1. ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(50)
საქმე №ას-851-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2024
…ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს…
საქმე №ას-562-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.07.2023
…ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს…
საქმე №ას-794-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2022
…გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. პალატამ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 1221-ე და 1237-ე მუხლებზე, რომელთა დანაწესი ადგენს ალიმენტის ოდენობის შემცირებისა და საალიმენტო დავალიანების გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობას შესაბამისი წინაპირობების…
საქმე №ას-621-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2019
…ვალდებულება, ნასესხები თანხა დაუბრუნოს გამსესხებელს არაუგვიანეს 2018 წლის 01 ივნისისა. 21. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 1221-ე და 1237-ე მუხლებით, რომელთა დანაწესი ადგენს ალიმენტის ოდენობის შემცირების შესაძლებლობას, აგრეთვე, საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას…
საქმე №ას-284-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2019
…დავალიანების თანხის ჩათვლისა და შემცირების თაობაზე, უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234-ე, 1237-ე მუხლები, ასევე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა. 10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს…
საქმე №ას-711-1041-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2008