გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210018002676576
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29938 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ი

წარმომადგენელი ზა-------------ე

მოპასუხე ფი----- მა–-------ე

წარმომადგენელი გე-–-------ე

დავის საგანი საალიმენტო ვალდებულებისაგან ნაწილობრივ გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით (საქმე N---------) დადგენილი ალიმენტის თანხის მიხედვით 2016 წლის მაისიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით დაგროვილი დავალიანების თანხა 9549.07 ლარი შემცირდეს - 8400 ლარის ოდენობით და მოსარჩელე მხარის მიერ დასაკისრებელი თანხა განისაზღვროს 1149.07 ლარით.

 

ვა---– უშ---–---–ი და ფი----- მა–-------ე 2006 წლის 03 მაისიდან 2015 წლის ივლისის თვემდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------------------–- ნი----–--ზ უშ---–---–ი და 2----–-–---------------------------–- მა----მ უშ---–---–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით ფი----- მა–-------ესა და ვა---– უშ---–---–ს შორის დამტკიცდა მორიგება ალიმენტის გადახდის დაკისრების თაობაზე, რაზეც 2015 წლის 06 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელე მორიგებით განსაზღვრულ თანხას იხდიდა 2016 წლის მარტის თვის ჩათვლით. მხარეები შერიგდნენ და 2016 წლის მაისის თვიდან მოპასუხე ფი----- მა–-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ვა---– უშ---–---–თან. 2016 წლის მაისის თვეში, ფი----- მა–-------ემ დაწერა განცხადება აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვასთან დაკავშირებით. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, ვა---– უშ---–---–ი ზრუნავდა ოჯახზე და მატერიალურად უზრუნველყოფდა არასრულწლოვან შვილებს. 2018 წლის სექტემბრის თვეში, მხარეებს შორის უთანხმოების გამო შეწყდა ოჯახური თანაცხოვრება და მითითებული პერიოდიდან, მხარეები ისევ ცალ-ცალკე ცხოვრობენ. დაშორებისთანავე, ფი----- მა–-------ემ კვლავ შეიტანა სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განახლება, შესაბამისად, განახლდა სააღსრულებო წარმოება და ყადაღა დაედო მოსარჩელის საბ---ო ანგარიშებს 9630 ლარის ფარგლებში ანუ იმ პერიოდში დარიცხული დავალიანების ფარგლებში, როდესაც მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს საალიმენტო დავალიანება შემცირდეს 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი ალიმენტის თანხის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას. ის გარემოება, რომ 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვემდე მხარეები ერთად ცხოვრობდნენ, არ ათავისუფლებს მოსარჩელეს საალიმენტო ვალდებულებისაგან. ამ დროის განმავლობაშიც მათ შორის იყო კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა, პერიოდულად ვა---– უშ---–---–ი მიდიოდა კიდევაც სახლიდან. ფი----- მა–-------ეს ძირითადად ეხმარებოდა ბებია და------ნ ჩა----ე, რომელიც ბავშვებს საკვებით უზრუნველყოფდა. ამასთან, სულ პრობლემა იყო კომუნალური გადასახადების გადახდა, რის გამოც მოპასუხეს გაზმომარაგებას უწყვეტავდნენ. ფი----- მა–-------ე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ყოველი წლის სექტემბრის თვეში მოსარჩელე აძლევდა თანხას ბავშვებისათვის ტანსაცმლის საყიდლად და ასევე, ყოველთვიურად იხდიდა 100 ლარს არასრულწლოვნების ცეკვის, კალათბურთის და ინგლისურის წრეების საფასურის დასაფარად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსარჩელე მხარის ზრუნვა ოჯახზე არ ატარებდა სტაბილურ ხასიათს, რის გამოც იგი არ უნდა გათავისუფლდეს დაგროვილი საალიმენტო დავალიანებისაგან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ი და მოპასუხე ფი----- მა–-------ე 2006 წლის 03 მაისიდან 2015 წლის ივლისის თვემდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------------------–- ნი----–--ზ უშ---–---–ი და 2----–-–---------------------------–- მა----მ უშ---–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ფი----- მა–-------ესა და ვა---– უშ---–---–ს შორის შემდეგი პირობებით: ვა---–ი უშ---–---–ს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------------------–- ნი----–--ზ უშ---–---–ის და 2----–-–---------------------------–- მა----მ უშ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 125 -125 (ას ოცდახუთ - ას ოცდახუთი) ლარის, სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 11 მაისიდან. ერთი წლის შემდეგ - 2016 წლის 11 მაისიდან, მოპასუხეს გაეზარდოს ალიმენტი და თითოეული შვილის სასარგებლოდ განესაზღვროს 150 – 150 (ას ორმოცდაათი - ას ორმოცდაათი) ლარის, სულ 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 10.06.2015 წლის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 06.07.2015 წელს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მაისის განჩინება, საქმე N--------- (ს.ფ. 20-22);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 06 ივლისის სააღსრულებო ფურცელი, საქმე N--------- (ს.ფ. 18-19);

 

3.1.3. ფი----- მა–-------ემ მიმართა განცხადებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების მიზნით მოვალე ვა---– უშ---–---–ის მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოება;

თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის ივლისის თვეში მიღებულია ფი----- მა–-------ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით გათხოვის თაობაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 23);

_კრედიტორ ფი----- მა–-------ის 31.05.2017 წლის განცხადება თბილისის სააღსრულებო ბიუროს (ს.ფ. 24);

 

3.1.4. ფი----- მა–-------ემ 2018 წლის 19 სექტემბერს კვლავ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის საფუძველზე მოვალე ვა---– უშ---–---–ის მიმართ სააღსრულებო წარმოების განახლება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სააღსრულებო ბიუროს 1--------- წლის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 25);

_1--------- წლის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 26);

 

3.1.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით, ვა---– უშ---–---–ის მიერ 2015 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 სექტემბრის პერიოდში გადაუხდელი ალიმენტის დავალიანება შეადგენს 9549.07 ლარს, რის შესახებაც თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2018 წლის 02 ოქტომბერს მოამზადა ახალი წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 0--------- წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 27-28).

 

3.1.6. სს ,,თი----------ს“ სერვის ცენტრი ადასტურებს, რომ ვა---– უშ---–---–ი არის სს ,,თი----------ს“ კლიენტი და 03.10.2018 წლის მდგომარეობით, სს ,,თი---- ბ---ში“ აღნიშნულ კლიენტზე რეგისტრირებულია ყადაღა, თანხა 9630 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სს ,,თი----------ს“ მიერ 03.10.2018 წელს გაცემული ცნობა N7--------- (ს.ფ. 29);

 

3.1.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 30.10.2018 წლის მდგომარეობით, ფი----- მა–-------ეს 2018 წლის იანვრიდან შემოსავალი არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 01.11.2018 წელს გაცემული ცნობა N2----------- (ს.ფ. 55);

 

3.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვრის თვიდან, მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 401.84 ლარს, თებერვლის თვეში - 1388.36 ლარს, მარტის თვეში - 1396.89 ლარს, აპრილის თვეში - 1371.28 ლარს, მაისის თვეში - 1587.46 ლარს და 150 ლარს, ივნისის თვეში - 1401.75 ლარს და 50 ლარს, ივლისის თვეში - 1280.44 ლარს, აგვისტოს თვეში - 1224.71 ლარს და სექტემბრის თვეში - 1220.36 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 01.11.2018 წელს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 55-56);

 

3.1.9. ფი----- მა–-------ემ მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვა---– უშ---–---–ის მიმართ და მოითხოვა არასრუწლოვანი შვილების სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვითაც, ვა---– უშ---–---–ს არასრულწლოვანი შვილების, ნი----–--ზ უშ---–---–ის და მა----მ უშ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 200-200 ლარის, სულ 400 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ის განმარტებით, იგი დასაქმებულია შპს ,,კავ----------------------ში“ დისტრიბუციის სამსახურში და აქვს შემოსავალი როგორც ხელფასის სახით, ასევე ბონუსების დარიცხვით, თუმცა ბონუსები არ არის სტაბილური. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მას უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან. თავად მოსარჩელე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხესთან შერიგების შემდეგ, გარკვეული პერიოდი (დაახლოებით 6 თვე) სამსახურში შექმნილი პრობლემების გამო დარჩა უმუშევარი და არ ჰქონდა შემოსავალი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოწმეები ლი--- უშ---–---–ი, რუ------ნ ციხ--–-–---–ი და და------ნ ჩა----ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 01.11.2018 წელს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 55-56);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- მოწმეების ლი--- უშ---–---–ის, რუ------ნ ციხ--–-–---–ის და და------ნ ჩა----ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მხარეები, ვა---– უშ---–---–ი და ფი----- მა–-------ე განმარტავენ, რომ 2015 წელს ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტიდან, დაახლოებით ერთ წელში ისინი შერიგდნენ და ფი----- მა–-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ვა---– უშ---–---–თან ერთად საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, ლე---------–---–---------. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე, როგორც მოსარჩელე მხარის, ასევე, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეები მა-- უშ---–---–ი, ჯიმ–-რ პა---ე, ლი--- უშ---–---–ი, ევ-------–-–---–ი, რუ------ნ ციხ--–-–---–ი და და------ნ ჩა----ე. მხარეთა განმარტებით, ვა---– უშ---–---–ი და ფი----- მა–-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვემდე.

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, ი/მ ვა---– უშ---–---–ს 2017 წლის იანვრიდან უფიქსირდება მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე ვა---– უშ---–---–ის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მიღებული მოგება შეადგენდა 883.31 ლარს. ფი----- მა–-------ეს 2017 წლის იანვრიდან დღემდე შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი არ იყო დასაქმებული ვა---– უშ---–---–თან შერიგებისა და მასთან ერთად ცხოვრების პერიოდში და ძირითადად დაკავებული იყო არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდით. ფი----- მა–-------ე იღებდა სოციალურ დახმარებას 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოწმეებიც ლი--- უშ---–---–ი, ევ-------–-–---–ი, რუ------ნ ციხ--–-–---–ი და და------ნ ჩა----ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 05.11.2018 წელს გაცემული ცნობა N2-----------, დანართი (ს.ფ. 134-135);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- მოწმეების მა-- უშ---–---–ის, ჯიმ–-რ პა---ის, ლი--- უშ---–---–ის, ევ-------–-–---–ის, რუ------ნ ციხ--–-–---–ის და და------ნ ჩა----ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. ვა---– უშ---–---–სა და ფი----- მა–-------ის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრამდე ვა---– უშ---–---–ი მატერიალური კუთხით მეტნაკლებად ზრუნავდა არასრულწლოვან შვილებზე და იღებდა ხარჯებს მათი რჩენა-აღზრდის მიზნით. თავად მოპასუხე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ყოველი წილის სექტემბრის თვისათვის, ვა---– უშ---–---–ი აძლევდა თანხას, 400 ლარს ბავშვების სამოსის და სასკოლო ნივთების შესაძენად, ასევე, ბავშვების მამა იხდიდა ყოველთვიურად 100 ლარს ბავშვების დამატებითი წრეებზე სწავლების გადასახდელად. ვა---– უშ---–---–ს არასრულწლოვან შვილებთან თბილი, ნორმალური და ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. მოწმეები ლი--- უშ---–---–ი, ჯიმ–-რ პა---ე და ლი--- უშ---–---–ი ადასტურებენ, რომ ვა---– უშ---–---–ი შესაძლებლობის ფარგლებში მეუღლესთან, ფი----- მა–-------ესთან შერიგების პერიოდში, ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილებს, უზრუნველყოფდა მათ საკვებით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით და სწავლის ხარჯით. 2016 წლის მაისის თვიდან, ვა---– უშ---–---–ის დედა, ლი--- უშ---–---–ი აღარ ცხოვრობდა მხარეებთან ერთად საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, ლე---------–---–---------. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რძალთან, ფი----- მა–-------ესთან, რის გამოც გარკვეული პერიოდი, ლი--- უშ---–---–ი იმყოფებოდა თავის დასთან საცხოვრებლად. ლი--- უშ---–---–ის ჩვენების მიხედვით, იგი თავისი შვილის ოჯახს ეხმარებოდა იმით, რომ თავისი შემოსავლით იხდიდა საბ---ო დაწესებულების წინაშე არსებულ დავალიანებებს, ამასთან, შესაძლებლობის მიხედვით, შვილიშვილებისთვის მიჰქონდა საკვები პროდუქტი. ლი--- უშ---–---–ის განმარტებით, იგი ფულადი თანხით არ დახმარებია შვილიშვილებს. არც ერთი მოწმე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ფი----- მა–-------ეს სტაბილურად ეხმარებოდა ბებია და------ნ ჩა----ე, რომელსაც საკვები პროდუქტი მიჰქონდა არასრულწლოვნებთან. მოწმეების ევ-------–-–---–ის და რუ------ნ ციხ--–-–---–ის მითითებით, ფი----- მა–-------ეს ფინანსური კუთხით ყოველთვის უჭირდა, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო რამდენჯერმე ჩაუჭრეს გაზი, დენი. მოწმე და------ნ ჩა----ის ჩვენებით, იგი მუდმივად ეხმარებოდა თავის შვილიშვილს ფი----- მა–-------ეს, მიჰქონდა ბავშვებთან საკვები. გარკვეული პერიოდი, ისინი მასთანაც ცხოვრობდნენ, თუმცა კონკრეტულ პერიოდზე მოწმე ვერ ასახელებს. და------ნ ჩა----ე ბავშვებს საკვების გარდა ყიდულობდა სხვა ნივთებსაც (ველოსიპედი, მობილური ტელეფონი). მოწმის განმარტებით, იგი დაკავებულია გარე ვაჭრობის სფეროში და მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ 500-600 ლა----. ამჟამად, ფი----- მა–-------ე და მისი შვილები ცხოვრობენ ქირით. ვა---– უშ---–---–ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოებიც, რაშიც მოსარჩელე მხარეს დაეხმარა ბიძაშვილი. მოწმე ჯიმ–-რ პა---ის მითითებით, ბოლო პერიოდში, ვა---– უშ---–---–ს და ფი----- მა–-------ეს დაეძაბათ ურთიერთობა, ფი----- მა–-------ემ ვერ შესძლო ვა---– უშ---–---–ის სახლში შესვლა საკეტის გამოცვლის გამო და მან ბავშვებთან ერთად ერთი ღამე გაატარა ჯიმ–-რ პა---ის ოჯახში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- მოწმეების მა-- უშ---–---–ის, ჯიმ–-რ პა---ის, ლი--- უშ---–---–ის, ევ-------–-–---–ის, რუ------ნ ციხ--–-–---–ის და და------ნ ჩა----ის ჩვენებები (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.4. არასრულწლოვანი ნი----–--ზ უშ---–---–ი ემზადება კერძო რეპეტიტორთან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. აღნიშნულ წრეებზე სწავლების ყოველთვიური გადასახდი შეადგენს 100 ასი) ლარს. ასევე, არასრულწლოვანი დადის კალათბურთის წრეზე, სადაც ყოველთვიური გადასახადია 25 (ოცდახუთი) ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- სს ,,ლი------ი ბ---ის“ ამონაწერი (ს.ფ. 130-133).

 

3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში დაგროვილი საალიმენტო ვალდებულების სრულად გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პერიოდში (2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით) მხარეების ვა---– უშ---–---–ისა და ფი----- მა–-------ეს ერთ ოჯახად უწყვეტად ცხოვრების ფაქტი, ასევე, არ დასტურდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე მხარის მიერ არასრულწლოვან შვილებზე სრულად მზრუნველობის გაწევისა და მათი რჩენა-აღზრდისათვის სტაბილურად მატერიალური ხარჯების გაღების შესახებ გარემოება;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საალიმენტო დავალიანებისგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1221-ე და 1237-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ვა---– უშ---–---–მა მოითხოვა: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით (საქმე N---------) დადგენილი ალიმენტის თანხა, 2016 წლის მაისიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით გადასახდელი თანხა 9549.07 ლარი შემცირდეს - 8400 ლარის ოდენობით და მოსარჩელე მხარის მიერ დასაკისრებელი თანხა განისაზღვროს 1149.07 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული ა----ნ, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილით, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. ამავე კოდექსის 1237-ე მუხლის მიხედვით, 1. ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლი---დ ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული ა----ნ ან ცალცალკე ცხოვრობენ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ი და მოპასუხე ფი----- მა–-------ე 2006 წლის 03 მაისიდან 2015 წლის ივლისის თვემდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------------------–- ნი----–--ზ უშ---–---–ი და 2----–-–---------------------------–- მა----მ უშ---–---–ი. მხარეებს შორის 2015 წელს შეწყდა ოჯახური თანაცხოვრება. საქმის მასალებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ფი----- მა–-------ესა და ვა---– უშ---–---–ს შორის შემდეგი პირობებით: ვა---–ი უშ---–---–ს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------------------–- ნი----–--ზ უშ---–---–ის და 2----–-–---------------------------–- მა----მ უშ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 125 -125 (ას ოცდახუთ - ას ოცდახუთი) ლარის, სულ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყო სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 11 მაისიდან. ერთი წლის შემდეგ - 2016 წლის 11 მაისიდან, მოპასუხეს გაეზარდოს ალიმენტი და თითოეული შვილის სასარგებლოდ განესაზღვროს 150 – 150 (ას ორმოცდაათი - ას ორმოცდაათი), სულ 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 10.06.2015 წლის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 06.07.2015 წელს. როგორც საქმის მასალებით დგინდება, ფი----- მა–-------ემ მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლოს განჩინების იძულებით აღსრულების მიზნით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის ივლისის თვეში მიღებულია ფი----- მა–-------ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით გათხოვის თაობაზე, რის შემდეგაც ყადაღა მოეხსნა მოვალე ვა---– უშ---–---–ის საბ---ო ანგარიშებს.

 

მხარეთა განმარტებით, 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით პერიოდისათვის, მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ი და მოპასუხე ფი----- მა–-------ე არასრულწლოვან შვილებთან, ნი----–--ზ უშ---–---–თან და მა----მ უშ---–---–თან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ვა---– უშ---–---–ის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისი, ლე---------–---–ის ქუჩა N--- აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მოითხოვს ერთად ცხოვრების პერიოდისათვის დაგროვილი საალიმენტო დავალიანებისგან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ი იმ დროის განმავლობაში ზრუნავდა არასრულწლოვან შვილებზე, უზრუნველყოფდა მათ რჩენა-აღზრდისათვის საჭირო თანხით, შესაბამისად, მას საალიმენტო თანხის გადახდა იმ პერიოდისათვის მას აღარ უნდა დაეკისროს. საქმის მასალებით, ფი----- მა–-------ემ 2018 წლის 19 სექტემბერს კვლავ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის საფუძველზე მოვალე ვა---– უშ---–---–ის მიმართ სააღსრულებო წარმოების განახლება. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით, ვა---– უშ---–---–ის მიერ 2015 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 სექტემბრის პერიოდში გადაუხდელი ალიმენტის დავალიანება შეადგენს 9549.07 ლარს, რის შესახებაც თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2018 წლის 02 ოქტომბერს მოამზადა ახალი წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. სს ,,თი----------ს“ სერვის ცენტრი ადასტურებს, რომ ვა---– უშ---–---–ი არის სს ,,თი----------ს“ კლიენტი და 03.10.2018 წლის მდგომარეობით, სს ,,თი---- ბ---ში“ აღნიშნულ კლიენტზე რეგისტრირებულია ყადაღა, თანხა 9630 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულება უპირატესად მშობლებს ეკისრებათ და მათ შვილის რჩენისა და აღზრდის თანაბარი ვალდებულება აქვთ. „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

დადგენილია, რომ ვა---– უშ---–---–ი დასაქმებულია შპს ,,კავ----------------------ში“ დისტრიბუციის სამსახურში და აქვს შემოსავალი როგორც ხელფასის სახით, ასევე ბონუსების დარიცხვით, თუმცა ბონუსები არ არის სტაბილური. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონული ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვრის თვიდან, მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 401.84 ლარს, თებერვლის თვეში - 1388.36 ლარს, მარტის თვეში - 1396.89 ლარს, აპრილის თვეში - 1371.28 ლარს, მაისის თვეში - 1587.46 ლარს და 150 ლარს, ივნისის თვეში - 1401.75 ლარს და 50 ლარს, ივლისის თვეში - 1280.44 ლარს, აგვისტოს თვეში - 1224.71 ლარს და სექტემბრის თვეში - 1220.36 ლარს. ასევე, 2018 წლის 2 ნოემბრის მდგომარეობით, ი/მ ვა---– უშ---–---–ს უფიქსირდება 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია აგრეთვე ვა---– უშ---–---–ის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მიღებული მოგება - 883.31 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება, ან მისი ოდენობის შემცირება უნდა მოხდეს მოვალის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით. ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლებას შეიძლება საფუძვლად დაედოს საპატიო მიზეზი, რაც დაკავშირებულია ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური პირობების ცვლილებასთან. საალიმენტო ვალდებულება ყოველთვის მიზნობრივი დანიშნულებისაა და ემსახურება უფლებამოსილი პირის რჩენის უზრუნველყოფას, არ შეიძლება ამ ვალდებულების ჩათვლა სხვა რაიმე მოთხოვნის ღირებულებაში. ვა---– უშ---–---–ი და ფი----- მა–-------ე განმარტავენ, რომ 2015 წელს ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტიდან, დაახლოებით ერთ წელში ისინი შერიგდნენ და ფი----- მა–-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა ვა---– უშ---–---–თან ერთად საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, ლე---------–---–---------. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეზე დაკითხული ყველა მოწმე, როგორც მოსარჩელე მხარის, ასევე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეები მა-- უშ---–---–ი, ჯიმ–-რ პა---ე, ლი--- უშ---–---–ი, ევ-------–-–---–ი, რუ------ნ ციხ--–-–---–ი და და------ნ ჩა----ე. მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში, 2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრამდე ვა---– უშ---–---–ი მატერიალური კუთხით მეტნაკლებად ზრუნავდა არასრულწლოვან შვილებზე და იღებდა ხარჯებს მათი რჩენა-აღზრდის მიზნით. თავად მოპასუხე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ყოველი წილის სექტემბრის თვისათვის, ვა---– უშ---–---–ი აძლევდა თანხას, 400 ლარს ბავშვების სამოსის და სასკოლო ნივთების შესაძენად, ასევე, ბავშვების მამა იხდიდა ყოველთვიურად 100 ლარს ბავშვების დამატებითი წრეებზე სწავლების გადასახდელად. მოსარჩელე მხარე ადასტურებს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხესთან შერიგების შემდეგ, გარკვეული პერიოდი (დაახლოებით 6 თვე) სამსახურში შექმნილი პრობლემების გამო დარჩა უმუშევარი და არ ჰქონდა შემოსავალი. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოწმეები ლი--- უშ---–---–ი, რუ------ნ ციხ--–-–---–ი და და------ნ ჩა----ე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არასრულწლოვანი ნი----–--ზ უშ---–---–ი ემზადება კერძო რეპეტიტორთან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. აღნიშნულ წრეებზე სწავლების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 100 (ასი) ლარს. ასევე, არასრულწლოვანი დადის კალათბურთის წრეზე, სადაც ყოველთვიური გადასახადია 25 (ოცდახუთი) ლარი.

 

მხარეთა განმარტებით დადგენილია, რომ ვა---– უშ---–---–ს არასრულწლოვან შვილებთან თბილი, ნორმალური და ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს, რასაც არ უარყოფენ საქმეზე დაკითხული მოწმეები. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეები ლი--- უშ---–---–ი, ჯიმ–-რ პა---ე და ლი--- უშ---–---–ი ადასტურებენ, რომ ვა---– უშ---–---–ი მხარესთან ერთად ცხოვრების პერიოდში, შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილებს და ზრუნავდა მათზე მატერიალური კუთხით.2016 წლის მაისის თვიდან, ვა---– უშ---–---–ის დედა, ლი--- უშ---–---–ი აღარ ცხოვრობდა მხარეებთან ერთად საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, ლე---------–---–---------. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რძალთან, ფი----- მა–-------ესთან, რის გამოც გარკვეული პერიოდი, ლი--- უშ---–---–ი იმყოფებოდა თავის დასთან საცხოვრებლად. ლი--- უ–------–-- ჩვენების მიხედვით, იგი თავისი შვილის ოჯახს ეხმარებოდა იმით, რომ თავისი შემოსავლით იხდიდა საბ---ო დაწესებულების წინაშე არსებულ დავალიანებებს, ამასთან, შესაძლებლობის მიხედვით, შვილიშვილებისთვის მიჰქონდა საკვები პროდუქტი. საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ფი----- მა–-------ეს და არასრულწლოვან ბავშვებს სტაბილურად ეხმარებოდა მოპასუხის ბებია და------ნ ჩა----ე, რომელსაც საკვები პროდუქტი მიჰქონდა არასრულწლოვნებთან. მოწმეების ევ-------–-–---–ის და რუ------ნ ციხ--–-–---–ის მითითებით, ფი----- მა–-------ეს ფინანსური კუთხით ყოველთვის უჭირდა, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო რამდენჯერმე ჩაუჭრეს გაზი, დენი. მოწმე და------ნ ჩა----ის ჩვენებით, იგი მუდმივად ეხმარებოდა თავის შვილიშვილს ფი----- მა–-------ეს, მიჰქონდა ბავშვებთან საკვები. გარკვეული პერიოდი, ისინი მასთანაც ცხოვრობდნენ, თუმცა კონკრეტულ პერიოდს მოწმე ვერ ასახელებს. დადგენილია ასევე ის გარემოებაც, რომ ფი----- მა–-------ე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ამჟამად ცხოვრობს ქირით. თავად ფი----- მა–-------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისთვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ფი----- მა–-------ემ მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვა---– უშ---–---–ის მიმართ და მოითხოვა არასრუწლოვანი შვილების სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვითაც, ვა---– უშ---–---–ს არასრულწლოვანი შვილების, ნი----–--ზ უშ---–---–ის და მა----მ უშ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 200-200, სულ 400 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საყურადღებოა, რომ დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანი ბავშვების მამამ მიმდინარე პერიოდისათვის იკისრა გაზრდილი ოდენობით საალიმენტო ვალდებულების შესრულება არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა და ამ მტკიცებულებათა საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლო კიდევ ერთხელ ყურადღებას გაამახვილებს ალიმენტვალდებული პირის, მოსარჩელე მხარის იმ საპატიო მიზეზზე, რამაც განსახილველ შემთხვევაში გამოიწვია ალიმენტის გადაუხდელობა და მოვალე პირის, ვა---– უშ---–---–ის საალიმენტო დავალიანების წარმოშობა. ზემოთ როგორც აღინიშნა მხარეები გარკვეული პერიოდი 2016 წლის მაისის თვიდან დაახლოებით 2018 წლის სექტემბრის თვემდე ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მოპასუხე ფი----- მა–-------ე აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედ სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მხარეთა ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში დაგროვილი საალიმენტო ვალდებულების სრულად გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ პერიოდში (2016 წლის მაისის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით) მხარეების ვა---– უშ---–---–ისა და ფი----- მა–-------ეს ერთ ოჯახად უწყვეტად ცხოვრების ფაქტი, ასევე, არ დასტურდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელე მხარის მიერ არასრულწლოვან შვილებზე მზრუნველობის გაწევისა და მათი რჩენა-აღზრდისათვის სტაბილურად მატერიალური ხარჯების გაღების შესახებ გარემოება რაც არ ქმნის ვა---– უშ---–---–ის მიმართ მითითებულ პერიოდზე დაგროვილი საალიმენტო დავალიანების - 8400 (რვა ათასი ოთხასი) ლარის ოდენობით სრულად გათავისუფლების საფუძველს. მოსარჩელე მხარე უწყვეტად არ ცხოვრობდა ამ მისამართზე მოპასუხესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. ამ პერიოდში მართალია მოსარჩელე მეტნაკლებად ზრუნავდა თავის შვილებზე, თუმცა ასევე, დასტურდება რომ არასრულწლოვან შვილებზე ზრუნვას ახორციელებდა მოპასუხის ბებიაც, რომელიც საკვებით და სხვადასხვა საჭიროებებით უზრუნველყოფდა მათ. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საალიმენტო დავალიანების გათავისუფლების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე ვა---– უშ---–---–ი 2015 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 სექტემბრის პერიოდში გადაუხდელი საალიმენტო დავალიანებით განსაზღვრული თანხის - 9549.07 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს ნაწილობრივ, კერძოდ გონივრული თანხის - 6000 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე ფი----- მა–-------ეს უნდა დაეკისროს ვა---–ი უშ---–---–ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხიდან 180 ლარის ანაზღაურება;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვა---–ი უშ---–---–ის (პირადი N0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

ვა---–ი უშ---–---–ი (პირადი N0----------) 2015 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 19 სექტემბრის პერიოდში გადაუხდელი საალიმენტო დავალიანებით (იხ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს პასუხი ვა---–ი უშ---–---–ისადმი - A----------------; 0---------) განსაზღვრული თანხის - 9549.07 ლარის გადახდისაგან გათავისუფლდეს ნაწილობრივ, კერძოდ 6000 ლარის ოდენობით;

 

2. დაეკისროს ფი----- მა–-------ეს (პირადი N4----------) ვა---–ი უშ---–---–ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასრგებლოდ გადახდილი თანხიდან 180 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე