - მა----- ბი---–-----ძე

მოპასუხე - ივ--- ბი---–-----ძე

წარმომადგენელი - გი-----ი ჯვ-----ე, ლა----ა შე-–----ე

მოპასუხე - ეთ--- ოთ----ე

მესამე პირი - შო----- ბი---–-----ძე

მესამე პირი - გი-----ი ბი---–-----ძე

მესამე პირი - მა----- ბი---–-----ძე

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და თანამესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 20-- წლის 0- ივ---სა და 20-- წლის 1--------------ს ნოტარიუსს ეთ--- ოთ----ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობები და სამკვიდრო დანაშთი ქონების თანამესაკუთრედ აღიარება.

1.2. მოპასუხეს მხარეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების კერძოდ სახელმწიფო ბაჟის 90 (ოთხმოცდაათი) ლარის და აუდიტის დასკვნის საფასური 70 (სამოცდაათი) ლარი, ჯამში 160 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეს დაეკისროს ადვოკატის მომსახურების 200 ლარის და საფოსტო გზავნილის ღირებულებიდ 61 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

200- წლის 6-----------ს გარდაიცვალა მისი დედა ჟუ–---- ბი---–-----ძე (აქტის ჩანაწერი N0------), ხოლო მამა თუ–-- ბი---–-----ძე გარდაიცვალა 2--- წლის 08------------ს. მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სა----------ში, ქალაქ ბო------–ი.

2--- წლის 1-----------ს პირდაპირ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდა ნოტარიუსს ეთ--- ოთ----ეს მის სანოტარო ბიუროში მდებარე ქ. ახ--–---–--ი თა--------–--ს ქ.N-9 და ონლაინ რეჟიმში გააკეთა განაცხადის მის აწ გარდაცვლილ მშობლების დანატოვარ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რადგან არის მათი შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე, რაც დასტურდება დაბადების მოწმობით. N5---------- სამკვიდრო ქონება კი მდებარეობს ქ. ბო--------, რუ-------–------- N9-ში მამკვიდრებელთა გარდაცვალების შემდგომ მიღებული და დაუფლებული აქვს სამკვიდრო ქონებას.

არიან 7 დედმამიშვილი. მოსარჩელის დამ მა-- ბი---–-----ძემ, ძმამ მა----- ბი---–-----ძემ და ივ--- ბი---–-----ძემ მიმართეს ნოტარიუსს ეთ--- ოთ----ეს სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, ხოლო ჩემმა დამ მა----- ბი---–-----ძემ 2--- წლის 1------------ს მიმართ ნოტარიუს ლუ---- ქა---–---ს მის სანოტარო ბიუროში, მდებარე ქ. თბ--–-----–----–---ს ქ. N4-ში და განაცხადა უარი 200- წლის 06-----------ს გარდაცვლილი დედის ჟუ–---- ბი---–-----ძის სამკვიდრო ქონებაზე მა-- ბი---–-----ძის სასარგებლოდ და არანაისი პრეტენზია არ გააჩნიდა, ხოლო 20-- წლის 05 ივ---ს მამამ თუ–-- ბი---–-----ძემ მიმართა ნოტარიუსს ეთ--- ოთ----ეს მის სანოტარო ბიუროში და მანაც განაცხადა მის სამკვიდრო წილზე გარდაცვლილი მეუღლის ჟუ–---- ბი---–-----ძის დანატოვარ ქონებიდან შვილის მა-- ბი---–-----ძის სასარგებლოდ. მისი დედმამიშვილებიდან მხოლოდ მა-- და მა----- ბი---–-----ძეებმა მიიღეს სამკვიდრო ქონება, მა-- ბი---–-----ძემ მიიღო და დაირეგისტრირა სამკვიდრო ქონების 1/3 წილი, ხოლო მა----- ბი---–-----ძემ მიიღო 1/5 წილი, რაც არ აქვს დარეგისტრირებული.

ივ--- ბი---–-----ძეს მხოლოდ განცხადება აქვს გაკეთებული და სამკვიდრო ქონებიდან წილი არ მიუღია. დანარჩენ ორ დედმამიშვილს შო----- ბი---–-----ძეს და გი-----ი ბი---–-----ძეს არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსათვის სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეების მა-- ბი---–-----ძის, მა----- ბი---–-----ძის და ივ--- ბი---–-----ძის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან არ იკვეთება იურიდიული ინტერესი, ამასთან მოსარჩელე მხარე ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას.

2.2. მოპასუხე ეთ--- ოთ----ემ ნაწილობრვი ცნობა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ მას სამემკვიდრეო წარმოება როდესაც არ არის დასრულებული სასურველია, რომ ნოტარიუსთან ამოიწუროს სამკვიდრო წარმოება. მას როგორც ნოტარიუს ჰქონდა უფლებამოსილება მემკვიდრეობის მიმართვის საფუძველზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში შეეტანა ცვლილებები, თუ კი დადგინდებოდა მემკვიდრეთა წრე.

2.3. მესამე პირმა გი-----ი ბი---–-----ძემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას სურს ყველაზე თანაბრად განაწილდეს სამკვიდრო ქონება, ვისაც რა ეკუთვნის იმის მიხედვით.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე და---- ბი---–-----ძე დაიბადა 1--- წლის 27 ივ---ს. მისი მშობლები იყვნენ, დედა - ჟუ–---- ბი---–-----ძე და თუ–-- ბი---–-----ძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა N5----------, აქტის ჩანაწერი N- (I ტომი; ს.ფ. 18);

 

3.1.2. თუ–-- ბი---–-----ძე გარდაიცვალა 2--- წლის 08------------ს, ხოლო ჟუ–---- ბი---–-----ძე გარდაიცვალა 200- წლის 06-----------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

გარდაცვალების მოწმობა N5---------- (I ტომი; ს.ფ. 19);

გარდაცვალების მოწმობა N5---------0 (I ტომი; ს.ფ.20);

 

3.1.3. ჟუ–---- ბი---–-----ძის საკუთრებას გარდაცვალების მომენტისათვის წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.ბო--------, რუ-------–------- N9 (ს.კ 6-----------).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (I ტომი; ს.ფ. 34-35);

 

3.2.დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 20-- წლის 0- ივ---ს, ნოტარიუსს ეთ--- ოთ----ის მიერ მა-- ბი---–-----ძეზე გაიცა, სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც მა-- ბი---–-----ძე ა---- მამკვიდრებლის, ჟუ–---- ბი---–-----ძის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრემ და მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ბო--------, რუ-------–------- N9.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

20-- წლის 0- ივ---ის სამკვიდრო მოწმოვა (I ტომი; ს.ფ. 21-23);

 

3.2.2. ნოტარიუს ლუ---- ქა---–---ს სანოტარო აქტით დადგენილია, რომ 2--- წლის 1------------ს მა----- ბი---–-----ძემ უარი განაცხადა 200- წლის 06-----------ს გარდაცვალებული დედის, ჟუ–---- ბი---–-----ძის სამკვიდრო ქონებაზე, მისი დის მა-- ბი---–-----ძის სასარგებლოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი - N------ (I ტომი; ს.ფ. 24);

 

3.2.3. ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის სანოტარო აქტით დადგენილია, რომ 20-- წლის 05 ივ---ს თუ–-- ბი---–-----ძემ უარი განაცხადა 200- წლის 06-----------ს გარდაცვალებული მეუღლის, ჟუ–---- ბი---–-----ძის სამკვიდრო ქონებაზე შვილის მა-- ბი---–-----ძის სასარგებლოდ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი - N---- (I ტომი; ს.ფ. 25);

 

3.2.4. 2016 წლის 1--------------, ნოტარიუსს ეთ--- ოთ----ის მიერ მა----- ბი---–-----ძეზე გაიცა, სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც მა----- ბი---–-----ძე ა---- მამკვიდრებლის, ჟუ–---- ბი---–-----ძის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონების 1/5 წილი სრულად, რომელიც არის აქტივები. მემკვიდრის განცხადებით და ცნობა-დახასიათების საფუძველზე წილი უძრავ ქონებაში გამოხატულია საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ.ბო--------, რუ-------–------- (კ--------) 9 (85).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა - N1-------- (I ტომი; ს.ფ. 27-30);

 

3.2.5. 2--- წლის 26-----------ს ნოტარიუს ეთ--- ოთ----ეს განცხადებით მიმართა ივ--- ბი---–-----ძემ და განაცხადა, რომ ა---- დედის ჟუ–---- ბი---–-----ძის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე, სამკვიდრო ქონებას მდებარე ქ.ბო--------, რუ-------–------- N9 დაუფლებულია ფაქტობრივი ფლობით და ითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (I ტომი; ს.ფ. 31);

 

3.2.6. 2--- წლის 1-----------ს ნოტარიუსს ეთ--- ოთ----ეს პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდა და---- ბი---–-----ძე, რომელმაც განაცხადა, რომ 200- წლის 06-----------ს გარდაიცვალა დედა ჟუ–---- ბი---–-----ძე, ხოლო 2--- წლის 08------------ს გარდაიცვალა მამა თუ–-- ბი---–-----ძე, ის არის მათი შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე, რაც დასტურდება მისი დაბადების მოწმობით, სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელია ქ. ბო--------, რუ-------–------- N3 და ას-----ს რ-ნი სოფ. ტო-–--–-, მამკვიდრებელთა გარდაცვალების გამო მიღებული აქვს და დაუფლებულია სამკვიდრო ქონებას და ითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა მის წილზე დედის ჟუ–---- ბი---–-----ძის და მამის თუ–-- ბი---–-----ძის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (I ტომი; ს.ფ. 32-33);

 

3.2.7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის თანახმად და---- ბი---–-----ძის რეგისტრაციის მისამართს 1999 წლის 20 ივლისიდან წარმოადგენდა ქ. ბორჯომი, რ---------–-- ჩიხი N9.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსგს ახალციხის საქალაქო რეესტრის სამსახურის ცნობა (II ტომი; ს.ფ.99-100);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე,1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1452-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც ადგენს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მემკვიდრისათვის, მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებელის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ 200- წლის 06-----------ს გარდაცვლილი ჟუ–---- ბი---–-----ძის სამკვიდრო მასას წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბო--------, ჩი--------------–-ს ქ. N9, ს/კ 6-----------.

ჟუ–---- ბი---–-----ძის დანაში სამკვიდრო ქონებაზე 20-- წლის 0- ივ---ს ნოტარიულ ეთ--- ოთ----ის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა მა-- ბი---–-----ძეზე. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ქ.ბო--------, რუ-------–------- N9-ში არსებული უძრავი ქონება.

ეთ--- ოთ----ის სანოტარო აქტით ასევე დადგენილია, რომ ჟუ–---- ბი---–-----ძის პირველი რიგის მემკვიდრეებმა - შვილმა მა----- ბი---–-----ძემ და მეუღლემ თუ–-- ბი---–-----ძემ უარი განაცხადეს დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე მა-- ბი---–-----ძის სასარგებლოდ.

ხოლო სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების არსებობის თაობაზე მა-- ბი---–-----ძის მიერ ნოტარიუსთან განცხადების წარდგენისას არ იქნენ მითითებული.

სასამართლო ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზეც, რომ მა-- ბი---–-----ძემ სადავო სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო დედის ჟუ–---- ბი---–-----ძის დანაშთი ქონება, მისთვის ცნობილი იყო სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების და-ძმების არსებობის შესახებ, თუმცა ამ მემკვიდრეების ვინაობის შესახებ სანოტარო ორგანოში მემკვიდრეობის უფლების დადგენისას არ განუცხადებია. აღნიშნულით მა-- ბი---–-----ძემ დაარღვია ვალდებულება, ნოტარიუსისათვის სხვა მემკვიდრეებზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელიც ავალდებულებს კერძო სამართლის სუბიექტებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსიდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. მართალია, ნორმათა უმრავლესობა მასზე პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ მაინც მას ემყარება, ვინაიდან სამოქალაქო მართლწესრიგი სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება. მემკვიდრეობის უფლება წარმოადგენს პირადი ქონებრივი ხასიათის უფლებას, ერთ-ერთი ან თუნდაც რამდენიმე მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღება, არ ნიშნავს სხვა მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებას. სწორედ ამ უფლების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რასთანაც დაკავშირებულია და რაც განსაზღვრავს გარდაცვლილი პირის სამკვიდროს მიღებას.

ამდენად, მოპასუხე მა-- ბი---–-----ძის მიერ, 200- წლის 06-----------ს გარდაცვლილი დედის, ჟუ–---- ბი---–-----ძის სამკვიდრო ქონების სრულად მიღება ეწინააღმდეგება და ლახავს და---- ბი---–-----ძის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ მემკვიდრეობის უფლებას.

6.5. 2--- წლის 26-----------ს მა----- ბი---–-----ძის და ივ--- ბი---–-----ძის მიერ ნოტარიუს ეთ--- ოთ----ესთან წარდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც დადგენილია, რომ მათ გარდა გარდაცვლილ ჟუ–---- ბი---–-----ძის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მათი და-ძმები და---- ბი---–-----ძე, შო----- ბი---–-----ძე, გი-----ი ბი---–-----ძე. ასევე პირელი რიგის მემკვიდრეებს მათ დები მა----- და მა-- ბი---–-----ძეები ცნობილნი არიან მემკვიდრეებად. ამავე განცხადებაში მიუთითეს, რომ დაუფლებულნი არიან სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით და ითხოვეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

20-- წლის 16 ოქტომბრის ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის სანოტარო აქტით ჟუ–---- ბი---–-----ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე მა----- ბი---–-----ძეზე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე-შვილზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო ქონების 1/5 წილზე, რომელიც სრულად ა---- აქტივები. წილი უძრავ ქონებაში გამოხატულია საცხოვრებელ ბინა მდებარე ქ. ბო--------, რუ-------–------- (კ--------) 9 (85).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 91-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად სამკვიდრო მოწმობაში უნდა მიეთითოს, სამკვიდრო მასის რა ნაწილი (მთლიანად, თუ მისი ნაწილი) მიიღო მემკვიდრემ. თუკი მემკვიდრე რამდენიმეა, უნდა მიეთითოს თითოეულმა მათგანმა სამკვიდრო მასის რა ნაწილი მიიღო მემკვიდრეობით.

ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ნორმა მოქმედებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, სამკვიდრო მოწმობა გაიცა თუ არა კონკრეტული ქონების/უფლებების მიღების დასტურად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჟუ–---- ბი---–-----ძის გარდაცვალების შემდგომ დარჩა რვა პირველი რიგის მემკვიდრე, რომელთაგან ორმა თუ–-- და მა----- ბიიბლურიძეებმა უარი განაცხადეს სამკვიდრო ქონებაზე მა-- ბი---–-----ძის სასარგებლოდ. მათ გარდა სამკვიდროს უნდა დაუფლებოდნენ კიდევ ხუთი მემკვიდრე, თუმცა მათი არსებობის შესახებ კანონით დადგენილი წესით არ გაუმხილეს ნოტარიუსს, შესაბამისად, სამკვიდროს 1/5 წილზე ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცა მხოლოდ მა----- ბი---–-----ძეზე, რითაც დარღვეული იქნა სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქცია.

6.7. სასამართლო ვერ გიზიარებს მოპასუხე მხარეთა შესაგებელში მითითებულ და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციაზე, რომ და---- ბი---–-----ძეს არასდროს არ ჰქონია პრეტენზია მშობლების დანაშთ ქონებაზე, ამასთან მას არ ეკუთვნის დანაშთი ქონება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოხმობილი ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი წერილობითი მტკიცებულება (მაგ. და---- ბი---–-----ძის უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება, და---- ბი---–-----ძის განცხადება დედის დანაშთ სამკვიდრო ქონების მიღებაზე უა---- თქმის შესახებ), რომელიც გამორიცხავდა და---- ბი---–-----ძის მიერ დედის დანაშთი ქონებიდან სამკვიდრო წილის მიღებას.

6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა და სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 20-- წლის 0- ივ---ისა და 20-- წლის 1--------------ს ნოტარიულ ეთ--- ოთ----ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობები და და---- ბი---–-----ძე აღიარებულ იქნეს სამკვიდრო დანაშთი ქონების 1/8 წილის თანამესაკუთრედ.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 %-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა;

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეფასებულია მთლიანი უძრავი ქონება უნებართვო. დავის საგნის ღირებულება და შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა დაანგარიშდეს იმ ნაწილიდან, რომელზე დაობენ მხარეები.

დადასტურებულია, რომ და---- ბი---–-----ძის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 90 ლარი.

ასევე დადასტურებულია, რომ და---- ბი---–-----ძეს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი: იურიდიული მომსახურების ხარჯი - 200 ლარის ოდენობით, აუდიტის დასკვნის საფასური 70 ლარი და საფოსტო გზავნილის ღირებულება 61 ლარის ოდენობით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე და---- ბი---–-----ძის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტადაა გადახდილი 40 ლარი და მას აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს: მა-- ბი---–-----ძეს, მა----- ბი---–-----ძეს, და ივ--- ბი---–-----ძეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე და---- ბი---–-----ძის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, საადვოკატო მომსახურების 120 ლარის, აუდიტის დასკვნის საფასურის 70 ლარის და საფოსტო გზავნილის ღირებულება 61 ლარის, სულ 301 ლარის გადახდა და---- ბი---–-----ძის სასარგებლოდ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

საქმეზე სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 248-249-ე, 257-ე, 352-ე 356-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. და---- ბი---–-----ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი 20-- წლის 0- ივ---ს ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ ჟუ–---- ბი---–-----ძის სამკვიდრო ქონებაზე, შვილის მა-- ბი---–-----ძის (პ/ნ-11---------) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

3. ბათილად იქნეს ცნობილი 20-- წლის 1--------------ს ნოტარიუს ეთ--- ოთ----ის მიერ ჟუ–---- ბი---–-----ძის სამკვიდრო ქონებაზე, შვილის მა----- ბი---–-----ძის (პ/ნ-47---------) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა რეესტრის ნომერი N1--------.

4. და---- ბი---–-----ძე (პ/ნ-11---------) ცნობილ იქნეს 200- წლის 06-----------ს გარდაცვლილი ჟუ–---- ბი---–-----ძის დანაშთი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბო--------, ჩი--------------–-ს ქ. N9 (ს.კ 6-----------), 1/8 ნაწილის მესაკუთრედ.

5. და---- ბი---–-----ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 40 ლარი. (საგადახდო დავალება N2------- გადახდის თარიღი 2019 წლის 26 აგვისტო).

6. მოპასუხეებს მა-- ბი---–-----ძეს, მა----- ბი---–-----ძეს და ივ--- ბი---–-----ძეს მოსარჩელე და---- ბი---–-----ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ 120 ლარის გადახდა და საპროცესო ხარჯის სანაცვლოდ 131 ლარის ანაზღაურება.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის (ქ. ბორჯომი, დუმბაძის ქ.N7) მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი