განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002616958
საქმე №2ბ/3435-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თავმჯდომარე, მომხსენებელი დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია, გელა ქირია
სხდომის მდივანი მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ა------–-----–---–ი
წარმომადგენელი - დ-----------–---ე
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი) - ე--------------–--------ი
წარმომადგენელი - ვ--------–------–--ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება
აპელანტ ა------–-----–---–ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და ალიმენტის დაკისრება ჯამში 500 ლარის ოდენობით (ნაცვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული 1500 ლარისა)
აპელანტ ე--------------–--------ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების (რითაც, ალიმენტის ოდენობა 3000 ლარიდან შემცირდა 1500 ლარამდე) გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით:
1. ა------–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. შემცირდა მოპასუხე ა------–-----–---–ისთვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილების: კ------–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პ/ნ 0----------) და ა----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------------ს, პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 1500-1500 ლარიდან 750-750 ლარამდე და ა------–-----–---–ს (პ.ნ 00----------) ე--------------–--------ის (პ/ნ.-----------) სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად, არასრულწლოვანი შვილების: კ------–-----–---–ის და ა----–-----–---–ის რჩენა -აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 750-750 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 04 სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
3. ე--------------–--------ს (პ/ნ 0----------) ა------–-----–---–ის (პ/ნ 00----------) სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან ( 950 ლარიდან) 540 ლარის გადახდა;
4. ა------–-----–---–ის (პ/ნ 00----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხიდან (950 ლარიდან) 410 ლარი ჩაითვალა ბიუჯეტში გადახდილად;
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. ე--------------–--------ს და ა------–-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 22 მარტს დაბადებული კ------–-----–---–ი და 2----–-–------------------ს დაბადებული ა----–-----–---–ი;
2.1.2. მხარეები 2013 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. აპელანტი ე--------------–--------ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან - კ---- და ა----–-----–---–თან ერთად;
2.1.3. არასრულწლოვანი კ------–-----–---–ი და ა----–-----–---–ი სწავლობენ შპს ,,--------------------------–-–ი“, სადაც წლიურმა სწავლის საფასურმა კ------–-----–---–ისათვის, 2017-2018 წლებში, შეადგინა 1758 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ა----–-----–---–ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 1158 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 2019 წლის 4 ივლისს ზემოხსენებულ სკოლასთან ე--------------–--------ის მიერ დადებული ახალი ხელშეკრულებების თანახმად, 2019-2020 წლებში კ------–-----–---–ისათვის განსაზღვრულმა სწავლის საფასურმა შეადგინა 1400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ა----–-----–---–ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვები ი/მ მ-------------–---–თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იღებენ შესაბამის კვებით მომსახურებას სკოლის სასწავლო დღეებში. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 582 ლარს.
საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები დადებულია შპს ,,--------------------------–--ა“ და ფიზიკურ პირს ა------–-----–---–ს შორის. საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ საფასურს იხდის ზემოაღიშნული პირი.
არასრულწლოვანი კ------–-----–---–ი და ა----–-----–---–ი ირიცხებიან ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ,,მ--–---–-----------–-----------------–--------–-------------------------–-–------ში“, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს - 150 ლარს.
2.1.4. ქორწინების მოწმობა N----------- და აქტის ჩანაწერი N----------- მიხედვით, ნ-----------–-----მ (პ/ნ 0----------) და ა------–-----–---–მა (პ/ნ 0----------) იქორწინეს 2015 წლის 16 ივლისს.
2.1.5. დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N------------ის მიხედვით, 2016 წლის 10 თებერვალს დაიბადა ნ--–---–-----–---–ი.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ე--------------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ა------–-----–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილების, კ------–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N0----------) და ა----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------------ს, პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 1500-1500 (ათას ხუთასი - ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2.2.2. სს ,,საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშებზე გადარიცხვების ამონაწერით დასტურდება, რომ ა------–----–---–ი 2016 წლის დეკემბრის თვიდან - 2018 წლის ივნისის თვის ჩათვლით ახორციელებდა შვილების, ა-- და კ------–-----–---–ების რჩენა-აღზრიდს მიზნით, ასევე მათი სასკოლო და საგანმანათლებლო წრეებში საფასურის გადახდას, კერძოდ ფორტეპიანოს, მაკრამეს, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების, სიმღერის, ხელოვნების წრეების და კვების გადასახადს.
2.2.3. შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, 27.08.2018 წლის მდომარეობით, ა------–-----–---–ის (პ/ნ 0----------) 01.08.2015 წლიდან - 31.12.2015 წლის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 23 890 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 4 778 ლარს.
2.2.4. შპს შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, 06.07.2018 წლის მდომარეობით, ა------–-----–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ 01.01.2016 წლიდან 31.12.2016 წლის ჩათვლით, მიღებულ დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 3 935 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 787 ლარს.
2.2.5. შპს შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, 06.07.2018 წლის მდომარეობით, ა------–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 01.01.2017 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით, მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 86717,32 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 17343,46 ლარს.
2.2.6. შპს შემოსავლების სამსახურის 24.08.2018 ცნობის თანახმად, 24.02.2018 წლის მდომარეობით, ა------–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 2018 წელს მიღებული (პ/ნ 0----------) დასაბეგრ შემოსავალი შეადგენს - 25625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 5125 ლარს.
2.2.7. შპს შემოსავლების სამსახურის 17.08.2018 ცნობის თანახმად, 17.08.2018 წლის მდომარეობით, ა------–-----–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ 01.03.2018 წელს მიღებული (პ/ნ 0----------) დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 125 ლარს.
2.2.8. შემოსავლების სამსახურის მიერ 24.06.2019 წელს გაცემული ცნობის თანახმად, 24.06.2019 წლის მდომარეობით, ფ/პ „ა------–-----–---–ის“ (ს/ნ 0----------) 01.03.2018 წლიდან - 24.06.2019 წლის ჩათვლით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 125 ლარს.
2.2.9. აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება A-----------------ის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 23 აგვისტოს აქტით ყადაღა დაედო: ა------–-----–---–ის (პ/ნ 0----------) მისამართზე საქართველოს, ქალაქი თბილისი, ა-----ს ქუჩა, N--, ბინა----ში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. აღნიშნულ უძრავ ნივთებზე აუქციონი არ არის დანიშნული.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3.1. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ არსებითად შეიცვალა მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლზე, რის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ე--------------–--------ს და ა------–-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2007 წლის 22 მარტს დაბადებული კ------–-----–---–ი და 2----–-–------------------ს დაბადებული ა----–-----–---–ი. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ე--------------–--------ი ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2018 წლის 30 მაისის, გადაწყვეტილებით, ე--------------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ა------–-----–---–ს (პირადი N0----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების, კ------–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პირადი N0----------) და ა----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------------ს, პირადი N0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 1500-1500 (ათას ხუთასი - ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 22 თებერვლიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სასამართლომ აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც სარჩელის განხილვის დროისათვის ა------–-----–---–ის დასაქმებას და მუდმივის შემოსავალს არსებობას დაადასტურებდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, მისი პროფესიული უნარ-ჩვევები, განთლება და კვალიფიკაცია, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და ა.შ. ამდენად, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი
მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლომ აგრეთვე მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა. არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა არსებითად უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან სასამართლომ დაადგინა, რომ კ---- და ა----–-----–---–ები წარმოადგენენ არასრულწლოვნებს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. არასრულწლოვანი კ------–-----–---–ი და ა----–-----–---–ი სწავლობენ შპს ,,--------------------------–-–ი“, სადაც წლიურმა სწავლის საფასურმა კ------–-----–---–ისათვის, 2017-2018 წლებში, შეადგინა 1758 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ა----–-----–---–ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 1158 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რაც ამჟამიმნდელი მდგომარეობით გაზრდილიცაა. გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვები ი/მ მ-------------–---–თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იღებენ შესაბამის კვებით მომსახურებას სკოლის სასწავლო დღეებში. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 582 ლარს. არასრულწლოვნები ირიცხებიან ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ,,მ--–---–-----------–-----------------–--------–-------------------------–-–------ში“.
დადგენილია მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობაც, იგი იმყოფება ქორწინებაში ნ-----------–-----სთან და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი - ნ--–---–-----–---–ი, დაბადებული 2016 წლის 10 თებერვალს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების მიღებისას, მოპასუხე ა------–-----–---–ი დასაქმებული იყო ბ---------------------------–---–-----------ში კონსულტანტის პოზიციაზე და მისი შემოსავალი ყოველთვიურად განსხვავებული ოდენობისაა;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის იანვრის თვეში - 231.3 ლარს, თებერვლის თვეში - 5741.3 ლარს, აპრილის თვეში - 281.3 ლარს, მაისის თვეში - 187.5 ლარს, ივნისის თვეში - 10945 ლარს, ივნისის თვეში - 10920 ლარს, აგვისტოს თვეში - 831.3 ლარს, სექტემბრის თვეში - 14501.1 ლარს, ოქტომბრის თვეში - 18016.3 ლარს, ნოემბრის თვეში - 12562.5 ლარს, დეკემბრის თვეში - 12500 ლარს და 2018 წლის იანვრის თვეში - 12500 ლარს; შპს შემოსავლების სამსახურის 17.08.2018 წლის ცნობის თა--ხმად, 17.08.2018 წლის მდომარეობით, ა------–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 01.03.2018 წელს მიღებულმა (პ/ნ 0----------) დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა - 625 ლარი, ხოლო დაკავებულმა საშემოსავლომ - 125 ლარი, ამასთან, შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობაც, იგი იმყოფება ქორწინებაში ნ-----------–-----სთან და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი - ნ--–---–-----–---–ი, დაბადებული 2016 წლის 10 თებერვალს.
შესაბამისად, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელე ა------–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, შეიცვალა მისი ოჯახური მდგომარეობაც, რის გამოც სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვების ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 1500-1500 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, ა------–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუარესების სახით, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
მოპასუხე ე--------------–--------ი თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ დაეთანხმა არასრულწლოვანი კ---- და ა----–-----–---–ების რჩენა-აღზრდისათვის მიეღო შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. კ---- და ა----–-----–---–ები არიან არასრულწლოვნები, მათ აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, უმუშევრობის გამო შემოსავლის არქონის ფონზე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.
სასამართლოს განმარტებით, მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა ჯამში 500 ლარის ოდენობით საკმაოდ მცირე იყო დღეის მდგომარეობით ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით, მით უფრო, რომ უდავოა ბავშვების ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ იმ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდებოდა სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა მოსარჩელის უნარები, შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, დედის უმუშევრობა, ის გარემოება, რომ ბავშვები საცხოვრებლად იმყოფებიან ე--------------–--------თან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვები ცხოვრობენ.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესი, მაგრამ ეს უკანასკნელი განსაზღვრა მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სამართლომ მიაჩნია, რომ ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის ნაწილობრივ შეცვლის, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირებულიყო და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 04 სექტემბრიდან, განისაზღვრა 750-750 (შვიდას ორმოცდაათ-შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ე--------------–--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, სრულად უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, ა------–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა, რის გამოც არ არსებობდა ალიმენტის შემცირების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
3.2. ა------–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, მას ყავს ახალი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი, რომლის რჩენის ვალდებულებაც გააჩნია იმავე ზომით, როგორც წინა ქორწინებიდან შეძენილი შვილების. 2018 წლის მარტის შემდგომ პერიოდში ფაქტიურად არ აქვს შემოსავლები, მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება და შესაძლებლობის ფარგლებში ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას.
აპელანტის მითითებით, ერთობლიობაში სამი გარემოება, იძლევა ცალსახა სურათს იმის თაობაზე, თუ როგორ მატერიალურ მდგომარეობაშია. შესაბამისად, გაუგებარია სასამართლოს ლოგიკა თუ როგორ და რა მექანიზმებით უნდა შეძლოს დაკისრებული თანხების გადახდა. ასევე, გაუგებარია თუ რა ლოგიკას ეფუძნება სასამართლოს მიერ 750 ლარის დადგენა იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ გაიზიარა და დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ ა------–-----–---–ის ბოლო პერიოდის დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 625 ლარს. აპელანტი ასევე გაუგებრად მიიჩნევს თანხის ოდენობის განსაზღვრის პრინციპს იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია და არ დაუსაბუთებია შესაბამისი ოდენობის ალიმენტის გადახდის აუცილებლობა ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ, სასამართლო ალიმენტის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს არა მხოლოდ მხარის შემოსავლის ოდენობით არამედ იმ აუცილებლობითაც, რაც განსაზღვრულია თავად არასრულწლოვანი შვილებისათვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1.1. ე--------------–--------ს და ა------–-----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ს დაბადებული კ------–-----–---–ი და 2----–-–------------------ს დაბადებული ა----–-----–---–ი.
4.1.2. მხარეები 2013 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანო ბავშვები, კ------–-----–---–ი და ა----–-----–---–ი ცხოვრობენ დედასთან, ე--------------–--------თან ერთად;
4.1.3. ქორწინების მოწმობა N------------ის და აქტის ჩანაწერი N------------ის მიხედვით, ნ-----------–-----მ და ა------–-----–---–მა იქორწინეს 2015 წლის 16 ივლისს.
4.1.4. დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N0116003264-ის მიხედვით, ნ--–---–-----–---–ი დაიბადა 2016 წლის 10 თებერვალს, ქალაქ თბილისში.
4.1.5. შპს შემოსავლების სამსახურის 17.08.2018 წლის ცნობის თანახმად, 17.08.2018 წლის მდომარეობით, ა------–-----–---–ის(პ/ნ 0----------) მიერ 01.03.2018 წელს მიღებული (პ/ნ 0----------) დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს - 625 ლარი, ხოლო დაკავებული საშემოსავლო - 125 ლარი.
4.1.6. აპელანტის მიერ შემოსავლების სამსახურის წარმოდგენილი ცნობით, 2019 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ფ/პ „ა------–-----–---–ი“-ს მიერ 2018 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 125 ლარს.
4.1.7. არასრულწლოვანი კ------–-----–---–ი და ა----–-----–---–ი სწავლობენ შპს ,,--------------------------–-–ი“, სადაც წლიურმა სწავლის საფასურმა კ------–-----–---–ისათვის, 2017-2018 წლებში, შეადგინა 1758 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო ა----–-----–---–ისათვის, იმავე სასწავლო წლებში - 1158 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გარდა ამისა, არასრულწლოვანი ბავშვები ი/მ მ-------------–---–თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იღებენ შესაბამის კვებით მომსახურებას სკოლის სასწავლო დღეებში. მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური მომსახურების ღირებულება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 582 ლარს. საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები დადებულია შპს ,,--------------------------–--ა“ და ფიზიკურ პირს ა------–-----–---–ს შორის. საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ საფასურს იხდის ზემოაღიშნული პირი.
არასრულწლოვანი კ------–-----–---–ი და ა----–-----–---–ი ირიცხებიან ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ,,მ--–---–-----------–-----------------–--------–-------------------------–-–------ში“, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს - 150 ლარს.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე ე--------------–--------ის მიერ წარდგენილი შპს „მეექვსე საავტორო სკოლასთან“ 2019 წლის 04 ივლისს დადებული ხელშეკრულებებით, სკოლამ მიიღო მოსწავლე - ა----–-----–---–ი VI კლასში, ხოლო მოსწავლე - კ------–-----–---–იVII კლასში, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მისი ხელმოწერიდან 2020 წლის 10 ივლისამდე და სწავლის საფასურის ღირებულება ა----–-----–---–ის შემთხვევაში შეადგენს 2 000 აშშ დოლარს, ხოლო კ------–-----–---–ის შემთხვევაში 1 400 აშშ დოლარს.
4.1.8 ა------–-----–---–ის სასამართლო სდომაზე მიცემული განმარტებით დგინდება, რომ მას გააჩნია არასტაბილური შემოსავალი. იგი თვეში შესაძლოა შეადგენდეს დაახოებით 3000-3500 ლარს, თუმცა ყავს სხვა ოჯახის წვერებიც, მცირეწლოვანი შვილიც კი, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან. არ გამორიცხავს მომავალში შემოსავლები გაეზარდოს, რის შემდგომაც შეძლებს ალიმენტის სრულყოფილად გადახდას და შვილების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, თუმცა ამჯამად მის კომპანიას შეკვეთები არ გააჩნია და შემოსავლებიც არ არის.
4.2. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:
4.2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირდა მოპასუხე ა------–-----–---–ისთვის (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილების: კ------–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------ს, პ/ნ 0----------) და ა----–-----–---–ის (დაბადებული 2----–-–------------------ს, პ/ნ 0----------) რჩენა-აღზრდისთვის, ყოველთვიურად, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 1500-1500 ლარიდან 750-750 ლარამდე.
აპელანტი ითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და თითოეულ ბავშვზე 250 ლარის გადახდის დაკისრებას ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 750 ლარისა.
პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ასაკის და ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით და არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემცირების რაიმე საფუძველი. დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გონივრულია.
4.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების გათვალისწიენებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მშობელს აქვს ბავშვის რჩენის ვალდებულლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
„ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ე.ი. ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს“ (სუსგ ას-303-290-2015, 13.05.2015; შდრ. სუსგ ას-1191-1121-2015, 22.01.2016).
ამდენად, ალიმენტვალდებული პირის შემოსავლებისა და იმის გათვალისწინებით რომ მას ჰყავს კმაყოფაზე მყოფი შვილი, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტ ე--------------–--------ის მოთხოვნას გადაწყვეტილების სრულად გაუქმების შესახებ და აპელანტ ა------–-----–---–ის მოთხოვნას ალიმენტის ოდენობად საერთო ჯამში 500 ლარის განსაზღვრის თაობაზე. რამეთუ, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება, ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია თითოეულ ბავშვზე 750 ლარი, რამდენადაც დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს სხვადასხვა გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად. კერძოდ, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათი პროფესიული უნარ-ჩვებებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით მიოიძიონ დამატებითი შემოსავლები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.
პალატა სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს აპელანტის - ა------–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ამჟამად, აპელანტის მიერ შემოსავლების სამსახურის წარმოდგენილი ცნობით, 2019 წლის 24 ივნისის მდგომარეობით ფ/პ „ა------–-----–---–ი“-ს მიერ 2018 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 625 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 125 ლარს. დასახელებული გარემოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა მხედველობაში და შესაბამისად, ის აისახა კიდეც მიღებულ გადაწყვეტილებაში. რის გამოც გონივრულ ფარგლებში ობიექტურად შემცირდა ალიმენტის ოდენობაც. ამდენად, ალიმენტის ოდენობის კვლავ შემცირების მოტივით აწ უკვე სასამართლოს მიერ გაზიარებულ და გათვალისწინებული გარემობაზე აპელირება, პალატას არ მიაჩნია წონად არგუმენტად.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ე--------------–--------ის ზეპირ განმარტებებს, რომ ა------–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობა პრაქტიკულად არ გაუარესებულა და აქვს ისეთი დამატებითი შემოსავლები, რაც არ ჩანს. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი აპელანტს სასამართლოში არ წარუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ დაუსაბუთებელი ეჭვებით. ამასთან, შპს ,,--------------------------–--თან“ 2019 წელს დადებული ახალი ხელშეკრულებები არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი ვინაიდან, ალიმენტის გონივრული ოდენობა, დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მოცემულ შემთხვევაში ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. მისი ოდენობა გონივრულია.
ვინაიდან აპელანტთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა თითოეულ ბავშვზე 750 ლარით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტ ა------–-----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა------–-----–---–ის და ე--------------–--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დავით ახალბედაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია