გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/11189- 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 იანვარი, 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ს-----------–--–---
მოპასუხე თ-------------------, ი-–----------
წარმომადგენელი ი---------–---–---–-
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ-------------------სა და ი-–----------სათვის არასრულწლოვანი შვილიშვილის, ნ-----–---------ს (დაბადებული 2------–-–----------------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება სოლიდარულად.
1.2. მოპასუხეების თ-------------------სა და ი-–----------სათვის არასრულწლოვანი შვილიშვილის დ-----–--------ს (დაბადებული 2-----–-–-------------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება სოლიდარულად.
მოსარჩელე ს-----------–--–--- და თ------------------ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 20 იანვრიდან, თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–---------- და 2----–-–------------------ს დაბადებული დ-----–--------. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით N2/1------- ს-----------–--–---სა და თ------------------ს შორის შეწყდა ქორწინება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების N2/28533-17 თანახმად, თ------------------ს დაეკისრა ნ-----–----------სა და დ-----–-------ს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულისათვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, დაწყებულია აღსრულება, თუმცა, თ------------------ ჯეროვნად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 პრილის ცნობით დასტურდება, რომ 2017 წლის 19 ოქტომბრიდან 2019 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, მოვალე თ------------------ს კრედიტორ ს-----------–--–--ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 18 თვის ალიმენტი, ჯამში 5400 ლარის ოდენობით. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თ------------------ს გადახდილი აქვს არაუმეტეს 1000 ლარისა, სხვა ნაწილში, გადაწყვეტილების აღსრულება არ განხორციელებულა. ვინადიან არასრულწლოვანთა მამა ჯეროვნად ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ალიმენტის გადახდა შეიძლება დაეკისროს ბებია-ბაბუას, რომელთაც აქვთ საკმაო სახსრები ბავშვების რჩენისათვის. თ------------------- არის ბუღალტერი და რამოდენიმე კომპანიას უწევს აუდიტორულ მომსახურებას. ხოლო, ი-–---------- ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. გარდა ამისა, თ-------------------სა და ი-–----------ს საკუთრებაში ირიცხება ერთ ეზოში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლი. ნ-----–---------- არის დაწყებითი კლასების მოსწავლე, ხოლო დ-----–------- საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. არასრულწლოვან დ-----–--------ს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით არასულწლოვანი ჯანმრთელია. მოსარჩელე ცხოვრობს დედ-მამასთან და ძმასთან ერთად ერთ სახლში, თუმცა ცალკე ოჯახად. ს-----------–--–---ს ბავშვების აღზრდაში როგორც მატერიალურად, ისე ფიზიკურად ეხმარებიან მშობლები და ძმა. (სარჩელი, სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ------------------- არ ეთანხმება მოთხოვნას.
2.2. მოპასუხე ი-–---------- არ ეთანხმება მოთხოვნას.
თ------------------ს დაკისრებული აქვს არასრულწლოვანი ბავშვების ნ-----–----------სა და დ-----–--------ს ალიმენტის სახით თითოეულისათვის 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ყოველთვიურად. აღნიშნულ ვალდებულებას თ------------------ დღემდე ასრულებს პერიოდულად და მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ ადგილი აქვს დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, არასწორია. თ------------------ პერიოდულად ხელზე გადასცემს არასრულწლოვან შვილებს გარკვეული ოდენობის თანხას, ეხმარება მათ სამოსით, საკვები პროდუქტით და სხვა. თ------------------ ცხოვრობს მეორე მეუღლესთან ერთად, მშობლებისაგან განცალკევებით. მოპასუხეს სამჯერ ჰქონდა მოკლევადიანი ხელშეკრულებები გაფორმებული „შ------–-------------------სთან“, თუმცა ამ ეტაპზე, თ------------------- მუშაობს შპს „რ-----ში“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს. მისმა შემოსავლებმა 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე შეადგინა 4625 ლარი. რაც შეეხება მოპასუხე ი-–----------ს, იგი ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. ეს უკანასკნელი სამი თვის მანძილზე იმყოფებოდა სტაციონარში და ამ ეტაპზეც ესაჭიროება მკურნალობა. უძრავი ქონებაში, რომელზეც საუბრობს მოსარჩელე მხარე, დღეის მდგომარეობით ცხობვრობს მოპასუხეთა მეორე შვილი. ბავშვები ხშირად იმყოფებიან ბებია-ბაბუასთან, ზრუნავენ მათზე მატერიალური თვალსაზრისით, გამოჰყავთ საბავშვო ბაღიდან ან სკოლიდან, რამოდენიმეჯერ განახორციელეს ერთ-ერთი არასრულწლოვანის ექიმთან ვიზიტის უზრუნველყოფა. მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის გადახდის ბებიისა და ბაბუისათვის დაკისრების თაობაზე ბუნდოვანია მაშინ, როცა, არასრულწლოვანთა მამას დაკისრებული აქვს ალიმენტის გარკვეული ოდენობა, გარდა ამისა მეორე მშობელი, რომელიც თანაბრადაა ვალდებული, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, დასაქმებულია შპს „ზ----------ში“ და აქვს შემოსავალი. მოპასუხეებს არ გააჩნიათ შემოსავლები. (შესაგებელი, 2019 წლის 05 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს-----------–--–--- და თ------------------ არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. თ------------------ს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვტილება საქმეზე N2/1-------.
3.1.2. ს-----------–--–---, არასრულწლოვან ნ-----–----------სა და დ-----–--------სათან ერთად, ცხოვრობს მოსარჩელის მშობლებთან და ძმასთან ერთად მისამართზე: თბილისი, ა----------------. მოსარჩელეს არასრულწლოვნების აღზრდაში ფიზიკურად და ფინანსურად ეხმარებიან მშობლები და ძმა;
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურში 2019 წლის ივნისის თვის მდგომარეობით არსებული მონაცემებით, ს-----------–--–--ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 425.35 ლარს, თებერვლის თვეში - 767.65 ლარს, მარტის თვეში - 711.35 ლარს, აპრილის თვეში - 709.8, მაისის თვეში - 716.65 ლარს, ივნისის თვეში - 692.35 ლარს, ივლისის თვეში - 1017.2 ლარს, აგვისტოს თვეში - 1220,4 ლარს, სექტემბრის თვეში - 1116 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1114.3 ლარს, დეკემბრის თვეში - 2064.55 ლარს; 2019 წლის იანვრის თვეში - 663.15 ლარს, თებერვლის თვეში - 1431.81 ლარს, აპრილის თვეში - 841,19 ლარს. ს-----------–--–--- დასაქმებულია შპს „ზ----------ში“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარატმენტის 2019 წლის 18 ივნისის მომართვა N2---------- (ს.ფ. 98).
3.1.4. თ------------------ არ ცხოვრობს მოპასუხეებთან თ-------------------სთან და ი-–----------სთან ერთად. იგი ცხოვრობს მეორე მეუღლესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.5. მოპასუხე თ-------------------ს და ი-–----------ს საკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ზ-----–---–--------–-----------;
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.6. არასრულწლოვან დ-----–--------ს 2017 წელს აღენიშნებოდა განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი F 84.9. ი------------------–----------------------------–-------ს 2017 წლის 27 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, დიაგნოსტირებულია განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი. გადის რეაბილიტაციის კურსს, რომლის ფონზე ფიქსირდება დადებითი დინამიკა: გაუმჯობესდა მეტყველება, როგორც რეცეპტორული, ასევე ექსპრესიული, რეაგირებს სახელზე, ერთვება კონტაქტში, წარმოებს გაზიარება, ინტერესდება თანატოლებით, თამაშობს მათთან ერთად. გამოხატულია მეტყველების განვითარების უმნიშვნელო შეფერხება: სიტყვათა მარაგი არასაკმარისი, გამოხატულია აგრამატიზმები, იშვიათი მყისიერი ექოლალიები, მოუწესრიგებელი ქცევა: აქტიურია, იმპულსური, ართმევს სათამაშოებს ბავშვებს, ავლენს ოპოზიციურობას იშვიათად, იქცევა გამომწვევად, ავლენს აგრესიას თანატოლების მიმართ. საჭიროებს დაკვირვებას დინამიკაში აუტისტური სპექტრის დიაგნოზის მოხსნის დიდი ალბათობით.
დღეის მდგომარეობით, დ-----–--------ს აუტისტური სპექტრის აშლილობა არ აღენიშნება. ი------------------–----------------------------–-------ს 2019 წლის 11 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, დ-----–-------- დიაგნოსტირებულია 2016 წელს, როგორც განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი. გადიოდა რეაბილიტაციის კურსს, რომლის ფონზეც დაფიქსირდა გამოხატული დადებითი დინამიკა. ამჟამად სოციალურ ინტერაქციაში პრობლემები არ ვლინდება: შემოდის ოთახში ღიმილით, მართმევს ხელს, მესალმება, მპასუხობს შეკითხვებზე, ცდილობს მიიქციოს ჩემი ყურადღება, მისვამს კითხვებს, წარმოებს სპონტანური გაზიარება, დადებითად არის განწყობილი და ცდილობს, თავი მომაწონოს, მიღიმის, ადექვატურად ერთვება ბებიასთან საუბარში. სახეზეა ნატიფი მოტორიკის დეფიციტი. მეტყველების განვითარება ასაკს არ შეესაბამება: სიტყვათა მარაგი მწირი, უჭირს აზრის ფორმულირება, თხრობა, საჭიროებს შეკითხვების გამარტივებას. აუტიზმის ნიშნები გამოხატული არ არის. ესაჭიროება დაკვირვება დინამიკაში და საჭიროების მიხედვით მეტყველების თერაპიის კურსი;
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 21 იანვრის სხდომის ოქმი);
_ ი------------------–----------------------------–-------ს 2017 წლის 27 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N3878;
_ ი------------------–----------------------------–-------ს 2019 წლის 11 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N1161.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს-----------–--–---ს და თ------------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------------ს დ-----–-------- და 2----–-–---------------ს ნ-----–---------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურის მიერ 2010 წლის 05 აგვისტოს გაცემული დაბადების მოწმობა ნ-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 20);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 07 ოქტომბერს გაცემული დაბადების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 21).
3.2.2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გაცემული N2/28533-17 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება №---------). 2017 წლის 19 ოქტომბრიდან - 2019 წლის 25 აპრილის პერიოდში მოვალე თ------------------ს კრედიტორ ს-----------–--–--ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 18 თვის ალიმენტი 5400 ლარის ოდენობით. მიუხედავად სააღსრულებო მოქმედებებისა, დღემდე მოვალის მიერ ალიმენტის გადახდა „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შესაბამის საბანკო ანგარიშზე არ დაფიქსირებულა.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №--------- საქმის მასალების მიხედვით, მოვალე თ------------------ს ს-----------–--–--ის სასარგებლოდ 2017 წლის 13 ოქტომბრიდან დღემდე უნდა გადაეხადა 27 თვის ალიმენტი 8100 ალრის ოდენობით; ამჟამად გადახდილია 2970 ლარი, საიდანაც 1150 ლარი გადახდილია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (2018 წლის 16 ივლისამდე), ხოლო 1820 ლარი სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომ. შესაბამისად, თ------------------ს ს-----------–--–--ის სასარგებლოდ ამჟამად გადასახდელი აქვს ალიმენტის დავალიანება 5130 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2019 წლის 25 აპრილს გაცემული ცნობა A---------------- (ს.ფ. 38);
_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2020 წლის 20 იანვარს გაცემული ცნობა A---------------- (ს.ფ. 188-189).
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე თ------------------ს დაეკისრა მოსარჩელე ს-----------–--–--ის სასარგებლოდ 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–----------ს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 19 ოქტომბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე. მოპასუხე თ------------------ს დაეკისრა მოსარჩელე ს-----------–--–--ის სასარგებლოდ 2----–-–------------------ს დაბადებული დ-----–--------ს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 19 ოქტომბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმე N2/28533-17 (ს.ფ. 22-34).
3.2.4. თ------------------ არ არის დასაქმებული. იგი პერიოდულად იხდის არასრულწლოვანი ნ-----–----------სა და დ-----–--------ს სასარგებლოდ დადგენილ ალიმენტს, თუმცა არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თ----------------------–----------------–-------–--------–--------------–--------------–----–ის“ 2017 წლის 01 დეკემბრის ცნობა;
_სს „თ-----------ს“ 2018 წლის 27 იანვრის სალაროს შემოსავლის ორდერი #1---------, სს „თ-----------ს“ 2018 წლის 22 თებერვლის სალაროს შემოსავლის ორდერი #1---------, სს „თ-----------ს“ 2018 წლის 16 მარტის სალაროს შემოსავლის ორდერი #1---------, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 24 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 02 მაისის სალაროს შემოსავლის ორდერი N-------, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 21 მაისის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 06 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი N-------, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 30 ივლისის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 03 სექტემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 03 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 25 ოქტომბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N-------, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 10 ნოემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2018 წლის 05 დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2019 წლის 09 იანვარს სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2019 წლის 26 თებერვლის სალაროს შემოსავლის ორდერი N1, სს „ვ------------ს“ 2019 წლის 10 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი N-------, სს „ვ------------ს“ 2019 წლის 22 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი N-------, სს „ვ------------ს“ 2019 წლის 23 მაისის სალაროს შემოსავლის ორდერი N------- (ს.ფ. 59-77).
3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით, ი-–----------ს მიღებული ყოველთვიური შემოსავალი არ უფიქსირდება;
სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით, თ-------------------ს მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 187.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 190 ლარს, დეკემბრის თვეში - 185 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 125 ლარს, თებერვლის თვეში - 187.5 ლარს, მარტის თვეში - 187.5 ლარს, აპრილის თვეში - 187.5 ლარს, მაისის თვეში - 187.5 ლარს, ივნისის თვეში - 187.5 ლარს, ივლისის თვეში - 187.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 562.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 937.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 187.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 187.5 ლარს, დეკემბრის თვეში - 187.5 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 187,5 ლარს, მარტის თვეში - 375 ლარს, აპრილის თვეში - 187.5 ლარს. თ------------------- 2018 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში დასაქმებული იყო „შ------–-------------------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------), ხოლო, დღეს მდგომარეობით მოპასუხე დასაქმებულია შპს „რ-----ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 04 ივნისს გაცემული ცნობა (ს.ფ. 78-78);
__სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარატმენტის 2019 წლის 18 ივნისის მომართვა N2---------- (ს.ფ. 98).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.– 4.2. არასრულწლოვანი შვილიშვილები საჭიროებენ დახმარებას, ისინი თავისი მშობლებისგან სარჩოს არ იღებენ, რის გამოც მოპასუხეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე, 1215-ე, 1234-ე, 1212-ე და 1198-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელე ს-----------–--–---მ მოპასუხეებისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეები თ------------------- და ი-–----------, როგორც არასრულწლოვანი ნ-----–----------სა და დ-----–--------ს ბებია-პაპა, ვალდებული არიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილიშვილები, თუ ისინი ვერ იღებენ სარჩოს თავისი მშობლებისაგან. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი, რაც აწესრიგებს პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობებს შვილიშვილების მიმართ.
დადგენილია, რომ ს-----------–--–---სა და თ------------------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–---------------ს ნ-----–--------- და 2014 წლის 4 ოქტომბერს დ-----–--------. ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ამჟამად, მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი ნ-----–--------- და დ-----–--------. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ა---------------- (3.1.1., 3.1.2., 3.2.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ს-----------–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე მოპასუხე თ------------------ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე 2----–-–---------------ს დაბადებული ნ-----–----------სა და 2----–-–------------------ს დაბადებული დ-----–--------ს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით თითოეულისათვის ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 19 ოქტომბრიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. დადგენილია, რომ ბავშვების მამა, თ------------------ პერიოდულად იხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ალიმენტს არასრულწლოვანი შვილების ნ-----–---------სა და დ-----–--------ს რჩენა-აღზრდის მიზნით, თუმცა ადგილი აქვს მშობლის მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას (3.2.3, 3.2.4.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გაცემული N2/28533-17 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება №---------). 2017 წლის 19 ოქტომბრიდან - 2019 წლის 25 აპრილის პერიოდში მოვალე თ------------------ს კრედიტორ ს-----------–--–--ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 18 თვის ალიმენტი 5400 ლარის ოდენობით. მიუხედავად სააღსრულებო მოქმედებებისა, დღემდე მოვალის მიერ ალიმენტის გადახდა „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ შესაბამის საბანკო ანგარიშზე არ დაფიქსირებულა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2020 წლის 20 იანვარს გაცემული ცნობის A---------------- მიხედვით, მოვალე თ------------------ს ს-----------–--–--ის სასარგებლოდ 2017 წლის 13 ოქტომბრიდან დღემდე უნდა გადაეხადა 27 თვის ალიმენტი 8100 ალრის ოდენობით; ამჟამად გადახდილია 2970 ლარი, საიდანაც 1150 ლარი გადახდილია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (2018 წლის 16 ივლისამდე), ხოლო 1820 ლარი სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომ. შესაბამისად, თ------------------ს ს-----------–--–--ის სასარგებლოდ ამჟამად გადასახდელი აქვს ალიმენტის დავალიანება 5130 ლარის ოდენობით (3.2.2).
მხარეთა შორის არ არის სადავო, რომ მოპასუხეები თ------------------- და ი-–---------- წარმოადგენენ თ------------------ს მშობლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.
დღეის მდგომარეობით, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე ს-----------–--–---სთან ცხოვრობს ორი არასრულწლოვანი შვილი, დ-----–-------- და ნ-----–---------. ამასთან, არასრულწლოვან დ-----–--------ს 2017 წელს აღენიშნებოდა განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი F 84.9. ი------------------–----------------------------–-------ს 2017 წლის 27 ოქტომბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, დიაგნოსტირებულია განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი. გადის რეაბილიტაციის კურსს, რომლის ფონზე ფიქსირდება დადებითი დინამიკა: გაუმჯობესდა მეტყველება, როგორც რეცეპტორული, ასევე ექსპრესიული, რეაგირებს სახელზე, ერთვება კონტაქტში, წარმოებს გაზიარება, ინტერესდება თანატოლებით, თამაშობს მათთან ერთად. გამოხატულია მეტყველების განვითარების უმნიშვნელო შეფერხება: სიტყვათა მარაგი არასაკმარისი, გამოხატულია აგრამატიზმები, იშვიათი მყისიერი ექოლალიები, მოუწესრიგებელი ქცევა: აქტიურია, იმპულსური, ართმევს სათამაშოებს ბავშვებს, ავლენს ოპოზიციურობას იშვიათად, იქცევა გამომწვევად, ავლენს აგრესიას თანატოლების მიმართ. საჭიროებს დაკვირვებას დინამიკაში აუტისტური სპექტრის დიაგნოზის მოხსნის დიდი ალბათობით. დღეის მდგომარეობით, დ-----–--------ს აუტისტური სპექტრის აშლილობა არ აღენიშნება. ი------------------–----------------------------–-------ს 2019 წლის 11 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, დ-----–-------- დიაგნოსტირებულია 2016 წელს, როგორც განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი. გადიოდა რეაბილიტაციის კურსს, რომლის ფონზეც დაფიქსირდა გამოხატული დადებითი დინამიკა. ამჟამად სოციალურ ინტერაქციაში პრობლემები არ ვლინდება: შემოდის ოთახში ღიმილით, მართმევს ხელს, მესალმება, მპასუხობს შეკითხვებზე, ცდილობს მიიქციოს ჩემი ყურადღება, მისვამს კითხვებს, წარმოებს სპონტანური გაზიარება, დადებითად არის განწყობილი და ცდილობს, თავი მომაწონოს, მიღიმის, ადექვატურად ერთვება ბებიასთან საუბარში. სახეზეა ნატიფი მოტორიკის დეფიციტი. მეტყველების განვითარება ასაკს არ შეესაბამება: სიტყვათა მარაგი მწირი, უჭირს აზრის ფორმულირება, თხრობა, საჭიროებს შეკითხვების გამარტივებას. აუტიზმის ნიშნები გამოხატული არ არის. ესაჭიროება დაკვირვება დინამიკაში და საჭიროების მიხედვით მეტყველების თერაპიის კურსი (3.1.6.).
მოსარჩელე ს-----------–--–--- დასაქმებულია შპს „ზ----------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 202445540). სსიპ შემოსავლების სამსახურში 2019 წლის ივნისის თვის მდგომარეობით არსებული მონაცემებით, ს-----------–--–--ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 425.35 ლარს, თებერვლის თვეში - 767.65 ლარს, მარტის თვეში - 711.35 ლარს, აპრილის თვეში - 709.8, მაისის თვეში - 716.65 ლარს, ივნისის თვეში - 692.35 ლარს, ივლისის თვეში - 1017.2 ლარს, აგვისტოს თვეში - 1220,4 ლარს, სექტემბრის თვეში - 1116 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1114.3 ლარს, დეკემბრის თვეში - 2064.55 ლარს; 2019 წლის იანვრის თვეში - 663.15 ლარს, თებერვლის თვეში - 1431.81 ლარს, აპრილის თვეში - 841,19 ლარს. მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან და ძმასთან ერთად, რომლებიც როგორც ფიზიკურად, ისე მატერიალურად ეხმაერებიან ბავშვების აღზრდაში (3.1.2., 3.1.3).
მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ბავშვების მამა, თ------------------ თავს არიდებს დაკისრებული ალიმენტის ჯეროვნად გადახდას, შესაბამისად, ბავშვების ბებია და პაპა ვალდებულნი არიან იზრუნონ ბავშვებზე, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოპასუხე თინა-ნემსაძე-ქაჯაია 2018 წლის აგვისტოს, სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში დასაქმებული იყო „შ------–-------------------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------), ხოლო, დღეს მდგომარეობით მოპასუხე დასაქმებულია შპს „რ-----ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------). სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით, თ-------------------ს მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 187.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 190 ლარს, დეკემბრის თვეში - 185 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 125 ლარს, თებერვლის თვეში - 187.5 ლარს, მარტის თვეში - 187.5 ლარს, აპრილის თვეში - 187.5 ლარს, მაისის თვეში - 187.5 ლარს, ივნისის თვეში - 187.5 ლარს, ივლისის თვეში - 187.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 562.5 ლარს, სექტემბრის თვეში - 937.5 ლარს, ოქტომბრის თვეში - 187.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 187.5 ლარს, დეკემბრის თვეში - 187.5 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 187,5 ლარს, მარტის თვეში - 375 ლარს, აპრილის თვეში - 187.5 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო სისტემის მონაცემებით კი, 2018 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით, ი-–----------ს მიღებული ყოველთვიური შემოსავალი არ უფიქსირდება. ამასთან, მოპასუხეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ მათ სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ზ-----–---–----------–-----------. მხარეთა განმარტებით დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს ორი დამოუკიდებელი სახლი, რომელთაგან ერთ-ერთში დღეის მდგომარეობით, მოპასუხის მითითებით ცხოვრობს თ-------------------სა და ი-–----------ს მეორე შვილი (3.2.5., 3.1.5.).
საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა შვილიშვილებსა და პაპა-ბებიას შორის როგორც მამის, ისე დედის ხაზითაც. ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების საკითხს და დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას სასამართლო წყვეტს მატერიალური მდგომარეობის, შვილიშვილის აღზრდაში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებათა გათვალისწინებით. როგორც სამართლებრივი ნორმის (სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი) შინაარსიდან იკვეთება, ბებიისათვის და პაპისთვის ალიმენტის დასაკისრებლად აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა. ბებიას და პაპას არასრულწლოვანი შვილიშვილების რჩენის ვალდებულება ეკისრება თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა. მათ აქვთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისათვის სარჩოს მიცემა და ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უზრუნველყოფს შვილების რჩენას.
დადგენილია, რომ ბავშვების დედა, ს-----------–--–--- დასაქმებულია და აქვს გარკვეული შემოსავალი, ხოლო მამა, თ------------------ ჯეროვნად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ საალიმენტო მოვალეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. აგრეთვე, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე მუხლის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია, როგორც მშობლის, ასევე შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა. უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალური შემოსავალთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა მშობლის, თ------------------ს მხრიდან არასრულწლოვანი ნ-----–---------სა და დ-----–--------ს რჩენა-აღზრდის მიზნით ალიმენტის გადახდის საჭიროება.
საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი შვილები ვერ იღებენ სარჩოს მამისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულება მშობელს დაკისრებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით. მამა პერიოდულად იხდის არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტს, თუმცა მისი მხრიდან არ ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვანი შესრულება, რაც დადასტურდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. მოპასუხეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის მეორე მშობელი დასაქმებულია და ბავშვები არ რჩებიან მათი ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი სახსრების გარეშე. თუმცა, თავად მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ თ------------------ს მიერ შესრულებულია მხოლოდ ვალდებულების 1/3 ნაწილი. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებებს, ვინაიდან ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე. ხოლო, თუ არასრულწლოვანი რომელიმე მშობლისაგან ვერ იღებს ალიმენტს, ბებია და პაპა ვალდებულია იზრუნოს მასზე, რათა არ დაირღვეს არასრულწლოვანის უფლებები და არ მოხდეს მისი აღზრდის ინტერესების ხელყოფა. საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სახეზეა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დასაკისრებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის შესაბამისად, ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვების ინტერესებს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს მათზე მზრუნველობასთან დაკავშირებულ საკითხებში. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ბებიის და პაპის შვილიშვილების მიმართ საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრისათვის აუცილებელია ორი პირობა: ბებიის და პაპის მიერ საკმაო შემოსავლების მიღება და არასრულწლოვანი ბავშვების მიერ მშობლებისგან სარჩოს მიღების შეუძლებლობა. ამასთან, ბებიისათვის და პაპისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობას სასამართლო ადგენს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მატერიალური მდგომარეობის, შვილიშვილების აღზრდაში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებათა გათვალისწინებით. მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნა დასმული აქვს შემდეგი სახით: მოპასუხეების თ-------------------სა და ი-–----------სათვის არასრულწლოვანი შვილიშვილის ნ-----–---------ს (დაბადებული 2------–-–----------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება სოლიდარულად და მოპასუხეების თ-------------------სა და ი-–----------სათვის არასრულწლოვანი შვილიშვილის დ-----–--------ს (დაბადებული 2-----–-–-------------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება სოლიდარულად.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ალიმენტის გადახდის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენს სოლიდარულ ვალდებულებას და არც ბებია-პაპა წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს მოცემულ შემთხვევაში, ამდენად სასამართლო მსჯელობს თითოეული მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობაზე დამოუკიდებლად.
სასამართლო იზიარებს მოტივაციას 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებისა N2/28533-17, რომლითაც თეიმურაზ ქაჯაიას დაეკისრა ალიმენტი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და მიაჩნია, რომ თითოეულმა არასრულწლოვანმა პაპისა და ბებიისაგან უნდა მიიღოს იმდენი, რამდენსაც იგი მიიღებდა მშობლისაგან. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ დანაწესსაც, რომ საალიმენტო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა შვილიშვილებსა და პაპა-ბებიას შორის როგორც მამის, ისე დედის ხაზითაც. ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ი-–----------ს მიერ არასრულწლოვანი შვილიშვილების, ნ-----–---------სა და დ-----–--------ს სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარით, ხოლო მოპასუხე თ-------------------ს მიერ არასრულწლოვანი შვილიშვილების, ნ-----–---------სა და დ-----–--------ს სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეულისათვის 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარით.
სასამართლო, ნორმის სამართლებრივი განმარტების ჭრილში მსჯელობს, თ------------------ს მიმართ დაკისრებული ალიმენტის ვალდებულების შეწყვეტასთან მიმართებით. აღნიშნული მოთხოვნა მხარეებს სარჩელით, და შესაგებლით არ ჰქონიათ დასმული, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, იმსჯელოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის N2/28533-17 გადაწყვეტილებით ნ-----–---------სა და დ-----–--------ს რჩენა-აღზრდისათვის თ------------------სათვის დაკისრებული ალიმენტის ვალდებულების შეწყვეტაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. – 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ს-----------–--–--- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
იმის გათვალისწინებით, რომ თ-------------------სა და ი-–----------ს მიმართ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თ-------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ხოლო ი-–----------ს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ს-----------–--–--ის (პირადი №4----------) სარჩელი მოპასუხე თ-------------------ს (პირადი №0----------) მიმართ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე თ-------------------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილიშვილის, ნ-----–---------ს (დაბადებული 2----–-–---------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე თ-------------------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილიშვილის, დ-----–--------ს (დაბადებული 2----–-–------------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;
2. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ს-----------–--–--ის (პირადი №4----------) სარჩელი მოპასუხე ი-–----------ს (პირადი №4----------) მიმართ:
2.1. დაეკისროს მოპასუხე ი-–----------ს (პირადი №42001004062) არასრულწლოვანი შვილიშვილის, ნ-----–---------ს (დაბადებული 2----–-–---------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;
2.2. დაეკისროს მოპასუხე ი-–----------ს (პირადი №42001004062) არასრულწლოვანი შვილიშვილის, დ-----–--------ს (დაბადებული 2----–-–------------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 22 მაისიდან) ყოველთვიურად 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;
3. დაეკისროს მოპასუხე თ-------------------ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. დაეკისროს მოპასუხე ი-–----------ს (პირადი №42001004062) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან შეწყვეტილად იქნეს აღიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის N2/28533-17 გადაწყვეტილებით თ------------------სათვის (პირადი N0----------) არასრულწლოვანი ნ-----–---------ს (დაბადებული 2----–-–---------------ს) სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულება;
6. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან შეწყვეტილად იქნეს აღიარებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის N2/28533-17 გადაწყვეტილებით თ------------------სათვის (პირადი N0----------) არასრულწლოვანი დ-----–--------ს (დაბადებული 2----–-–------------------ს) სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე