განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210116001577897
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1300-17 30 მაისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარეები(მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - თ---------- ხ------–---–ი ლ---ი დ------ე ს--–---ე მ--------ე მ--–---- ა----–--ე
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ს--–---ე მ--------ეს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; - თ---------- ხ------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილების, ნ-----–ი ხ------–---–ისა და მ------ ხ------–---–ის რჩენისათვის, სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 180-180 ლარის ოდენობით; - ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყო სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2--- წლის 31ოქტომბრიდან; - თ---------- ხ------–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილების, ნ-----–ი ხ------–---–ისა და მ------ ხ------–---–ის რჩენისათვის, დაეკისრა 2--- წლის 31 ოქტომბრამდე გასული პერიოდის, სამი წლის ალიმენტის გადახდა თვეში 100-100 ლარის ოდენობით; - თ---------- ხ------–---–ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლიდ დაეკისრა სახ. ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ს--–---ე მ--------ემ და თ---------- ხ------–---–მა იქორწინეს 2006 წლის 4 მაისს; 2.2. ს--–---ე მ--------ეს და თ---------- ხ------–---–ს ჰყავთ ორი შვილი, ნ-----–ი ხ------–---–ი დაბადებული 200- წლის 0- თებერვალს და მ------ ხ------–---–ი დაბადებული 2--- წლის 0- აგვისტოს; 2.3. მხარეები 2009 წლის 18 დეკემბერს განქორწინდნენ; 2.4. საქმის განხილვის მომენტისათვის ს--–---ე მ--------ე და თ---------- ხ------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. შვილები იზრდებიან დედასთან - ს--–---ე მ--------ესთან; 2.5. თ---------- ხ------–---–ი მუშაობს სს ,,ს----------–--- რ--------“-ში და ხელფასის სახით ღებულობს 1100 ლარს; 2.6. ს--–---ე მ--------ე მუშაობს ს----------–-- პ---–-–--–- და ხელფასის სახით ღებულობს 1060 ლარს; 2.7. მოპასუხეს 2012-2016 წლებში გადახდილი აქვს შვილების სწავლის გადასახადის ნაწილი. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 2.8. მხარეთა შორის მთავარი სადაო საკითხებია: მოპასუხის შემოსავალი; ბინის გაქირავება; უცხოეთიდან ავტომანქანების ჩამოყვანა და რეალიზაცია; განვლილ პერიოდში ალიმენტის თანხის მიღებაზე ზრუნვა. 2.9. მოსარჩელემ მოპასუხის შემოსავალის დასადასტურებლად მიუთითა ბანკში დაცულ ინფორმაციებზე. დასახელებული ინფორმაციით დადგინდა მხოლოდ ის, რომ თ---------- ხ------–---–ი მუშაობს სს ,,ს----------–--- რ--------“-ში და ხელფასის სახით ღებულობს 1100 ლარს. სხვა შემოსავალი მასში ასახული არაა; 2.10. სასამართლომ განმარტა, რომ სავსებით შესაძლებელია მოპასუხე ბინას აქირავებდეს, უცხოეთიდან ავტომანქანები ჩამოჰყავდეს და ყიდდეს ან ეწეოდეს სხვა ტიპის კომერციულ საქმიანობას, მაგრამ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდებოდა დამტკიცება. მოსარჩელე ბინის გაქირავებისა და ავტომანქანების რეალიზაციის ფაქტს ამტკიცებდა ზეპირი განმარტებით. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენდა სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. მოსარჩელეს ზეპირი განმარეტების გარდა სხვა მტკიცებულება არ აქვს; 2.11. სსკ-ის 354-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებების მოპოვებაში. ასეთი რამ განპირობებულია ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული საქმეთა თავისებურებებით. ალიმენტი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის გათვალისწინებული თანხაა და მისი ოდენობის დადგენა სასამართლოს ვალდებულებაცაა. ამიტომ მოსარჩელესთან ერთად სასამართლომაც უნდა იზრუნოს მოპასუხის შემოსავალის დადგენის მტკიცებულებების მოპოვებაში. სწორედ მტკიცებულებების ანალიზითაა შესაძლებელი გონივრული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა. სასამართლოს ინიციატივით მტკიცებულებების შეგროვება, დამოკიდებულია მოსარჩელის აქტიურობაზე. მან უნდა მიუთითოს იმ ორგანოზე, საიდანაც შეიძლება მოპასუხის შემოსავალის ამსახველი მტკიცებულების გამოთხოვება. სასამართლომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომერციული ბანკებიდან გამოითხოვა მოპასუხის შემოსავალის შესახებ მტკიცებულებები, მაგრამ ამ მტკიცებულებებით ავტომანქანების რეალიზაცია და ბნის გაქირავებით შემოსავალის მიღება არ დადგინდა; 2.12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იზრუნა მასზედ, რომ მოპასუხისაგან მიეღო ალიმენტი. მისი მცდელობა დასრულდა იმით, რომ თ---------- ხ------–---–მა გადაიხადა შვილების სწავლის საფასურის ნაწილი. მისი მცდელობა დგინდება სალაროს შემოსავლის ორდერებითა და მოწმე ი----ა დ---–--ის ჩვენებით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.13. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლბისაგან; 2.14. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას; 2.15. საქართველო მიერთებულია ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით: ,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. 3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”; 2.16. ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში; 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”; 2.18. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ; ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”; 2.19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ორი საერთო შვილი, ნ-----–ი ხ------–---–ი დაბადებული 200- წლის 2 თებერვალს და მ------ ხ------–---–ი დაბადებული 2--- წლის 7 აგვისტოს. ისინი ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან - ს--–---ე მ---------თან. მიუხედავად იმისა, რომ თ---------- ხ------–---–ი არ ცხოვრობს ს--–---ე მ--------ესთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ს--–---ე მ--------ეს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება. 2.20. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”; 2.21. ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”; 2.22. საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 250-250 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 250-250 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 120 ლარით, ვინაიდან ხელზე ღებულობს 780 ლარს და აქვს სესხები. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ; 2.23. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მუშაობს და აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, მასზე ალიმენტის სახით 120-120 ლარის დაკისრება არ არის გონივრული. მისი შემოსავალიდან გამომდინარე ასევე ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის ვერ შეძლებს 500 ლარის ალიმენტის სახით გადახდას. ასეთ სიტუაციაში ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრებაც არაგონივრულია. მოსარჩელის მდგომარეობის გათვალისწინებსთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას შვილების მდგომარეობაც. ისინი 9 წლის და 10 წლის არიან. მის დედას - ს--–---ე მ--------ეს, მარტოს გაუჭირდება შვილების აღზრდა და რჩენა. ბავშვებს სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატური კონტროლი, კვებითი რეჟიმი, განათლება, განვითარება და სხვა აუცილებელობები, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთ სიტაუციაში ალიმენტის სახით 120 ლარის გადახდაც არაგონივრულია. თანამედროვე პირობებში მოპასუხის მიერ ალიმენტის სახით 120 ლარის გადახდა უთანაბრდება შვილის რჩენაზე უარის თქმას. 120 ლარის სარჩოს მეშვეობით ვერ მიიღწევა შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდის პირობა. მხარეთა ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 180-180 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილების ნორმალურ განვითარებას; 2.24. სასამართლომ განმარტა, რომ შვილების ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 180 ლარი არაა საკმარისი მცირეწლოვანი ასაკის შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, დაჭირდება შესაბამის წრეებში მისი შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 100-100 ლარი შეიძლება არ ეყოს), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში 180 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თვეში 180-180 ლარის გადახდა. 2.25. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას; 2.26. დასახელებული ნორმით ალიმენტის ვალდებულება განსაზღვრულია მომავალი დროისათვის, ანუ მისი გადახდევინება იწყება სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ალიმენტის გადახდა დაეკისროს წარსული დროისათვისაც, 2--- წლის 20 ოქტომბრამდე სამი წლის განმავლობაში. კანონი დასაშვებად მიიჩნევს ალიმენტის წარსული დროისათვის დაკისრებასაც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მოპასუხემ წარსულ დროშიც იზრუნოს ალიმენტის მიღებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ იზრუნვა ალიმენტის მიღებაზე, მაგრამ ალიმენტი სრულად არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. დადგენილია, რომ მოპასუხე პერიოდულად იხდიდა თანხებს. განვლილ პერიოდში გადახდილი თანხები არ წარმოადგენს საკმარისი ოდენობის ალიმენტს. მ------ ხ------–---–ი მესამე სართულიდანაა გადმოვარდნილი და მას მკურნალობა სჭირდებოდა, ასევე გარკვეული პრობლემები აქვს ნ-----–ი ხ------–---–საც. მოპასუხის მიერ პერიოდულად გადახდილი თანხით არ მიიღწეოდა შვილის აღზრდის მიზანი, ამიტომ მას დამატებით უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრამდე გასული სამი წლის ალიმენტი თვეში 100-100 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი აღძრულია 2--- წლის 31 ოქტომბერს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2--- წლის 31 ოქტომბრიდან; 3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ---------- ხ------–---–მა სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.4. პუნქტში პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-1230-ე მუხლებს, რომლის თანახმადაც ალიმენტის თანხის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა 6.5. პუნქტში სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა იმის მიხედვით თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად ან არა იმის მიხედვით თუ რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახითო, ამიტომ ალიმენტის სახით - 180 ლარის დადგენა სასამართლომ მიიჩნია გონივრულად ანუ აღნიშნული ადასტურებს, რომ სასამართლო ვერ ასაბუთებს მითითებულ მსჯელობას და ფაქტია, რომ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა ისე, რომ არ გამოიკვლია თუ რა ოდენობის თანხა ესაჭიროებათ ბავშვებს ყოველთვიურად და შეძლებს თუ არა აპელანტი ამ ოდენობის ალიმენტის თანხის გადახდას. 3.2. აპელანტი არც წარსულში არიდებდა და არც მომავალში არ აარიდებს თავს იმ აუცილებელ ხარჯებს, რაც ესაჭიროებათ მის შვილებს ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მკურნალობისათვის, განათლებისათვის, მაგრამ ყოველთვიურად - 360 ლარის გადახდის ვალდებულებით შესაძლებელია, რომ შეექმნას ეკონომიური პრობლემები, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება აპელანტის სხვადასხვა ოდენობის ვალდებულებები ბანკსა და საფინანსო ორგანიზაციებში, რაც რასაკვირველია შემდგომში გააუარესებს მის ფინანსურ მდგომარეობას და უარყოფითად აისახება შვილებზეც. ამიტომ მიმაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება გამოყენებულ კანონს და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; 3.3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 6.6. პუნქტში პუნქტში მოყვანილია სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლი, რომლის თანახმადაც წარსული დროის ალიმენტის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ იზრუნა ალიმენტის მიღებაზე, მაგრამ ალიმენტი სრულად არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ თითქოსდა ჩემი მარწმუნებელი თავს არიდებდა მის გადახდას. ამასთანავე სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ აპელანტი პერიოდულად იხდიდა თანხებს, თუმცა გადახდილი თანხები არ წარმოადგენდა საკმარისი ოდენობის ალიმენტს. განვმარტავ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სარჩელში მხოლოდ და მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ თუ რამდენად ცუდი მამაა აპელანტი და რომ დღემდე ერთი ლარითაც არ დახმარებია ის თავის შვილებს. თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულებით იქნა გაქარწყლებული აღნიშნული გარემოებები და დადასტურდა, რომ აპელანტს გადახდილი აქვს სწავლის თუ სხვადასხვა სასწავლო წრეების, მკურნალობის თანხები, რომელზეც წარმოვადგინეთ სალაროს შემოსავლების ორდერები, დაზღვევის პაკეტები ორივე შვილებზე და ისიც, რომ ზაფხულობით დასასვენებლად გაჰყავს შვილები, რაც დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარემ თავის განმარტებაში (აქვე დავამატებ, რომ ჩემი მარწმუნებელი ყოველთვის ზრუნავს თავის შვილებზე, ყიდულობს ტანისამოს, ფეხსაცმელს, საჩუქრებს, ხშირად მოჰყავს თავისთან, ხშირად ეკონტაქტება და საჭიროების შემთხვევაში ხელზეც აწოდებს თანხებს თავად ბავშვებს, რასაც თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, თავად ბავშვებიც დაადასტურებენ) შესაბამისად მოყვანილი ნორმის განმარტებიდან გამომდინარე არ არის განსაზღვრული ალიმენტის თანხის ოდენობა და კანონმდებელმა იმპერატიულად დაადგინა, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულმა პირმა არ უნდა აარიდოს თავი ალიმენტის გადახდას. ამიტომ, რადგანაც ალიმენტის გადახდის ვალდებული პირი ანუ აპელანტი სარჩელის წარდგენამდე ახდენდა თანხების გადახდას, მიმაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს წარსული დროის ალიმენტის დაკისრება აპელანტზე. შესაბამისად სასამართლოს მხრიდან საუბარი, რომ განვლილ პერიოდში გადახდილი თანხები არ წარმოადგენს საკმარისი ოდენობის ალიმენტს, მოკლებულია ყოვ ეგვარ სამართლებრივ საფუძველს. 3.4. არასწორად იქნა განმარტებული და დასაბუთებული კანონი (არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-1230-1234-ე მუხლები), ამიტომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარე - ს--–---ე მ--------ეს სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2007 წლის 0- თებერვალს დაბადებული ნ-----–ი ხ------–---–ი და 2008 წლის 0- აგვისტოს დაბადებული მ------ ხ------–---–ი არიან ს--–---ე მ--------ეს და თ---------- ხ------–---–ის შვილები; 4.2. ს--–---ე მ--------ე და თ---------- ხ------–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; 4.3. ნ-----–ი ხ------–---–ი და მ------ ხ------–---–ი ცხოვრობენ დედასთან, ს--–---ე მ--------ესთან და თ---------- ხ------–---–ს 2012-2--- წლებში გადახდილი აქვს შვილების სწავლის გადასახადის ნაწილი; 4.4. თ---------- ხ------–---–ი მუშაობს სს ,,ს----------–--- რ--------“-ში და ხელფასის სახით ღებულობს 1100 ლარს; 4.5. ს--–---ე მ--------ე მუშაობს ს----------–-- პ---–-–--–- და ხელფასის სახით ღებულობს 1060 ლარს; 4.6. შ--------–---- სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2012-2--- წლის ჩათვლით თ----------- ხ------–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 62 30-.26 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრმა შემოსავალმა 12 431.49 ლარი შეადგინა (ტ. I, ს.ფ. 79-81). 4.7. დადგენილია, რომ თ---------- ხ------–---–ს 2--- წლის 15 ნოემბერს სს ,,მ----------------- ო---------–-- ს--- კ-------–’’-სა და 05.12.2--- წელს სს ,,ბ--- რ-------–---’’-ს მიერ გაცემული სასესხო ვალდებულებები ჯეროვნად შესრულებულია (ტ. I, ს.ფ. 113-131); 4.8. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე სსიპ ს----------–--- შ------ ს------- ს------------- მ-------------- ს------------- და ს----------–--- ფ-------- ს------------- შ--------–---- ს-------------- გამოითხოვა ინფორმაცია, რომლის მიედვით დადასტურდებოდა თ---------- ხ------–---–ის (პ/ნ: 6----------) მიერ 2013 წლის 31 ოქტომბრიდან დღემდე თუ რა რაოდენობის და რომელი სატრანსპორტო საშუალებები იყო იმპორტირებული, ასევე რეგისტრირებული თავის სახელზე; ზემოაღნიშნულის პასუხად სსიპ ს----------–--- შ------ ს------- ს------------- მ-------------- ს------------- 12.04.2--- წელს და 10.05.2--- წელს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა წერილები, თანდართული დოკუმენტებით, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ,,თ---------- ხ------–---–ის (6----------) მიერ, 2013 წლის 31 ოქტომბრიდან დღემდე პერიოდში იმპორტირებული და შემდეგში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, კერძოდ: 1) 13.03.2--- წელს 3861 ლარად აშშ-დან იმპორტირებულია L--- R---- R---- R---- - მაღალი გამავლობის, გასხვისებულია 13.03.2--- წელს; 2) 15.03.2--- წელს 800 ლარად აშშ-დან იმპორტირებულია Y-------- W---- - სპეციალიზებული მისაბმელი, გასხვისებულია 15.03.2--- წელს; 3) 15.10.2--- წელს 5671 ლარად იაპონიიდან იმპორტირებულია M---- A----- - სედანი, გასხვისებულია 25.04.2--- წელს; 4) 16.11.2--- წელს 4298 ლარად იაპონიიდან იმპორტირებულია S----- L----- B4 - სედანი, გასხვისებულია 16.11.2--- წელს; 5) 13.05.2--- წელს 4000 ლარად იაპონიიდან იმპორტირებულია S----- G- 7-- - მოტოციკლი, გასხვისებულია 06.06.2--- წელს; 6) 27.08.2--- წელს 5610 ლარად იაპონიიდან იმპორტირებულია N----- T---- - ჰ--------, გასხვისებულია 27.08.2--- წელს; 7) 03.12.2--- წელს 14104 ლარად აშშ-დან იმპორტირებულია T----- C---- - სედანი, გასხვისებულია 03.12.2--- წელს; 8) 0-.12.2--- წელს 3572 ლარად აშშ-დან იმპორტირებულია C------- P- C------ - ჰ--------, გასხვისებულია 0-.12.2--- წელს; 9) 05.12.2--- წელს 8110 ლარად აშშ-დან იმპორტირებულია T----- P---- - ჰ--------, გასხვისებულია 05.12.2--- წელს; 10) 27.12.2--- წელს 6084 ლარად აშშ-დან იმპორტირებულია T----- P---- - ჰ--------, გასხვისებულია 0-.04.2--- წელს; 11) 09.03.2--- წელს 8063 ლარად აშშ-დან იმპორტირებულია T----- P---- - ჰ--------, გასხვისებულია 09.03.2--- წელს; 12) 30.05.2--- წელს 15277 ლარად აშშ - დან იმპორტირებულია M--------- M------ L------ – მაღალი გამავლობის, გასხვისებულია 30.05.2--- წელს; 13) 15.12.2--- წელს 3100 ლარად აშშ - დან ი----------------–-- ზღ-------------- (აღნიშნულ იმფორმაციას შეიცავს 12.04.2--- წელს სააპელაციო სასამართლოში შ--------–---- სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილი და თანდართული დოკუმენტი). ამავე წერილით სასამართლის ასევე ეცნობა, რომ შსს მ-------------- ს---------- ს------------–--- მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, წერილში მითითებულ პერიოდში თ---------- ხ------–---–ის სახელზე რეგისტრირებული იყო სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა იმპორტიორიც თავად არ ყოფილა, კერძოდ: · 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 25 სექტემბრამდე - ,,R------ M-----’’; · 2--- წლის 16 ოქტომბრიდან 2--- წლის 16 ოქტომბრამდე და 2--- წლის 01 თებერვლიდან 2--- წლის 17 აპრილამდე - ,,H---- C-- 1---’’; · 2--- წლის 15 ნოემბრიდან 2--- წლის 14 ნოემბრამდე - ,,N----- T---’’; · 2--- წლის 14 დეკემბრიდან 2--- წლის 0- აპრილამდე - ,,M---- D----’’; · 2--- წლის 17 იანვრიდან 2--- წლის 25 აგვისტომდე - ,,M--------- O--------’’; · 2014 წლის 27 იანვრიდან 2014 წლის 11 ივლისამდე ,,A--- A-’’ (მითითებული ავტომანქანა 12.04.2--- წელს სააპელაციო სასამართლოში შ--------–---- სამსახურის მიერ გამოგზავნილი წერილის და თანდართული დოკუმენტის თანახმად, თ---------- ხ------–---–ის მიერ აშშ-დან ი----------------–-- აშშ-დან 01.11.2013 წელს 9906 ლარად); ჯამში, ზემოთ აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის შედეგად თ------------ ხ------–---–ის მიერ გადახდილია 92456 ლარი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით; სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით; 4.10. პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ აპელანტის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა მართებულად განსაზღვრა; 4.11. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს; 4.12. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან; განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ნ-----–ი ხ------–---–ისა და მ------ ხ------–---–ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი უზრუნველყოფილ იქნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. აღნიშნული კი, ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. 4.13. პალატას მიაჩნია, რომ ყოველთვიურად, 180-180 ლარი არასრულწლოვანი ბავშვების რჩენისათვის აუცილებელია; 4.14. მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღზრდა-განვითარების ხარჯებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მით უფრო, მაშინ როდესაც არასრულწლოვანი ბავშვის მიერ გადატანილი ტრავმის გამო მუდმივად საჭიროა ჯანმრთელობის მდგომარეობიოს კონტროლი. პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები საკრედიტო ორგანიზაციების წინაშე და ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვები დატოვოს აუცილებელი საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს; 4.15. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან (პირველი ნაწილი). ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას (მეორე ნაწილი); პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულს წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით. პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის გადახდა, სავსებით ხელეწიფება; აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივარში აპელანტს არ მიუთითებია იმ ფაქტებზე, რომლებიც ალიმენტის გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდა; 4.16. ამის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა ნ-----–ი ხ------–---–სა და მ------ ხ------–---–ს ალიმენტის სახით 180-180 ლარი უნდა გადაუხადოს, ასევე უნდა გადაუხადოს გასული პერიოდის, სამი წლის ალიმენტი თვეში 100-100 ლარის ოდენობით; 4.17. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. 6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ---------- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: ლაურა მიქავა