გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
330210018002524009
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/19927 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ჯ----–-----–---–ი

წარმომადგენელი - ვ-–--–--–-----ი

მოპასუხე - თ------–----ე

წარმომადგენელი - ი---------–---–---–ი

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის საქმე N------ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხიდან, ნ-----–---------–---–ის (დაბადებული 1----–-–------------–ს) სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის დავალიანება 9509 ლარი, 6000 ლარით და გადასახდელად დარჩეს 3509 ლარი.

 

ჯ----–-----–---–ს და თ------–----ეს თანაცხოვრების პერიოდში, 1----–-–-----------–ს, შეეძინათ შვილი, ნ-----–---------–---–ი. 2005 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (საქმე N------) მხარეები განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით, ჯ----–-----–---–ს დაეკისრა ალიმენტის სახით 200 ლარის გადახდა, ყოველთვიურად, ნ-----–---------–---–ისათვის, მის სრულწლოვანებამდე. ნ-----–----ი სრულწლოვანი გახდა 2----–-–-----------–ს. ალიმენტის დაკისრებიდან სრულწლოვანებამდე მოსარჩელე მხარის მიერ გადასახდელი თანხა მთლიანად შეადგენდა 24 000 ლარს, საიდანაც არსებული მონაცემებით მის მიერ გადახდილი არის ალიმენტის სახით 14 491 ლარი, ხოლო გადასახდელად დარჩენილია 9509 ლარი. ჯ----–-----–---–ი 2----–-–---------------ს დაქორწინდა მ--------------–---–ზე (სააქტო ჩანაწერი N-----------), რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: ს--–---------–---–ი (დაბადებული 2----–-–------------–ს), მ--–---------–---–ი (დაბადებული 2----–-–---------–--ს) და ნ---------–---–ი (დაბადებული 2----–-–--------------). მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს შეეძინა მეორე ქორწინებიდან სამი შვილი, მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია ალიმენტის შემცირება. მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა ხდებოდა არა მარტო ალიმენტის სახით მოპასუხის სასარგებლოდ, არამედ შვილის მიერ მოთხოვნის შესაბამისად, თვეში რამდენჯერმე. ანალოგიური გრძელდება მისი სრულწლოვანების შესრულების შემდგომაც. ამჟამად, მოსარჩელე ჯ----–-----–---–ის ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად არის გაუარესებული, რომ, იძულებულია, მოითხოვოს დარჩენილი გადასახდელი თანხის შემცირება მისი სამი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებიდან გამომდინარე. თბილისის აღსრულების ბიუროს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო ფურცელი N-------05, რომლითაც ჯ----–-----–---–ს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ნ-----–---------–---–ის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე. ამავე ცნობით დადგენილია, რომ კრედიტორი თ------–----ე ითხოვს დარჩენილი მიუღებელი ალიმენტის ოდენობას, რომელიც შეადგენს 9509 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

 

მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ ალიმენტი დაინიშნა 2005 წლის 12 დეკემბრიდან, ნ-----–---------–---–ის სრულწლოვანებამდე, 2015 წლის 07 აპრილამდე. გადასახდელი თანხა შეადგენდა 22400 ლარს, საიდანაც თ------–----ემ გადაუხდელი ალიმენტის დავალიანების მოთხოვნა აღმასრულებელთან შეამცირა და განცხადებით მოითხოვა 9509 ლარის გადახდა. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი არა მხოლოდ ალიმენტს იხდიდა, არამედ შვილს ურიცხავდა თანხებს მოთხოვნისამებრ, მაგრამ შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები არ წარმოუდგენია. მოპასუხე მოთხოვნას ალიმენტის დავალიანების შემცირების თაობაზე არ ეთანხმება, ვინაიდან, ასეთი დათმობა აღმასრულებელთან თ------–----ემ საკუთარი ინიციატივით გააკეთა და დავალიანების ოდენობა შეამცირა. მოსარჩელის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მას სხვა შვილები შეეძინა, მაგრამ ალიმენტის შემცირების მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მოუმართავს, მოპასუხე არ ეთანხმება, ვინაიდან, მას დანიშნული ჰქონდა ალიმენტი გონივრული თანხის ოდენობით. მოსარჩელე ჯ----–-----–---–ი რეალურად მუშაობდა აზომვით სამუშაოებზე და ჰქონდა საკმაოდ დიდი რაოდენობის შეკვეთები. ის დასაქმებულია ინდ. მეწარმე მ--------------–---–ის (მისი მეუღლის) სახელზე რეგისტრირებულ ოფისში, რომელიც აზომვით სამუშაოებს აწარმოებს და მდებარეობს მარჯანიშვილის მოედანზე. მოსარჩელეს აქვს საკმაო რაოდენობის შეკვეთები და შესაბამისად მაღალი შემოსავალი. ჯ----–-----–---–მა ნ-----–----ს, არასრულწლოვანების პერიოდში, ალიმენტის გადაუხდელობით, ბევრი მატერიალური და მორალური ზიანი მიაყენა. ბავშვს მოკლებული ჰქონდა მამის მზრუნველობა და მოსარჩელეს არასდროს გამოუჩენია ნ-----–----ის მიმართ მამა-შვილური დამოკიდებულება. ბავშვის აღზრდაზე, სწავლასა და ჩაცმაზე ზრუნავდა მისი პაპა, კ----–----ე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჯ----–-----–---–ს და თ------–----ეს, თანაცხოვრების პერიოდში, 1----–-–------------–ს, შეეძინათ შვილი ნ-----–----ი აბაიშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 15);

 

3.1.2. ჯ----–-----–---–ი და თ------–----ე განქორწინდნენ 2----–-–------------ს; ნ-----–---------–---–ი ცხოვრობს დედასთან, თ------–----ესთან ერთად. ნ-----–----ი სრულწლოვანი გახდა 2015 წლის 07 აპრილს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 14);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. ჯ----–-----–---–ი 2----–-–---------------დან ქორწინებაშია მ---------------–---–თან, მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი: ს--–---------–---–ი (დაბადებული 2----–-–------------–ს), მ--–---------–---–ი (დაბადებული 2----–-–---------–--ს) და ნ---------–---–ი (დაბადებული 2----–-–--------------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------- (ს.ფ. 17);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 19).

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყდა თ------–----ესა და ჯ----–-----–---–ს შორის 1----–-–-----------ს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N---), მოპასუხე ჯ----–-----–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შვილის, ნ-----–---------–---–ის (დაბადებული 1----–-–------------–ს), სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმე N------ (ს.ფ. 13).

 

3.1.5. მოპასუხე თ------–----ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 დეკემბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 07 დეკემბრის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 16 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N-------05. კრედიტორმა თ------–----ემ, 2018 წლის 06 ივნისის განცხადებით დააზუსტა ალიმენტის დავალიანება და იგი მოვალე ჯ----–-----–---–ისგან ითხოვს ალიმენტის დავალიანების - 9509.70 ლარის გადახდას.

ჯ----–-----–---–ს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება გაეგზავნა 2011 წლის 03 იანვარს. მოპასუხე თ------–----ემ იძულებით აღსრულების მიზნით ბიუროს მიმართა 2011 წელს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიურის თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 ივნისს გაცემული ცნობა N----------------- (ს.ფ. 20);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ. 104-106).

 

3.2.2. მოპასუხე თ------–----ემ, 2018 წლის 15 მაისს, განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოვალე ჯ----–-----–---–ს ნ-----–---------–---–ის სრულწლოვანებამდე პერიოდში უნდა გადაეხადა 17200 ლარი, საიდანაც მოვალეს გადახდილი აქვს 2042.67 ლარი თ------–----ის საბანკო ანგარიშზე სს ,------------–--------–--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნაერთი ამონაწერი სს ,------------–--------–-- გახსნილი ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.05-12.11.18 (ს.ფ. 88-95);

- თ------–----ის 15.05.2018 წლის განცხადება აღმასრულებელ გ-----–-–---–ს (ს.ფ. 110);

 

3.2.3. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობით, ვინაიდან ჯ----–-----–---–მა სრულად არ გადაიხადა ალიმენტის თანხა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.06.2018 წლის N------ აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო მის: თბილისი, გ-------–----–----------------------ში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. 2018 წლის 04 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა მ--------------–---–მა და ნ--–------–---–მა მოპასუხეების თ------–----ის და ჯ----–-----–---–ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 02 ივლისს გაცემული ცნობა N----------------- (ს.ფ. 109);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინება, საქმე N---------- (ს.ფ. 123-127).

 

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ჯ----–-----–---–ის მიერ 2015 წლის იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2015 წლის სექტემბრის თვეში - 2500 ლარს, 2016 წლის თებერვლის თვეში - 187.5 ლარს, 2017 წლის აპრილის თვეში - 125 ლარს, 2017 წლის ივნისის თვეში - 312.5 ლარს, 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 312.5 ლარს და 375 ლარს, 2018 წლის მაისის თვეში - 3500 ლარს, ივისის თვეში - 125 ლარს და 1820 ლარს; გადასახადების ადმინსიტრირების სისტემაში ჯ----–-----–---–ს სხვა სახის შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 29 ნოემბრის ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 113-114);

 

3.2.5. ჯ----–-----–---–ს სხვადასხვა დროს ნ-----–---------–---–ის ანგარიშზე მისივე თხოვნით ჩარიცხული აქვს გარკვეული ოდენობის თანხები: 2018 წლის 26 ივნისს - 10 ლარი, 2018 წლის 11 ოქტომბერს - 20 ლარი, 2018 წლის 19 ივლისს - 20.50 ლარი, 2018 წლის 14 მაისს - 21 ლარი, 2018 წლის 25 ოქტომბერს - 20 ლარი, 2018 წლის 20 სექტემბერს - 20 ლარი და 10 აგვისტოს - 50 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სწრაფი გადახდის ტერმინალის ქვითრები (ს.ფ. 72-78).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელე მხარის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დავალიანების შემცირების თაობაზე,, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- ’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1237-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ მოითხოვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის დავალიანების ოდენობის შემცირება, მისი ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ჯ----–-----–---–ს და თ------–----ეს, თანაცხოვრების პერიოდში, 1----–-–------------–ს შეეძინათ შვილი, ნ-----–----ი აბაიშვილი. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–------------ს. ნ-----–---------–---–ი ცხოვრობს დედასთან, თ------–----ესთან ერთად. ნ-----–---------–---–ი ამჟამად არის სრულწლოვანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყდა თ------–----ესა და ჯ----–-----–---–ს შორის 1----–-–-----------ს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი N---), მოპასუხე ჯ----–-----–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, შვილის, ნ-----–---------–---–ის (დაბადებული 1----–-–------------–ს), სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე.

 

თ------–----ემ, აღნიშნული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართა 2011 წელს. შესაბამისად, ამავე წელს, 2011 წელს ჯ----–-----–---–ს სააღსრულებო ბიუროდან გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვინაიდან ჯ----–-----–---–მა სრულად არ გადაიხადა ალიმენტის თანხა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 19.06.2018 წლის N------ აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო მის: თბილისი, გ-------–----–-------------------ში განთავსებულ მოძრავ ნივთებს. საქმეში არსებული მასალებით დგინდება ის გარემოებაც, რომ მოვალე ჯ----–-----–---–ს, თ------–----ის საბანკო ანგარიშზე სს ,------------–--------–--- სულ გადახდილი აქვს 2042.67 ლარი, ალიმენტის სახით. დაანგარიშების მიხედვით, ჯ----–-----–---–ს ნ-----–---------–---–ის სრულწლოვანებამდე პერიოდში უნდა გადაეხადა 17 200 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

მოსარჩელე დაგროვილი ალიმენტის დავალიანების შემცირებას ითხოვს მისი, როგორც მატერიალური, ასევე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ ჯ----–-----–---–ი 2----–-–---------------დან ქორწინებაშია მ---------------–---–თან. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი: ს--–---------–---–ი (დაბადებული 2----–-–------------–ს), მ--–---------–---–ი (დაბადებული 2----–-–---------–--ს) და ნ---------–---–ი (დაბადებული 2----–-–--------------).

 

საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 15 ივნისს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 16 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N-------05. კრედიტორმა თ------–----ემ, 2018 წლის 06 ივნისის განცხადებით დააზუსტა ალიმენტის დავალიანება და იგი მოვალე ჯ----–-----–---–ისგან ითხოვს ალიმენტის დავალიანების - 9509.70 ლარის გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის თანახმად, 1. ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა და თავად ვალდებულება ალიმენტის გადახდისა, არ არის მუდმივი ხასიათის. სასამართლო უფლებამოსილია, გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდისაგან ვალდებული პირი თუ არსებობს საპატიო მიზეზი. საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას და უპირატესობა ენიჭება არასრულწლოვანის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩენი პირი, ნ-----–---------–---–ი სრულწლოვანია. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ გადახდის ქვითრებს, რომლის მიხედვითაც, ჯ----–-----–---–ი გარკვეული ოდენობის თანხებს ურიცხავდა თავის შვილს. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გადარიცხვები შესრულებულია სრულწლოვანი ნ-----–---------–---–ის ანგარიშზე 2018 წელს და შესაბამისად, ამ გადარიცხვებს საერთო არ აქვთ 2005-2015 წლებში შესასრულებულ საალიმენტო ვალდებულებასთან.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით ჯ----–-----–---–ის მიერ 2015 წლის იანვრიდან დღემდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2015 წლის სექტემბრის თვეში - 2500 ლარს, 2016 წლის თებერვლის თვეში - 187.5 ლარს, 2017 წლის აპრილის თვეში - 125 ლარს, 2017 წლის ივნისის თვეში - 312.5 ლარს, 2017 წლის ოქტომბრის თვეში - 312.5 ლარს და 375 ლარს, 2018 წლის მაისის თვეში - 3500 ლარს, ივისის თეში - 125 ლარს და 1820 ლარს; გადასახადების ადმინსიტრირების სისტემაში ჯ----–-----–---–ს სხვა სახის შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება.

 

მოპასუხე მხარე ალიმენტის დავალიანების შემცირებას არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ მან უკვე გაუწია შეღავათი მოვალე ჯ----–-----–---–ს და სააღსრულებო ბიუროში შეამცირა გადასახდელი ალიმენტის თანხა და ასევე, მოპასუხის მოსაზრებით, არ უნდა შემცირდეს დავალიანების ოდენობა, ვინაიდან, მოპასუხე ჯ----–-----–---–ი დასაქმებულია, იგი მუშაობს აზომვით ნახაზებზე, იღებს შეკვეთებს და აქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელე ჯ----–-----–---–ის მიერ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებისგან განსხვავებული ოდენობით შემოსავლების მიღების ფაქტს 2015 წლის იანვრიდან მიმდინარე პერიოდისათვის. მხოლოდ მოპასუხე მხარის ზეპირი სახის განმარტება მოსარჩელის სტაბილური და მაღალი ოდენობით შემოსავლების მიღების თაობაზე არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადგენად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების შემდეგ, შეიცვალა ალიმენტვალდებულ პირის ჯ----–-----–---–ის ოჯახური მდგომარეობა. მას შეეძინა სამი შვილი, რომლებიც ამჟამად არიან არასრულწლოვნები და მათი რჩენის ვალდებულება მეუღლესთან ერთად აკისრია მოსარჩელე მხარეს. თუმცა აღნიშნული გარემოება უპირობოდ არ უნდა იქნეს მიჩნეული ჯ----–-----–---–ის მიერ თავისი შვილის, ნ-----–---------–---–ის, სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადაუხდელობის საპატიო მიზეზად. ნ-----–---------–---–ის არასრულწლოვნების პერიოდში, ჯ----–-----–---–ს სხვა არასრულწლოვანი შვილებთან ერთად ეკისრებოდა მისი რჩენის ვალდებულება, რასაც საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ ასრულებდა ჯეროვნად. მოსარჩელე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტს არ იხდიდა სრულად, რის გამოც, მას დღეის მდგომარეობითაც გააჩნია საალიმენტო დავალიანება. ამასთან, მისი მხრიდან სხვა სახის მზრუნველობა ნ-----–---------–---–ის მიმართ, ამ უკანასკნელის სრულწლოვანების მიღწევამდე, საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს და შეაფასოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების საპატიო მიზეზი. განსახილველ დავაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის გადამხდელი პირის, ჯ----–-----–---–ის მატერიალური მდგომარეობის, მის კმაყოფაზე მყოფი პირების (არასრულწლოვანი შვილების) კანონით დადგენილი ინტერესების გათვალისწინებით, არსებობს დაგროვილი დავალიანების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების საფუძველი, თუმცა არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მოსარჩელე ჯ----–-----–---–ს არ უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი, მას სულ რამდენიმე ჩარიცხვა აქვს 2015-2018 წლებში, რასაც თავად მოსარჩელე მხარეც არ უარყოფს. თუმცა აღნიშნულის გარდა, სხვა არასტაბილური სამუშაოებიდან მხარის მიერ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში, საალიმენტო ვალდებულება განისაზღვრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რომელიც არ იქნა სრულად შესრულებული. ალიმენტის დავალიანების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და ისიც, კონკრეტული საპატიო მიზეზით. ალიმენტვალდებული პირის ამჟამინდელი ფინანსური და ოჯახური მდგომარეობა მიუთითებს დაგროვილი ალიმენტის გადაუხდელობის საპატიოობაზე, თუმცა აღნიშნული დავა უნდა გადაწყდეს როგორც ალიმენტის მიმღები პირის, ასევე, ალიმენტის გადამხდელი პირის რეალური მდგომარეობით, ამ უკანასკნელის რჩენაზე მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გონივრული თანხის ოდენობის შემცირების გზით.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხიდან, ნ-----–---------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის დავალიანება 9509 (ცხრა ათას ხუთას ცხრა) ლარი უნდა შემცირდეს 3000 (სამი ათასი) ლარით და გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 6509 (ექვსი ათას ხუთას ცხრა) ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591. 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ----–-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ჯ----–-----–---–ს (პ/ნ 0----------) შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N------) დაკისრებული ალიმენტის თანხიდან, ნ-----–---------–---–ის (დაბადებული 1----–-–------------–ს) სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის დავალიანება 9509 (ცხრა ათას ხუთას ცხრა) ლარი 3000 (სამი ათასი) ლარით და გადასახდელი დარჩეს 6509 (ექვსი ათას ხუთას ცხრა) ლარი.

 

3. მოპასუხე თ------–----ეს (პ/ნ 0----------) ჯ----–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 90 (ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა