1. ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც არ მომხდარა გადახდევინება.
2. თუ მოვალე ამ პერიოდში არ მუშაობდა და მან არ წარმოადგინა თავისი ხელფასის (შემოსავლის) დამადასტურებელი დოკუმენტები, დავალიანება განისაზღვრება იმ ხელფასის (შემოსავლის) მიხედვით, რომელსაც იგი იღებდა დავალიანების გადახდევინების დრო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…მოპასუხეს, არასრულწლოვანი კ. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის - ყოველთვიურად 75 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1234-ე, 1236-ე მუხლები). 2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა. 3. თბილისის სააპელაციო…
…მის სრულწლოვანდებამდე, ხოლო დაგროვილი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელის მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს; 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე, 1236-ე, 1202-ე მუხლები; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი…
…საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1235-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დავალიანების გადახდევინება წარსული დროისათვის შეიძლება არა უმეტეს სამი წლისა სააღსრულებო ფურცლის გადასახდელად წარდგენამდე. იმავე კოდექსის 1236-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის დავალიანება განისაზღვრება მოვალის მიერ იმ პერიოდში მიღებული ფაქტობრივი ხელფასიდან (შემოსავლიდან), რომლის განმავლობაშიც…