გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 411210018002518753
საქმე N 2/217-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 აგვისტო, 2018 წ. ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მაგისტრი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: დ----- მ-----–-–---–ი
წარმომადგენელი: მ-----–- გ------–---
მოპასუხე: ი-----–----ე
წარმომადგენელი: ნ----------–- ჯ----–---
დავის საგანი: დავალიანებული და დაკისრებული ალიმენტის თანხის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არასრულწლოვანი შვილის - კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის შემცირება 220 ლარიდან 80 ლარამდე.
1.2. არასრულწლოვანი შვილის კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის დავალიანების შემცირება 1 760 ლარიდან 880 ლარამდე.
სარჩელის თანახმად, მხარეები 2013 წლიდან 2016 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2014 წლის 5 დეკემბერს დაბადებული კ------------- მ-----–-–---–ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ----- მ-----–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის - კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა თვეში 220 ლარის გადახდა.
2017 წლის შემდეგ დ----- მ-----–-–---–ის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, მან შექმნა ახალი ოჯახი, სადაც შეეძინა შვილი. ამასთან, აქვს სესხები მიკროსაფინანსო და საბანკო დაწესებულებებში. მისი ყოველთვიური შემოსავალი კი შეადგენს 320 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, დ----- მ-----–-–---–ს არასოდეს აურიდებია თავი მშობლის უფლება-მოვალეობების შესრულებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ შექმნა სხვა ოჯახი, შესაძლებლობის ფარგლებში მუდამ ცდილობს ბავშვთან კონტაქტს. მისივე განმარტებით, დ----- მ-----–-–---–ის მცირეწლოვან შვილს დ--- მ-----–-–---–ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ესაჭიროება მკურნალობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არასწორია, კერძოდ, დ----- მ-----–-–---–ის მატერიალური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების შემდეგ არ შეცვლილა. მისი განმარტება, რომ ის არსად მუშაობს, არის სიცრუე, რითაც ცდილობს, თავი აარიდოს შვილის რჩენის მოვალეობას. ასევე განმარტა, რომ დ----- მ-----–-–---–ი მუშაობს შპს ,,ტ----– ქ------ში", სადაც იღებს დამატებით ხელფასს; გადა ამისა, მუშაობს კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებაში. ის ფაქტი, რომ დ----- მ-----–-–---–ს აქვს სხვადასხვა ფულადი ვალდებულებები, არ არის გამოწვეული იმით, რომ მას არ აქვს საკმარისი შემოსავალი და ვერ არჩენს შვილებს. ის საერთოდ არ მონაწილეობს მათი საერთო შვილის - კ------------- მ-----–-–---–ის აღზრდასა და რჩენაში. ბავშვს პერიოდულად ესაჭიროება მკურნალობა, რის ხარჯებსაც დედის პენსიიდან ფარავს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მოპასუხე მხარესთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი კ------------- მ-----–-–---–ი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე 2013 წლიდან 2016 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ----- მ-----–-–---–თან და ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2014 წლის 5 დეკემბერს დაბადებული კ------------- მ-----–-–---–ი.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა; გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N 2/1584-17 (140210017002123125) გადაწყვეტილება; მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. მოპასუხე დ----- მ-----–-–---–ი 2017 წლის 31 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდა ბ--–- მ------–---–თან, რომელთანაც შეეძინა შვილი - 2018 წლის 14 მაისს დაბადებული დ--- მ-----–-–---–ი.
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა; დაბადების მოწმობა; მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დ----- მ-----–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 5 დეკემბერს დაბადებული კ------------- მ-----–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისრა თვეში 220 ლარი.
მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის N 2/1584-17 (140210017002123125) გადაწყვეტილება; მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.4. დ----- მ-----–-–---–ი მუშაობს ა(ა)იპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანებაში" სპეციალისტად და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი 320 ლარია.
მტკიცებულება: ა(ა)იპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების" 2018 წლის 5 ივნისის N 27 ცნობა.
3.2.5. დ----- მ-----–-–---–ი შპს ,,ტ----– ქ------ში" აღარ მუშაობს 2018 წლის 25 ივლისიდან.
მტკიცებულება: ცნობა.
3.2.6. დ----- მ-----–-–---–ს გააჩნია საბანკო კრედიტიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულება 2 670,42 ლარის ოდენობით 2018 წლის 1 ივნისის მდგომარეობით.
მტკიცებულება: სს ,,ს----------–--------ის" 2018 წლის 1 ივნისის ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რამდენადაც მოსარჩელის დღევანდელი მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს საფუძველს მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 150 ლარის ოდენობით, ხოლო დაკისრებული ალიმენტის დავალიანების შემცირებაზე კი ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი საფუძველზე, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის დუსწრებელი გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 5 დეკემბერს დაბადებული კ------------- მ-----–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადასახდელი თანხა განისაზღვრა თვეში 220 ლარით 2017 წლის 10 ოქტომბრიდან.
მოსარჩელე ითხოვს დაკისრებული და დავალიანებული ალიმენტის ოდენობის შემცირებას და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, მან შექმნა სხვა ოჯახი, სადაც ყავს მცირეწლოვანი შვილი. მისი შემოსავალი შეადგენს 320 ლარს და აქვს სხვადასხვა ფულადი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
იმავე კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახადელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–ი, 2018 წლის 31 იანვრამდე დასაქმებული იყო შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" და ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი.
სასამართლოს მიერ შპს ,,ტ----–ი ქ-----დან" გამოთხოვილი მტკიცებულებებით დგინდება, ასევე, რომ დ----- მჭდლიშვილის ხელზე ასაღები ხელფასი შპს ,,ტ----– ქ------ში" შეადგენდა 946 ლარს, მაგრამ 2018 წლის 25 ივლისიდან ის განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან.
დადგენილია ასევე, რომ დ----- მ-----–-–---–მა 2017 წლის 31 აგვისტოს, სხვა ოჯახი შექმნა ბ--–- მ------–---–თან სადაც შეეძინა შვილი - 2018 წლის 14 მაისს დაბადებული დ--- მ-----–-–---–ი;
მოსარჩელის ამჟამინდელი ხელზე ასაღები შემოსავალი კი შეადგენს 320 ლარს.
მოპასუხე ი-----–----ე ამჟამად არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. მოპასუხის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა 2017 წლის 29 დეკემბრის შემდეგ არ გაუმჯობესებულა.
საქმის მასალების, კერძოდ სარჩელში მითითებული გარემოებების და მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების მიხედვით, დ----- მ-----–-–---–ს შესასრულებელი აქვს სასესხო ვალდებულებები, რაც დადასტურებულია წარმოდგენილი დოკუმენტებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
აღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს ალიმენტის ოდენობაში ცვლილებების შეტანა სასამართლოს მიერ.
ამდენად, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე.
იმავე კოდექსის 1236-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება; თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დროს.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ რვა თვის განმავლობაში არ მომხდარა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდა და აღნიშნულმა დავალიანებამ შეადგინა 1760 ლარი.
სასამართლო განმარტავს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–ი არ იხდიდა დაკისრებულ ალიმენტს, მუშაობდა და ჰქონდა იმდენი საშუალება, რომ რვა თვის განმავლობაში ეხადა დაკისრებული ალიმენტი და არ დაეგროვებინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადასახდელად უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება დ----- მ-----–-–---–ის იმგვარი მატერიალური მდგომაროება, რომ მან შეძლოს არასრულწლოვანი კ------------- მ-----–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდა 220 ლარის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე გათავისუფლებულია ერთ-ერთი სამსახურიდან, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით. ასევე, მოსარჩელემ შექმნა სხვა ოჯახი და ყავს მცირეწლოვანი შვილი, რაც წარმოადგენს ალიმენტის დაკისრების დროისათვის, ანუ 2017 წლის 29 დეკემბრისათვის არსებული მდგომარეობის შეცვლას. სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან, შესაბამისად, გადამწყვეტია თუ როგორი მატერიალური შემოსავალი გააჩნია ალიმენტვალდებულს ალიმენტის დანიშვნის თუ შეცვლის მომენტში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. მნიშვნელოვანია მშობლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილებისას უპირველესად გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ამასთან, მშობლების რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისა და ორსულიან ოჯახში ერთი წევრისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. შეესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ----- მ-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ი-----–----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 50 ლარის ანაზღაურება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებთ, სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სასამართლოს გარეშე ხარჯებში მოიაზრება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული და აგრეთვე მხარეთა სხვაა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით 2018 წლის 9 ივნისის სალაროს შემოსავლის ორდერზე მითითებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების ოთხი პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი-----–----ეს მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 300 (სამასი) ლარის ნაცვლად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დ----- მ-----–-–---–ის (პირ. N 2----------) სარჩელი ი-----–----ის (პირ. N 2----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე № 2/1584-17) დ----- მ-----–-–---–ისათვის კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - 220 ლარი შემცირდეს და 2018 წლის 29 ივნისიდან მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–ს შვილის - 2014 წლის 5 დეკემბერს დაბადებული კ------------- მ-----–-–---–ის (პირ. N 5----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისროს 150 (ასორმოცდაათი) ლარი მდგომარეობის შეცვლამდე.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № 2/1584-17) დ----- მ-----–-–---–ისათვის კ------------- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის რვა თვის დავალიანების - 1760 (ერთი ათას შვიდას სამოცი) ლარის შემცირებაზე ეთქვას უარი.
4. მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–ის მიერ 2018 წლის 28 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე ი-----–----ეს მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
6. მოპასუხე ი-----–----ეს მოსარჩელე დ----- მ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანგარიშში 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) კასპის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. კასპი, გიორგი სააკაძის ქ. №124) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
8. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი